/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

რა უნდა ვიცოდეთ კუჭის ტკივილის დროს - რა უნდა გავითვალისწინოთ

კუჭის არეში ტკივილის, იმავე გასტრალგიის, იგნორირება არ შეიძლება!

ეს სიმპტომი ხშირად მეტად სერიოზული დაავადებების მანიშნებელია. სიტუაციაში გარკვევა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ-სპეციალისტს შეუძლია. ასე რომ, ნუ უგულებელყოფთ მასთან ვიზიტსა და კონსულტაციას!

  • სუსტი, ყრუ ტკივილები, ჩვეულებრივ, ქრონიკულ გასტრიტს (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას) ახასიათებს. იშვიათად კუჭის კიბოს და წყლულოვან პათოლოგიას. პაციენტები ხშირად არ ანიჭებენ სუსტ ტკივილს დიდ მნიშვნელობას და ამით ხელს უწყობენ დაავადების გაღრმავებას. როგორც წესი, ძლიერი ტკივილებით დუოდენიტი (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება) და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამოირჩევა.
  • გადაძღომა, შეკრულობა, ამა თუ იმ საკვების მოუნელებლობა ხშირად გვევლინება კუჭის ტკივილის გამომწვევ მიზეზად. მას ხელს უწყობს აგრეთვე ნერვული სტრესი და ფიზიკური გადაძაბვა. თუ ქრონიკული გასტრიტის მქონე პირი მჟავე ან უხეშ საკვებს მიირთმევს, მას ტკივილები საკვების მიღებიდან მალევე დაეწყება. ტკივილი ასევე მალე, საკვების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა, აღმოცენდება კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ორი და მეტი საათის გასვლის შემდეგ აღმოცენებული ტკივილი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მანიშნებელია. ტკივილის აღმოცენების დროსა და ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს საკუთრივ საკვების ხასიათიც. ადრეული ტკივილი კუჭის არეში შესაძლოა უხეში მცენარეული საკვების, შავი პურის, კონსერვების, ბოსტნეულის მარინადების მიღების გამო განვითარდეს. მოგვიანებითი ტკივილების მიზეზი კი რძისა და რძემჟავა პროდუქტების მიღებაა, ასევე მოხარშული ხორცის. ეს ყველაფერი ყურადსაღებია პაციენტებისათვის და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
  • კუჭის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ განავლის შეფერილობას. შავი ფერის ფეკალური მასები შინაგანი (ფარული) სისხლდენის მანიშნებელია.
  • კუჭის ტკივილის მიზეზი ხშირად ნერვული გადაძაბვაა, აგრეთვე ძლიერი სტრესი და/ან ფიზიკური გადატვირთვა. ტკივილი კუჭის არეში ასეთ დროს განსაკუთრებით იმ პირებს ეწყებათ, რომელთაც დუოდენიტის დიაგნოზი აქვთ.
  • როდესაც ადამიანი კუჭის ტკივილს ვერაფერს უკავშირებს, ამასთან ტკივილი ხშირად და უეცრად აღმოცენდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. კუჭის კიბოს მქონე პაციენტებს, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ იმის დაკონკრეტება, თუ რის გამო, რის შემდეგ ან რატომ ეწყებათ ტკივილი.
  • როდესაც კუჭის ტკივილს თან ერთვის სპაზმები, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, მაშინ ვირუსულ ინფექციაზე უნდა მიიტანოთ ეჭვი. ჩამოთვლილი სიმპტომები ასეთ დროს, ჩვეულებრივ, 24-72 საათს გრძელდება.
  • თუ ადამიანს კუჭის არეში ტკივილი აწუხებს და ამავე დროს ფაღარათი (დიარეა) აღენიშნება, სავარაუდოა, რომ ის მოიწამლა.
  • თუ ბავშვს (მით უფრო ჩვილს) კუჭის ტკივილი აწუხებს, პირველ რიგში, რძის, კერძოდ, რძეში არსებული შაქრის – ლაქტოზის აუტანლობაზე უნდა იფიქროთ. ლაქტოზის მოუნელებლობას ყოველთვის ახლავს კუჭის ტკივილი.

რჩევები და რეკომენდაციები კუჭის ტკივილის დროს

1. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კუჭის ტკივილის მიზეზი სტრესი ან ნერვული გადაძაბვა შეიძლება გახდეს. კუჭი ის ორგანოა, რომელიც მეტად ნატიფად რეაგირებს ყოველგვარ უსიამოვნებაზე, შიშსა თუ ემოციაზე, ნერვიულობასა თუ გაღიზიანებაზე. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია ეს ცხოვრებაში. ერთი შეხედვით თითქოს არ უნდა არსებობდეს სტრესსა და კუჭს შორის ასეთი მნიშვნელოვანი კავშირი. მაგრამ რეალურად ნერვული დაძაბულობისა და სტრესის დროს კუჭში დიდი რაოდენობით გამოიყოფა მარილმჟავა, ამავე დროს მცირდება ლორწოს გამოთავისუფლება. ეს კი ხელს უწყობს კუჭის ლორწოვან გარსზე მცირე ზომის ეროზიების (ლორწოვანის დეფექტი) გაჩენას, რაც ადამიანის მიერ დისკომფორტითა და ტკივილით აღიქმება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევა – ასეთ დროს სასურველია მიირთვათ მწვანე ჩაის ან გვირილის ნაყენი, თბილი სახით, თაფლშერეული. შეასრულოთ რამდენიმე მსუბუქი ვარჯიში, ღრმად ისუნთქოთ, იფიქროთ რაიმე სასიამოვნოზე და დაისვენოთ.

2. თუ შემთხვევით ვადაგასული, ამჟავებული ან სხვა მავნე პროდუქტი მიიღეთ და კუჭის ტკივილი დაგეწყოთ. ამასთან ერთად გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება, გაძლიერებული წყურვილი, მთელ მუცლის არეზე უსიამოვნო შეგრძნება და სხვა სიმპტომები გაწუხებთ:

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

რჩევა – აუცილებლად მიირთვით კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი, გამოიწვიეთ ღებინება, რათა კუჭი მავნე შიგთავსისაგან დაიცალოს. თუ სახეზეა ღებინება ნაღველით ან კიდევ ტემპერატურამ 37,5-38 გრადუსს გადააჭარბა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

3. დიდი რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ (განსაკუთრებით ძილის წინ) თუ კუჭის ტკივილი დაგეწყოთ, არ გაგიკვირდეთ. კუჭი ასეთ დროს განტვირთვას ლამობს, იკუმშება და ტკივილს ამიტომაც განიცდით.

რჩევა – ტკივილის შესამცირებლად ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში დაიწყეთ საათის ისრის მიმართულებით მუცლის მსუბუქი მასაჟი. ნუ დაიძაბებით. ეს კიდევ უფრო მეტად გაგიღრმავებთ ტკივილს. საერთოდ კი უმჯობესია მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად იკვებოთ, თავი აარიდოთ გადაძღომას, საღამოს კი საკვები დაძინებამდე, სულ მცირე, ოთხი საათით ადრე მიიღოთ.

4. კუჭის ტკივილის მიზეზი ხშირად ესა თუ ის მედიკამენტია. პრეპარატების უმრავლესობა აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. ზოგიერთი მათგანის ხანგრძლივად მიღება კი ლორწოვანის ანთებასა და მასზე ეროზიების გაჩენას განაპირობებს.

რჩევა – ამის გამო დაუშვებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე ამა თუ იმ მედიკამენტით თვითმკურნალობა. მით უფრო, თუ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ.

რამდენიმე რეცეპტი ხალხური მედიცინის საუნჯიდან

  • თუ კუჭის არეში ტკივილს, სპაზმებს ან სიმძიმის შეგრძნებას უჩივით, აგრეთვე მადის დაქვეითება, ბოყინი და გულძმარვა გაწუხებთ:

აიღეთ გვირილისა და ფარსმანდუკის ყვავილები, თანაბარი რაოდენობით. ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 500-600 მლ მდუღარე წყალი. ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი მიიღეთ თბილი, დღის განმავლობაში 4-5-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

  • კუჭის ტკივილის მოსახსნელად მეტად ეფექტურია კოთხუჯის ფესვი.

„კოთხუჯის ღვინის“ დასამზადებლად აიღეთ 100 გრამი ახალამოღებული ფესვი. კარგად გარეცხეთ, რაც შეიძლება წვრილად დააქუცმაცეთ და დაასხით ერთი ლიტრი ნატურალური თეთრი ღვინო. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და ოთახის ტემპერატურაზე ბნელ ადგილას 14 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ყლუპყლუპობით მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. სასურველია დღეში 10-12 ყლუპი ღვინო დალიოთ. ასე რომ, საკვების მიღების რეჟიმზე დამოკიდებულებით, ყლუპების ერჯერადად მიღების რაოდენობა თავად განსაზღვრეთ.

  • კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ მეტად სასარგებლოა ევკალიპტის ფოთოლი:

აიღეთ 20 გრამი ფოთოლი. დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი გაცივების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 6-ჯერ, 50 მლ-ის მოცულობით, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

  • კუჭის ტკივილებისა და სპაზმების მოსახსნელად, აგრეთვე მადის გასაძლიერებლად ჯერ კიდევ ავიცენა უწევდა რეკომენდაციას რეჰანის ნორჩ ფოთლებს:

აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი ახალი, ნორჩი ან კიდევ გამხმარი რეჰანის ფოთოლი. დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნელ ცეცხლზე ადუღეთ 5-7 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გადაწურეთ და დალიეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

  • კუჭის ტკივილის დროს რეკომედებულია კამაც:

აიღეთ 2 სადილის კოვზი კამა (შეგიძლიათ გამხმარი), წვრილად დაჭერით, მაქსიმალურად გასრისეთ სადილის კოვზით, წვენი რომ გამოუვიდეს. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეგრილებისთანავე გადაწურეთ. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღის განმავლობაში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად

კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს

ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

-გამარჯობა.ვარ 44 წლის მამაკაცი.დაახლოებით ერთი წლის წინ მარჯვენა ფერდის მხარეს დამეწყო ძლიერი ტკივილი.წონაში ძალიან ვიყავი მომატებული.ამის გამო ,,ავერსი,,ს კლინიკაში მივედი გასინჯვაზე ექოსკოპიაზე და სერიოზული დარღვევა არ აღმომაჩნდა.[მხოლოდ ღვიძლის გადიდება].შემდეგ მივედი თერაპევტთან.თერაპევტმა დამინიშნა 3 თვიანი მკურნალობა და დიეტაც გამომიწერა.მე 3 თვიანი მკურნალობა ბოლომდე შევასრულე და თან 15 კილოგრამიც დავიკლე წონაში.ტკივილი შემიმცირდა მაგრამ ბოლომდე არ გაქრა.ხანდახან ისევ ძლიერად მაწუხებს ტკივილი.თუ შეიძლება მირჩიოთ როგორ დავადგინო ტკივილის მიზეზი?რომელი აპარატით ჩავიტარო გამოკვლევა?დიდი მადლობა წინასწარ.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ კუჭის ტკივილის დროს - რა უნდა გავითვალისწინოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები