/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვეტერინარია

ცხოველთა შაქრიანი დიაბეტი

ცხოველთა შაქრიანი დიაბეტი
ეგებ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ შაქრიანი დიაბეტი შეიძლება თქვენს საყვარელ ცხოველსაც დაემართოს.

.როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ავად არის და, საზოგადოდ, რას წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი?

  • წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი ავადმყოფობაა, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა ცხოველის ორგანიზმი ეფექტურად ვეღარ იყენებს შაქარს (გლუკოზას) და ვეღარ არეგულირებს სისხლში მის ნორმალურ შემცველობას. ეს მაშინ ხდება, როცა ორგანიზმში გლუკოზისა და, საზოგადოდ, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი ჰორმონი ინსულინი სათანადო ოდენობით აღარ გამომუშავდება ან ეფექტურად ვეღარ მოქმედებს. შედეგად ორგანიზმი გლუკოზას ეფექტურად ვეღარ იყენებს ან ვეღარ აგროვებს ქსოვილებში მის მარაგს, სისხლში კი ამ ნივთიერების შემცველობა იმატებს.

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული პათოლოგიაა და მისგან განკურნება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ შეიძლება, დაავადებულ ცხოველს მდგომარეობა საგრძნობლად შევუმსუბუქოთ დიეტით, წვრთნითა და აუცილებელ შემთხვევაში - პრეპარატებით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ადამიანების მსგავსად, ცხოველებშიც შაქრიანი დიაბეტის ორ ტიპს განასხვავებენ. ინსულინდამოკიდებული დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად უმეტესად ინსულინის რეგულარული ინექციები ხდება საჭირო, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტისას კი ამის აუცილებლობა არ არის, მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის საკმარისია წონის კონტროლი.

  • როგორ გავიგოთ, აქვს თუ არა ცხოველს შაქრიანი დიაბეტი

სამწუხაროდ, ცხოველთა დიაბეტზე ეჭვის მიტანა სიმპტომების მიხედვით ძნელია, ვინაიდან ისინი სხვა დაავადებათა ნიშნებს ჰგავს. და მაინც, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ქვემოთ ჩამოთვლილ გამოვლინებებს:

  1. გაძლიერებულ წყურვილს;
  2. გახშირებულ შარდვას, შარდის ოდენობის მომატებას;
  3. წონის დაქვეითებას;
  4. მადის ცვლილებას: ჯერ - მატებას, შემდეგ - დაქვეითებას;
  5. ძილიანობასა და სისუსტეს;
  6. ღებინებას;
  7. ძაღლებში - კატარაქტის განვითარებას.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ვცხოვრობთ სოფელში. ეზოში გვყავს კატები. დღეს ერთ-ერთ კატას შევამჩნიეთ ჭარბი დორბლი, იყო მოწყენილი და თითქოს ცოტა შეშუპება ჰქონდა სახეზე, საკვებიც არ მიიღო. სახლში არ შემოგვყავს ხოლმე, უშუალო კავშირი არ გვაქვს, ეზოში სადაც კატები დადიან ბავშვები თამაშობენ. ცოფზე გვაქვს ეჭვი, საჭიროა შრატი გავიკეთოთ ? საერთოდ დორბლდენა რა დაავადებამ იცის კიდევ? სხვა კატას კონიუნქტივიტი აქვს , შეიძლება რამე სხვა ვირუსთან გვქონდეს საქმე?</p>

როგორც აღვნიშნეთ, ამ სიმპტომების მიღმა სხვა პათოლოგიაც შეიძლება იმალებოდეს, მაგრამ მათი ერთობლიობა დიაბეტის ეჭვს ბადებს. გახსოვდეთ, თუ ვეტექიმმა ცხოველს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუსვა, მას ექიმის რეგულარული დაკვირვება დასჭირდება, რათა პერიოდულად გაიზომოს სისხლში გლუკოზის შემცველობა და დაინიშნოს მკურნალობა.

  • რა იწვევს დიაბეტს?

ორგანიზმში ინსულინის გამომუშავების დარღვევა პანკრეასის დაზიანებას უკავშირდება. ზოგიერთ ცხოველს დაავადება ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების გამო ან იმ მედიკამენტების მიღების შედეგად უვითარდება, რომლებიც ინსულინის ეფექტს ამცირებს. ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ზრდის დიაბეტის აღმოცენების რისკს. ესენია:

  1. ჭარბი წონა;
  2. ასაკი – შაქრიანი დიაბეტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება აღმოცენდეს, მაგრამ მისი ალბათობა ყველაზე მაღალია დაახლოებით 8 წლისთვის;
  3. ჰორმონული ცვლილებები – ხანმოკლე (მაგალითად, მძუვნობასთან დაკავშირებული) ჰორმონული ცვლილებები და ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება დიაბეტის მიზეზად იქცეს;
  4. ჯიში – ზოგიერთი ჯიშის ცხოველი დიაბეტისადმი უფრო მეტად არის მიდრეკილი.

  • აუცილებელია ყოველდღიური მკურნალობა

ასევე დაგაინტერესებთ
რითი შეიძლება დავსნებოვნდეთ შინაური ცხოველებისგან
როგორ უნდა მოუაროთ ცხოველებს სახლის პირობებში

ცხოველის ყველა მფლობელი უნდა შეეგუოს აზრს, რომ დიაბეტიანი ცხოველის ხანგრძლივი სიცოცხლის აუცილებელი პირობა ყოველდღიური მკურნალობაა. სწორ კვებას, წვრთნას, აუცილებლობისას - მედიკამენტების გამოყენებას რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, ამ სამკურნალო რეკომენდაციათაგან ერთ-ერთის შეუსრულებლობა კი შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის მატების მიზეზად იქცეს. ეს რომ არ მოხდეს, გირჩევთ, შეასრულოთ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები:

  1. თუ ეჭვობთ, რომ თქვენს ცხოველს შაქრიანი დიაბეტი აქვს, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.
  2. დიაბეტიან ცხოველს ყოველდღიური დაკვირვება სჭირდება. ვეტერინარი აგიხსნით, რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.
  3. ცხოველი მხოლოდ იმ საკვებით და ისეთი რეჟიმით კვებეთ, როგორიც ვეტერინარმა შეგირჩიათ.
  4. დანიშნული პრეპარატები ცხოველს რეგულარულად, სათანადო დროს მიაწოდეთ.
  5. ნუ მიაწვდით ცხოველს ნუგბარს თქვენი სუფრიდან და სხვებსაც სთხოვეთ, ასე მოიქცნენ.
  6. ოთხფეხა მეგობარს სუფთა წყალი არ მოაკლოთ.
  7. აკონტროლეთ მისი წონა, ქცევა, საერთო მდგომარეობა.

კომენტარები (1)
ნინო
როგორ უმკურნალო გრიპიან კატას
თარიღი : 11-08-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ შეიძლება განუვითარდეს ძაღლს ფსიქიკური აშლილობა?
რატომ შეიძლება განუვითარდეს ძაღლს ფსიქიკური აშლილობა?
ძაღლებს, ისევე როგორც ადამიანებს, შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
სრულად
შეიძლება თუ არა ძაღლებს განუვითარდეთ ანაფილაქსიური შოკი?
შეიძლება თუ არა ძაღლებს განუვითარდეთ ანაფილაქსიური შოკი?
ანაფილაქსიური შოკი არის მწვავე რეაქცია, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში ალერგენების მოხვედრით.
სრულად
როგორ ვიზრუნოთ ზამთარში ძაღლზე
როგორ ვიზრუნოთ ზამთარში ძაღლზე
ძაღლის მეპატრონეთაგან ბევრს ჰგონია, რომ ვინაიდან მათი ოთხფეხა მეგობარი ბეწვიანია, ისინი სიცივეს ადამიანებზე უკეთ იტანენ.
სრულად
რითი შეიძლება დავსნებოვნდეთ შინაური ცხოველებისგან
რითი შეიძლება დავსნებოვნდეთ შინაური ცხოველებისგან
საუბარია სალმონელოზზე, ინფექციურ დაავადებაზე, რომელიც გამოწვეულია სალმონელას გვარის ბაქტერიებით. ეს პროტოზოები ფართოდ არის გავრცელებული შინაურ და გარეულ ცხოველებში.
სრულად
რითი შეიძლება დავსნებოვნდეთ, თუ ცხოველის ექსკრემენტებს სწორად  არ გავასუფთავებთ
რითი შეიძლება დავსნებოვნდეთ, თუ ცხოველის ექსკრემენტებს სწორად არ გავასუფთავებთ
ლამბლიოზი ეს არის დაავადება, რომელსაც იწვევს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე მცხოვრები ერთუჯრედიანი პროტოზოული პარაზიტები.
სრულად
როგორ რეაგირებენ ძაღლები ხმაურზე და როგორ დავიცვათ ისინი ფეიერვერკის დროს
როგორ რეაგირებენ ძაღლები ხმაურზე და როგორ დავიცვათ ისინი ფეიერვერკის დროს
ვეტერინარები გვიზიარებენ თავიანთ მთავარ რჩევებს ძაღლის სიმშვიდის შესანარჩუნებლად ფეიერვერკის დროს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცხოველთა შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები