როცა წონის დაკლება გსურთ, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით

მიზნისკენ პატარა, მაგრამ ეფექტური ნაბიჯებით უნდა ისწრაფვოდეთ. როგორ დავიკლოთ მარტივი წესების დაცვით და ყოველდღიურად ცხოვრების ნელ-ნელა შეცვლით? ხრიკები, რომლებიც წონის სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებათ, რომელთა შესრულება ბევრ ძალისხმევას არ მოითხოვს.
1. უხილავი აქტიურობა
გახდომის წესი მარტივია: იმაზე მეტი კალორია უნდა დახარჯოთ, ვიდრე მოიხმართ. ამ მხრივ რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ, მაგრამ ძალიან ხშირად დაგეგმილ ვარჯიშზე სიზარმაცის გამო უარს ვამბობთ! გირჩევთ, დღის განმავლობაში, შესვენებების დროს უფრო აქტიური იყოთ. უყურებთ სერიალს? რამდენიმე აზიდვა, ჩაჯდომა გააკეთეთ. კბილებს იწმენდთ? ჩაჯდომები რატომ არ უნდა გააკეთოთ?
ფიტნეს-მწვრთნელები ყოველი საკვების მიღების შემდეგ აქტიურობას გვირჩევენ: ეს მონელების პროცესს ეხმარება და ზედმეტ კილოგრამებს წვავს. სადილობის შემდეგ იმწამსვე სამუშაო მაგიდას არ მიუჯდეთ და ვახშმობის შემდეგ დივანზე არ წამოწვეთ. თუნდაც 10 წუთით მაინც გაიარეთ. ჭამიდან ზუსტად 20-30 წუთში შეგიძლიათ უფრო დიდი დატვირთვა – მარტივი ვარჯიშები შეასრულეთ.
2. მეხუთე გემო გამოიყენეთ
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მზარეულები გემოს 5 სახეობას გამოყოფენ: მარილიანი, ტკბილი, მჟავე, ცხარე და გონივრული.
გონივრული – გემოს ფერი, რომელიც სოიას სოუსში, ბროკოლში, ქამა სოკოსა და ნიგოზში არის. ითვლება, რომ ის რეცეპტორებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და დანაყრების შეგრძნებას იძლევა. კერძში ცოტა სოიას სოუსი დაუმატეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მასში ბევრი მარილი შედის და კერძში მარილის რაოდენობა უნდა შეამციროთ.
3. სანელებლები დაუმატეთ
ზოგიერთი სანელებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესზე გავლენას ახდენს. ყველაზე პოპულარულ დანამატებს შორის დარიჩინი, კურკუმა, წითელი წიწაკა და კოჭა შედის.
თუ მარილის რაოდენობას შეამცირებთ და რაციონში სანელებლებს გამოიყენებთ, ნივთიერებათა ცვლის პროცესს დააჩქარებთ. გარდა ამისა, სანელებლებს სხვა სასარგებლო თვისებები აქვს:
- დარიჩინი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს;
- კოჭა კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, საკვების მონელების პროცესს არეგულირებს;
- წითელი წიწაკა სისხლძარღვების მუშაობას არეგულირებს, ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს;
- კურკუმა ანთებით პროცესებს აქრობს, ნაღვლის ბუშტის მუშაობას არეგულირებს.
4. ცივი წყლის დალევა
როგორც ამბობენ. წყლის გემო მის ტემპერატურაზე არის დამოკიდებული, ნამდვილად, ადამიანთა უმეტესობას თბილი წყლის დალევა არ უყვარს, აი, მას ყინულთან ერთად სიამოვნებით სვამენ. თუ განსაკუთრებული უკუჩვენება არ გაქვთ, დღიური წყლის ნორმა ცივი სახით დალიეთ. ეს ორგანიზმს უფრო მეტი კალორიის დაწვაში დაეხმარება, რადგან მის გათბობაზე უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევს. თუმცა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანახარჯი არაა (თქვენ 8-15 კალორიაზე უფრო მეტს დახარჯავთ, ვიდრე ჩვეულებრივ ჭიქა წყალს დალევთ), თუმცა, დღის განმავლობაში მათი რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.
არსებობს ე. წ. „ყინულის დიეტა“, რომლის დროსაც დღის განმავლობაში საკვები ცივი სახით უნდა მიიღოთ, რომ ორგანიზმს მისი გათბობა და კალორიების დაწვა აიძულოს.
5. მცირე სეირნობა
თქვენი ყოველდღიური ჩვევები შეცვალეთ და თქვენს თავს უფრო მეტი სეირნობა აიძულეთ – ეს რთული არაა.
ავტომობილი შენობიდან შორს დააყენეთ და რამდენიმე გაჩერება ფეხით გაიარეთ. სადილობის შემდეგ გაისეირნეთ, როცა განწყობა გექნებათ – ყველა ეს მარტივი მოქმედება ყოველდღიურად უფრო მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ და სისხლძარღვების მუშაობას აუმჯობესებს. სირბილის ტემპი გაზარდეთ და ყოველდღიურად პატარა რიტუალი შეასრულეთ – მალე შეამჩნევთ, რომ წონას იკლებთ, განწყობა კი უმჯობესდება.
6. მოატყუეთ თვალი
ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი წონის დასაკლებად – ულუფის ზომა შეამცირეთ. ასე თვალიც და კუჭიც ტყუვდება. ქათმის ხორცი უფრო პატარა ნაჭრებად დაჭერით და უფრო მცირე ზომის თეფშზე დააწყვეთ, რომ ისეთი შთაბეჭდილება დატოვოთ, ვითომ სინამდვილეში უფრო მეტს ჭამთ. შეიძლება ეს ეტიკეტის კუთხით არასწორია, მაგრამ წონის დაკლების მხრივ გამართლებულია.
7. შეამცირეთ კალორიულობა ვაშლით
ვაშლი, ჩვეულებრივ მჟავეა, კუჭის წვენის გამომუშავებას ასტიმულირებს და მადას ზრდის: თუმცა, მას პარადოქსული ეფექტი აქვს: თუ საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე 1 ვაშლს შეჭამთ, მაშინ დღიური კალორიულობის რაოდენობა 150-200 კალორიით შემცირდება.
ზოგიერთი დიეტოლოგი ამას იმით ხსნის, რომ ჩვენ ნაკლებს ვჭამთ, რადგან კუჭი უკვე ნაწილობრივ დანაყრებულია. ზოგი ამბობს, რომ ეს უჯრედისის მაღალი შემცველობის ეფექტით არის გამოწვეული: ნივთიერებათა ცვლის პროცესი ჩქარდება.
8. გამორიცხეთ ის, რისი დათმობაც არ გაგიჭირდებათ
ძალიან შეზღუდული დიეტა იმით სრულდება, რომ ჩვენ მას ვწყვეტთ. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი რაციონისკენ სწრაფვის გამო, ძალიან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არაა. რაციონიდან გამორიცხეთ ის, რაზეც უარის თქმა არ გაგიჭირდებათ. მაგ., შავი შოკოლადის გარეშე ვერ გაძლებთ, მაგრამ ნამცხვარზე უარის თქმა შეგიძლიათ? მაშინ ჯობს მასზე უარი თქვათ. მცირე გამარჯვება უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ.
9. ფერის ძალა გამოიყენეთ
როგორც აღმოჩნდა, ფერი მადაზე გავლენას ახდენს და ითვლება, რომ ლურჯი ფერი მადას ყველაზე მეტად აქვეითებს. ასეთი ფერის თეფშზე საკვები ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება, ამასთან, ის ქვეცნობიერზე გავლენას ახდენს – ჩვენ უფრო ნაკლებს ვჭამთ.
სხვა ფერებსაც თავისი თვისებები აქვს.
ვარდისფერი ყველაზე ჰაეროვნად ითვლება, მას დესერტის ნაზ არომატზე ხაზგასმა შეუძლია, ხოლო უკვე სუნით დანაყრებულს, უფრო მეტის ჭამის სურვილი აღარ გექნებათ.
თეთრი თეფშები ნეიტრალურად ითვლება, ნარინჯისფერი და ყვითელი კი მადას ზრდის.
10. რაციონს დაუმატეთ ვიტამინები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს
როგორ ფიქრობთ, ზაფხულში წონის დაკლება მარტივი რატომ არის? ეს არა მხოლოდ რაციონის ცვლილების გამო ხდება, არამედ იმით, რომ ზაფხულში სხეული D ვიტამინით არის გაჯერებული, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს. ცივ ამინდში რაციონში D ვიტამინი ჩართეთ, ამისთვის უფრო მეტი თევზი, კარაქი, ვირთევზას ღვიძლი, კვერცხი დაუმატეთ.
ყურადღება მიაქციეთ ისეთ ელემენტს, როგორიც არის ქრომი: ის ინსულინის დონეს ამცირებს და მადას აქვეითებს. ქრომით მდიდარია პრასი, მწვანე სალათი, თევზი, ზღვის პროდუქტი და პარკოსანი.
11. არომატები, რომლებიც წონის დაკლებას ეხმარება
ზოგიერთი არომატი მადაზე გავლენას ახდენს, ამ საკითხზე კვლევა ჩაატარეს. ტესტებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები, რომლებიც პიტნის, ვაშლის, ბანანის, გრეიპფრუტის არომატს სუნთქავდნენ, უფრო ნაკლებს ჭამდნენ.
გარდა ამისა, მადაზე რამდენიმე ყვავილის არომატი მოქმედებს, მათ შორის: ლავანდა, ვარდი, ჟასმინი. ითვლება, რომ ისინი ქვეცნობიერზე გავლენას ახდენენ, მადის კონტროლის საშუალებას იძლევიან და ბედნიერებისა და სიმშვიდის შეგრძნებას იწვევენ.