/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

პირის ღრუ და დაავადებები

პირის ღრუ და დაავადებები
პირის ღრუზე ორგანიზმის ცალკეული სისტემებისა თუ ორგანოების გავლენების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კლინიკური მედიცინისათვის.

ის დიაგნოსტიკური მონაცემები, რომლებიც მიიღება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ენის, კბილების მდგომარეობის, ასევე ნერწყვის გამოყოფისა და გემოვნების ფუნქციის შესწავლისას, უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ადგილობრივად მოქმედი ფაქტორების განსაზღვრისათვის, არამედ პირის ღრუს ცალკეულ ნაწილებზე ორგანიზმის სისტემების გავლენების კუთხითაც.

დადგენილია, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა მხოლოდ 10% ვითარდება ადგილობრივი ფაქტორების ზემოქმედებით, უხშირესად ტრავმების შედეგად. პაციენტთა 90%-ს კი პირის ღრუს პათოლოგიური ცვლილებები ნერვული სისტემისა და შინაგან ორგანოთა დაავადებების გამო უვითარდება. მაგალითად, კუჭისა და წვრილი ნაწლავის გაღიზიანების გამო პირის ღრუს ლორწოვან გარსზე ხშირად ჩნდება წყლულები, მსხვილი ნაწლავის გაღიზიანებისას კი პირის ღრუში თავს იჩენს გამონაყარი და დაწყლულება, ქოლეცისტიტის დროს ეროზიული უბნები ფიქსირდება, ძირითადად, ლოყების ლორწოვან გარსზე.

პაროდონტოზი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

იმ პაციენტებს, რომლებსაც კუჭის წყლულოვანი პათოლოგია აქვთ დაახლოებით 5-წლიანი სტაჟით, ხშირად აღენიშნებათ I და II ხარისხის პაროდონტოზის ანთებითი ფორმა (რომელსაც ახასიათებს კბილების ყელის გაშიშვლება და ფესვებისირგვლივი ჯიბეების განვითარება ღრძილებში), უხშირესად ქვედა ყბის მიდამოში. კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის მქონე პაციენტებს (იმავე ხანგრძლივობის სტაჟით) ანალოგიური სურათი უვითარდებათ ქვედა ყბის წინა კბლების მიდამოში.

კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის შორსწასული ფორმების დროს პაციენტებს, სხვა პრობლემებთან ერთად, ხშირად აწუხებთ II და III ხარისხის ატროფიული პაროდონტოზი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

ექსპერიმენტული მონაცემებით ნაჩვენებია, რომ პაროდონტოზისა და კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის შეჭიდულობის ერთ-ერთი მიზეზი აცეტილქოლინ-ქოლინესთერაზას ნეირომედიატორული სისტემის ცვლილებაა, რომელიც იწვევს ერთიანი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა უბნის ტროფიკის დარღვევას. კუჭის წყლულოვან დაავადებას ხშირად თან ახლავს კბილის ქვების ინტენსიურად განვითარება და მცირე სანერწყვე ჯირკვლების რაოდენობის შემცირება. პირის ღრუს დათვალიერებისას ვლინდება ფილატოვის ლაქები (წითელას დროს), რძიანას თეთრი ბალთები (დასუსტებულ პაციენტებთან), ყავისფერი ლაქები (ადისონის დაავადების დროს) და ა. შ. აღნიშნული ტიპის გამონაყარის განვითარების მექანიზმი, სავარაუდოდ, უკავშირდება ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციას.

ნერწყვდენა

ზოგიერთი დაავადების ამოცნობაში დიდ როლს თამაშობს ნერწყვის გამოყოფის (ნერწყვდენის) ფუნქციის ანალიზი. მომატებული (გაძლიერებული) ნერწყვდენა, იგივე ჰიპერსალივაცია, დამოკიდებულია მრავალ მიზეზზე და აღინიშნება შემდეგი ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური მდგომარეობებისას: საკვებით გაღიზიანებისას, პარასიმპათიკომიმეტური ნივთიერებების – პილოკარპინის, ფიზოსტიგმინის, მუსკარინის და სხვათა მოქმედებისას, კუჭის წყლულითა და თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიით დაავადებულებს შორის საჭმლის მომნელებელი დიდი ჯირკვლების მომატებული (გაძლიერებული) სეკრეციისას (გამოყოფისას), იოდითა და ვერცხლისწყლით მოწამვლისას, ჭიების ინვაზიის დროს სანერწყვე ჯირკვლების რეფლექსურად გაღიზიანებით, პარკინსონიზმით დაავადებულებთან, ცო­ფით დაავადებისას, ღებინების დროს და ორსულობისას.

გაძლიერებული ნერწყვდენა ახასიათებს ზოგიერთი შინაგანი ორგანოს ძლიერ გაღიზიანებასაც, სწორი ნაწლავის ამპულის, შარდის ბუშტისა და სასქესო ორგანოების გაღიზიანებას.

ნერწყვდენის შემცირება, იგივე ჰიპოსალივა­ცია, ვლინდება სხვადასხვა მდგომარეობისას: სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის რეფლექსური დარღვევისას, ასევე ქოლინოლიზური საშუალებების ზემოქმედებისას, აღელვებისა და გაძლიერებული ოფლდენისას, წყლის ცვლის დარღვევისას, ძლიერი სისხლდენისა და ხანგრძლივი ფაღარათის შემდეგ. ნერწყვის გამოყოფის დათრგუნვა ახასიათებს ბოტულიზმს, თირკმელების დაავადებებს, ავთვისებიან სისხლნაკლებობას, სახის ნერვის ორმხრივ დამბლას, ასევე პროგრესირებად დამბლას, პირის სიმშრალეს ანუ ქსეროსტომიას.

გემოვნების ცვლილება

გარკვეული სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს გემოვნების გაუკუღმართებასაც. გემოვნების ცვლილება ხშირად ახლავს თან ინფექციურ დაავადებებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებს, ასევე პირისა და ცხვირის ღრუს დაავადებებს, თავის ტვინის ორგანულ პათოლოგიებს, ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღებას. ფსიქიატრებისათვის ცნობილია, რომ შიზოფრენიის ადრეულ ეტაპებზე პაციენტების დიდი ნაწილი უჩივის საკვების უსიამოვნო გემოს ან საერთოდ ვერ ატანს გემოს საკვებს.

გემოვნების დაქვეითება და ცვლილება აღენიშნება ათასიდან 5 ადამიანს, ანუ არც ისე იშვიათია. გემოვნების დაქვეითების პარალელურად ადამიანებს ხშირად ყნოსვისა და მადის დაქვეითებაც აღენიშნებათ. ისინი, ჩვეულებრივ, წონასაც იკლებენ და წარმატებითაც ვერ მკურნალობენ. ბევრი მათგანისათვის ცხოვრება ტანჯვა ხდება იმის გამო, რომ საკვები პროდუქტები საშინელ გემოსა და სუნს იძენენ.

წლების განმავლობაში სპეციალისტები ვერ ხსნიდნენ გემოვნების ცვლილების მიზეზს. საბოლოოდ, გემოვნების გაუკუღმართების საიდუმლო მაინც გაშიფრეს. ამერიკელმა მეცნიერმა ჰენკინმა დაადგინა, რომ გემოვნების ცვლილებას საფუძვლად უდევს ორგანიზმში თუთიისა და სპილენძის უკმარისობა. გემოვნების გაუკუღმართებაში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ნერწყვში თუთიის დეფიციტი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა
საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
გულძმარვა და პირში მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

-მოკლედ 1კვირის უკანაც დავწერე მე აქ . 1კვირისუკან გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი სხვა ყველაფერი რიგშია მარა რაც მაშინებს იმას გეტყვით(.. ერთიკვირის უკან სისხლის ანალიზის მიხედვით ერითროციტების შედეგი მქონდა ( 6.19 )ახლა 1კვირის მერე რო გავიკეთე მაქვს( 6.38).. საზღვარი რეფერალური 5.9 წერია. რატო მომემატა ესე რისი ბრალი და რისი ნიშანიაა ასე მომატება...??? ამაზე მიპასუხეთ . . ასევე ჰემოგლობინის შედეგი 1კვირის უკანდელ ანალიზის პასუხში მქონდა (17.8) ხოლო ახლანდელში (18.3) .საზღვარი( 17.5) წერია. და კიდევ ჰემატოკრიტი საერრთოდ არ მქონდა ერთიკვირის უკანდელ ანალიზში მომატებული მქონდა შედეგი (52.9) და ახლანდელ ანალიზში კი (54.5 )მააქ და საზღვარი 39-53 არის. რისი ნიშანია ეს ყველაფერი იქნებ მითხრათ მაქვს კუჭში გასვლის პრობლემა და მაგრად ვარ კუჭში და 2 თვეში 24კილო დავიკელი ..

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პირის ღრუ და დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები