ჟოლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჟოლო

მისი ნაყოფი ივლის-აგვისტოში მწიფდება. სამკურნალოდ სწორედ მწიფე ნაყოფს იყენებენ – როგორც ცოცხალს, ისე ხმელს. ჟოლოს ნაყოფი შეიცავს ეთერზეთს, გლუკოზას, ფრუქტოზას, ჩ და B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის მარილებს, სპილენძს და სხვა მინერალებს, დაბოლოს – პურინებს, ჰეტეროციკლურ ორგანულ ნაერთებს, რომლებსაც ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებისა და შარდის გამოყოფის გაძლიერების უნარი შესწევს, ამიტომ არ არის რეკომენდებული ნიკრისის ქარითა და ნეფრიტით დაავადებულთათვის. მედიცინაში ჟოლოს ნაყოფს იყენებენ როგორც მადისა და ოფლის მომგვრელ, სიცხის დამწევ, ღებინების საწინააღმდეგო, ამოსახველებელ საშუალებას. ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებებიც.

ჟოლო და ზედმეტი წონა

ჟოლო ჭარბ წონასთან ბრძოლისას ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა. მისი მოქმედების მექანიზმი, მეცნიერთა აზრით, კეტონების ეფექტს ეფუძნება. ეს ბუნებრივი ნაერთები, რომლებსაც ჟოლოს წითელი ფერმენტი შეიცავს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელი ჰორმონის გამომუშავებას. ბრიტანელებმა გასახდომი სუნამოც კი გამოუშვეს ჟოლოს არომატით, ხოლო იაპონელებმა მასის კორექციისთვის შექმნეს პლასტირი, რომელიც ჟოლოს ექსტრაქტით არის გაჯერებული.

დიეტა ტკბილის მოყვარულთათვის

ჟოლოში ნახშირწყლები ცოტაა, ასე რომ, დიაბეტიანებსაც შეუძლიათ, ამ უგემრიელესი კენკრით ისიამოვნონ. ჟოლო აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს მადას და ხელს უწყობს ცხიმის დაშლას, ამიტომ ის იდეალური არჩევანია განტვირთვის დღეებში. მოიწყვეთ ასეთი დღეები კვირაში ორჯერ ორდღიანი შუალედით. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ ხუთ ულუფად გაყოფილი 700 გრამი ცოცხალი კენრა, უკანასკნელი ულუფა – დაძინებამდე 3-4 საათით ადრე, ძილის წინ კი დალიეთ 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი. დანარჩენ დროს სვით მხოლოდ სუფთა წყალი, უგაზო მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი. ჟოლოთი განტვირთვის დღეები ადვილი ასატანია, რადგან ეს კენკრა ამცირებს შიმშილის გრძნობას, მაგრამ ჟოლოს დიეტის დიდხანს დაცვა არ შეიძლება! კვება მეტისმეტად დაუბალანსებელი გახდება – ორგანიზმი პრაქტიკულად ვეღარ მიიღებს ცხიმებს და ცილებს. ჟოლოს წყალობით იზრდება ორგანიზმში ინტერფერონის გამომუშავების უნარი. თუ ზაფხულში ყოველდღე მიირთმევთ 1 ჭიქა ცოცხალ კენკრას, გაციება და გრიპი მთელი ზამთარი აღარ შეგაწუხებთ. გაითვალისწინეთ: ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს შარდმჟავა მარილებს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც პოდაგრა ან თირკმლის კენჭოვანი დაავადება აქვს.

სასარგებლო რჩევები

ცოცხალი ჟოლო მაქსიმალურად შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, თუ შაქართან ერთად გახეხავთ, თუმცა თერმულად დამუშავებულიც სასარგებლოა. მაგალითად, დუღილი ვერ შლის სალიცილის მჟავას, რომელსაც ცნობილი სიცხის დამწევი თვისება აქვს. ჟოლოს შემადგენლობაში შემავალი კალიუმი არეგულირებს წნევას, კალციუმი საჭიროა ძვლოვანი ქსოვილისთვის, კაროტინი აუმჯობესებს მხედველობას, ასკორბინის მჟავა (ჩ ვიტამინი) აძლიერებს იმუნიტეტს. ჟოლო დეპრესიასთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ. ეს მასში არსებული სპილენძის დამსახურებაა. სპილენძი ანტიდეპრესანტების ერთ-ერთი კომპონენტია, ამიტომ სანამ აბების სმას დაიწყებდეთ, ჟოლო სცადეთ. ეს კენკრა ახალგაზრდობის გახანგრძლივებაშიც დაგვეხმარება. ამაზე იზრუნებენ A, PP, B2 ვიტამინები, რომლებიც კანს ტონუსს, სიგლუვესა და სიმკვრივეს უნარჩუნებენ.

თანამედროვე ოფიციალურ მედიცინაში ჟოლო გამოიყენება სიცხის დამწევ და ოფლმდენ საშუალებად, შედის სიროფების შემადგენლობაში.

ჟოლოს ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობა. უპირველესად, ესაა სისხლძარღვების კედლების გაძლიერება. კუჭის დარღვევების (გულძმარვა, ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ) დროს შესანიშნავი საშუალებაა ჟოლოს ფოთლები, ყვავილები და ახალი ღეროები. ამისთვის საჭიროა შემდეგი ნაყენის მომზადება:

2 ს. კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათით. მიიღეთ 0.3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამიდან 20 წუთის შემდეგ.

ხალხური მედიცინა ჟოლოს ორ ძირითად თვისებას იყენებს ძველი დროიდან, ესენია: 1) ანთების საწინააღმდეგო – ამ დროს გამოიყენება ფოთლები, ყვავილები, კენკრა და ღეროები (გამომშრალი ან წყალდასხმული). ამ სახით ჟოლო 3 წლამდე ინახება. აუცილებელია, ჟოლოს მუდმივად თანაბარი რაოდენობის წყალს ასხამდეთ გამოცვლის დროს. მიირთვით 2 ს. კ. ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ქუთუთოების, თვალების შეშუპებისა და კანზე გამონაყარის დროს აუცილებლად დაიბანეთ სახე ჟოლოს წყლით; და 2) ნაბახუსევისა და ხანგრძლივი ლოთობის საწინააღმდეგოდ – ასეთ დროს უნდა მიირთვათ ჟოლოს წყალი. 1-1.5 ლ ხსნის უსიამოვნო შეგრძნებებებს სპირტიანი სასმლის ჭარბი მოხმარების შემდეგ.

ფიტოთერაპევტები შინაგანი გამოყენებისთვის რეკომენდაციას უწევენ ჟოლოს ფოთლების ნახარშსა და ნაყენს ხველის მკურნალობის დროს, ხოლო გარეგანად – კანის ჩირქოვანი დაზიანებებისა და ანგინის დროს.

აღნიშნული კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინურ ნივთიერებას, ვიტამინებსა და მინერალებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას. ასეთი „სიმდიდრე“ ჟოლოს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო კენკრად აქცევს.

ადრე არსებობდა მოსაზრება, რომ ჟოლო არარეკომენდებული იყო მათთვის, ვისაც შარდმჟავას მიმოცვლის პროცესები ჰქონდა დარღვეული, მასში პურინების დიდი შემცველობის გამო. თუმცა სპეციალურმა კვლევებმა დაადგინა, რომ ჟოლო მცირე რაოდენობით შეიცავს პურინს.