როგორ დავაქვეითოთ ბილირუბინი ჟილბერის სინდრომის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავაქვეითოთ ბილირუბინი ჟილბერის სინდრომის დროს

რომელიც ორგანიზმში ბილირუბინის დონის მომატებით ხასიათდება. ეს უკანასკნელი ღვიძლის მიკროსომული ფერმენტული ნივთიერებების დეფექტს უკავშირდება.

ფაქტობრივად, ღვიძლის ფერმენტული სისტემის არასრულფასოვანი ფუნქციობის გამო ვითარდება კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია, ანუ სისხლში იმატებს არაპირდაპირი (არაშეკავშირებული, არაკონუგირებული) ბილირუბინის დონე. ამის გამო კანი, ხილული ლორწოვანი გარსები და თვალის სკლერა ყვითლდება, შარდი მუქდება, განავალი უფერულდება, ვლინდება დისპეფსიური დარღვევები და სხვა სიმპტომები.

ჟილბერის სინდრომის კლინიკური გამოვლინებები

სამედიცინო პრაქტიკაში გამოყოფენ ჟილბერის სინდრომის ორ სახესხვაობას - თანდაყოლილი ხასიათის სინდრომს, რომელიც არ უკავშირდება ჰეპატიტის ინფექციურ ფორმას (უფრო ხშირია) და მანიფესტირებულ სახეობას, რომელიც ვირუსული ჰეპატიტის შედეგად ვითარდება.

საყურადღებოა, რომ ბილირუბინემია ანუ სისხლში ბილირუბინის დონის მატება ჰეპატიტის შემდეგ ხშირად განპირობებულია არა მხოლოდ ჟილბერის სინდრომით, არამედ ინფექციის ქრონიკულად მიმდინარეობის ტრანსფორმაციით.

კლინიკური სურათი ვლინდება 12 წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებთან. პათოლოგიური პროცესისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის სიყვითლე - კანის მსუბუქი მოყვითალო შეფერილობით დაწყებული, კანის, თვალის სკლერებისა და ლორწოვანი გარსების მკვეთრად ნარინჯისფერი შეფერილობით დამთავრებული.

სიყვითლემ შესაძლოა მთელი სხეული მოიცვას ან გამოიხატოს ნაწილობრივ, კერძოდ, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის, ტერფების არეში და იღლიის ფოსოებში. გაყვითლების ეპიზოდები უეცრად აღმოცენდება, ძლიერდება ნეგატიური ფაქტორების მოქმედების ფონზე, ხშირად თავისთავად ალაგდება.

ჟილბერის სინდრომიანი პაციენტები ყველაზე ხშირად უჩივიან:

  • მტკივნეულ შეგრძნებას ან დისკომფორტს ღვიძლის საპროექციო არეში;
  • ქრონიკულ დაღლილობას და მუდმივ სისუსტეს;
  • ძილის დარღვევებსა და გაძლიერებულ ოფლდენას;
  • დისპეფსიურ გამოვლინებებს (გულისრევას, ღებინებას, ფაღარათს, ტკივილს კუჭის არეში).

პაციენტთა ერთ მესამედს კლინიკური გამოვლინებები არ აღენიშნება. დაავადება ზოგჯერ შეუღლებულია შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზიასთან.

რას ეფუძნება დიფერენციალური დიაგნოსტიკა

რომელი ბილირუბინი იმატებს ჟილბერის სინდრომის დროს? პაციენტის სისხლში ამ დროს იზრდება არაპირდაპირი ბილირუბინის დონე. პათოლოგიური პროცესის სიმძიმეზე ნორმის მაჩვენებელთა გადახრის ხარისხით მსჯელობენ.

დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება შემდეგი ლაბორატორიული კვლევები:

  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი გვიჩვენებს საერთო და არაპირდაპირი (არაკონუგირებული) ბილირუბინის მატებას (საერთო ბილირუბინის დონე შესაბამისად არაპირდაპირი ფრაქციის გაზრდის ხარჯზე იმატებს);
  • სისხლის საერთო ანალიზი ავლენს მსუბუქი ხარისხის ანემიას - მოუმწიფებელი ერითროციტების (წითელი სხეულაკების) მაღალ კონცენტრაციას;
  • შარდის ანალიზში გადახრა არ ვლინდება. თუ განისაზღვრება ურობილინი, ეს ღვიძლის ფუნქციურ დარღვევებზე მიანიშნებს;
  • ანალიზი სისხლის შედედებაზე - ნორმის ფარგლებშია;
  • ვირუსული ჰეპატიტის მარკერების აღმოჩენა ვერ ხერხდება.

ჟილბერის სინდრომის დიფერენცირება ხდება დაბინ-ჯონსონის სინდრომისაგან. ამისათვის დამატებით ინიშნება ულტრაბგერითი გამოკვლევა. ჟილბერის სინდრომის დროს სტრუქტურული ცვლილებები ღვიძლში არ ვლინდება.

