/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

ნაღველი, ფუნქციები, სანაღვლე გზები და გამოყოფის რეგულაცია

ადამიანის ორგანოთა სისტემებში მუდმივად მიმდინარეობს ინტენსიური ბიოქიმიური პროცესები, რომელთა მიზანიც ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნებაა.

ზოგიერთი მათგანი სხეულის ტემპერატურის მუდმივობას უზრუნველყოფს, ზოგი – სისხლის წნევის მაჩვენებლის, ზოგი კი – ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ მიმდინარეობაზეა პასუხისმგებელი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობა წარმოუდგენელია ნაღვლის გარეშე. ნაღველი ერთდროულად სეკრეტი, ანუ ნივთიერებაა, რომელსაც ჯირკვალი გამოიმუშავებს, ასევე ექსკრეტია, ანუ ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამოყოფილი დაშლის პროდუქტია. ნაღვლის გამომუშავებას ქოლერეზი ჰქვია, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს, მის გადადინებას თორმეტგოჯა ნაწლავში კი – ქოლეკინეზი, რომელიც პერიოდულად ხდება, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების მოხვედრის მიხედვით. თუ კუჭი ცარიელია, ღვიძლიდან ნაღველი ნაღვლის ბუშტში გადადის, სადაც ყოვნდება საჭირო მომენტამდე და მისი გამოყოფა თორმეტგოჯაში იწყება კუჭში საკვების მოხვედრისას. ნაღველი მუშაობს თორმეტგოჯა ნაწლავში, იქ, სადაც საჭმლის მონელების პროცესი ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. ნაღველი სეკრეტია, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში შეუცვლელ როლს თამაშობს. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, გეტყვით, რომ იგი ღვიძლში გამომუშავდება და ნაღვლის ბუშტში უბრალოდ ინახება, ანუ ნაღვლის ბუშტი მისი რეზერვუარია.

რისთვის გვჭირდება ნაღველი?

ნაღველი ორი ძირითადი ტიპის ფუნქციას ასრულებს: აქტიურად მონაწილეობს საჭმლის მონელებაში და გამომყოფი ფუნქცია აკისრია: ორგანიზმიდან განავლოვან მასებთან ერთად დევნის სამკურნალო პრეპარატებს, ტოქსინებს, ნაღვლის პიგმენტებს და სხვადასხვა არაორგანულ ნივთიერებას;

საჭმლის მონელებაში მისი დახმარებით ორგანიზმში ხორციელდება შემდეგი პროცესები:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტული ფუნქციის სტიმულაცია, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაწლავების ფერმენტების აქტივაცია;
  • კუჭის წვენში არსებული მარილმჟავას ინაქტივაცია – კუჭიდან თორმეტგოჯა ნაწლავში გადასული ქიმუსის ნეიტრალიზაცია ხდება, რის შედეგადაც ქიმუსი ფაშრდება, რბილდება, რაც აადვილებს მის მონელებას;
  • ვიტამინების, კალციუმისა და საკვები ნივთიერებების შეწოვა;
  • ცხიმების ემულგირება – ნაღვლის მჟავების ცხიმოვან მჟავებთან კომბინირებული ქმედების შედეგად ხდება ცხიმების ემულგირება, ანუ მისი შერევა წყალთან, რის შემდეგაც მათზე შესაძლებელია უკვე ცხიმების მომნელებელი ფერმენტის – ლიპაზას მოქმედება;
  • ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესების აღკვეთა;
  • ცილების, ნახშირწყლებისა და მიკროელემენტების დაშლა და შეწოვა;
  • ცხიმში ხსნადი ვიტამინების: A, D, K, E-ს შეწოვა;
  • სეკრეტში არსებული ფერმენტები ააქტიურებენ ნაწლავის პერისტალტიკას;
  • ნაღველი პეფსინის ინაქტივაციით ბლოკავს კუჭის წვენის მოქმედებას წვრილ ნაწლავში;
  • ხელს უწყობს ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით ნაწლავური ფლორის შენარჩუნებას;
  • მისი გამომყოფი ფუნქციაა ორგანიზმიდან ისეთი ნივთიერებების გამოყოფა, რომელთა გაფილტვრის უნარიც თირკმელებს არ გააჩნიათ – ქოლესტერინი, ბილირუბინი, გლუტათიონი, სტეროიდები, ლითონები, ზოგიერთი სამკურნალო საშუალებანი, იგი ახდენს მათ ექსკრეციას ორგანიზმიდან განავლოვან მასებთან ერთად, ამასთან, ქოლესტერინი ორგანიზმიდან გამოიყოფა მხოლოდ და მხოლოდ ნაღველთან ერთად, დღე-ღამეში 1-2 გრამი;
  • ნ ნერვული სისტემის ფუნქციების ნორმალიზება, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე მიიღწევა;
  • ნ გარდა ამისა, ნაღველში არსებული ქოლესტერინი მონაწილეობს სასქესო და სტრესის ჰორმონთა, D ვიტამინის სინთეზში, აგრეთვე ერითროციტების ზედაპირის მემბრანის მშენებლობაში.

