/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, დღეს მსოფლიოში არსებულ ვაქცინებზე გვესაუბრება კლინიკა „რეიმანის“

სამედიცინო სერვისების განვითარების მენეჯერი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეთერ ყიფიანი.

– ქალბატონო ეთერ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობაში უამრავი კითხვა არსებობს და ერთგვარი სკეპტიკური დამოკიდებულებაც შეინიშნება. რატომ უნდა ავიცრათ?

– დღეს, როდესაც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ბევრს შესაძლებელია გაუჩნდეს კითხვები ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან, საჭიროებასა და მოსალოდნელ სარგებელთან დაკავშირებით. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ვაქცინების შექმნის დაჩქარებული ტემპის მიუხედავად, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი უწყებების მიერ დღეისათვის ავტორიზებული ყველა ვაქცინის განვითარების უპირატესი პრიორიტეტი ვაქცინის უსაფრთხოებაა და მათი წარმოების პროცესში დაცულია უსაფრთხოების რუტინული პროცედურები. სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით, არსებობს ბევრი მიზეზი იმისთვის, თუ რატომ უნდა ავიცრათ. ქვემოთ ჩამოვთვლი რამდენიმეს:

  • COVID-19-ს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები და შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, რამდენად დამაზიანებელი იქნება ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
  • COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გავხდეთ ვირუსის გავრცელების წყარო და ინფექცია გადავდოთ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და იმ საზოგადოების წევრებს, რომელშიც ყოველდღიურად ვიმყოფებით. ამიტომ ჩვენი ვაქცინაციით ვიცავთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს და სხვებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების მომატებული რისკი.
  • მითია ის მოსაზრება, რომ ვაქცინაცია შესაძლოა გახდეს COVID-19-ით დაავადების მიზეზი, ვინაიდან დღეს არსებული COVID-19-ის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას.
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინებიდან ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია ორი ვაქცინა და ორივემ (ასტრაზენეკა და პფაიზერი) აჩვენა დიდი ეფექტურობა COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებით.
  • დღეს არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინირებული პირი მაინც დაავადდება COVID-19-ით, ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი იცავს მას მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარებისგან.
  • კლინიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ცნობილი და მოსალოდნელი სარგებელი აღემატება მათი გამოყენების ცნობილ და მოსალოდნელ რისკებს, რასაც ითვალისწინებს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA).
  • COVID-19-ით დაავადების შემდეგ ადამიანს უვითარდება ბუნებრივი დაცვა, ანუ იმუნიტეტი. დღეს არსებული მტკიცებულებებით, ვირუსით რეინფექცია და დაავადების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა საწყისი ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში, თუმცა მეცნიერებისთვის ჯერ არ არის ცნობილი, რამდენხანს გასტანს ბუნებრივი დაცვა. შესაბამისად, COVID-19-ით დაავადებასთან დაკავშირებული გართულებებისა და სიკვდილის რისკი გაცილებით აღემატება იმ სარგებელს, რასაც გადატანილი დაავადებით გამოწვეული იმუნიტეტი მოგვიტანს. ამის გამო მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ვაქცინაცია, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ეხმარება კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გამომუშავებაში COVID-19-ით დაავადების და მასთან დაკავშირებული მძიმე გართულებების გარეშე.
  • ჩვენი ვაქცინაციით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მსოფლიო პანდემიის შეჩერებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ პანდემიის დასრულება შეუძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით, ამისთვის აუცილებელია ვაქცინაციასთან ერთად გავაგრძელოთ ისეთი პრევენციული ღონისძებების დაცვა, როგორებიცაა პირბადის გამოყენება, ხელების ხშირი და სწორი დაბანა და სოციალური დისტანცირების შენარჩუნება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

– რომელი ვაქცინები გამოიყენება?

– დღეის მდგომარეობით მსოფლიოში, სულ მცირე, 8 სხვადასხვა ვაქცინის ადმინისტრირება მიმდინარეობს. ამას გარდა, დაახლოებით 89 ვაქცინა გადის ადამიანზე კლინიკური კვლევის ეტაპებს, საიდანაც 23-მა უკვე მიაღწია კვლევის ფინალურ ფაზას. დამატებით დაახლოებით 77 ვაქცინის პრეკლინიკური კვლევა მიმდინარეობს ცხოველებში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 27 მარტს გავიკეთე ტეტანუსი და იმუნოგლობინი. გუშინ არ ვიცი რამ გამომაშტერა საერთოდ არ გამხსენებია დავლიე რამდენიმე ჭიქა ღვინო. ახლა გამახსენდა ეს აცრა გასულია 24 სთ დალევიდან და წამომახურა და მგონია რო ყლაპვა მიჭირს ვნერვიულობ ძაან და მგონი ნერვებია. რა შეიძლება დამემართოს და რამდენ ხანში მაქსიმუმ</p>

აქვე ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე ვაქცინაზე, რომლებიც ნებადართულია ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ეროვნული მარეგულირებლების მიერ, როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ევროპის წამლის სააგენტო (EMA) და აშშ საკვების და წამლის ადმინისტრაცია (FDA), კერძოდ:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 31 დეკემბერს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა ამერიკულ-გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის პფაიზერ/ბიონტექის ვაქცინას (Pfizer&BioNTech), ხოლო 2021 წლის 15 თებერვალს ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინის 2 ვერსიას (AstraZeneca/Oxford), რომელთაგან ერთი იწარმოება ინდური კომპანიის Serum Institute of India-ს მიერ, ხოლო მეორე – სამხრეთკორეული კომპანიის SK Bioscience-ის მიერ (სწორედ ეს ვაქცინა გამოიყენება დღეისათვის საქართველოში და მისი ადმინისტრირება ნებადართულია 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში). მოგვიანებით აღნიშნულ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი ვაქცინა, რომელიც წარმოებულია ამერიკული კომპანიის ჯანსენის (Johnson & Johnson / Janssen) მიერ. დამატებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილების მოლოდინშია ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ ერთი ვერსია, აშშ მწარმოებლების მოდერნას (Moderna) ვაქცინა, ასევე ჩინური მწარმოებლების Sinovac Biotech-ის ვაქცინა Sinovac-ი და უჰანის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის ვაქცინა შინოპჰარმ-ი.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) პირობითი მარკეტინგის ნებართვა მიანიჭა 4 ვაქცინას, ესენია: პფაიზერ/ბიონტექის ვაქცინა ევროკავშირის ბრენდული დასახელებით ჩომირნატყ, ჯანსენის ვაქცინა, მოდერნას ვაქცინა და ასტრაზენეკას ვაქცინა ევროკავშირის ბრენდული დასახელებით ვახზევრია.

რაც შეეხება ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA), მან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია გამოსცა პფაიზერ/ბიონტექის, მოდერნას და Johnson & Johnson / Janssen ვაქცინებზე. საყურადღებოა Novavax-ის კანდიდატი ვაქცინაც, რომელიც მიმდინარე მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევებში აჩვენებს საკმაოდ მაღალ ეფექტურობას (89.3%). იმედის მომცემია ის ფაქტიც, რომ Novavax-სა და Gავი-ვაქცინების ალიანსს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ფარგლებში Novavax-ის კანდიდატი ვაქცინის 1.1 მილიარდი დოზა ხელმისაწვდომი იქნება COVAX-ის პლატფორმისთვის, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნებისთვის.

– რა განსხვავებაა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის?

mkurnali.ge

– დღეისათვის COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ტიპის ვაქცინა არსებობს. მათი მოქმედების მექანიზმი განსხვავებულია, თუმცა პრინციპი ერთია – ყველა ასწავლის ადამიანის იმუნურ სისტემას ვირუსის უსაფრთხოდ ამოცნობას და მისგან დაცვას. არც ერთ არსებულ ვაქცინას არ შეუძლია COVID-19-ით ადამიანის დაავადება. ვაქცინის ტიპებია:

