/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

ქოლესტერინი და სისხლძარღვის სანათური

ქოლესტერინი და სისხლძარღვის სანათური
„კორონარული წებო“, „სისხლის ჭუჭყი“, „სისხლძარღვთა მწებავი“ და კიდევ მრავალი ამგვარი ეპითეტით ამკობენ ადამიანები ქოლესტერინს,

ნივთიერებას, რომელიც მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტების მთავარ გამომწვევ ფაქტორადაა აღიარებული და ასეცაა, რომ არა სისხლში მისი დონის მატება, მილიონობით ადამიანი გაცილებით მეტხანს იცოცხლებდა...

ლიპიდური ცვლა

ლიპიდური ცვლის შეფასება მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ათეროსკლეროზის შესაფასებლად და გულის იშემიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკის დასადგენად.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ლიპიდური ანუ ცხიმოვანი ცვლა გულისხმობს პროცესთა ერთობლიობას, რომლის მიზანიცაა ორგანიზმის მიერ ცხიმების ათვისება, მათი მონელება ნეიტრალურ ცხიმებამდე და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ მათი შეწოვა.

თუმცა აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ლიპიდური ცვლა ათეროსკლეროზის გამომწვევი მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია და არა ერთადერთი, ამიტომ ლიპიდური ცვლის პროფილის შედეგების ინტერპრეტირება ათეროსკლეროზის გამომწვევ სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა მოხდეს.

მაინც რა არის ქოლესტერინი?

ეს თეთრი, ცხიმისმაგვარი ნივთიერება, ასაკის განურჩევლად, ყველა ადამიანის ორგანიზმშია.

მისი ნორმალური მაჩვენებელი სისხლში 5,5მმოლ/ლ-ია, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, მისი კონცენტრაცია იზრდება და ეს თეთრი ცხიმი, სასარგებლო თვისებების ნაცვლად, მავნებლობის მომტანი ხდება.

ქოლესტერინი ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე ცხიმოვანი, ანუ ლიპიდური, ცვლის პროდუქტია, რომელიც რამდენიმე სახით არსებობს.

საერთო ქოლესტერინი - ორგანიზმისთვის საკმაოდ საჭირო რამაა. მისი ნამდვილი სახელი ქოლესტეროლია, თუმცა მას რატომღაც ყველა ქოლესტერინით მოიხსენიებს.

ქოლესტერინის 80-85% ორგანიზმში ღვიძლის, ნაწლავების, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლისა და სასქესო ჯირკვლების მიერ სინთეზდება, დანარჩენი 15-20% კი საკვების სახით ხვდება ორგანიზმში.

  • ქოლესტერინი მონაწილეობს სხეულის ყველა ქსოვილისა და ორგანოს უჯრედების მემბრანების შენებაში, მისი ყველაზე დიდი ნაწილი, 24%, ერითროციტების მემბრანას აფორმირებს, 17% - ღვიძლის უჯრედების გარსებს, 15% - თავის ტვინის თეთრ გარსს, 5-7% - თავის ტვინის რუხ ნივთიერებას.
  • ქოლესტერინის საფუძველზე იქმნება ჰორმონები, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმის ზრდაში, მის განვითარებასა და გამრავლებაში.
  • ქოლესტერინიდან იქმნება ნაღვლის მჟავები, რომლებიც წარმოქმნიან ნაღველს და მათი დახმარებით ნაწლავებიდან ცხიმების შეწოვა ხდება.

ლიპიდურ ცვლაში ქოლესტერინი რამდენიმე ფრაქციად არსებობს.

1. საერთო ქოლესტერინი - ასახავს სისხლში მოცირკულირე ქოლესტერინის ყველა ფრაქციის ერთობლიობას.

2. ტრიგლიცერიდები - ეს სისხლის პლაზმაში არსებული ნეიტრალური ცხიმებია, რომლებიც ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების ფორმირების ერთ-ერთი ფაქტორია.

3. ლიპოპროტეინები - თავისთავად ქოლესტერინი წყალში უხსნადია, ამიტომ მის ტრანსპორტს ორგანიზმში ახორციელებს ლიპოპროტეინებად წოდებულ ცილოვან ნაერთებთან დაკავშირებული კომპლექსური ნივთიერებები.

სისხლში რამდენიმე ტიპის ლიპოპროტეიდი ცირკულირებს, ისინი ერთმანეთისგან განირჩევიან მათში შემავალ აქტიურ ნივთიერებათა პროპორციებით.

მოლეკულების ზომისა და მათი ფუნქციის მიხედვით განირჩევა:

  • მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები - მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სტეროიდული ჰორმონების სინთეზში, ასევე აქვთ დამცავი როლი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგოდ. ისინი დევნიან ჭარბ ქოლესტერინს არტერიათა კედლებიდან და მას უკან ღვიძლში აბრუნებენ გადასამუშავებლად, ორგანიზმიდან გამოსადევნად და ამით წყვეტენ ჯაჭვს ათეროსკლეროზის განვითარების მექანიზმისას. მათ ასევე გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო აქტივობა, იცავენ არტერიის კედელს და უშუალო მოქმედებით ამცირებენ სისხლძარღვის სანათურში მიმდინარე ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.
  • დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები - პირიქით, იწვევენ სისხლძარღვის კედელზე ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, რომლებიც სისხლის ნორმალურ მიმოქცევას აფერხებენ, შედეგად მიმდინარეობს სისხლძარღვის დეფორმაცია, მათი სანათურის შევიწროება და სისხლს უკვე აღარ ეძლევა ორგანოებამდე და უჯრედებამდე თავისუფლად მიღწევის საშუალება, შედეგად კი მატულობს გულის იშემიური დაავადების და ათეროსკლეროზის განვითარების რისკი.
  • ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები - დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები „ცუდი“ ქოლესტერინის სახეობებია, სწორედ მათი დამსახურებაა არტერიებში ქოლესტერინული ფოლაქების გაჩენა და ჩალაგება, რაც შეეხება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, ისინი „კარგი“ ქოლესტერინის სახეობაა, რადგან სისხლძარღვებიდან ჭარბ ქოლესტერინს გამოდევნიან.
  • ლეპტინი - ცხიმოვანი უჯრედების მიერ სინთეზირებული ჰორმონია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში ენერგეტიკულ ცვლაში, ის შაქრიანი დიაბეტისა და მთელი რიგი გულსისხლძარღვოვანი დაავდებების ზუსტი კატალიზატორია.

სწორედ ლეპტინს უკავშირდება, პირდაპირ თუ ირიბად, სხეულის მასის ზრდა და კანქვეშა ცხიმოვან შრეში ცხიმის მატება.

  • B აპოლიპროტეინი - ნაწლავებიდან ცხიმოვან უჯრედებში ტრიგლიცერიდების მთავარი ტრანსპორტიორია, ის ასევე გულ-სისხლძარღთა დაავადებების ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მარკერია.
  • A1 აპოლიპროტეინი - ეს კარგი ქოლესტერინის მატარებელი ცილაა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს სისხლძარღვის კედელში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენას და ჩალაგებას. მისი დეფიციტისას ქვეითდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე და იზრდება ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი. მდგომარეობის შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც ერთი, ისე მეორე ცილის დონის განსაზღვრა და მათი ურთიერშეფარდების დადგენა.

ლიპიდური ცვლის მარეგულირებელი გენები

დნმ-ს დონეზე ლიპიდურ ცვლას ორი ძირითადი გენი არეგულირებს:

FABP2 გენი - აკოდირებს ცილას, რომელიც ნაწლავებში ცხიმოვან მჟავებს ბოჭავს და ხელს უწყობს მათ აქტიურ ტრანსპორტს და შეწოვას. არსებობს ამ გენის ნაკლებსასარგებლო ვარიანტი, რომელიც ზრდის ნაჯერი ცხიმების შეწოვას და ამით იწვევს სხეულის მასის ზრდას.

PPRAG გენი - აკოდირებს ცილას, რომელიც მონაწილეობს ცხიმოვანი უჯრედების დაყოფაში, ზომის ზრდაში, მათ პასუხში სისხლში ცხიმების გაჩენაზე, ასევე იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას.

ამ გენის ნაკლებსასარგებლო ვარიანტი იწვევს ცხიმების დაგროვების გაძლიერებას და სისხლში ქოლესტერინის დონის გაზრდას.

რაც ყველაზე საინტერესოა, ამ გენის ეს ვარიანტი ადამიანის დნმ-სთვის ნორმადაა მიჩნეული.

ქოლესტერინის მაჩვენებლები

ქოლესტერინის მაჩვენებელი უშუალოდ უკავშირდება ასაკს. მისი დონე დაბადებისას 3,0მმოლ/ლ-ზე ნაკლებია, შემდეგ კი მატულობს.

გარკვეული განსხვავებაა სქესის მიხედვითაც.

მამაკაცების სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელი იმატებს ადრეულ და საშუალო ასაკში, მოხუცებულობაში კი - კლებულობს.

ქალებში ქოლესტერინის მაჩვენებელი, ასაკთან ერთად, მამაკაცებთან შედარებით ნელი ტემპით იზრდება, ასე გრძელდება მენოპაუზამდე, შემდგომ კი იმატებს და მამაკაცების მაჩვენებელსაც აღემატება.

სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებლის ასაკობრივი ცვლილება უკავშირდება სასქესო ჰორმონების მოქმედებას: ესტროგენები აქვეითებენ, ანდროგენები კი ზრდიან საერთო ქოლესტერინის დონეს.

ორსულობისას შეინიშნება საერთო ქოლესტერინის დონის ფიზიოლოგიური მატება.

ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი

მოწოდებული ინფორმაცია, ვფიქრობთ, საკმარისია საიმისოდ, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება.

ყოველივე გაცილებით მავნებელია მაშინ, როდესაც სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს ემატება ადამიანის არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მისი ოჯახური ანამნეზი, არტერიული ჰიპერტენზია, ასაკი და სქესი ამძაფრებს მის მავნე მოქმედებას.

საბედნიეროდ, ცხოვრების ჯანსაღი წესი და რაციონალური კვება სისხლში ქოლესტერინის დონეს 10-15%-ით ამცირებს, იმ შემთხვევაში კი, თუ დიეტით ამის მიღწევა რთულდება, ინიშნება მედიკამენტური თერაპია, რომელიც ე.წ. სტატინებით, ანუ სისხლში ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატების დახმარებით ხორციელდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

იოდის დეფიციტი: 4 სიმპტომი, რომლებიც მასზე მიგვანიშნებს

იოდის ყოველდღიური მიღების ნორმაა 150–290 მგ
სრულად
„ჰორმონული მუცელი“: რა არის ეს, რატომ ჩნდება და როგორ მოვიშოროთ იგი

ყველას აქვს ცხიმი მუცლის არეში, ეს ნორმალურია.
სრულად
როცა წონის დაკლება გსურთ, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით

რამდენად ხშირად ვცდილობთ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას „ორშაბათიდან“ ან რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, შემდეგ კი ყველაფერს შუა გზაზე ვტოვებთ, რადგან სერიოზული ძალისხმევისთვის მზად არ ვართ.
სრულად
როგორ გამოვთვალოთ დღიური კალორიების ნორმა?

რა არის კალორიები და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი
სრულად
კალციუმი - სიცოცხლის საყრდენი
კალციუმი - სიცოცხლის საყრდენი
კალციუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმისთვის.
სრულად
დასახელებულია D ვიტამინის არაჩვეულებრივი თვისებები, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის

ვიტამინი D გავლენას ახდენს კალციუმის და ფოსფორის შეწოვაზე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-მამას ფეხზენთითებს შიაბ აქვს გაყვლეფილებივით ექავება კოდეც ცოტანდანსტკივაბზელიონკასნოსმევს უივე შევამჩნიე 3კერ.მამასთან მოროდებით ვარ და ვერ ვეკითხები მთლად ასე ძირფესვიანად მაგრამ აშკარაა აწიხებს.ის გულთ ავადმყოფია ოოერაციის მიიხედავად აქვს სარქველი ღოად აკასნვერ შველიან და კიმშვადობა 36 სულნდაძაბული ვარ .ისედაც სულ ნერვოულიბს მოსნგამო ამხელა ვალები რომ დაჰვედო და ოლერაციიდან რაკდენომე წელი ექომებში ომხელანთანხა რომ მიდოდა კონსულტაციებზე და ხმას ვერანაირად ვერამოიღებ ახლანექომთან საწვლაზე.სულ დარდი მაქვს კონტროლზე რომ ვეღარ მოგვყავს არაა ამის საშუალება და მეშენია შეიძლება რომ ან ომ წამლებმა ამდენინწელია მიჭით რომ იყრის ერატნდალევაზე 7ეამალს ასმევს ექომი ყოველ დღე ან მისს მსგომარეობას გამოეწვია ეს?რაც თავი ლახსოვს შულ გაცვეთილი ფეხსაცმლით დადიანსულ კილეულით არვიცი ამან ქნა თუ რამ მაგრამ არვიცინროგორნდავეხმარო.ან არ გაურთულდეს რამე მეშენია.რატონაქ ფეხზე ეაენი?წყლილებივიყ თითქოსნსითხეაო თითებ შუა.მეცოდება.რანჰქბოა ამ დაავადებას ?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქოლესტერინი და სისხლძარღვის სანათური - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები