-გამარჯობა ჩემს გოგონას გამოწერის დროს ფურცელში დაუწერეს ცერებრალური იშემია ერთი კვირა გავდიოდით სამშობიაროში მკურნალობას შემდეგ გამოგვწერეს იქნებ მითხრათ რას ნიშნავს და საშიში ხომ არაა. ამიხსნეს მაგრამ თქვენი პასუხიც მაინტერესებს, მადლობა წინასწარ
მოგესალმებიᲗ, მყავს 2 წლის და 4 Თვის ბიᲭუნა, დᲦის განმავლობაᲨი გვაქვს 5 ჯერადი კვება, 3 მყარი და 2 წახემსება, ხან 4 ჯერადი კვება გვაქვს 3 მყარი და 1 წახემსება, საᲦამოს Ძილის რეᲟიმი გვაქვს ასეᲗი იᲫინებს საᲦამოს 21.00 სააᲗზე, მაქსიმუმ 21.30, საᲦამოს კვება დაᲫინებამდე 1 სააᲗიᲗ ადრე გვაქვს, დილიᲗ იᲦვიᲫებს ხან 07.00 ხან 08.00, მაინტერესებს დიდი Შუალედს ხო არ ვაკეᲗებᲗ კვებაზე? ბავᲨვი არის 12 კილო და 900 გრამი, დიდაᲗ არ იმატებს წონაᲨი, დიდ Შუალედს ხომ არ ვაკეᲗებ საᲦამოს კვებიდან დილის კვებამდე? გმადლობᲗ
-გამარჯობა, 3 წლის ბავშვი მყავს, რომელიც იდეალურად საუბრობს და ესმის ყველაფერი. მაინტერესებს რა გავაკეთო კონკრეტულ შემთხვევაში: ძილის წინ შევუშვებ ტუალეტში და უმეტესად არაფერს შვება, ჩავაწვენ საწოლში და სანამ გამოვალ ოთახიდან კიდევ ვეკითხები უნდა თუ არა ტუალეტი, პასუხია არა! როგორ კი გამოვალ ოთახიდან იწყებს ჭუჭყუნს რომ უნდა ტუალეტუ და მერე რაღაცას შვება ხოლმე. ასე არის ბევრ რამეზე, ჭამაზეც, დავუდებ საჭმელს არ შია, მერე შია, დავუდებ ისევ არ შია, ავიღებ შია... ასეთი რაღაცებისგან ნევროზი დამმართა, რა უნდა რას ითხოვს? დავიტანჯე მირჩიეთ რამე. მოახლე მგონია თავი
ნაღვლის გაწმენდა მინდა ამ ეტაპზემაქვს შეგუბებული და რას მირჩევდით ის?? ნაღვლის ბუშტი ამოღებული მაქვს
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა