/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

ლოგონევროზი ანუ ენაბორძიკი

ლოგონევროზი ანუ ენაბორძიკი
მსოფლიოში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 5%-ს, სასკოლო ასაკის - 1,2%-ს და მოზრდილი მოსახლეობის - 1%-ს ლოგონევროზი აქვს,

ანუ ენაბორძიკი მსოფლიო მოსახლეობის 6-7%-ისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი პრობლემაა. ვაჟებს გოგონებზე 4-5-ჯერ მეტად ებმით ენა, პაციენტთა 80%-ს სწორედ ისინი შეადგენენ.

ლოგონევროზი სიმპტომია, ის დაავადება არ არის!

ენაბორძიკის დაწყება ყველაზე ხშირად მეტყველების ფორმირების პერიოდს ემთხვევა - ბავშვობის ასაკს - 2-5 წლამდე, ეს ევოლუციური ენაბორძიკია. რაც შეეხება მოგვიანებით გაჩენილ ნეიროგენულ ენაბორძიკს, იგი თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიის შედეგად ვითარდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მებორძიკე ადამიანის თავის ტვინში:

1. შეცვლილია ტვინის ზოგიერთი უბნის, კერძოდ, მეტყველებაზე პასუხისმგებელი ვერნიკესა და ბროკას მოტორული ქერქქვეშა ცენტრების მიკროსტრუქტურა;

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებით! მხოლოდ სამსახურში ყოფნისას მემართება ხმის ჩახლეჩვა. არ მტკივა ყელი და არც ხველა მაწუხებს. ვმუშაობ ქარხანაში,მიწევს მტვერში და ქიმიურ სუნებში ყოფნა. შეიძლება ეს ალერგია იყოს თუ სხვა პრობლემაა? გთხოვთ მირჩიოთ რაიმე, ან რომელ ექიმს მივმართო?</p>

2. შეცვლილია ამავე ზონების ფუნქციური აქტივობა - მეტყველებისას იმატებს მარჯვენა ნახევარსფეროს უბნების აქტივობა.

3. ნაპოვნია გენი, რომლის მუტაციაც ზრდის ადამიანში ლოგონევროზისადმი დადებით მემკვიდრულ წინასწარგანწყობას.

უწინ ფიქრობდნენ, რომ ლოგონევროზი შეძენილი, მეტყველების არასწორი ჩვევა იყო და პრობლემის აღმოფხვრას პედაგოგიური მეთოდებით ცდილობდნენ, რაც ზოგჯერ მდგომარეობის აშკარა გაუარესებას იწვევდა. დღეს ეჭვს აღარ იწვევს, რომ ლოგონევროზი კლინიკური სიმპტომია, რომელიც თავის ტვინში გარკვეულ სტრუქტურათა დისფუნქციაზე მიგვანიშნებს.

რატომ გვებმის ენა?

ზოგჯერ შეუძლებელია ზუსტი პასუხის გაცემა კითხვაზე, რა იწვევს ლოგონევროზს, რადგან პრობლემის ბუნება ბოლომდე შესწავლილი არ არის. შემთხვევათა 30%-ში ლოგონევროზის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. უპრიანია ვთქვათ, რომ იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, სტრესი, შიში, ფსიქიკური ტრავმა, ნერვული სისტემის დაავადებები. ხშირია გადაჩვეულ ცაციათა ენაბორძიკი.

ფსიქოლოგიური ფაქტორებით განპირობებული ენაბორძიკობა შედარებით ადვილად იკურნება. სომატური მიზეზებით გამოწვეული ლოგონევროზის მკურნალობა გაცილებით რთული, ხანგრძლივი და სპეციალიზებული პროცესია.

ენაბორძიკის ნიშნები

  • ყველაზე ხშირია ე.წ. სტარტის პრობლემები, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს საუბრის თავისუფალ დაწყებას, ამაში ხელს უშლის საარტიკულაციო აპარატის სხვადასხვა ნაწილის კუნთების ხანგრძლივი სპაზმები და ხანმოკლე კრუნჩხვები.
  • ხანგრძლივი სპაზმებისას ვითარდება ე.წ. დუმილის ბლოკები, როდესაც ადამიანი ვერ წარმოთქვამს ბგერებს, მსგავსი სპაზმები შესაძლოა აღმოცენდეს სიტყვის დასაწყისშიც და შუაშიც. ზოგჯერ სპაზმებს თან სდევს სახის, კისრის, ზურგის, მკერდის კუნთების დამატებითი მოძრაობები - ჰიპერკინეზიები, არტიკულაციისა და მიმიკის შეცვლა. ყველაზე მეტად თვალსაჩინოა საკუთრივ ენის სპაზმები, როდესაც ბორძიკისას ენა დამატებით გამოდის პირის ღრუდან და განსხვავებულად მოძრაობს მისი კუნთების სპაზმისა და კრუნჩხვის შესაბამისად.

შექმნილი ვითარებიდან თავდასახსნელად პაციენტები ინდივიდუალურად, თავადვე აყალიბებენ დამატებით დამცავ მოძრაობებს „დამხმარე მანევრის“ სახით, რომელიც მათ დუმილის ბლოკიდან დროულად გამოსვლის საშუალებას აძლევს. ეს შეიძლება იყოს ხელის ან ფეხის გაქნევა, თავზე ხელის გადასმა, კიდურების რაიმე ტიპის მოძრაობა ან დამხმარე სიტყვა: ესე იგი, ანუ, თუმცა და ა.შ.

  • პროლონგაციები - იგულისხმება ბგერის, მარცვლის ან სიტყვის წაგრძელებული, წამღერებული წარმოთქმა.
  • ბგერის, მარცვლის ან სიტყვის გამეორებები, რომელიც ე.წ. მცირე კლონური კრუნჩხვების შედეგია.

როგორ მოვიქცეთ?

თუ ბავშვს ენაბორძიკი მეტყველების ფუნქციის აქტიური განვითარების პერიოდში დაეწყო, აუცილებელია მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს ან მეტყველების თერაპევტს. ნევროპათოლოგის მიერ პრობლემის ნეიროგენული მიზეზების გამორიცხვის შემდგომ საჭიროა გადაიხედოს ბავშვის სოციალური გარემო და დაველოდოთ ე.წ. ფიზიოლოგიური ბორძიკის პერიოდის გავლას, რაც დაახლოებით 8-დან 14 თვემდე გრძელდება, ეს ის პერიოდია, როდესაც შესაძლებელია ლოგონევროზის სპონტანური განკურნება. თუ ამ პერიოდის გავლის შემდგომ ენაბორძიკი არ ალაგდა, უნდა დაიწყოს ლოგონევროზის სამკურნალო ენისა და მეტყველების თერაპია.

ბავშვთა ასაკში განკურნების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და იგი 65-70%-ს აღწევს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ ემორჩილებიან თერაპიას, ასეთები კი საერთო რაოდენობის დაახლოებით 13-15%-ს შეადგენენ.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი კრიტერიუმები იმის წინასწარ დასადგენად, განიკურნება ის ბავშვობაში, თუ ეს პრობლემა მოზრდილობაშიც შეახსენებს თავს.

ლოგონევროზი კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს

დღეს ენაბორძიკის მკურნალობის საუკეთესო მეთოდად კომპლექსური თერაპია მიიჩნევა, რომელიც ყველა იმ ფუნქციური რგოლის შეთანხმებული მოქმედების აღდგენას ისახავს მიზნად, რომლებიც ადამიანის მეტყველებაში მონაწილეობენ. კერძოდ, მეთოდის დახმარებით წარმოებს ნერვულ-რეფლექსურ, არტიკულაციურ და ფსიქოემოციურ სფეროთა მოქმედების ჰარმონიზაცია.

მეთოდი არ ითვალისწინებს ანტიდეპრესანტებისა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ძლიერი პრეპარატების გამოყენებას.

  • მეტყველების კორექციის სპეციალური კომპიუტერული პროგრამები - პაციენტს თავისუფალი და ლაღი, საჭირო ტემპის მეტყველების ფორმირებაში ეხმარება;
  • სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით ადამიანი განსაზღვრული სიმაღლისა და სიხშირის ბგერების (ობერტონების) წარმოთქმას სწავლობს;
  • ადამიანის მეტყველებაში რამდენიმე ათეული კუნთი მონაწილეობს, საკმარისია, თუნდაც ერთი მათგანი გამოვიდეს მწყობრიდან, რომ ეს თვალნათლივ აისახება მეტყველებაზე. კლასიკური და წერტილოვანი მასაჟის მიზანი სწორედ მეტყველებაში მონაწილე კუნთებისა და არტიკულაციური აპარატის მოდუნება-რელაქსაციაა, რათა შემდგომი ვარჯიშისას ისინი მთლიანად დაემორჩილონ ადამიანის ნება-სურვილს. ენის ბორძიკი ფსიქოემოციური წრის დარღვევის შედეგი გახლავთ, ამიტომ კომპლექსური თერაპიის ნაწილი პრაქტიკულ ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიურ რეკომენდაციებს ეთმობა. კომპლექსური თერაპია ეტაპობრივად ტარდება და რამდენიმე თვე გრძელდება. თერაპიის ჩატარება შესაძლებელია ჩვეული ცხოვრების რეჟიმის შეუცვლელად და პრაქტიკულად პაციენტისგან შეზღუდვებს არ მოითხოვს.

მითები ენაბორძიკის თემაზე

მითი #1 - ენაბორძიკი დაავადება არ არის, იგი გარდატეხის ასაკში თავისით გაივლის.

სიმართლე - ენაბორძიკი დაავადება ნამდვილად არ არის, იგი კლინიკური სიმპტომია, რომლის სპონტანური ანუ თავისთავადი განკურნება შესაძლებელია შემთხვევათა 30-35%-ში, დანარჩენში იგი რჩება და სპეციალური კორექციის გარეშე არ ლაგდება.

მითი #2 - ენაბორძიკი განუკურნებელი დაავადებაა, ახასიათებს ხშირი რეციდივები, ამიტომ მის მკურნალობას აზრი არ აქვს.

სიმართლე - ბავშვების 50-80% სპეციალური თერაპიის შემდგომ სრულად იკურნება, მხოლოდ შემთხვევათა 13-15% არ ემორჩილება თერაპიას, თუმცა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მეტყველების ავტომაკონტროლებელი წესების ათვისება, რაც მებორძიკე ადამიანს თავისუფლად და ლაღად საუბრის საშუალებას მისცემს, ამასთან, მოსაუბრე მეტყველების ამ ხარვეზს ვეღარ ამჩნევს.

გასათვალისწინებელია მებორძიკე ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, ის აკრძალვები, რომლებსაც ისინი საკუთარ თავს მეტყველების ამ ხარვეზის გამო უყენებენ, რაც საბოლოოდ მათთვის ქრონიკული სტრესის მიზეზი ხდება, ლოგონევროზზე გაცილებით მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებს უდებს სათავეს და მნიშვნელოვნად აუარესებს მათ ცხოვრების ხარისხს: ართულებს პიროვნულ განვითარებას, თანატოლებთან კომუნიკაციას, პროფესიულ თვითგამორკვევას და კარიერულ წინსვლას. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მოსალოდნელი რეციდივების გამო მკურნალობის უარყოფა გაუმართლებელია, ცდას ყოველთვის აქვს აზრი.

მითი #3 - ენაბორძიკის მკურნალობა გარანტიით.

სიმართლე - დღეს მსოფლიოში არ არსებობს მეთოდიკა, რომელიც ენაბორძიკისგან სრულად განკურნების გარანტიას იძლევა, თუმცა, გარკვეული შრომითა და გარჯით, ნებისმიერი ტიპის, სიმძიმის, ფორმის ენაბორძიკის მქონე პაციენტის მეტყველების სრულად მართვა და გაკონტროლება შეიძლება.

მითი #4 - ენა იმიტომ გვებმის, რომ მაღალი გონებრივი შესაძლებლობების გამო აზრები უსწრებენ ენას და ენა ვეღარ ასწრებს მათ გამოთქმას.

სიმართლე - ენაბორძიკის მიზეზი თავის ტვინში არსებულ სამ მოტორულ, ქერქქვეშა სამეტყველო ცენტრს შორის წარმოქმნილი დესინქრონია, რომელიც შესაძლოა რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. კავშირი ლოგონევროზს, გონებრივ შესაძლებლობებსა და ენის მოქნილობას შორის დადასტურებული არ არის. ენაბორძიკი შესაძლოა თანაბრად დაეწყოს როგორც დაბალი, ისე საშუალო და მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანს.

ბორძიკის საწინააღმდეგო 3 წესი

ეს პრაქტიკული რჩევები საშუალებას მოგცემთ, მეტყველებისას დამოუკიდებლად არეგულიროთ ხმის ტემბრი. აქვე დავძენთ, რეკომენდაციები განკუთვნილია მხოლოდ უფროსკლასელებისა და მოზრდილი ადამიანებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც შეუძლია, შეგნებულად ცვალოს საკუთარი მეტყველება.

წესი 1

მეტყველებისას შეეცადეთ მოადუნოთ სახმო იოგებთან დაკავშირებული ყველა კუნთი, განსაკუთრებით - ტუჩების კუნთები. ისინი ჭარბად არ უნდა ამოძრაოთ.

წესი 2

ყველაფერი, რაც სახმო იოგების არეშია, უნდა ვიბრირებდეს - მეტყველებისას აუცილებელია მკერდში მსუბუქი ვიბრაცია იგრძნოთ, სწორედ ასე წარმოიქმნება ობერტონები - ენის ბორძიკის საწინააღმდეგო „ანტიდოტები“.

წესი 3

სახმო იოგების სპაზმის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, საუბრისას ჩვეულებრივზე მცირედ დაიდაბლოთ ხმა.

პრობლემის მოგვარება ყოველთვის შეიძლება, მთავარია მკურნალობა გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტს ანდოთ.

კომენტარები (3)
შორენა
ჩემს ბავშვ 10 წლის ასაკში აღმოაჩნდა ლოგო ნერვოზი რამდენად შესაძლებელია განკურნება
თარიღი : 26-10-2024
რატი ზარია
ყველას დიდ მადლობას უხდი ასეთ თბილ ადამიანებს ზუსტად რო გიხსნიან და დროს არ გაკარგვინებენ მე ვარ რატი ზარია აფხაზეთიდა დავდივარ და დიდ მადლობას ვუხდი ყველა თქვენთქგანს რომ თქვენი შრომამ შედეგი მაჩვენა და გზა გამინათა
თარიღი : 15-02-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 ყველაზე საშიში საყოფაცხოვრებო ალერგენი, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში შეიძლება  ზიანი მოგაყენოთ

სახლის კომფორტი შეიძლება ალერგენების სახით მალავდეს ჯანმრთელობისთვის უხილავ საფრთხეებს.
სრულად
არის თუ არა კავშირი სტრესსა და ასთმას შორის

გავრცელებულ ნათქვამს, ყველა დაავადება ნერვებისგან არისო, რეალური საფუძველი აქვს.
სრულად
იცოდით, როგორ უნდა დაიცვათ თავი ალერგიისგან გაზაფხულზე?

ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში,
სრულად
რომელი ზონაა სახლში ყველაზე ძლიერი ალერგენი

კედლები, რბილი ავეჯი და ქოთნები მცენარეებით არის ადგილები ბინაში, სადაც შესაძლებელია ალერგენების დაგროვება.
სრულად
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“

თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე ასთმის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება.
სრულად
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე

გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს. არემარე ნათელი ფერებითა და სასიცოცხლო ენერგიით ივსება, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ალერგოლოგია

გამარჯობა. ასეთი სიტუაცია შემემთხვა- რამოდენიმეჯერ დამაცემინა და გამიწითლდა სახე, დამიბუჟდა ენის ძირი, რაღაცნაირა ზოლად, თითქოს მიკრული მქონდა რაღაც. გამიწითლდა კისერი, გულმკერდი და ნახევარი მუცელი. წვის შეგრძნებით. ასევე, ფეხებშორის წვა. ასევე, ყურებში შუილი და თავში მაწვებოდა. გადამიყვანეს სასწრაფოთი, სტანდარტულად დექსა, გადასხმა. გამომიშვეს დანიშნულებით-სუპრასტინი, ესლოტინი, დექსა. მეორე დღეს სახსრების ტკივილი და 37მ სიცხე მომცა. შემდეგი ორი დღე ნიქსარი დავლიე. სიწითლე სახეზე, და 37მდე ტემპერატურა მქონდა. შემდეგ ამტკივდა და შემისივდა ყელი, ხორხის მიდამოში, კისრის დასაწყისში. შემისივდა ენა, თეთრი ნადებით. ისევ გადამიყვანეს სასწრაფოთი. მას მერე ვსვავ ესლოტინს, ლეტრანს. სახეზე შედარებით უკეთ ვარ. მაგრამ ყელში დისკომფორტი, ყელის დასაწყისში სპაზმივით, თავის დატრიალებისას იგრძნობა განსაკუთრებით, თითქოს ყელის კუნთები მაქვს დაჭიმული. ზოგადად თან ნევროზიც მაქვს, და ამის ფონზე უფრო ცუდად ვგრძნობ თავს. იქნებ მირჩიოთ რამე, მადლობა წინასწარ

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ლოგონევროზი ანუ ენაბორძიკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები