/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტიკა და რაციონალური მკურნალობა თანამედროვე მედიცინის აქტუალური პრობლემაა. აღნიშნული სინდრომი,

რომელსაც დღეს ცივილიზაციის დაავადებად მოიხსენიებენ, პირველად ამერიკელმა მკვლევარმა ა. ლოიდმა აღწერა 1984 წელს.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად უცნობი ეტიოლოგიისა და პათოგენეზის ეს დაავადება ყოველწლიურად სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს და არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ მოზარდებსა და ბავშვებშიც შრომისუნარიანობის დაქვეითების, ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევის მთავარ მიზეზად გვევლინება.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის 2002 წლის მონაცემებით, მოზარდებში გამოხატული აპათია (ერთგვარი უგრძნობლობა, ემოციების უქონლობა), დეპრესია, ნევრასთენია (ნევროზის ერთ-ერთი ფორმა), მიასთენია (კუნთთა ძლიერი სისუსტე) უმეტესად ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამოვლინებაა. მკვლევართა ნაწილი აგრესიის მომატებასა და კრიმინოგენური ფონის გამძაფრებასაც ცივილიზაციის დაავადებას უკავშირებს.

აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის 1991 წლის დადგენილებით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არის ადამიანის ორგანიზმის სისტემური დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციის დომინირებით. რაც შეეხება დაღლილობას, ის დაავადების მრავალფეროვანი სიმპტომოკომპლექსიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოხატული სიმპტომია. საყურადღებოა, რომ ქრონიკული დაღლილობა, რომელსაც ამ სინდრომის დროს განიცდის ადამიანი, ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც არ ქრება და დროთა განმავლობაში გონებრივი თუ ფიზიკური შრომის უნარს საგრძნობლად აქვეითებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უმთავრესად ეკოლოგიურად დაბინძურებული რეგიონების პრობლემაა, კერძოდ, იმ ზონებისა, სადაც რადიაციის დონე საგრძნობლად არის მომატებული და მაღალია მავნე ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხი. ხსენებული ფაქტორები ნეგატიურად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ასუსტებს მას (კლინიკურად ეს ეტაპი განისაზღვრება როგორც მომატებული დაღლილობის სინდრომი) და ამით ხელს უწყობს ლატენტური (ფარული) ვირუსების გააქტიურებას. ვირუსული ინფექცია, თავის მხრივ, აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ეს პათოლოგია ვლინდება როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ პირებში, ამასთანავე, ქალბატონებში უფრო ხშირად აღინიშნება.

  • ცოტა რამ დაღლილობის შესახებ

განასხვავებენ დაღლილობის ორ სახეს - ფიზიოლოგიურსა და პათოლოგიურს. ფიზიოლოგიური დაღლილობა ვითარდება მეტისმეტი გადაძაბვისა და გადაქანცვის შედეგად. არსებობს ასეთი ტერმინი - "მეტალის გადაღლა". ხანგრძლივი გამოყენებისა და მუდმივი დაძაბულობის შედეგად ლითონიც კი გამოდის მწყობრიდან, ასე რომ, ადამიანის ორგანიზმის გადაღლაში არაფერია გასაკვირი.

ფიზიოლოგიური დაღლილობა, თავის მხრივ, სხვადასხვაგვარია:

  • ფიზიკური დაღლილობა, რომელსაც ძლიერი და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, არადოზირებული ვარჯიში, ფიზიკური გადაძაბვა იწვევს;
  • ემოციური დაღლილობა, რომელსაც საფუძვლად ძლიერი სტრესი უდევს. საყვარელ ადამიანთან განშორება, კონფლიქტი, ახლობლის გარდაცვალება და სხვა უარყოფითი ემოციები ხშირად სულიერ ძალთა რყევას, სიცარიელეს, დეპრესიასა და სასიცოცხლო ტონუსის განლევას იწვევს.0
  • ფსიქიკური დაღლილობა, რომელსაც ხანგრძლივი გონებრივი მუშაობა, ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებისას ფსიქიკური გადაძაბვა განაპირობებს. ფსიქიკურ დაღლილობას ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, ზოგადი სისუსტე და ნერვული დაძაბულობა ახასიათებს.
  • სქესობრივი დაღლილობა, რომლის შედეგადაც ადამიანმა შესაძლოა სრულებით დაკარგოს ინტერესი სექსისადმი. მეტიც - მასზე ფიქრიც კი ზარავდეს.

