/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

„ჰორმონული მუცელი“: რა არის ეს, რატომ ჩნდება და როგორ მოვიშოროთ იგი

„ჰორმონული მუცელი“: რა არის ეს, რატომ ჩნდება და როგორ მოვიშოროთ იგი
ყველას აქვს ცხიმი მუცლის არეში, ეს ნორმალურია.

თუმცა, თუ უცებ შეამჩნევთ, რომ იგივე კვების რეჟიმის, ძილისა და ფიზიკური აქტივობის მიუხედავად, წელის ხაზი სწრაფად ქრება და გიჭირთ შარვლის ან ქვედაკაბის ღილების შეკვრა, მაშინ შესაძლოა ე.წ. „ჰორმონული მუცელი“ იყოს

ეს არ არის სამედიცინო ტერმინი, მაგრამ მეტ-ნაკლებად ზუსტად ასახავს პრობლემის არსს - მუცლის არეში ცხიმოვანი ქსოვილის გადაჭარბებული დაგროვება ჰორმონალური დისბალანსის გამო.

ჰორმონები საჭიროა ორგანიზმში მრავალი მნიშვნელოვანი პროცესის დასარეგულირებლად, მათ შორის მეტაბოლიზმის, სტრესზე რეაქციის, შიმშილისა და დანაყრების გრძნობის, სექსუალური და რეპროდუქციული ფუნქციების და მრავალი სხვა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეს არის ქიმიური სიგნალების რთული, საგულდაგულოდ აგებული ქსელი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებს, რომელთა დახმარებითაც ორგანიზმი ფუნქციონირებს ოპტიმალურ რეჟიმში, ანუ არის ჯანმრთელ მდგომარეობაში. ჰორმონალური ქსელის ნებისმიერი დარღვევა და შეუსაბამობა იწვევს ჯანმრთელობის გარკვეულ შედეგებს, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს "ჰორმონული მუცელი".

შესაძლო მიზეზები

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი

ფარისებრი ჯირკვალი აწარმოებს ჰორმონებს, რომლებიც აკონტროლებენ მეტაბოლიზმს, ანუ როგორ იყენებს სხეული ენერგიას. ეს იმდენად სასიცოცხლო პროცესია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები თითქმის ყველა ორგანოზე მოქმედებს.

როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არასაკმარისად ფუნქციონირებს და გამოიმუშავებს ნაკლებ ჰორმონებს, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, ამ მდგომარეობას ჰიპოთირეოზი ეწოდება. ჰიპოთირეოზის დროს, რომელიც უფრო ხშირად აწუხებს ქალებს, ვიდრე მამაკაცებს, სხეულის ყველა ფუნქცია ნელდება, მათ შორის სხეულის ენერგიის დაწვის სიჩქარე, რაც იწვევს წონის მატებას და ცხიმის დაგროვებას წელის გარშემო.

ჰიპოთირეოზის სხვა სიმპტომებია ენერგიის დაკარგვა, კუნთების და სახსრების ტკივილი, სიცივის შეგრძნება, მშრალი კანისა და თმის ცუდი მდგომარეობა, ნელი გულისცემა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, რეპროდუქციული პრობლემები და დეპრესია.

  • მენოპაუზა

მენოპაუზის დაწყებისას საკვერცხეები თანდათან წყვეტს ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების გამომუშავებას, რაც სხვა შედეგებთან ერთად იწვევს ცხიმის მეტაბოლიზმის დარღვევას და ცხიმის დაგროვებას მუცლის არეში.

  • ქრონიკული სტრესი

მწვავე სტრესის დროს თირკმელზედა ჯირკვლები წარმოქმნიან ჰორმონ კორტიზოლს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სიტუაციას და გადამწყვეტ როლს თამაშობს ბრძოლა-ან-გაქცევის რეაქციის განვითარებაში, რომელიც მიმართულია გადარჩენისთვის. რაც უფრო ნერვიულობთ და ღელავთ, მით მეტი კორტიზოლი გამოიყოფა სისხლში.

კომენტარები (1)
maka
da ra medikamenti sheidzleba profilaqtikis, prevenciistvis
თარიღი : 22-05-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

„ჰორმონული მუცელი“: რა არის ეს, რატომ ჩნდება და როგორ მოვიშოროთ იგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები