პროდუქტები და მეტეორიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროდუქტები და მეტეორიზმი

მეტეორიზმის ყველაზე ხშირი მიზეზი რაციონის თავისებურებანია, იმ პროუქტების მიღება, რომელთაც გაძლიერებული აირების წარმოქმნა ახასიათებს.

აირების ჭარბად წარმომქმნელი პროდუქტები

ყველა პროდუქტს, რომლებიც აირების გაძლიერებულ წარმოქმნას აძლიერებს, ახასიათებს შემდეგი:

  • რთულად მოინელება;
  • მონელებისას თავად გამოყოფენ აირებს;
  • მათი მიღებისას ადამიანი დიდი ოდენობით ჰაერს ყლაპავს, რაც იწვევს როგორც გაძლიერებულ აირწარმოქმნას, ასევე გაძლიერებულ ბოყინს.

პროდუქტები, რომელთა მიღებაც მეტეორიზმს იწვევს:

ლობიო და პარკოსნები

მათ უკვე დიდი ხანია, რაც აირების ჭარბად დამაგროვებელი პროდუქტების ტიტული შეიძინეს, ყოველივე მათ შემადგენლობაში შემავალ რთულ შაქარს – რაფინოზას – დამსახურებაა, რომელიც საკმაოდ რთულად იშლება ორგანიზმში. გარდა ამისა, პარკოსნები – ეს რთული უჯრედისის წყაროა, რომელსაც ასევე შეუძლია აირების წარმოქმნის გაძლიერება.

თუმცა ყველა პარკოსანი როდია ჭარბი აირების წყარო, მაგალითად, შავწერტილებიანი ბარდის ჯიში აირების დაგროვებას არ აპროვოცირებს.

ბროკოლი და კომბოსტოს სხვა ჯიშები

ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, სატაცური დიდი ოდენობით რაფინოზასა და უჯრედისს შეიცავენ, რის გამოც ხშირად მუცელში მოწყობილი დივერსიული აქტები მათი დამსახურებაა.

მარცვლეული კულტურები

ყველა მარცვლეული კულტურა, ბრინჯის გარდა, შეიცავს რაფინოზას და დიდი ოდენობით უჯრედისს, რაც მუცლის შებერვის მიზეზი ხდება. ხორბალი, ქერი, შვრია შეიცავს ცილა გლუტენს, რაც ასევე შეიძლება გარკვეული დისპეფსიური მოვლენების მიზეზი გახდეს.

ხახვი და ნიორი

ეს ის ბოსტნეულია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი სადილისა თუ სალათის მომზადება, მას ადამიანები იღებენ როგორც თერმულად დამუშავებულს, ისე ცოცხლად.

ხახვი და ნიორი შეიცავს ფრუქტოზას, რომელიც ნაწლავური მონელებისას შესაძლოა გაძლიერებული აირების წარმოქმნის მიზეზად იქცეს. ნიორს კი მასში არსებული ფიტონციდების გამო მუცლის ძლიერი შებერვაც შეუძლია.

რძის პროუქტები

რძის პროუქტები შეიცავენ ცილებს და ამასთან, ჩვენი ორგანიზმისთვის კალციუმის შეუცვლელი წყაროა, თუმცა იმ ადამიანებს, რომელთაც ლაქტოზას აუტანლობა აქვთ, ისინი შესაძლოა სერიოზული დისკომფორტის მიზეზად ექცნენ. ზოგიერთ მონაცემთა თანახმად, ადამიანთა 75%-ზე მეტს, ასაკის მატებასთან ერთად, რძის შაქრის – ლაქტოზას აუტანლობა ეწყება, რომელსაც რძის ყველა პროდუქტი შეიცავს. ლაქტოზას უკმარისობისას რძისა და რძის პროდუქტების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: მეტეორიზმი, მუცლის შებერვა, ტკივილი, დიარეა ან, პირიქით, ყაბზობა.

შაქრის შემცვლელები

უკანასკნელ წლებში საკმაოდ იზრდება შაქრის შემცვლელების გამოყენების პრაქტიკა. მართალია, ისინი ნაკლებ ნახშირწყლებს და კალორიებს შეიცავენ, მაგრამ სორბიტი, ერითრიტი, ქსილიტი და სხვა სპირტებს მიეკუთვნებიან, რომელთაც ნაწლავი ბოლომდე ვერ ინელებს და იწყება ფერმენტაციის ხანგრძლივი პროცესი, ასეთი პროდუქტები მოუნელებელი სახით ხვდებიან მსხვილ ნაწლავში და მხოლოდ იქ იწყება მათი მონელება, ამავდროულად იქცევიან მიკროფლორის საკვებად, სწორედ იმ ბაქტერიებისა, რომელთა მთავარი ფუნქციაც აირების წარმოქმნაა.

გაზიანი სასმელები

ტკბილი გაზიანი სასმელები ჭარბი აირების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რაციონში დიდი ოდენობით ტკბილი გაზიანი სასმელების არსებობისას ადამიანი მოიხმარს ჭარბად როგორც ტკბილს, ისე აირებს, ხშირად ჭარბი აირებისგან გათავისუფლების მიზნით მათ ხშირი ბოყინი უყალიბდებათ. თუმცა აირები გროვდება ნაწლავებში და შაქართან ერთად მეტეორიზმის მაპროვოცირებელი ხდება.

ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ლუდი და ბურახი.

ხილი და ჩირი

ზოგიერთი ხილი: ვაშლი, ბანანი, გარგარი, შავი ქლიავი, ყურძენი, ლეღვი, აგრეთვე ჩირი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით ნატურალურ ნახშირწყლებს, როგორიცაა ფრუქტოზა.

შაქრების დიდი შემცველობის გამო ისინი ნაწილობრივ მოუნელებელი სახით ხვდებიან მსხვილ ნაწლავში და ამით იკვებებიან აირების ჭარბად წარმომქმნელი ბაქტერიები.

პროტეინი

ეს საკმაოდ საჭირო ცილაა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ სპორტსმენები კუნთოვანი მასის გასაზრდელად, თუმცა მისი ბოროტად გამოყენებისას მოსალოდნელია დიდი რაოდენობით აირების დაგროვებაც.

როდესაც ადამიანი იღებს პროტეინის ნორმალურ რაოდენობას – ერთ გრამს სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე, ყველაფერი კარგად მიდის, მას ინელებს ნაწლავები ამინომჟავებამდე და სისხლში შეიწოვება, მაგრამ როდესაც მიღებული ცილა მეტია დაშვებულ ნორმაზე, მაშინ ჭარბი, მოუნელებელი ნაწილები აღწევენ მსხვილ ნაწლავებამდე, სადაც მათით მიკრობები ზღაპრულ ნადიმს იწყობენ, რაც დიდი ოდენობით გოგირდწყალბადის გამოყოფით სრულდება.

სპორტული კვება კიდევ უფრო აღრმავებს ამ პრობლემას, რამდენადაც სპორტსმენების რაციონი, ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით ცილა კაზეინსა და შრატის ცილას შეიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ლაქტოზის ჭარბად შემცველია.

მეტეორიზმისას რეკომენდებული პროდუქტებია:

  • ფაფები;
  • მოხარშული ბრინჯი;
  • წიწიბურა:
  • პირველი და მეორე ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური, უმჯობესია წინა ან ორი დღისა;
  • ბოსტნეულის წვნიანები;
  • უცხიმო ფრინველის ხორცი, მოხარშული საქონლის ხორცი და თევზი, კურდღლის ხორცი;
  • თერმულად დამუშავებული ხილი, ბოსტნეული და რძის პროუქტები;
  • მაგრად მოხარშული კვერცხი.

მეტეორიზმისა და მუცლის შებერვის სამკურნალო ხალხური საშუალებები

პიტნა

პიტნა ამშვიდებს გაღიზიანებულ ნაწლავს, ამცირებს აირების წარმოქმნას და აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას, საკმარისია რამდენიმე ახალი პიტნის ფოთოლი გაღეჭოთ საჭმლის შემდეგ. ამასთან, პიტნა აუმჯობესებს და აჯანსაღებს სუნთქვას.

პიტნა შეიცავს ეთერზეთებს, რომელთაც შეუძლია მიკროფლორის ზრდის შეჩერება და აირწარმოქმნის დაქვეითება. ამასთან, მენთოლი, რომელსაც პიტნა შეიცავს, ძლიერი ანტისპაზმური პრეპარატია, იგი ხსნის ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს აქრობს.

შესაძლებელია პიტნის არომატული ჩხირების გამოყენებაც. მუცელში დისკომფორტს ხშირად ფსიქოსომატური მიზეზები აქვს და სტრესითაა გამოწვეული, შესაბამისად, პიტნა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დისკომფორტის მიზეზიც ქრება.

შეგიძლიათ ყოველდღიურად მიიღოთ პიტნის ჩაი. ეს სასარგებლო და ძალიან სასიამოვნო ნაყენია, რომელიც ყველას მოსწონს. ის განსაკუთრებით სასარგებლოა სიცხეში, ყინულთან ერთად.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ პიტნის მიღებას უკუჩვენებებიც აქვს, იგი აკრძალულია იმ პირთათვის, რომელთაც აღენიშნებათ კუჭის წვენში მომატებული მჟავიანობა, ალერგიულ პირთათვის, დაბალი არტერიული წნევის მქონეთა და ვარიკოზით მოავადეთათვის.

გვირილა

ეს მეტად სასარგებლო მცენარე აქვეითებს ნაწლავებში დუღილის პროცესებს და ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა. ამასთან, იგი ასტიმულებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების პროდუქციას.

მისი ნაყენის მომზადება კი ასე შეგიძლიათ: 1 სადილის კოვზ მშრალ გვირილას დაასხით 200მლ ადუღებული წყალი, მიიყვანეთ დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე, დადგით, გააცივეთ 4 საათი, გაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი ჭამის წინ.

გვირილა შეგიძლიათ დააყენოთ როგორც ჩაი და დალიოთ ყოველი საკვების მიღების შემდეგ.

მისი ნაყენი უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრეც შეგიძლიათ დალიოთ, მთავარია, რომ ის არ იყოს ძალიან ცხელი, რადგან ასე კუჭს დააზიანებთ.

შეგიძლიათ გამხმარი გვირილა სანელებლების სახით გამოიყენოთ და დაუმატოთ საკვებს.

კამა და ცერეცო

სპეციალისტთა აზრით, კამა და ცერეცო ასევე მძლავრი ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე მცენარეებია, ხელს უწყობენ აირების წარმოქმნის შემცირებას.

ამ მხრივ საკმაოდ ეფექტიანი ე.წ. კამის წყალი, რომელიც მზადდება კამის თესლისგან.

ცნობილია მისი მომზადების რამდენიმე წესი:

  • აიღეთ 2 ჩაის კოვზი თესლი და 250 მლ წყალი. წინასწარ დანაყეთ თესლი, რათა ეთერზეთები გამოუშვას. დაასხით მდუღარე წყალი და დადგით თავდახურულ ჭურჭელში 1-1,5 საათით. ეფექტიანობისთვის შეგიძლიათ ჭურჭელი წყლის აბაზანაზე მოათავსოთ.

შეგიძლიათ სცადოთ მეორე ვარიანტიც:

  • 2 ჩაის კოვზ ნედლეულს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 1 საათით, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ. კამის ნახარშის დალევა შესაძლებელია დღეში 1 სადილის კოვზით 5-6-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე ან საკვების მიღების დასრულებისთანავე. მნიშვნელოვანია, რომ კამისა და ცერეცოს წყალი დალიოთ ახალი, იგი უნდა დაამზადოთ ყოველდღე ახალი ან მაქსიმუმ ორი დღის ნამზადი გამოიყენოთ. რაც შეეხება მწვანე კამას, მისი მიღება მეტეორიზმისას შეგიძლიათ ცოცხალი სახით, დაამატეთ სალათებში ცოცხლად, ან წვნიან კერძებში.

ჯანჯაფილი

თუ თქვენ მეტეორიზმისგან სამკურნალო ხალხურ საშუალებას ეძებთ, აუცილებლად გამოსცადეთ ჯანჯაფილი. ეს შესანიშნავი პროდუქტია, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აქვეითებს აირების წარმოქმნას, ამცირებს მუცლის შებერვას, ბოყინსა და სლოკინს. მაგრამ ეს ყველაფერი როდია, ჯანჯაფილი ხელს უწყობს საჭმლის მონელების ყველა პროცესის ნორმალიზაციას, ნაწლავის პერისტალტიკასა და ნორმალურ დაცლას.

ჯანჯაფილი როგორც სამკურნალო საშუალება ადვილი გამოსაყენებელია, ამისთვის დალიეთ მზა ნაყენი 30 წვეთი ჭამის წინ.

შეგიძლიათ გახეხოთ ფესვი, დაასხათ მდუღარე. სამი ჭიქა დღეში ნაწლავების შესანიშნავი სტიმულატორია.

დასაშვებია, ამავე მიზნით ჭამის შემდეგ უბრალოდ დაღეჭოთ ფესვი.

ილი

ხალხურ საშუალებებზე საუბრისას, რომლებიც მეტეორიზმის სამკურნალოდ გამოიყენება, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ აღმოსავლურ სანელებელს, როგორიც ილია. იგი არაჩვეულებრივად აკონტროლებს აირების წარმოქმნას. მისი შეძენა ყველგან შეგიძლიათ, აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებში მას უმატებენ მწვანე ჩაის და რეგულარულად იღებენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

ერთი ჭიქა არომატული ნაყენი საგრძნობლად ამცირებს აირების წარმოქმნას და ნაწლავის დაცლას.