ჩამოთვლილი მიზეზების გარდა ფიზიოლოგიური დაღლილობა შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • არასრულფასოვანმა კვებამ, როდესაც ორგანიზმში ვერ აღწევს ვიტამინებისა და მიკროელემენტების, ცილებისა და საჭირო ამინომჟავების სათანადო ოდენობა;
  • ძილის მუდმივმა ნაკლებობამ;
  • მზის სინათლის ნაკლებობამ, როდესაც ადამიანს არასათანადო განათების პირობებში, მუდმივად ბნელ, დახშულ შენობაში უხდება მუშაობა;
  • ხმაურმა - მუდმივად ჩართული რადიოსა და ტელევიზორის ხმა, ხმამაღალი მუსიკა, ტრანსპორტის ხმაური სენსორული სისტემების გადაძაბვას, გადაღლასა და სმენის აპარატის ფუნქციის დაქვეითებას იწვევს;
  • ჭარბმა წონამ;
  • სითხის არასაკმარისი ოდენობით მიღებამ;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ;
  • კლიმატურმა პირობებმა - მაგნიტური ქარიშხლების, ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობამ.

  • რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებას

ასევე დაგაინტერესებთ
ხუთი მარტივი ხრიკი ქრონიკული დაღლილობისგან თავის დასაღწევად
3 რამ, რაც ქრონიკული გადაღლილობის სინდრომის მოხსნაში დაგეხმარებათ

დღეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პათოგენეზს უმთავრესად ინფექციური, იმუნური და ნეიროენდოკრინული თეორიებით ხსნიან. ყველაზე არგუმენტირებულ თეორიად ფსიქო-ნეირო-ენდოკრინული თეორიაა მიიჩნეული (ეს უკანასკნელი ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის დისფუნქციას ეყრდნობა). ცნობილია, რომ ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის, ფსიქოემოციური დატვირთვებისადმი მისი გამძლეობის (რეზისტენტობის), აგრეთვე - სტრესულ ფაქტორებზე საპასუხო რეაქციათა განვითარებისა და, საზოგადოდ, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული, ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) და იმუნური სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას. სწორედ ამ სისტემების დისფუნქცია (მწყობრიდან გამოსვლა), არაკოორდინირებული მუშაობა უწყობს ხელს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარებასა და პროგრესირებას.

  • რას ეფუძნება დიაგნოსტიკა

კლასიკურ მედიცინაში ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზს ამა თუ იმ ინფექციური დაავადების (გრიპის, პარაგრიპის, ადენოვირუსული ინფექციის, ანგინის, ტონზილიტის და სხვა) გადატანიდან 6 თვის შემდეგ, გარკვეულ სიმპტომთა ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში სვამენ.

სწორი დიაგნოსტიკისთვის ორგანიზმის სხვადასხვა ფიზიოლოგიური მაჩვენებლის, ამა თუ იმ პარამეტრის შესწავლა, გამოხატულ სიმპტომთა შეფასება-შეჯერებაა საჭირო. შესაბამისად, აუცილებელი ხდება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების რამდენჯერმე ჩატარება, თუმცა ექიმები ხშირად წინააღმდეგობას აწყდებიან. საქმე ის არის, რომ ცივილიზაციის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმტომოკომპლექსი - მუდმივი უგუნებობა, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ფსიქიკურ პროცესთა შენელება, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება, სწრაფი დაღლა და ჰიპოდინამია, რომელიც არ აღდგება ძილისა და დასვენების შემდეგ, აპათია, მიალგია, ართრალგია, იმუნური სისტემის დაქვეითება, ძილის დარღვევა და სხვა - ზოგჯერ ყოველგვარი პათოლოგიის გარეშეც იჩენს თავს, ზოგჯერ კი პირიქით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ინფექციური დაავადების გადატანის ან ქრონიკული მიმდინარეობის შემთხვევაშიც კი არ არის გამოხატული.

ასეა თუ ისე, ცივილიზაციის დაავადება, სხვათა მსგავსად, დროულ დიაგნოსტიკასა და რაციონალურ მკურნალობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხვადასხვა ფსიქოსომატური გართულებით მძიმდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სინდრომს მხოლოდ ქრონიკული სისუსტე და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება არ ახასიათებს. სხვა სიმპტომებს შორის აღსანიშნავია კუნთების ყრუ, დიფუზური ხასიათის ტკივილი. მართალია, შეგრძნება მწველი და აუტანელი არ არის, მაგრამ მუდმივია და ამის გამო ძლიერ დისკომფორტს უქმნის ადამიანს. პაციენტების უმრავლესობა შემცივნებას უჩივის, გამოხატული ციებ-ცხელება იშვიათია, თუმცა სუბფებრილური ტემპერატურა (37,5-37,8°C) თვეების განმავლობაში ნარჩუნდება. მიალგიის ანუ კუნთების ტკივილის გარდა აღსანიშნავია ართრალგია – სახსრების (უმთავრესად - მსხვილი სახსრების) ტკივილი.

  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ახალი რაკურსით

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ეტიოლოგიასა და პათოგენეზზე მსჯელობისას კლასიკური (აკადემიური, ევროპული) მედიცინა რამდენადმე აღმოსავლური მედიცინის პრინციპებსაც იზიარებს. იგულისხმება დაავადებათა განვითარების ენერგეტიკული საფუძველი, ანუ ალტერნატიული მედიცინის მიდგომა, ყოველგვარი დაავადება ადამიანის ენერგეტიკული სისტემის რღვევის, ენერგეტიკული არეალის ასიმეტრიისა და ენერგეტიკული დისბალანსის შედეგად განიხილოს. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომს კლასიკურ მედიცინაში ენერგეტიკული დეფიციტის გრიპსაც უწოდებენ და, რაც მთავარია, მის თერაპიაში მედიკამენტურის პარალელურად არამედიკამენტურ მეთოდებსაც იყენებენ: ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოტროპულ, მეტაბოტროპულ, ანთების საწინააღმდეგო, საძილე პრეპარატებთან, იმუნოსტიმულატორებსა და იმუნომოდულატორებთან, ვიტამინებთან ერთად პაციენტებს რეფლექსოთერაპიას, მასაჟს, აკუპუნქტურული წერტილების სტიმულაციასა და სხვა საშუალებებს უნიშნავენ.

უკვე დადგენილია, რომ სტერეოტიპული თერაპიული მიდგომა და სტანდარტული მედიკამენტური მკურნალობა ენერგოგამაჯანსაღებელი, ორგანიზმის ენერგეტიკული აქტივობის მასტიმულირებელი საშუალებების გარეშე უეფექტოა. ენერგეტიკული დეფიციტის გრიპი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ენერგოინფორმაციული მედიცინა საზოგადოებაში აგრესიის მოჭარბებასა და კრიმინოგენური ფონის გამძაფრებას ორგანიზმის ენერგეტიკული პოტენციალის დისოციაციით, ინდივიდსა და გარემოს შორის ენერგეტიკული დისბალანსით, ასიმეტრიული ენერგეტიკული ველის ზემოქმედებით ხსნის.

დადგენილია ისიც, რომ მოზარდებში ასე გახშირებული სიზარმაცე ხასიათის თავისებურება კი არ არის, არამედ ორგანიზმის ენერგოდეფიციტის შედეგი და ენერგოკრიზისის გამოხატულებაა. საყურადღებოა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ენერგოინფორმაციული დიაგნოსტიკაც.

ენერგოდეფიციტის დროულ გამოვლენასა და სათანადო ენერგოკორექციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღეს მსოფლიოს მრავალ მოწინავე კლინიკაში სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით იკვლევენ ორგანიზმის ენერგეტიკულ აქტივობას, დისკომფორტულ ველს, ადგენენ ენერგეტიკული დისოციაციის ხარისხსა და ენერგეტიკული არეალის ასიმეტრიას. დანერგილია და გამოიყენება ენერგოკორექციის სხვადასხვა მეცნიერის მიერ დანერგილი მეთოდები.

ამგვარად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ექსპრესდიაგნოსტიკა (ადრეულ ეტაპზე გამოვლენა) XXI საუკუნის აქტუალურ პრობლემად რჩება, დაავადების დროული და რაციონალური მკურნალობა კი თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გულძმარვის მაპროვოცირებელი პროდუქტები
გულძმარვის მაპროვოცირებელი პროდუქტები
გულძმარვა საკმაოდ არასასიამოვნო სიმპტომია.
სრულად
ძლიერი გულძმარვა და მჟავე გემო
ძლიერი გულძმარვა და მჟავე გემო
რეფლუქსი სამედიცინო ტერმინია, რომელიც ორგანიზმში მოძრავი მასების ბუნებრივის საპირისპირო მიმართულებით სვლას, უკუგადაადგილება-უკუდენას აღნიშნავს.
სრულად
თუ ბავშვი გულძმარვას უჩივის
თუ ბავშვი გულძმარვას უჩივის
მყავს 5 წლის შვილი. ჭამის შემდეგ აწუხებს ბოყინი და სიმჟავის შეგრძნება. უმეტესად ემართება გაზაფხულზე,
სრულად
გულძმარვა
გულძმარვა
გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა.
სრულად
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კუნთოვანი შრის პათოლოგიით მიმდინარე დაავადებები

რედაქციაში უამრავი წერილი მოდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების შესახებ. მკითხველი გვთხოვს, ავუხსნათ მათი მიზეზები და მკურნალობის თაობაზეც დავაკვალიანოთ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები