რომელი დაავადებების დროს იცვლება სხეულის სუნი
შემდეგ პათოლოგიებთან:
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები,
- ღვიძლის დაავადებები,
- თირკმელების ფუნქციონირების დარღვევა,
- დიაბეტი.
ღვიძლისა და თირკმელების დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ამიაკის სუნი კანზე და პირის ღრუდან.
აცეტონის სუნი დიაბეტის ერთ-ერთი ნიშანია.
ამ დაავადების დროს ინსულინის არასაკმარისი რაოდენობით ან მის მიმართ რეზისტენტობის გამო ორგანიზმი არ ითვისებს გლუკოზას და ენერგიით თავის უზრუნველსაყოფად იწყებს ცხიმებისა და ცილების გადამუშავებას. ამ ნივთიერებების დაშლის შედეგად წარმოიქმნება კეტონური სხეულები - ისინი პასუხისმგებელნი არიან მძაფრ სურნელზე.
ძმრის სუნი შეიძლება მიუთითებდეს ენდოკრინულ დარღვევებზე, ტუბერკულოზზე და D ვიტამინის დეფიციტზე.
საყურადღებოა, თუ შხაპის მიღების შემდეგ სუფთა სხეულს ძმრის სუნი ასდის.
ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ოფლის მჟავე სუნი და უხვი ოფლიანობა ნორმალურია. ფარისებრი ჯირკვლის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ოფლიანობა და, შედეგად, სხეულის სუნი.
სხეულის სუნზე შეიძლება გავლენა იქონიოს დიდი რაოდენობით სანელებლების, ნახევარფაბრიკატების და მზა ტკბილეულის მოხმარებამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
საუბრობს ენდოკრინოლოგი ლელა სილაგაძე
- რომელი ნეიროენდოკრინული პროცესები განაპირობებს მოზარდებში სხეულის დამახასიათებელ სუნს და რატომ?
- გარდატეხის ასაკის დადგომისას თითქმის დასრულებულია თავის ტვინის ქერქის ფორმირება, როგორც ანატომიურად, ისე ფუნქციურად მთლიანად ჩამოყალიბებულია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემა, შედეგად ორგანიზმში გაძლიერებულად გამოიყოფა ფოლიკულომასტიმულებელი, სომატოტროპული, ადენოკორტიკოტროპული, სასქესო და სხვა ჰორმონები. ამას ემატება ანდროგენების, ესტრაოგენების, გესტაგენების ჰორმონული დისბალანსი. ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პირობებში გაძლიერებულად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესები, იმუნიტეტზე დამთრგუნველად მოქმედებს სისხლში პარათირეოიდული ჰორმონის, კორტიკოსტეროიდების, ტესტოსტერონისა და პროჟესტერონის დონის მატება, დასუსტებული იმუნიტეტის პირობებში ქვეითდება ორგანიზმის ადაპტაციური ძალები, ეს ყველაფერი ერთად კი იწვევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებას, რეზისტენტობის დაქვეითებას და იმუნოდეფიციტს და ისიც სხვადასხვა სახის მიკრობებისთვის ადვილად მოსარევი ხდება. შედეგად ფიზიოლოგიურად გამოყოფილი აპოკრინული სეკრეტი ჩვეულებრივზე სწრაფად და ადვილად ბინძურდება სუნის წარმომქმნელი ბაქტერიებით.
- რას გვეტყვით გარეგან ფაქტორებზე?
- გარეგანი მიზეზებიდან აღსანიშნავია სპორტულ სექციაში ვარჯიშის შემდეგ არასათანადო ჰიგიენა.
ამ ასაკში მოზარდები ჭარბად იყენებენ დეზოდორანტებს, ისინი კი სპობენ ჩვეულ ფლორას, რის გამოც აქტიურდებიან ბაქტერიები, მათი ცხოველქმედების პროდუქტები კი ოფლს საკმაოდ უსიამოვნო სუნს სძენენ. სხეულიდან უსიამოვნო სუნს აპროვოცირებს მედიკამენტებიც. ზოგიერთი ჯგუფის ბაქტერიები ოფლს თავისთავად უსიამოვნო სუნს არ აძლევენ, მაგრამ ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში მათი გავლენით იცვლებიან და უსიამოვნო სუნის მქონე აირებს გამოყოფენ. ამ ასაკში მოზარდთა რაციონში ჭარბობს შაქარი და მისი შემცველი პროდუქტები, შაქარი სუნის წარმომქმნელ ბაქტერიებს არსებობისა და გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებს უქმნის, შესაბამისად, ძლიერდება სუნი, რომელსაც ისინი ანიჭებენ ოფლს. არსებობს ჰორმონები, რომელთაც თავადვე აქვთ სუნი. ასეთია ქალის სასქესო ჰორმონები. ისინი, გარდა იმისა, რომ თავად გამოყოფენ სუნს, ბაქტერიათა გამრავლებისთვისაც ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. გარდატეხის ასაკში მომატებული აგზნებადობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური ცვლილებისა და სხვა ასაკობრივი პრობლემების აღმოსაფხვრელად მოზარდები ხშირად იღებენ სხვადასხვა მედიკამენტს, პირის სიმშრალეს კი ზოგიერთი პრეპარატიც იწვევს, მაგალითად ანტიჰისტამინები, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, დამამშვიდებლები და წნევის დამწევები. ისინი ამცირებენ ნერწყვის გამოყოფას, ანაერობულ ბაქტერიათა გამრავლებას უწყობენ ხელს და უსიამოვნო სუნის მიზეზად იქცევიან.
- რას ურჩევდით მოზარდებს, როგორ მოუარონ თავს ისე, რომ სხეულის სუნმა უხერხულობა არასდროს შეუქმნათ?
- ამ პერიოდში უმჯობესია გამოიყენონ საპონი ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. არ არის რეკომენდებული დეზოდორანტების ხშირი გამოყენება.
- დააკვირდით, ხომ არ უკავშირდება სხეულიდან უსიამოვნო სუნი რომელიმე საკვების მიღებას. ეს განსაკუთრებით ხახვსა და ნიორს ეხება.
- ნაწლავებში მობინადრე დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებსაც შეუძლიათ ტოქსინების გამოყოფა ოფლთან ერთად, ამიტომ მოზარდმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს რძე და რძემჟავა პროდუქტები.
- სხეულის უსიამოვნო სუნის გაძლიერებისას მიიღეთ თუთიის კვებითი დანამატი ან პრეპარატი, 30 მგ ძილის წინ.
- ატარეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელიც კარგად ატარებს ტენს და რაც შეიძლება ხშირად იცვალეთ.
- სვით რაც შეიძლება მეტი სითხე - არანაკლებ 1 ჭიქისა დღეში ყოველ 30 სმ სიმაღლეზე. თუ მოზარდი სპორტს მისდევს, სითხის ოდენობა უნდა გაიზარდოს.
- დაიცავით პირადი ჰიგიენა, ყოველდღიურად მიიღეთ შხაპი, რადგან ენდოკრინულ გარდაქმნასთან დაკავშირებით არ მოხდეს ოფლის აპოკრინული ჯირკვლების სადინართა დახშობა.
- სხეულის დეზოდორანტებისა და ფხვნილების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ შხაპის შემდეგ, ახალდაბანილ კანზე.
- მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის რაციონს, რომელიც დაბალანსებულად უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს და რაც მთავარია, მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა გარეშეც ორგანიზმს უჭირს დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებთან გამკლავება. წაიკითხეთ სტატია სრულად