როგორ ვიზრუნოთ ზამთარში ძაღლზე
ეს სულაც არ არის სწორი. როგორც ჩვენ, ძაღლებიც შეჩვეულნი არიან დახურული სივრცის სითბოს და ცივი ამინდი მათთვისაც რთული ასატანია. ამ სეზონზე ჩვენს საყვარელ შინაურ ცხოველებს მოფრთხილება სჭირდებათ.
აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. ყველა ძაღლი ინდივიდუალურია, თუმცა, ქვემოთ მოყვანილი რჩევები ყველა შემთხვევაში გამოგადგებათ.
- ზოგიერთი ძაღლი ბუნებამ სქელბეწვიანი სამოსით დააჯიდლოვა, რომელიც მათ დაბალი ტემპერატურის დროსაც ბუნებრივად ათბობს. თხელბეწვიან ძაღლებს კი, ზამთარში, გარეთ სეირნობისას, ქურთუკი ან სვიტერი ესაჭიროებათ, რომ სიცივემ მათ ჯანმრთელობაზე არ იმოქმედოს. თუმცა, რაც უნდა თბილი იყოს ქურთუკი, ის ვერ იცავს ძაღლის ყურებს, კიდურებსა და კუდს. ამდენად, ნუ ამყოფებთ დაბალბეწვიან ოთხფეხას დიდხანს გარეთ სუსხიან თუ ყინვიან ამინდებში.
- ეცადეთ, თქვენი ოთხფეხა მეგობარი არ გაასეირნოთ დილით ძალიან ადრე. მოერიდეთ მის გარეთ გაყვანას გვიან საღამოსაც. უმჯობესია, თუ დღის მზიან პერიოდში გაასეირნებთ. მზის სხივები, თქვენც და ძაღლსაც, D ვიტამინით მოგამარაგებთ.
- ზამთარში ნებისმიერი სისქის მქონე ბეწვის ძაღლს შეიძლება შესცივდეს, ვინაიდან მათი ყურები, თათები და კუდი ადვილად იყინება. დაბალი ტემპერატურის დროს ძაღლი გაასეირნეთ, მაგრამ შინ მალევე დაბრუნდით. დააკვირდით ცხოველს და თუ შენიშნავთ, რომ ის ცახცახებს, მღელვარება ეტყობა, წკმუტუნებს და თამაშს წყვეტს, დროა, სახლში შეიყვანოთ.
- როგორც ჩვენ შეიძლება ტერფზე ნახეთქები გაგვიჩნდეს, ასევე შეიძლება დაემართოს ძაღლსაც. თუ თქვენს ძაღლს ბეწვიანი ტერფი აქვს, მაშინ აუცილებელია ამ ბეწვის შეჭრა, რომ ფეხის გულის გაყინვა ავარიდოთ. ზამთარში თათების მოსავლელად შეარჩიეთ სპეციალური წინდები ან ფეხსაცმელები.
- თუ თქვენი ძაღლი ზამთარში გარეთ თამაშობს, სითბოს შენარჩუნებითვის შესაძლოა მეტი კალორია დასჭირდეს. ძაღლის ორგანიზმს მეტი ენერგიის გამოსამუშავებლად, კვების რაციონის გაზრდა ესაჭიროება.
- ზამთრის ცივ დღეებში, გარეთ ყოფნის დროის შეზღუდვის გარდა, ეცადეთ, არ დატოვოთ თქვენი ოთხფეხა ცივ იატაკზე. მოაწყვეთ მისთვის თბილი გარემო, სადაც ის შეძლებს მყუდროდ დაძინებას თუ დაჯდომას. მოარიდეთ ძაღლი უხალიჩო იატაკს, ცივ მეტლახს, ორპირს. შეგიძლიათ, შეიძინოთ მისთვის დამზადებული სპეციალური საწოლი.
- ადამიანების მსგავსად, ძაღლების კანზეც მოქმედებს მშრალი და ცივი ამინდები. ზამთრის ცივ თვეებში ჯანმრთელი ტყავისა და კანის შესანარჩუნებლად, შეგიძლიათ, შეარჩიოთ მაღალი ხარისხის ისეთი საკვები, რომლებიც შეიცავს ომეგა 3-სა და ომეგა-6 მჟავებს.
შესაფერისი სასეირნო ტანსაცმლის არჩევა
გრძელბეწვიანი ძაღლები უფრო ადვილად იტანენ სიცივეს, ამიტომ მათ არ სჭირდებათ დამატებითი აღჭურვილობა. თბილი, წყალგაუმტარი კომბინიზონი მხოლოდ მაშინ დასჭირდებათ, თუ მასთან ერთად რამდენიმესაათიან სიარულს აპირებთ. მაგრამ პატარა ჯიშის ან მოკლეთმიანი ძაღლების მფლობელებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ მჭიდრო კომბინიზონზე, ქურთუკზე, სვიტერზე, ქუდსა და ჩექმებზე, რომ დაიცვან ძაღლის თათები მოყინვისგან. ისეთი ჯიშები, როგორიც არის სათამაშო ტერიერი, ჩიჰუაჰუა და ჩინური კრესტი, ოდნავ დაბალ ტემპერატურაზეც კი იყინებიან.
მოამზადეთ ძაღლის თათები გარეთ გასასვლელად
ცხოველმა გარეთ დაჭრილი ბრჭყალებით უნდა იაროს. ყინულის საფარზე თათების უკეთესი ხახუნის წყალობით, ძაღლი ნაკლებად ისრიალებს. მონადირე ძაღლებისთვის შეიძლება თითებს შორის ბეწვს მოჭრა, რომ მათზე ყინული არ დაგროვდეს. ზოგიერთი პატრონი ძაღლის თათების ბალიშებს კრემით ან ცვილით ამუშავებს, რომ ისინი ქიმიური ნივთიერებებისგან დაიცვას.
თვალყური ადევნეთ სიარულს
ძაღლი დიდხანს არ უნდა იძირებოდეს თოვლში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სხეული სწრაფჰიპოთერმიას მიიღებს. თუ სეირნობისას ძაღლი თათებს იჭერს, კანკალებს, ცდილობს დაჯდეს ან დაწვეს – ე. ი. სახლში წასვლის დროა. ძალიან ცივ ამინდში ლეკვებისთვის, ხანდაზმული და გაყინული ძაღლებისთვის სიარულის დრო 10-15 წუთამდე უნდა შემცირდეს. არსებობს უამრავი აქტიური გასართობი, რომელიც შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს შინაურ ცხოველს სახლში.
აჭამეთ ძაღლს გარეთ გასვლამდე
ძაღლმა რომ აქტიურად ითამაშოს სუფთა ჰაერზე, გასვლამდე კარგად უნდა გამოკვებოთ. ნოყიერი საკვების წყალობით ცხოველი თავს უკეთ გრძნობს, ინარჩუნებს სითბოს და სიცივეში უფრო დიდხანს დადის.
არ მისცეთ ძაღლს თოვლის ჭამის უფლება
ძაღლებს არ უნდა მისცეთ თოვლის ჭამის ნება. ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ჰიპოთერმია და გაციება, არამედ მანქანების ქიმიური ნივთიერებებითა და ანტიფრიზის სითხით მოწამვლა. ასევე, არ უნდა გაასეირნოთ თქვენი საყვარელი ცხოველი გზის მახლობლად, სადაც თოვლი განსაკუთრებით ჭუჭყიანია.
გასეირნების შემდეგ დაბანეთ და დაუმუშავეთ თათები
გასეირნების შემდეგ, შინაურ ცხოველს კარგად უნდა დაბანოთ თათები, რომ მის ბალიშებზე არსებული სახიფათო ქიმიკატებით არ მოიწამლოს. დაბანის შემდეგ, ბალიშების კანი, დამცავი ან ბავშვის კრემით უნდა დამუშავდეს.