/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

რატომ გვებმის ენა - ლოგონევროზი

რატომ გვებმის ენა - ლოგონევროზი
ბგერათა წარმოქმნას და თანმიმდევრულ მეტყველებას, გარდა ბგერის წარმომქმნელი აპარატისა, თავის ტვინში მდებარე სამი ნერვული ცენტრის შეთანხმებული მუშაობა განსაზღვრავს.

ესენია:

  1. ბროკის ცენტრი, რომელიც აწესრიგებს ენის მოძრაობასა და სახმო იოგების ფუნქციებს;
  2. ვერნიკის ცენტრი - მისი მეშვეობით გვესმის სხვების ნათქვამი და ვცნობთ საკუთარ მეტყველებას;
  3. ასოციაციური ცენტრი - ფრაზებისა და წინადადებების შედგენაზე პასუხისმგებელი ინსტანცია.როდესაც ადამიანი დალაგებულად და თანმიმდევრულად მეტყველებს, ესე იგი, სამივე ცენტრი სინქრონულად მუშაობს.

როცა ადამიანს ენა ებმის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ცენტრთა მუშაობაში რომელიღაც რგოლი გაწყდა და მათი შეთანხმებული მუშაობა დაირღვა.

  • რა ხდება?

ენის ბორძიკის მიზეზი უმეტესად მამოძრავებელი სამეტყველო ცენტრის კუნთთა მომატებული ტონუსი და აგზნებაა, რაც სამეტყველო აპარატის სპაზმს იწვევს, ამიტომ მეტყველების ამგვარი მოშლისას ყველაზე ხშირად მიმართავენ ცენტრალური ნერვული სისტემის "დამუხრუჭებას" მედიკამენტური საშუალებებით და შთაგონებით.

ტონუსის მომატებისას ყველაზე მეტად ბროკის ცენტრს უჭირს მუშაობა. იმატებს სახმო იოგების კუნთთა ტონუსი და იოგები დაჭიმულ სიმებს ემსგავსება. ხორხში იზრდება იოგთაშორისი წნევა, მეტყველებისას ხმა ძლიერდება და ადამიანს ენა ებმის. ბროკის ცენტრში ტონუსის მედიკამენტური დაქვეითებისას მეორე უკიდურესობა იჩენს თავს - ხმა დაბლდება, მონოტონური ხდება.

ორივე შემთხვევაში ირღვევა ასოციაციური ცენტრის მუშაობა, აზრი სწორად ვერ ლაგდება, ფრაზები ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოითქმის ან საერთოდ არ ბოლოვდება.

ენის ბორძიკი უმთავრესად ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემაა - მათ ყველაზე მეტი ინტელექტუალური და ფიზიკური დატვირთვის ატანა უწევთ, ამიტომ ცენტრალური ნერვული სისტემის "დამუხრუჭება" მათთვის არც ისე სასარგებლოა, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თერაპიიდან 2-4 კვირის შემდეგ ენის ბორძიკი შესაძლოა გამეორდეს.

  • როგორ მოვიქცეთ?

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, მეტყველებისას დამოუკიდებლად არეგულიროთ ხმის ტემბრი. აქვე დავძენთ, რომ ეს რეკომენდაციები განკუთვნილია მხოლოდ უფროსკლასელებისა და მოზრდილი ადამიანებისთვის ანუ მათთვის, ვისაც შეუძლია, შეგნებულად ცვალოს საკუთარი მეტყველება.

წესი სულ სამია:

  1. უნდა მოადუნოთ ყველა კუნთი, რომელსაც კი სახმო იოგებთან აქვს კავშირი, განსაკუთრებით - ტუჩების კუნთები. ისინი ჭარბად არ უნდა ამოძრაოთ.
  2. ყველაფერი, რაც სახმო იოგების ქვეშაა, უნდა ვიბრირებდეს - მეტყველებისას აუცილებელია, მკერდში მსუბუქი ვიბრაცია იგრძნოთ, სწორედ ასე წარმოიქმნება ობერტონები - ენის ბორძიკის საწინააღმდეგო "ანტიდოტები".
  3. სახმო იოგების სპაზმის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, სულ ცოტათი დაიდაბლოთ ხმა.
  • ნუ შეშინდებით!

  1. პირველი - იმისთვის, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ყველაფერი გაგახსენდეთ და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმატებით წარდგეთ, უნდა დაუბრუნდეთ თქვენი ხმის ბუნებრივ სიმაღლეს, რაც თავის ტვინის ქერქში აგზნებას მთლიანად მოხსნის.
  2. მეორე - ძირითადი ტონის სიმაღლე ბუნებრივამდე უნდა შეამციროთ, რათა ბროკის ცენტრი ოპტიმალურად ამუშავდეს. ეს მეტად მნიშნელოვანია.
  3. მესამე - გაზარდეთ მკერდის ობერტონების ძალა. ეს გამოიწვევს ტვინის "ინტელექტუალური" ბეტა რიტმის აქტივაციას, რომელიც მეხსიერებასა და გადაწყვეტილების მიღებას განაგებს.
ასევე დაგაინტერესებთ
ენის დაავადებების დიაგნოსტიკა
დედა და მამა ბავშვებს ლაპარაკს სხვადასხვანაირად ასწავლიან

ენაბორძიკობა, თუ თანდაყოლილი არ არის, უმეტესად ფსიქონერვულ ფაქტორებს: ძლიერ შიშს, ემოციას, სტრესს, გადაღლილობას - უკავშირდება, თუმცა გამორიცხული არ გახლავთ, თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევით, ტვინში სისხლის ჩაქცევით, ენცეფალიტითა თუ მენინგიტით, თავის ტვინის ქსოვილური გადაგვარებით იყოს გამოწვეული. ფსიქოლოგიური ფაქტორებით განპირობებული ენაბორძიკობა შედარებით ადვილად იკურნება. რაც შეეხება სომატური პათოლოგიით გამოწვეულ ენის დაბმას, მისი მკურნალობა გაცილებით რთული, ხანგრძლივი და სპეციალიზებული პროცესია.

თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით, დღეს ენაბორძიკობის მკურნალობა არც ერთ ასაკში არ არის დაგვიანებული. მთავარია, მკურნალობა გამოცდილ, კვალიფიციურ სპეციალისტს ანდოთ, რადგან ამ სფეროში ბევრი თვითმარქვია "მოღვაწეობს".

კომენტარები (2)
Ni
Es problema sheileba 27 wlis adamians kondes da misi gankururneba shesazlebelia
თარიღი : 04-02-2017
ლაშა
კვალიფიციური სპეციალისტი მჭირდება ლოგონევროზის და ხომ არ მირჩევდით ვინმეს?
თარიღი : 14-09-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ გვებმის ენა - ლოგონევროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები