გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – ესეც სტრესია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – ესეც სტრესია!

დაავადების სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, მუცლის შებერვა, მომატებული აირების წარმოქმნა – მეტეორიზმი, ერთმანეთის მონაცვლეობითი ყაბზობა და დიარეა, აგრეთვე დეფეკაციის ჩვეულებრივი სიხშირის ცვლილება.

გნს-ი არ განეკუთვნება საშიშ დარღვევას, რომელიც გართულების სახით სხვა პათოლოგიებს აპროვოცირებს, ცხოვრების ხარისხის გაუარესება და სოციალური დეზადაპტაციის გამოწვევა კი ნამდვილად შეუძლია. სწორედ ამიტომ მას ფსიქოსომატური ტიპის დარღვევათა ჯგუფში განიხილავენ, რამდენადაც სტრესი შესაძლოა მისი გამომწვევიც იყოს და შედეგიც.

კლინიკური ნიშნები გრძელდება თვეობით და ზოგჯერ წლობითაც კი, ცხოვრების ხარისხი კი თანდათან უარესდება.

  • ნაწლავი – „მეორე ტვინი“

ლოგიკურია, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე (გნს) საუბარი ცდომილი ნერვის უკეთ გაცნობით დავიწყოთ, რომელიც ვეგეტაციური ნერვული სისტემის ნაწილია და თავის ტვინს ნაწლავთან აკავშირებს. ეს ის ნერვია, რომლითაც რეგულირდება შინაგან ორგანოთა მუშაობა, მისი წყალობით ადამიანი სუნთქავს, ყლაპავს და საკვებს ამუშავებს.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების გადაადგილების გარდა, ამ ნერვის წყალობით ასევე სტიმულირდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სინთეზი და ადამიანი შეიგრძნობს დანაყრებას.

კრანიალური ნერვის წყალობით თავის ტვინი იღებს ინფორმაციას ნაწლავში მიმდინარე პროცესთა თაობაზეც.

ნაწლავებში საჭმლის მონელების გარდა, სხვა ტიპის რეაქციებიც მიმდინარეობს, მაგალითად, ჩვეული ფლორის ბაქტერიების მიერ გამომუშავდება ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ასტიმულებენ ჰორმონ სეროტონინის გამოყოფას, ის კი ადამიანის კარგი განწყობის განმსაზღვრელია; ასევე არსებობენ ზოგიერთი პრობიოტიკური ბაქტერიები, რომლებიც სტრესის მოხსნაში გვეხმარებიან, ასე რომ, ნაწლავი ერთგვარი „მეორე ტვინია“, რადგან პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენს გუნება-განწყობას.

ნაწლავში ამ პროცესთა ნორმალური მიმდინარეობისას, ორგანიზმი საკვებს ასევე სრულფასოვნად ინელებს და გუნება-განწყობაც მოწესრიგებულია, მაგრამ ძლიერ სტრესულ სიტუაციაში ეს წონასწორობა ირღვევა და უსიამოვნებანიც არ აყოვნებს.

სტრესისას სისხლში გადმოისროლება დიდი რაოდენობით სტრეს-ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც ზრდის ნაწლავის განვლადობას, ბაქტერიათა ცხოველქმედების შედეგად ნაწლავში არსებული ენდოტოქსინები ხვდებიან სისხლში და იწვევენ იმუნურ რექციებს. იწყება ანთებითი პროცესი, ნერვული სისტემა კი ამაზე განწყობის ცვლილებით რეაგირებს, რასაც თან სდევს დეპრესია და შფოთვა.

გარდა ამისა, ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება იწვევს მიკროფლორის ცვლილებას და დისბაქტერიოზს, ანუ ნაწლავში ირღვევა სასარგებლო და მავნე მიკროორგანიზმთა ბალანსი. დისბაქტერიოზი კი ასუსტებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციას და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში დისკომფორტი იჩენს თავს.

გასტროენტეროლოგთა აზრით, ყველაზე ხშირად გნს მწვავე ნაწლავური ინფექციის შემდგომ იწყება: დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების მიერ გამოყოფილი ტოქსინები იწვევენ ნაწლავის ანთებას, იმ შემთხვევაში, თუ იმუნური სისტემა ვერ ახერხებს მწვავე პროცესის დაძლევას და ამასთან, ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად მავნესთან ერთად სასარგებლო ფლორაც ზიანდება, მწვავე ფაზიდან პროცესი თანდათან გადადის დუნედ მიმდინარე ქრონიკულ ფორმაში.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ გნს-ის მქონე პაციენტებისთვის დამახასიათებელია ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც სხვა დადებით ფუნქციებთან ერთად, ნაწლავის მიკროფლორის სტიმულირებისა და ინფექციაზე იმუნური სისტემის პასუხის მომზადების აქტიური მონაწილეა.

სპეციალისტები ასევე მიგვითითებენ კორელაციურ კავშირზე, ფსიქიკურ დაავადებებსა და ნაწლავურ დისკომფორტს შორის, რადაგნ გნს-ის მქონე პაციენტთა 80%-ს მსგავსი პროფილის პრობლემები აღენიშნებათ.

  • გენები ისვენებენ?

ეს საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა დღეისთვის ცნობილია, რომ პაციენტთა ერთ ნაწილს აღენიშნებათ SCN5A გენის მუტაცია, კერძოდ მათ, რომელთაც დიარეა უფრო ახასიათებთ, ვიდრე ყაბზობა.

ცნობილია, რომ ეს მუტაცია არღვევს ნაწლავის გლუვი მუსკულატურის ფუნქციას, რომელიც მუტაციის შედეგად ცუდად იკუმშება.

  • გნს-ის დიაგნოსტირება

სპეციალური ლაბორატორიული ანალიზები, რომლებიც გნს-ს გამოავლენს არ არსებობს. სპეციალისტები, უპირველესად, ცდილობენ დაადგინონ, ხომ არ აქვს პაციენტს ნაწლავის ანთებითი დაავადებები, კვებითი აუტანლობა, რძის და რძემჟავა პროდუქტების, პარკოსნების, გაზიანი სასმელების ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა დაავადებები. როდესაც ყველა სხვა დაავადება გამოირიცხება, ექიმი 3 კრიტერიუმზე დაყრდნობით აზუსტებს დიაგნოზს:

  1. მუცლის ტკივილი, რომელიც თავს გვახსენებს კვირაში მინიმუმ 3-ჯერ, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში;
  2. ტკივილს ასევე ახლავს განავლის კონსისტენციის, ფორმისა და დეფეკაციის სიხშირის ცვლილება;
  3. ნიშნები პერიოდულად ვლინდება 6 თვის მანძილზე.

არსებობს ე.წ. დამატებითი ნიშნები, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, წონის მკვეთრი კლება, ღებინების შეგძნება, სახსრების ტკივილი, რომლებიც ასევე ახასიათებს კრონის დაავადებას, წყლულოვან კოლიტს და სხვა ნაწლავურ პათოლოგიებს, ამასთან, აღნიშნული პათოლოგიები შესაძლოა, თან ერთვოდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, აუარესებდეს და ამწვავებდეს მის მიმდინარეობას.

  • როგორ იმართება პრობლემა?

ცუდია, რომ გნს-ის სრული განკურნება შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეა, კარგი კი ისაა, რომ სიმპტომების სრული გაკონტროლება შესაძლებელია, ამასთან, არცთუ ისე დიდია ფინანსური ხარჯებიც.

ექიმები იწყებენ დიეტით

დასაწყისში სამკურნალო კვება ითვალისწინებს რაციონიდან რძის პროდუქტების გამორიცხვას, რადგან პაციენტთა უმრავლესობას ლაქტოზის – რძის შაქრის აუტანლობა ახასიათებთ, გამონაკლისი შესაძლოა, დაიშვას ზოგიერთი მყარი სახეობის ყველზე, რომელშიც ლაქტოზა პრაქტიკულად არ არის.

სხვა შემთხვევაში, ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად დგინდება რაციონი, თუმცა, არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელსაც სასურველია, იგი ითვალისწინებდეს:

  • დაუმატეთ საკვებ რაციონში პრობიოტიკები – ეს სასარგებლო ბაქტერიები როგორც ნაწლავის, ისე ფსიქიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს. მათ მიეკუთვნება ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაცილები და ლაქტოკოკები. ისინი ნაწლავში ისედაც არის, მაგრამ მათი წილის გაზრდა ზოგჯერ ნამდვილად არ გვაწყენს, რამდენადაც დისბაქტერიოზის პირველი მოწინააღმდეგენი არიან, ლაქტობაცილების ზოგიერთი შტამები კი ზრდიან ორგანიზმის სტრესისა და განგაშისადმი მედეგობას, მათი მიღება ასევე ასუსტებს დეპრესიის სიმპტომებს;
  • ნაწლავის ინდივიდუალური მგრძნობელობა – კვების რაციონის შედგენისას გასათვალისწინებელია დადგინდეს ის პროდუქტები, რომელთა მიღებაც გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული, მაგალითად, არის პროდუქტები, რომლებსაც ადამიანი მშვენივრად ინელებს მშვიდ, დასვენების დღეებში, შვებულების პერიოდში, მაგრამ დაძაბულ და დატვირთულ დღეებში შესაძლოა, მუცლის ტკივილი, შებერილობა და დისკომფორტი გამოიწვიოს. მაგალითად, კვირა დილას ფინჯანი ყავა მშვენიერი რამაა, დატვირთულ და ემოციურად გადაძაბულ დღეებში კი შესაძლოა, დიარეის მიზეზი გახდეს;
  • კვების ოპტიმალური რეჟიმი - მისი დადგენისას საჭიროა სიმპტომების გათვალისწინება – დიარეის დროს რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით, ყაბზობისას კი ექიმები უჯრედისით მდიდარი დიდი ულუფების მიღებას გვირჩევენ;
  • რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ასევე საუკეთესო საშუალებაა დეპრესიისა და პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სპორტული სახეობები რომლებიც შეჯიბრის ელემენტებს შეიცავს, ასევე შესაძლოა, სტრეს-ფაქტორი გახდეს, ამიტომ მათ, უმჯობესია, თავი არიდოთ;
  • თვითრეგულაციური უნარების გავარჯიშება, ე.წ. ავტოტრენინგი, ფსიქოთერაპია, იოგა, მედიტაცია – ყველაფერი, რაც სტრესის შემცირებასა და შფოთვის დაძლევაში გეხმარებათ;
  • მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც საჭიროა იმ შემთხვევაში, როცა გნს-ის ნიშნები მხოლოდ სამკურნალო კვებით არ კორეგირდება. კომპლექსური თერაპია ითვალისწინებს სიმპტომურ მედიკამენტებს და ანტიდეპრესანტებს, ან სხვა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომლებიც ნერვულ სისტემაზე შესაბამისად მოქმედებს.

ნებისმიერ შემთხვევაში გნს-ი, გასტროენტეროლოგის გარდა, ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის დახმარებას საჭიროებს.