ბილირუბინის დონე ჟილბერის სინდრომის ფონზე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟილბერის სინდრომი ადვილად დიაგნოსტირდება, რადგან ამ პათოლოგიის დროს სისხლში იზრდება არაპირდაპირი ბილირუბინის დონე, ხოლო პათოლოგიურ წარმონაქმნებს ღვიძლში ვერ ნახულობენ.

სისხლში ბილირუბინის დასაშვები ნორმა 3,4-დან 20,5 მკმოლ/ლ ფარგლებში მერყეობს. ნორმის მაჩვენებელს, ჩვეულებრივ, ქმნის ორი ნივთიერების - პირდაპირი (კონუგირებული) და არაპირდაპირი (არაკონუგირებული) ბილირუბინის შემცველობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რატომ, რა მიზეზით გაიზარდა ნაღვლოვანი პიგმენტის დონე სისხლში.

შეკავშირებული (კონუგირებული) ბილირუბინი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისათვის. არაპირდაპირი ფრაქცია კი თავისუფლად გადაადგილდება ორგანიზმში და ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლზე. მისი კონცენტრაციის მომატებისას ყველა შინაგანი ორგანო ზიანდება, არაპირდაპირი ბილირუბინის დონის 10-ჯერ მომატებისას კი სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა იქმნება.

60 მკმოლ/ლ-მდე მაჩვენებელი

ბილირუბინის არაპირდაპირ ფრაქციას უჯრედულ დონეზე შეღწევის უნარი აქვს, ის დამღუპველად მოქმედებს ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობაზე. მისი ნორმა ერთ ლიტრში 8,5 მკმოლ-ამდეა. როდესაც სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის დონე იმატებს, მაგრამ ვერ აღწევს 60 მკმოლ-ს, მხოლოდ პერიფერიული ქსოვილების სტრუქტურა ირღვევა. ამ მაჩვენებლის დროს მედიკამენტური მკურნალობა არ ინიშნება, თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს არ აწუხებს ზოგიერთი სიმპტომი - გულისრევა, ღებინება, კანის სიყვითლე. ღვიძლის პიგმენტის დონის დაქვეითებისათვის რეკომენდებულია დიეტური კვება, ულტრაიისფერი დასხივება, ჩვენებისამებრ - ენტეროსორბენტები.

80 მკმოლ/ლ-ზე მაღალი მაჩვენებელი

ნაღვლის პიგმენტის აღნიშნული მაჩვენებელი შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილად განსასაზღვრია, რადგან პაციენტის კანი ამ დროს მეტისმეტად გაყვითლებულია. 80 მკმოლ/ლ-ზე მაღალი მაჩვენებელი იმაზე მიანიშნებს, რომ ბილირუბინმა ორგანოებსა და ქსოვილებში შეაღწია, რაც მისი ტოქსიკური ზემოქმედების მანიშნებელია. თუ ასეთ დროს არ ვიმოქმედებთ, ბილირუბინის დონე კიდევ უფრო გაიზრდება, ეს კი გამოიწვევს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, შარდგამომყოფი და სასქესო სისტემების ფუნციობის დარღვევებს, დააზიანებს ტვინს.

პიგმენტის მკვეთრად მატებას ზოგიერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი განაპირობებს:

  • ალკოჰოლის მიღება;
  • ჰეპატიტის ვირუსული ფორმა ანამნეზში;
  • ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების მიღება;
  • არასწორი კვება (შემწვარი, მწარე, ცხარე, ცხიმიანი საკვების მიღება).

ბილირუბინის მაღალი მაჩვენებლების დროს მკურნალობა სტაციონარულად ტარდება, საჭიროა ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა. ინიშნება ფენობარბიტალი, ღვიძლის დასაცავად, ენტეროსორბენტები, ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია. მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა. მკურნალობის დროს მუდმივად მოწმდება ბილირუბინის დონე, ასევე სხვა მაჩვენებლები (ჰემოგლობინი, ტუტე ფოსფატაზა და სხვა ნივთიერებები).

შესაძლო გართულებები

ჟილბერის სინდრომს, ჩვეულებრივ, გართულებები არ ახასიათებს, ღვიძლში პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება, თუმცა დროთა განმავლობაში ეს პათოლოგია ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებას იწვევს.

შეიძლება თუ არა დაორსულება ჟილბერის სინდრომის დროს? ამას, ქალის ორგანიზმის ინდივიდუალური მდგომარეობისა და არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, ექიმი გინეკოლოგი და გენეტიკოსი წყვეტენ, რადგანაც დაავადების დეკომპენსაციის ფონზე არსებობს ჩანასახის განვითარების პათოლოგიის გარკვეული რისკები.

კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიით დაავადებულ პაციენტებს აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ზოგიერთი მაპროვოცირებელი ფაქტორისადმი - ნარკოტიკული ნივთიერებები, ალკოჰოლური პროდუქცია, ზოგიერთი ანტიბიოტიკი.

ბილირუბინის დაქვეითების მეთოდები

თერაპიული სტრატეგია უშუალოდ უკავშირდება და განპირობებულია ზრდასრული ადამიანის (ქალისა თუ მამაკაცის) ორგანიზმში ბილირუბინის კონცენტრაციით. თუ მაჩვენებელი არ აღემატება 60 მკმოლ/ლ-ს, მედიკამენტები არ ინიშნება, თუკი ბილირუბინის მაჩვენებელმა მიაღწია 80 მკმოლ/ლ-ს ან გადააჭარბა მას, საჭიროა კონსერვატიული თერაპია.

მედიკამენტური საშუალებები

ბილირუბინის დონის მომატებისას პაციენტს უნიშნავენ გარკვეულ პრეპარატებს; ჩვეულებრივ, თერაპია 1-2 კვირას გრძელდება, შემდეგ ისვენებენ, ამოწმებენ ანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში იმეორებენ მკურნალობას.

სამკურნალო პრეპარატები

  • ჰეპატოპროტექტორები რეკომენდებულია პროფილაქტიკური მიზნით, ღვიძლის დასაცავად (კარსილი, ესენციალე ფორტე);
  • ნაღვლის სეკრეტის გამოყოფის ნორმალიზებისათვის გამოიყენება ნაღველმდენი საშუალებები (ალოხოლი);
  • ანთების კუპირებისათვის ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენი);
  • ინფექციური პროცესის დროს მიმართავენ ანტიბაქტერიულ თერაპიას;
  • ღებინებისას იყენებენ ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს;
  • დისპეფსიური დარღვევებისას აუცილებელია ენტეროსორბენტები;
  • ჭარბი ბილირუბინის შარდთან ერთად გამოსაყოფად – დიურეზული საშუალებები (ვეროშპირონი).

როდესაც მკურნალობა შედეგს ვერ იძლევა და ბილურიბინი კვლავინდებურად მაღალ (80 მკმოლ/ლ და მეტი) დონეზე ნარჩუნდება, ინიშნება სისხლის გადასხმა.

ჟილბერის სინდრომიანი ყველა პაციენტისათვის ნაჩვენებია დიეტა გარკვეული პროდუქტების (ცხიმიანი ხორცი, ცხარე და შემწვარი საკვები) გამორიცხვით.

ხალხური საშუალებები

ბილირუბინის დასაშვები მომატებისას, როდესაც მისი მაჩვენებელი არ აღემატება 60 მკმოლ/ლ-ს, გამოიყენება ხალხური საშუალებები. მათ უკუჩვენება არ გააჩნია, ორსულობის, ლაქტაციისა და ალერგიულ რეაქციათა გარდა, გამოირჩევიან დამზოგველი მოქმედებით (აუტანლობის შემთხვევაში ვლინდება გამონაყარი, კანის შეწითლება - ჰიპერემია, ქავილი).

ჟილბერის სინდრომის დროს ნაღვლის პიგმენტის დაქვეითებისათვის რეკომენდებულია შემდეგი რეცეპტები:

1) აიღეთ 50 გ არყის ფოთოლი (არაგამხმარი), კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, რამდენიმე საათი გააჩერეთ. მიიღეთ 2-ჯერ დღეში, ერთ მიღებაზე 250 მლ, მიღება არ არის დამოკიდებული კვებაზე. თერაპიული კურსი ერთ კვირას მოიცავს, ამის შემდეგ რეკომენდებულია ანალიზის ჩატარება.

2) ნაღვლის პიგმენტის დაქვეითებას ეხმარება ჭარხალი. ამისათვის გაწურეთ მისი წვენი, გააჩერეთ რამდენიმე საათი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ ფრთხილად გადაწურეთ სხვა ჭურჭელში ისე, რომ ნალექი არ გადაჰყვეს. მიირთვით 2-ჯერ დღეში, ერთ მიღებაზე 100 მლ. თერაპია 5 დღეს გააგრძელეთ, ერთი კვირის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.

დაავადების პროგნოზი კეთილსაიმედოა; სამწუხაროდ, ჰიპერბილირუბინემია პაციენტებს მთელი ცხოვრების მანძილზე უნარჩუნდებათ, თუმცა საფრთხეს არ უქმნის მათ სიცოცხლეს. დიეტა და ხალხური საშუალებები უფრო მეტად „მუშაობს“ ბილირუბინის დონის მატების შეფერხებაზე, ვიდრე პიგმენტის დაქვეითებაზე, თუ თერაპიაში ჩართულია ფენობარბიტალი, მაჩვენებელი ხშირად ნორმის ფარგლებსაც უბრუნდება.