რა შეიძლება იყოს პირიდან ცუდი სუნის მიზეზი
ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, ასევე ძლიერი სუნის მქონე პროდუქტების მიღება.
შემთხვევათა 90%-ში ჰალიტოზი გამოწვეული პირის ღრუს დაავადებებით, როგორიცაა: კარიესი, გინგივიტი, პაროდონტიტი. ჰალიტოზთან ასევე დაკავშირებულია LOR-ორგანოების და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
ჰალიტოზის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია პირის ღრუს რეგულარული ჰიგიენა. ასევე საჭიროა ყურადღება მივაქციოთ კვების რაციონს. მეტად მივიღოთ მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. მოვერიდოთ ფასტ ფუდისა და ტკბილეულის მირთმევას.
თუ ჰალიტოზი არ არის დაკავშირებული სტომატოლოგიურ პათოლოგიასთან, მიზეზის გასარკვევად რეკომენდებულია მივმართოთ თერაპევტს, ოტორინოლარინგოლოს და გასტროენტეროლოგს.