სანაღვლე გზები

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).</p>

სანაღვლე გზები მილოვანი წარმონაქმნების – სანაღვლე სადინარების ერთობლიობაა, რომლებიც ნაღვლის ტრანსპორტს ახორციელებენ სანაღვლე კაპილარებიდან – თორმეტგოჯა ნაწლავამდე.

განირჩევა ღვიძლშიდა და ღვიძლგარეთა სანაღვლე სადინარები.

ღვიძლშიდა სანაღვლე გზები ქმნიან დატოტვილ ხისმაგვარ სისტემას: წვრილი კაპილარები ერთიანდებიან შედარებით მსხვილ სადინარებად, რომელთა გაერთიანებაც სეგმენტურ სადინარებს წარმოქმნიან.

სეგმენტური სადინარები, თავის მხრივ, დასაბამს აძლევენ მარცხენა და მარჯვენა წილის სანაღვლე სადინარებს, რომლებიც ტოვებენ ღვიძლს და გაერთიანებულნი ქმნიან ღვიძლის საერთო სადინარს.

ღვიძლის საერთო სადინარი ერთიანდება ნაღვლის ბუშტის სადინართან, რომლიდანაც ნაღველი გამოედინება ნაღვლის ბუშტიდან და ქოლედოქუსად წოდებულ საერთო ნაღვლის სადინარს ქმნიან.

ქოლედოქუსის სანათური იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავში და გახსნამდე უერთდება კუჭქვეშა ჯირკვლის გამომტან – ვირსუნგის სადინარს, ხოლო მათი შეერთების ადგილზე იქმნება ფატერის ამპულა, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურიდან გამოყოფილია ოდის სფინქტერით, სწორედ ოდის სფინქტერი არეგულირებს ნაღვლის პერიოდულ გადადინებას ნაწლავში.

ნაღვლის გამოსამუშავებლად საჭიროა:

  • წყალი;
  • ქოლესტერინის სინთეზში მონაწილე ქოლის და დეზოქსიქოლის მჟავები;
  • ნაწლავის ცხიმების ემულგირებისთვის აუცილებელი ტაურინი;
  • ერითროციტების დაშლის პროდუქტი – ბილირუბინი;
  • ფოსფოლიპიდები;
  • ცხიმები, შარდოვანა, შარდმჟავა;
  • ლიპოიდები;
  • ჰელისმაგვარი სეკრეტი მუცინი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს საკვები გუნდის დასასველებელ და მოსანელებელ ცილას;
  • ფოსფორი, B ჯგუფის ვიტამინები, C ვიტამინი;

ნაღვლის ფუნქციებს სწორედ მისი შემადგენლობა განსაზღვრავს, რამდენადაც ის მხოლოდ საჭმლის მონელებაში როდი მონაწილეობს.

ნაღვლის გამოყოფა

ნაღვლის გამოყოფას ასტიმულებს ნებისმიერი ტიპის საკვების მიღება. ე.წ. საჭმლის მონელების ტვინოვანი ფაზა იმართება საკვების დანახვით, სუნით, საკვებზე საუბრით და 10 წუთი გრძელდება. ამავდროულად იწყება ნაღვლის გამოყოფა მისი კედლის პერიოდული შეკუმშვებით.

ცხიმიანი, შემწვარი, მარილიანი, შებოლილი საკვები იწვევს ყველა ფერმენტის ჭარბად გადმოსროლას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის არაკოორდინირებულ პერისტალტიკას.

ამასთან, ნაღველი ვერ ასწრებს მარილმჟავას ინაქტივაციას, რომელიც თორმეტჯოგა ნაწლავში გადასვლისას აღიზიანებს მის ლორწოვანს.

საზოგადოდ, როგორც ყველაფერს, ნაღვლის წარმოქმნასაც არეგულირებს ნერვული სისტემა ნაღვლის ბუშტში, ნაწლავებში, კუჭსა და ღვიძლში არსებული ნერვული დაბოლოებებით, რომლებიც რეაგირებენ სისხლში გლუკოზისა და ზოგიერთი საკვები ნივთიერების რაოდენობაზე და შესაბამისად, ან ზრდიან, ან ამცირებენ ნაღვლის როგორც გამომუშავებას, ისე მის გადასროლას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ნაღვლის ძირითადი კომპონენტები

ამ სეკრეტის 97,5% წყალია, 2,5% კი – მშრალი ნაშთი.

მშრალი ნაშთი შეიცავს:

  • ნაღვლის მჟავების მარილებს – დაახლოებთ 67%-ს, ნაღვლის პიგმენტებს – ბილირუბინს – დაახლოებით 0,3%-ს;
  • ქოლესტერინს – დაახლოებით 4%-ს;
  • ფოსფოლიპიდებს – დაახლოებით 22%-ს;
  • ცილებს – A და AM იმუნოგლობულინებს – დაახლოებით 4,5 %-ს;
  • გარდა ამისა, ნაღვლის შემადგენლობაში შედის: ლორწო, ორგანული ანიონები, ლითონები, ელექტროლიტები.

ნაღვლის ბუშტში ნაღველში მშრალი ნაშთის კონცენტრაცია გაცილებით დიდია ღვიძლისმიერ ნაღველთან შედარებით.

ორგანიზმი ნაღველს გამოიმუშავებს 10-15 მლ-ს, მასის ყოველ კილოგრამზე გათვლით, მიღებული სითხის მიუხედავად, მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში დღე-ღამის განმავლობაში 600 მლ-დან – 1,5 ლიტრამდე სეკრეტი გამომუშავდება, რომელიც შემდგომ ნაღვლის ბუშტში ხვდება. ღვიძლის მიერ გამოყოფილი ნაღველი ღია ფერის მოყვითალო ოქროსფერია, რადგან იგი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ნაღვლის ბუშტში არსებული კი გაუწყლოებულია, რადგან წყალი უკუშეწოვილია, გაცილებით კონცენტრირებულია, მწებავია და მუქი მომწვანო-მოყავისფროა.

ნაღვლის გამოყოფის პროცესი, მართალია, მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა მისი ინტენსივობა ცვალებადია დღე-ღამის პერიოდის მიხედვით.

ნაღველი და ჩვენი ჯანმრთელობა

რა ხდება ორგანიზმში ნაღვლის დეფიციტისას?

  • განავალი უფერულდება და ცხიმიანი ხდება, რაც იწვევს ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტს;
  • ვითარდება ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი, რის შედეგადაც უარესდება კანის მდგომარეობა, თავს იჩენს პრობლემები გულს-სისხლძარღვთა სისტემაში, ვლინდება ზოგადი სისუსტე და ნივთიერებათა ცვლის მოშლა;
  • მისი დეფიციტისას პრაქტიკულად შეუძლებელია მსხვილი ნაწლავის პათოლოგიის თავიდან აცილება, რამდენადაც იგი დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებს ქიმუსში არსებული დიდი რაოდენობის ცხიმის მონელებას;
  • სეკრეტის დეფიციტისას ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი, რომელიც იწვევს ცხიმების დაგროვებას სხვადასხვა შინაგანი ორგანოს ფასციებში;
  • ნაღვლის ბუშტის ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტებს ხშირად აწუხებთ ჭარბი წონა, რაც არღვევს გულის, ღვიძლის, ელენთისა და ნაწლავების ნორმალურ ფუნქციობას.
კომენტარები (1)
აკია ბარბაქინსკი!
გთხოვთ აგვიხსნათ: ამბობენ, რომ თუ ნაღვლის ბუშტს კენჭიანობის გამო ოპერაციულად მოვიცილებთ, ნაღვლის ბუშტის ადგილზე , ამბობენ მამაკაცის მეორე სასქესო ასო, ანუ ფარული პანისი გაიზრდებაო! რამდენად რეალურია ეს ყოველივე? პატივისცემით, აკია ბარბაქინსკი!
თარიღი : 25-03-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გვიცავს თუ არა ბოჭკო ნაწლავური ინფექციებისგან?

ახალი კვლევის თანახმად, ბოჭკოებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა ბოსტნეული, პარკოსნები და მთლიანი მარცვლეული შეუძლია შეამციროს ნაწლავის ანთება
სრულად
როგორ წარმოიქმნება და გამოიყოფა აირები
როგორ წარმოიქმნება და გამოიყოფა აირები
აირები ყველა ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებობს. კუჭში ისინი ჰაერის გადაყლაპვის გამო ხვდება, ნაწლავებში კი – იქ ბინადარი მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება.
სრულად
სტრესი და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

სტრესი არტერიული ჰიპერტენზიის, ქრონიკული დაღლილობისა და დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია.
სრულად
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – ესეც სტრესია!

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – გნს-ი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში ყოველი მე-10-მე-11 ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა.
სრულად
საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად

კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამარჯობა. ჩემს 2 წლის გოგოს 5 თვეა აქვს კიჭის შეკრულობა, ვასმევდი დუფალაკს და ორ სხვასგავსი შინაარსის წამალს მოსაწესრიგებლად ექიმოს დანიშნულებით მარა მაიმც ვერ უშველა, კვებით ნორმალურად იკვენენა, აქტიურიც არის. აქამდე უპრობლემოდ გადიოდა ყოველ დღე და ერთ ერთი ვირუსის დროს მე ყოველ შემთხვევისთვის ანტიბიოტიკს ვაბრალებ, ძნელქდ გაბოდა კუჩში და იმის მერე სულ ეშინია. უნდა მარა ვერ გადის, ხელს იდებს ხოლმე ჭიპთან როცა გასვლა უნდა, მერე უკვე მეოთხე დღეს ვუკეთებ გლიცერინოს ოყნას და გადის. სად, ვისთან შეიძლება მივიყვანო, რა შეიძლება ეშველოს , ბავშვის გასტროენტეროლოგთანაც მყავდა მარა მოსაწესრიგებელმა ვერ იშველა. პამპერსი აცვია დღემდე, არ ჯდება ქოთანზე. რიღათი შეიძლება ვუშველო . მადლობა წინასწარ

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ნაღველი, ფუნქციები, სანაღვლე გზები და გამოყოფის რეგულაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები