/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ოცი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

ოცი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი
გაგაცნობთ ოც ყველაზე სასარგებლო პროდუქტს. ესენია: გარგარი, ჟოლო, შტოში, პომიდორი, ქიშმიში, ლეღვი, ლიმონი, ხახვი, ბროკოლი, ისპანახი, გოგრა და გოგრისებრნი, ნიორი, ნაცარქათამა, ხორბლის ღივი, ოსპი, არაქისი, უცხიმო რძე, მოლუსკები, მიდიები, ორაგული, კიბორჩხალასებრნი.

.

  • გარგარი

გარგარის შემადგენლობაში შედის ბეტა კაროტინი, რომელიც თავისუფალ რადიკალებს საშუალებას არ აძლევს, აქტიურად დაშალონ ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურები. ის, ასევე, სასარგებლოა თვალებისთვის. ორგანიზმში ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება A ვიტამინად, რომელიც ახდენს კიბოს ზოგიერთი სახეობის, განსაკუთრებით - კანის კიბოს პროფილაქტიკას. ერთი ცალი გარგარის ენერგეტიკული ღირებულება 17 კალორიაა, ნახშირწყლების შემცველობა კი მასში სულ რაღაც 1 გრამია.ეცადეთ, გარგარი მანამდე შეიძინოთ, სანამ ჯერ კიდევ მკვრივია. როგორც კი დარბილდება, კვებით თვისებებს დაკარგავს.

  • ჟოლო

ჟოლო მდიდარია ელაჯიკის მჟავათი, რომელიც აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას. გარდა ამისა, მასში უხვად არის ც ვიტამინი, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულ- სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. ჟოლოში დიდი რაოდენობით არის უჯრედისი. ერთი ჭიქის ენერგეტიკული ღირებულება 60 კალორიაა, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 8 გრამ ნახშირწყალს.

  • შტოში

შტოშის წვენი ეფექტურად ებრძვის შარდის ბუშტში ლოკალიზებულ ინფექციას, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ერთი ჭიქის ენერგეტიკული ღიორებულება 144 კალორიაა. არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

  • პომიდორი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ლიკოპენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაროტინოიდია, რომელსაც პომიდორი შეიცავს. მას ანტიოქსიდანტის ეფექტი აქვს. გამოკვლევები აჩვენებს, რომ პომიდორი ამცირებს შარდის ბუშტისა და კუჭის დაავადებების ალბათობას, ხოლო თუ ყოველდღიურად მიირთმევთ, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს მთელი 50%-ით აქვეითებს. პომიდვრის ენერგეტიკული ღირებულება საშუალოდ 26 კალორიაა. შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.

დაუმატეთ პომიდორს ზეითუნის ზეთი - ლიკოპენი უკეთ შეითვისება ცხიმების მცირე შემცველობისას.

  • ქიშმიში

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ის რკინის მდიდარი წყაროა. ნახევარი ჭიქა ქიშმიშის ენერგეტიკული ღირებულებაა 218 კალორია. შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.

  • ლეღვი

ლეღვი კალიუმის საბადოა. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც განაგებს სეროტონინის - სიამოვნების ჰორმონის - გამომუშავებას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ერთი ლეღვის ენერგეტიკული ღირებულება 37-48 კალორიაა. შეიცავს 2 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.

  • ლიმონი

ასევე დაგაინტერესებთ
დარიჩინი - სასარგებლო მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
10 საკვები, რომელიც სასარგებლოა ღვიძლისთვის

ლიმონი შეიცავს ლიმონმჟავასა და ჩ ვიტამინს, რომელიც კიბოს თავიდან აცილებაში გვეხმარება. მასში ძალიან ცოტაა კალორია. არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

  • ხახვი

ხახვი მდიდარია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი ფლავონოიდით - კვერცეტინით. ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას. ერთი ჭიქა ხახვის ენერგეტიკული ღირებულება 60 კალორიას არ აღემატება. შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.

  • ბროკოლი

შეიცავს ინდოლ-3-მეთანოლსა და სულფორაფანს, რომლებიც მკერდის კიბოსგან გვიცავს. მასში უხვად არის ჩ ვიტამინი და ბეტა-კაროტინიც. ერთი ჭიქა ბროკოლის ენერგეტიკული ღირებულება 25 კალორიაა. შეიცავს 3 გრამ უჯრედისს. არ შეიცავს ცხიმს.

  • ისპანახი

მასში ბევრია ლატეინი და ზიქსანტინი - კაროტინოიდები, რომლებიც ბადურას დისტროფიისგან გვიცავს (ეს უკანასკნელი მოხუცებულთა სიბრმავის ძირითად მიზეზს წარმოადგენს). აფერხებს დაბერების პროცესს. ერთი ულუფა (100გ). ისპანახი შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს. მისი ენერგეტიკული ღირებულება 7 კალორიაა.

  • გოგრა და გოგრისებრნი

ზამთარში მოწეული გოგრა მდიდარია ჩ ვიტამინითა და ბეტა-კაროტინით და ორგანიზმს ენდომეტრიუმის კიბოსგან იცავს. ერთი ულუფა (100გ). შეიცავს 6 გრამ ნახშირწყალს და 1 გრამ ცხიმს. კვებითი ღირებულება 80 კალორიაა.

გაარჩიეთ თესლი და აცხვეთ, ვიდრე არ დარბილდება. შემდეგ მოაყარეთ დარიჩინი და მიირთვით.

  • ნიორი

გოგირდი, რომელიც ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის და მას სპეციფიკურ ცხარე გემოს აძლევს, ამცირებს ორგანიზმში მავნე ქოლესტერინის ოდენობას, აქვეითებს სისხლის წნევას, აქვეითებს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს.

ნიორი სრულებით არ შეიცავს ცხიმსა და ნახშირწყლებს. ერთი თავის ენერგეტიკული ღირებულება 4 კალორიას არ აღემატება.

აიღეთ ნივრის მთელი თავი, დაჭყლიტეთ, პურზე კარაქივით წაუსვით და მიირთვით.

  • ნაცარქათამა

ნახევარი ჭიქა ნაცარქათამა შეიცავს 5 გრამ ცილას (უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი მარცვლეული), რკინას, რიბოფლავინს (ვიტამინ B2-ს) და მაგნიუმს. მისი ენერგეტიკული ღირებულება 318 კალორიას უტოლდება. შეიცავს 5 გრამ ნახშირწყალსა და ცხიმს.

  • ხორბლის ღივი

ერთი სუფრის კოვზი შეიცავს მაგნიუმის დღიური დოზის 7%-ს (ეს ნივთიერება თავიდან გვაცილებს კუნთოვან სპაზმს). გარდა ამისა, E ვიტამინის მდიდარი წყაროა. ერთ სუფრის კოვზში 1 გრამი ნახშირწყალი და ამდენივე ცხიმია, ენერგეტიკული ღირებულება კი 27 კალორიას უდრის

  • ოსპი

ოსპი საგრძნობლად ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს. უხვად შეიცავს უჯრედისსა და ცილას. არ შეიცავს ცხიმს. სითბური დამუშავებისას მასში შემავალი იზოფლავონოიდები არ იშლება. ნახევარი ულუფის ენერგეტიკული ღირებულება 115 კალორიაა.

  • არაქისი

არაქისს (მიწის თხილს) შეუძლია, გულის დაავადებათა რისკი მთელი 20%-ით შეამციროს. ერთი უნცია (27 გრამი) არაქისის კვებითი ღირებულება 166 კალორიაა, შეიცავს 17 გრამ ცხიმს და 2 გრამ უჯრედისს. მდიდარია მცენარეული ცილით.

  • უცხიმო რძე

მასში არსებული რიბოფლავინი (ვიტამინი B1) აუცილებელია კარგი მხედველობის, ხოლო A ვიტამინთან ერთად ძალუძს, თავიდან აგვაცილოს ეგზემა და ალერგია. გარდა ამისა, რძეში მოიპოვება კალციუმი და D ვიტამინი. ერთი ულუფის კვებითი ღირებულება 86 კალორიაა.

  • მოლუსკები, მიდიები

ისინი უხვად შეიცავს ვიტამინ B12-ს, რომელიც ნერვული სისტემის ფუნქციისა და გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებაში გვეხმარება. გარდა ამისა, მათში ბევრია რკინა და იშვიათი მინერალები - მაგნიუმი და კალიუმი. 3 უნცია (81 გრამი) შეიცავს 2-4 გრამ ცხიმს, ხოლო კვებითი ღირებულება 126-146 კალორიას უტოლდება.

  • ორაგული, სკუმბრია და თინუსი

ამ ჯიშის თევზებში უხვად არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც აუმჯობესებს ტვინის შესაძლებლობებს და ამცირებს გულის დაავადების რისკს. 81 გრამი შეიცავს 4 გრამ ცხიმს, ხოლო კვებითი ღირებულება 127 კალორიას უდრის.

  • კიბორჩხალასებრნი

ისინი ვიტამინ B12-ისა და თუთიის წყაროა. 81 გრამი შეიცავს 1 გრამ ცხიმს, კვებითი ღირებულება კი 84 კალორიას უტოლდება.

კომენტარები (22)
საქმე
საბაზრო ეკონომიკის კანონია ეს ბატონო გოჩა. ინვესტიცია კეთდება მხოლოდ იქ საიდანაც მოდის დიდი მოგება. რაც შეეხება სახელმწიფო ინტერესს ისიც მოგების ინტერესებით იმართება, ხოლო საზოგადოების ინტერესები აქტუალური ხდება მხოლოდ ასეთი საშიშროებების დროს, რომელიც ყველასათვის ერთნაირად საშიშია. აბა არსებობდეს ვირუსის ას პროცენტიანი განკურნების ძვრფასიანი, მაგ 100000$-ანი წამალი. არანაირი საყოველთაო კარანტინები და მობილიზება არ იქნებოდა. ძლიერნი ამა ქვეყნისანი მოიმარაგებდნენ ამ წამალს და დანარჩენი ვინც გადარჩებოდა ხომ კარგი, თუ არადა სამუსაო ძალა აკლიათ თუ რა. რისკ ჯგუფები ისედაც ზედმატი ბარგია ბაზრისათვის, მოგებისათვის სწრაფვის პროცესში. ესაა სამყაროს განვითარების კანონზომიერება და ამაში გასაკვირი არაფერია. სამწუხაროდ.
თარიღი : 29-03-2020
გიორგი
სრულ სიმართლეს ამბობთ, ბატონო გოჩა სირცხვილია ფეხბურთელი ან ზოგადად სპორტსმენის წლიური ხელფასი რამოდენიმე მილიონით აღემატებოდეს თუნდაც რიგით ექიმის ხელფასს. ის თამაშობს და მის შრომას თამაში ქვია და არ შეიძლება მას ამხელა ხელფასი ქონდეს, აი რატომ იყვნენ კომუნისტები სწორენი,როდესაც ფეხბურთელის ( სპორტსმენის) შემოსავალი არასოდეს უსწრებდა მეცნიერის ხელფასს. თუმცა მათ გაჭირვებით არ აცხოვრებდნენ, და ყოველთვის სათანადო პატივში ყავდათ.
თარიღი : 24-03-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

5 პროდუქტი გულის იდეალური ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 პროდუქტი გულის იდეალური ჯანმრთელობისთვის

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის. ექიმების რჩევით, გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს, რათა ასაკთან ერთად შემცირდეს გულის დაავადებების განვითარების რისკი. სხვა მრავალ რისკ-ფაქტორთან ერთად, არსებობს საკვები პროდუქტები, რომლის მიღებაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის.

1. პარკოსნები - ლობიო

პარკოსნების ოჯახიდან ლობიოს მაღალი ცილების შემცველობის გამო მოწინავე ადგილი უჭირავს. პარკოსნებიდან გულის ჯანმრთელობისთვის გამორჩეულად სასარგებლოა ეს პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, თუთიას და კალიუმს. ვიტამინების და მინერალების უნიკალური ნაკრების გამო, ლობიო ერთ-ერთი რეკომენდირებული მარცვლეულია გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

l-1679123239.jpg

2. თხილეული - ნიგოზი

გულის ჯანმრთელობისთვის თხილეულის კატეგორიიდან ნიგოზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. პროდუქტი განსაკუთრებით მდიდარია რკინით, თუთიითა და კალციუმით. შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ცხიმს, რაც სისხლში ქოლესტერინის დონეს 12%-ით ამცირებს. ექიმების რჩევით დღეში რეკომენდირებულია 4-5 ცალი ნიგვზის მიღება. E ვიტამინის მაღალი შემცველობა ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, რაც ასევე უზრუნველყოფს გულის სიჯანსაღეს.

k-1679123329.jpg

3. ბურღულეული - შვრია

ბურღულეულთა ოჯახიდან შვრია ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტია გულის გამართული მუშაობისთვის. პროდუქტში შემავალი ნივთიერებები აფართოებს სისხლძარღვებს და შესაბამისად, არეგულირებს არტერიულ წნევას. შვრიის ფანტელი მდიდარია თუთიით, ნატრიუმით, კალიუმით, მაგნიუმით და ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ზემოთ აღნიშნული სასარგებლო შემადგენლობის გამო შვრია ექიმების მიერ გულის დაავადებების საპროფილაქტიკოდ არის რეკომენდირებული.

sh-1679123419.jpg

4. მარცვლეული - მზესუმზირის გული

მარცვლეულთა ოჯახიდან მზესუმზირა მნიშვნელოვანი პროდუქტია გულის გამართული მუშაობისთვის. პროდუქტი მდიდარია E და B ჯგუფის ვიტამინებით, რკინით, თუთიით და მანგანუმით. მზესუმზირის გულში შემავალი ვიტამინები და მინერალები აუმჯობესებს გულის კუნთების მუშაობას, რის გამოც იგი მიჩნეულია რეკომენდირებულ პროდუქტად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

m-1679123529.jpg

5. ჩირეული - ჟოლოს ჩირი

ჩირეულიდან კენკრის ჩირი განსაკუთრებით სასარგებლოა გულის გამართულად მუშაობისთვის, უფრო კონკრეტულად კი - გამომშრალი ჟოლო. პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც ამცირებს ანთების განვითარების რისკს. ჟოლოს ჩირს გააჩნია სისხლის აღდგენის უნარი, რის გამოც აღნიშნული პროდუქტის ყოველდღიურად მიღება დადებითად აისახება გულის ჯანმრთელობაზე.

j-1679123590.jpg

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც ადამიანმა ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყოს. ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების სტილი, დაბალანსებული და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება, სხვა პროფილაქტიკურ საშუალებებთან ერთად იძლევა ეფექტურ შედეგს გულის გამართული ფუნქციონირებისათვის.

აღნიშნული პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

R