დარიჩინი - სასარგებლო მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
დარიჩინი (ჩინნამომუმ ვერუმ) დაფნისებრთა ოჯახის მარადმწვანე ხე ან ბუჩქია. ჩვენ ვიყენებთ მის გამომშრალ ქერქს, რომელიც გაშრობისას მილივით ეხვევა.
ყიდვისას ორი – ჩხირებისა და დაფქული სახით გვხვდება.
არსებობს დარიჩინის ორი ძირითადი სახეობა – ცეილონის, ანუ ნამდვილი დარიჩინი და ჩინური, ან ინდური, რომელიც უფრო ხშირად იყიდება მაღაზიებში. ყველაზე სასარგებლოა ცეილონის დარიჩინი.
დარიჩინის შემადგენლობა, კალორიულობა:
დარიჩინში შედის ნივთიერებები: კალიუმი, მანგანუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, სელენი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი. ვიტამინები: А, B1, B2, B4 (ქოლონი), B5, B6, B9, С, Е, К, PP.
100 გრამი პროდუქტის კალორიულობაა 261 კკალორია.
დარიჩინის სასარგებლო მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
სამედიცინო კვლევებით დადგინდა, რომ დარიჩინი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოზე. ის ამაღლებს ზოგად ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, შეუძლია მხედველობითი მეხსიერების გაუმჯობესება, აქვს ანთების საწინააღმდეგო და სისხლის აღდგენის თვისებები, ებრძვის ვირუსებს, ბაქტერიებს.
დარიჩინს შეუძლია სისხლში შაქრის დონის რეგულირება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ დღეში 1 ჩაის კოვზზე მეტი დარიჩინის მიღება არ შეიძლება. ეს დაახლოებით 5-7 გრამია.
გაციების დროს ყველაზე ეფექტურია (და გემრიელი) დარიჩინისა და თაფლის ნაზავი. ამ შემთხვევაში დარიჩინი კიდევ უფრო აძლიერებს თაფლის თვისებებს – ამ ორი ანტიბაქტერიული ბუნებრივი კომპონენტის წყალობით იზრდება სასიცოცხლო ფუნქციები, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ვირუსთან ბრძოლა უფრო მარტივი ხდება. საჭიროა მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინი და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. გაციების დროს მიიღეთ დღეში სამჯერ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება დარიჩინის მიღება მაღალი ტემპერატურის დროს. დარიჩინში შემავალ კუმარინს თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია.
ძველ დროში დარიჩინს მთავარ ანტისეპტიკურ საშუალებად იყენებდნენ. ჭრილობაზე დარიჩინის დაყრა ხელს უშლის სისხლში ინფექციის მოხვედრას, ამასთან, სწრაფად ხდება ქსოვილის აღდგენა.
დარიჩინს ხშირად ამატებენ საღეჭ რეზინში, კბილის პასტებსა და პირის ღრუს გამოსავლებ სითხეებში. ის აქრობს ბაქტერიებს, არ აზიანებს კბილებს და არ ცვლის კბილის ემალის ფერს.
- დარიჩინი ლიდერია რთული დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. მაგალითად, ის ებრძვის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას, აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.
- მას მინიმუმამდე დაჰყავს გულის დაავადებების წარმოქმნის რისკი, რადგან სისხლში ქოლესტერინის დონეს საგრძნობლად ამცირებს.
- ეს არომატული სანელებელი ძალიან კარგად მოქმედებს ნაწლავებზე, აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს მუცელში, სასარგებლოა მეტეორიზმის დროს.
კერძებსა და სასმელებს დარიჩინის შემცველობით შეუძლია შეამსუბუქოს წინამენსტრუალური სინდრომი და შეამციროს ტკივილის შეგრძნებები, მოხსნას გაღიზიანება. მისი რეგულარული მიღება აძლიერებს სექსუალობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას საშვილოსნოში და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით დარიჩინი ორგანიზმის დაბერების პროცესს აფერხებს.
მამაკაცებში დარიჩინი ზრდის პოტენციასა და ფიზიკურ აქტივობას, სქესობრივ ლტოლვას. მაგრამ დაცული უნდა იყოს დოზა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარიჩინი პირიქით იმოქმედებს და გამოიწვევს სისუსტეს და დეპრესიასაც კი.
- დარიჩინი ზედმეტ წონას ებრძვის. ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. დაამატეთ ყოველდღიურად დარიჩინი ფაფებს, იოგურტს, სმუზის. საღამოს მოამზადეთ ჩაი დარიჩინით – ცხელ წყალში დარიჩინთან ერთად თაფლიც ჩაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. გახდომისთვის მიიღეთ დღეში ორჯერ – დილით და საღამოს.
მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, დარიჩინმა შეიძლება ზიანიც მოგაყენოთ:
დარიჩინის მიღება არ შეიძლება, თუ გაქვთ ალერგია; ასევე ორსულებისთვის, ძუძუთი კვების დროს, სამ წლამდე ბავშვებისთვის, წყლულით დაავადებისა და პანკრეატიტის დროს, მაღალი ტემპერატურისას, ქიმიოთერაპიის კურსის დროს. დარიჩინი ათხელებს სისხლს, ამიტომ მისი მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც სისხლი ძნელად უდედდება. ასევე მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. სანელებელი გულისცემას აჩქარებს.
რჩევები
დარიჩინის შენახვა მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში ჯობს. მოათავსეთ ქილა ბნელ და მშრალ ადგილზე.
დაფქული დარიჩინის შენახვა ექვს თვეზე მეტხანს არ ღირს, რადგან სასარგებლო თვისებებს კარგავს, ჩხირების სახით კი თვისებებსა და არომატს მთელი წელი ინარჩუნებს.
რამდენიმე რეცეპტი დარიჩინის გამოყენებით
დარიჩინი კლავს შიმშილის გრძობას, ამიტომ მას იყენებენ გასახდომად.
წონის დაკლება
რეცეპტი: 1/2 ჩაის კოვზ დარიჩინს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მიღებული ნაყენი გააჩეროთ მთელი ღამე, გაყავით ორ ნაწილად, მიიღეთ დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ.
პროცესის დასაჩქარებლად ამ ნაყენის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, როგორც კი იგრძნობთ, რომ წონის კლების პროცესი შენელდა, უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება. კურსის გამეორება შეიძლება ერთი თვის შემდეგ.
ართრიტი
ყოველ დღე, დილით და საღამოს მიიღეთ 1 ჭიქა თბილი წყალი 2 ჩაის კოვზი თაფლით და 1 ჩაის კოვზი დარიჩინით.
ცისტიტი
2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი გავხსნათ თბილ წყალში და დავლიოთ, შველის 1 საათის განმავლობაში. მხარდამჭერი თერაპიის სახით – გაანახევრეთ დოზა და მიიღეთ უზმოზე.
გულის დაავადებები
გააკეთეთ ჯემი თაფლისა და დარიჩინისგან შეფარდებით 1:1-ზე, მიიღეთ საუზმეზე ერთი სუფრის კოვზი. ეს რეცეპტი კარგია როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე აღსადგენად.
მაღალი ქოლესტერინი
ნახევარ ლიტრ თბილ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი თაფლი და 3 ჩაის კოვზი დარიჩინი, მიიღეთ თითო ჭიქა 3-ჯერ დღეში.
მაღალი წნევა
არტერიული წნევა მაშინვე დაიწევს დაბლა, თუ მიიღებთ 1 სუფრის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ნაზავს.
კანის დაავადებები და მწერის ნაკბენი
დარიჩინი თაფლთან ერთად ეფექტურია როგორც აკნეს, ისე ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების დროს. უბრალოდ წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე მალამო პროპორციით 1:1-ზე. ამავე მალამოს იყენებენ მწერის ნაკბენის დროს.
გაციება და გრიპი
გაციების და გრიპის დროს შველის თბილი ჯემი – 1 სუფრის კოვზ შემთბარ თაფლს დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი. ჯემი მიიღეთ სამი დღის განმავლობაში 3-ჯერ დღეში.
დაღლილობა
1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და მიიღეთ დაღლილობის დროს.