  • მესინჯერ რნმ ვაქცინები. ესენია უახლესი ტექნოლოგიური მიდგომით შექმნილი ვაქცინები. ამ ტიპის ვაქცინა შეიცავს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის (შAღშ-ჩოV-2) მასალას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას მასპინძელ უჯრედებს აძლევს კორონავირუსისთვის უნიკალური ცილის (სპაიკ პროტეინის) წარმოქმნის ინსტრუქციას, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს იმუნური პასუხის უსაფრთხო გენერირებას. ამ ტიპის ვაქცინებს მიეკუთვნება პფაიზერ/ბიონტექის და მოდერნას ვაქცინები.
  • ვირუსული ვექტორული ვაქცინები, რომლებიც იყენებენ სხვა ვირუსს ადამიანის უჯრედებში შეღწევისთვის. ვექტორი ვირუსები უსაფრთხოა ადამიანისთვის, არ აქვთ უჯრედებში გამრავლების უნარი, მაგრამ წარმოადგენენ პლატფორმას კორონავირუსის სპაიკის პროტეინის ასლების შესაქმნელად, რომლებიც, თავის მხრივ, იწვევენ ადამიანის იმუნური პასუხის ინდუცირებას. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ასტრაზენეკას და ჯონსონი და ჯონსონი/ჯანსენის ვაქცინები.
  • პროტეინზე დაფუძნებული ვაქცინები, რომლებიც იყენებენ სპაიკის პროტეინის ნანონაწილაკებს. მიუხედავად იმისა, რომ ნანონაწილაკები იმეორებენ კორონავირუსის მოლეკულურ სტრუქტურას, მათ არ აქვთ გამრავლებისა და COVID-19-ის გამოწვევის უნარი, თუმცა ახდენენ იმუნური პასუხის სტიმულირებას. ამ ვაქცინების წარმომადგენელია Novavax-ის ვაქცინა.
  • ინაქტივირებულ ვირუსზე დაფუძნებული ვაქცინები, რომლებშიც პათოგენის გენეტიკური სტრუქტურა მოდიფიცირებულია იმგვარად, რომ მათ არ შეუძლიათ გამრავლება, თუმცა მათი სპაიკ პროტეინი რჩება ინტაქტური. ინაქტივირებული ვირუსის ადიუვანტთან შერევის შემდეგ ხდება იმუნური სისტემის სტიმულირება და ვირუსის ბლოკირება. ამ ტიპის ვაქცინებს მიეკუთვნება ჩინური წარმოების ვაქცინები Sinovac-ი და შინოპჰარმ-ი.

განსხვავებულია ვაქცინების დოზირება და ჯერადობა. დღეს არსებული ვაქცინებიდან თითქმის ყველა საჭიროებს ორჯერად აცრას, გარდა ჯონსონი და ჯონსონი/ჯანსენის ვაქცინისა, რომლის ადმინისტრირებისთვის გამოიყენება ვაქცინის ერთი დოზა.

– როგორია ვაქცინების ეფექტურობა?

– აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, კლინიკურ კვლევებში პფაიზერ/ბიონტექის ვაქცინის ორი დოზის ინიექციის შემდეგ მისი ეფექტურობა უტოლდება 95.0%-ს, მოდერნას ვაქცინის ორი დოზით იმუნიზაცია კვლევებში აჩვენებს 94.1% ეფექტურობას, ხოლო ჯონსონი და ჯონსონი/ჯანსენის ერთდოზიანი ვაქცინაციის ეფექტურობა შეადგენს 66.3%-ს ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევების პრევენციასთან მიმართებით.

რაც შეეხება ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მისი ეფექტურობა 63.09%-ია, თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევაზე დაყრდნობით, ვაქცინის ეფექტურობა სიმპტომური COVID-19-ის პრევენციასთან მიმართებაში უტოლდება 76%-ს, ხოლო მძიმე ან კრიტიკული დაავადების განვითარების პრევენცია მოსალოდნელია შემთხვევების 100%-ში. გასათვალისწინებელია, რომ 8-დან 12 კვირამდე შუალედში, ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის უფრო ხანგრძლივი ინტერვალი ასოცირდება ვაქცინის უფრო მეტ ეფექტურობასთან.

– რამდენ ხანს გვიცავს ვაქცინაციის შედეგად განვითარებული იმუნიტეტი?

– ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რამდენხანს შეუძლია ვაქცინას ჩვენი დაცვა. ვაქცინები შემუშავდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ჯერჯერობით ძალიან ადრეა მათ გრძელვადიან ეფექტურობაზე მსჯელობა. მეცნიერები აგრძელებენ ვაქცინის დაცვის მდგრადობისა და ხანგრძლივობით შესწავლას კლინიკურ კვლევებსა და რეალურ პირობებში. შედეგები ხელმისაწვდომი იქნება მას შემდეგ, რაც დაგროვდება ახალი სარწმუნო მტკიცებულებები.

– რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას?

– ისევე, როგორც ყველა სხვა ვაქცინას, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ გვერდითი რეაქციები და არასასურველი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციიდან ერთ ან ორ დღეში და ზემოქმედება მოახდინოს ჩვენს ყოველდღიურ აქტივობაზე, თუმცა ეს მოვლენები გაივლის ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში. ამასთან, ყველა ვაქცინირებულ პირს არ უვითარდება გვერდითი ეფექტები.

ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი რეაქციები შეიძლება იყოს გავრცელებული, ნაკლებად გავრცელებული, იშვიათი და ძალიან იშვიათი:

უმეტეს შემთხვევებში ტკივილით გამოწვეული დისკომფორტი ან ცხელება არის ნორმალური ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ორგანიზმი იწყებს იმუნიტეტის გამომუშავებას, თუმცა აუცილებელია მიმართოთ ოჯახის ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ინიექციის ადგილზე სიწითლე, ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა უარესდება 24 საათის შემდეგ, ან რომელიმე გვერდითი მოვლენა გაღელვებთ, ან არ გაივლის რამდენიმე დღეში.

მძიმე ალერგიული რეაქციები კი ვითარდება ძალიან იშვიათად, ინიექციის შემდეგ რამდენიმე წუთიდან ერთი საათის განმავლობაში, რის გამოც ვაქცინირებული პირი უნდა დარჩეს ვაქცინაციის ადგილზე სამედიცინო პერსონალის მონიტორინგის ქვეშ ინიექციიდან მომდევნო 45 წუთის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ადგილის დატოვების შემდეგ განვითარდება მძიმე ალერგიული რეაქცია, აუცილებელია დაუყოვნებელი გადაუდებელი დახმარების მოძიება: 112-ში დარეკვა ან სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებელი მიმართვა. მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის გაძნელებას, სახისა და ყელის მიდამოს შეშუპებას, აჩქარებულ გულისცემას, გამონაყარს მთელ სხეულზე, თავბრუსხვევას და სისუსტეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 დაავადება, რომელსაც მოზრდილები ბავშვებზე ცუდად იტანენ

არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლებსაც საუკეთესოდ ებრძვიან ბავშვები, ხოლო მოზრდილები ბევრად ცუდად იტანენ, მეტიც, შეიძლება მოულოდნელად დაეწყოთ გართულებები.
სრულად
რა არის მარბურგის ცხელება - რა ვიცით ამ ვირუსზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მარბურგის ცხელების შესახებ ვკითხულობთ:
სრულად
ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ - რომელმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის

ინფექციური მონონუკლეოზი არის გადამდები დაავადება.
სრულად
რა სიმპტომები ახასიათებს ეპშტეინ-ბარის ვირუსს

ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ასევე ცნობილი, როგორც ადამიანის ჰერპესვირუსი, არის ჰერპეს ვირუსების ოჯახის წარმომადგენელი.
სრულად
როგორ მუშაობს ვაქცინა
როგორ მუშაობს ვაქცინა
დაავადებები, რომელთა პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის საშუალებით, შეიძლება იყოს საშიში და მომაკვდინებელიც კი.
სრულად
რა არის იმუნოდეფიციტი
რა არის იმუნოდეფიციტი
იმუნოდეფიციტზე საუბრისას მოიაზრება იმუნური სისტემის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითებით.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები