სოკოვანი მიკროორგანიზმები

უნარის მქონე, 100-მდე სახეობაა. მათი უმრავლესობა ადამიანის სხეულზე წლობით ცხოვრობს, მაგრამ განსაკუთრებული ზიანი არ მოაქვს. სოკოვანი დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც:
* ორგანიზმი რომელიმე სახეობის წარმომადგენლებზე კონტროლს კარგავს;
* სოკო სხეულზე გარემოდან ხვდება;
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
* ხელშემწყობ ფაქტორთა გავლენით სოკოები ინფექციურ პროცესს უდებენ სათავეს.
სოკოს სხეულის აგებულება
პათოგენურ სოკოებს 200-300-ჯერ თუ გავადიდებთ, დავინახავთ მათ სხეულს, რომელიც წვრილი განტოტვილი ძაფების - მიცელიუმის - და სპორებისგან შედგება. სოკოს სპორები პატარა ჩანასახოვანი უჯრედებია, რომლებიც მომწიფებული მიცელიუმის გასკდომის შემდეგ გარემოში იფანტება. სწორედ მათი მეშვეობით ვრცელდება და მრავლდება სოკო.
სოკოები გარემოში სხვადასხვა სახის ნადებს წარმოქმნიან: ერთნი - ობობას ქსელისმაგვარს, მეორენი - ბამბისმაგვარს, მესამენი კი ფქვილისმაგვარ კვალს ტოვებენ. არსებობენ ისეთებიც, რომელთა არსებობაზე ლაქები და ობი მიგვანიშნებს. ყველა სოკოს, განურჩევლად იმისა, რომელი როგორ ნადებს წარმოქმნის, ერთნაირი აგებულება აქვს, რაც მათ შორის მჭიდრო ნათესაური კავშირის არსებობაზე მეტყველებს. სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, არც ერთი სოკოს სხეული არ შეიცავს ქროლოფილს - მწვანე ნივთიერებას, რომელსაც დღის სინათლეზე წყლისა და ნახშირორჟანგის დახმარებით ორგანული საკვები ნივთიერებისა და ჟანგბადის წარმოქმნის უნარი შესწევს, ამიტომ სოკოებს დამოუკიდებლად თავის რჩენა არ შეუძლიათ. ისინი მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს ეწებებიან და პარაზიტულ ცხოვრებას ეწევიან.
დამახასიათებელი თვისებები
- სოკოები დიდ გამძლეობას იჩენენ როგორც მაღალი, ისე დაბალი ტემპერატურის მიმართ.
- მზის სხივებისა თუ ქიმიური საშუალებების ხანგრძლივი ზემოქმედების დროსაც კი კარგად გრძნობენ თავს.
- მათი გამომშრალი სპორები წლობით ცოცხლობენ ნესტიან, ცუდად განიავებულ და ცუდად განათებულ გარემოში.
- ხელსაყრელ პირობებში სიცოცხლე რამდენჯერმე უხანგრძლივდებათ.
- პათოგენური თვისებების გამოსავლენად სათანადო გარემო სჭირდებათ.
სოკოების მნიშვნელობა
სოკოებს მრავალფეროვანი და მრავა საფუარა სოკოები ლმხრივი ფუნქცია აკისრიათ.
- საფუარა სოკოები ყურძნის წვენს ღვინოდ აქცევენ და სპირტად ადუღებენ.
- რძემჟავა სოკოები მაწონსა და კეფირს ამზადებენ, ცომის სოკოები კი ცომს აფუებენ.
- ობის სოკოებისგან მზადდება ანტიბიოტიკები.
- ბუნებაში ისინი ნიადაგის გადამუშავებასა და ნეშომპალას წარმოქმნაში მონაწილეობენ.
პარაზიტი სოკოები
სოკოთა ერთი ჯგუფი წლების განმავლობაში ერთი ცოცხალი ორგანიზმიდან მეორეზე გადადიოდა და საბოლოოდ ცხოველებისა და ადამიანების პარაზიტებად ჩამოყალიბდა. ისინი წყალსა და ნიადაგში არ მრავლდებიან, გასამრავლებლად ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმი სჭირდებათ. ჯანმრთელ ქსოვილზე მოხვედრის შემდეგ სოკოები ძაფისმაგვარ ზრდას იწყებენ, ახალ-ახალ ადგილებს ედებიან და მიცელიუმის ბადეს ქმნიან, შედეგად კი მეტად საშიშ დაავადებას - მიკოზს იწვევენ.
მიკოზის გავრცელების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ წერტილს, კლიმატურ სარტყელსა და წელიწადის დროს - ზაფხულში სოკოვანი ინფექციები ხშირდება. დაავადებას ავრცელებს ავადმყოფი ან მატარებელი, რომელსაც გადატანილი დაავადების ან არასრულფასოვანი მკურნალობის გამო სხვათა დაინფიცირების უნარი შესწევს.
მიკოზები ვრცელდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტით: ხელის ჩამორთმევით, სქესობრივი კავშირით, ინფიცირებული ანუ დაბინძურებული საერთო საწოლის, აბაზანის, აუზის, საყოფაცხოვრებო საგნების მეშვეობით. ყველაზე საშიშია ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდი, სათამაშოები, სტილისტთა ხელსაწყოები და სხვა. სოკოთა სპორები დიდხანს ცოცხლობს ხის სკამებსა და იატაკზე. ცხოველებს შორის ყველაზე საშიშნი არიან კატა და ძაღლი, რომლებიც უმეტესად ბავშვებს აავადებენ.
სოკოთა ფორმები
საარსებო გარემოს მიხედვით სოკოთა ოთხი ძირითადი კატეგორიაა ცნობილი:
- გეოფილები - სოკოები, რომლებიც ბინადრობენ მიწაში, ქვიშაში (ე. წ. სანაპიროს სოკოები), ნიადაგში (ადამიანი დაბინძურებულ ადგილებში ფეხშიშველა სიარულის ან ტრავმის შედეგად ინფიცირდება);
- ანთროფილები - მხოლოდ ადამიანის სხეულზე მობინადრე სოკოები;
- ზოოფილები - მხოლოდ ცხოველთა ორგანიზმში მობინადრე სოკოები;
- ზოოანთროფილები - სოკოები, რომლებიც პარაზიტობენ როგორც ცხოველის, ისე ადამიანის ორგანიზმში.
დაავადების გამომწვევი სოკოები
პათოგენურ სოკოებს მათ მიერ გამოწვეულ დაავადებათა მიმდინარეობისა და ფორმის მიხედვით საპროფიტებად, დერმატოფიტებად და ობის სოკოებად ყოფენ.
საპროფიტები
ლპობაშეპარულ ხეზე და მის მცენარეულ ნარჩენებში, დამდგარ წყლებში, მარცვლოვან მცენარეებსა და ზოგიერთ მწერზე ბინადრობენ. კანსა და მის დანამატებში (თმაზე, ფრჩხილებზე) პატარა ან საშუალო ზომის კოლონიებად იზრდებიან და ანთებით პროცესს, კლინიკურად გამოვლენილ პათოლოგიურ მოვლენებს არ იწვევენ.
საპროფიტები მხოლოდ კანის სულ ზედა შრეში სახლობენ. საპროფიტული პროცესი გადამდები არ არის და ადამიანისგან ადამიანს არც უშუალო კონტაქტით და არც არაპირდაპირ არ გადაეცემა. საპროფიტები არიან მიკროსპორა, ტრიქოსპორა და სხვანი.