-მოგესალმებით, ფორკაპილის კაფსულებს ვიღებ დაახლოებით 2 კვირაა და Doppel herz-ის ომეგა 3-ის მიღებაც დავიწყე მასთან ერთად ახლახანს, სხვა მედიკამენტებს არ ვიღებ და მაინტერესებს ამ ორი მედიკამენტის ერთად მიღება ხომ დასაშვებია. ფორკაპილს სებორეის და თმის ცვენის პრობლემების გამო ვიღებ, ომეგა 3-ს ტვინის აქტივობის ხელშეწყობისთვის და ეს მაინტერესებდა პრობლემას ხომ არ ქმნის ამ ორი მედიკამენტის ყოველდღიურად მიღება ერთად.