ადენოვირუსული ინფექცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადენოვირუსული ინფექცია

- ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით, კონიუნქტივიტით, პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებით. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავთა აშლილობა, ნერვული სისტემის დაზიანება (ენცეფალომიელიტი). დაავადება იწყება მწვავედ, მაგრამ ნიშნები ერთდროულად კი არა, თანამიმდევრობით ვლინდება. ტემპერატურა 2-3 დღის განმავლობაში 38-39, იშვიათად - 40 გრადუსსაც აღწევს. ამ დროს ზომიერად არის გამოხატული საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები: სისუსტე, უმადობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. პირველივე დღეებიდან შეინიშნება ცხვირიდან უხვი სეროზული გამონადენი, რომელიც მომდევნო დღეებში სეროზულ-ჩირქოვანი ხდება. ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია. ხველა დაავადების პირველივე დღიდან პროდუქტიულია და განსაკუთრებით შემაწუხებელია მცირე ასაკის ბავშვებისთვის. დაავადებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია თვალის ლორწოვანი გარსის დაზიანება - კონიუნქტივიტი, რომელიც ზოგჯერ დაავადების პირველი დღიდანვე იჩენს თავს, ზოგჯერ - მოგვიანებით, მე-3-5 დღეს, პროცესში ერთვება ჯერ ერთი, მერე მეორე თვალი, ბავშვები უჩივიან თვალების წვას, უცხო სხეულის შეგრძნებას, ქუთუთოები გაწითლებული და შეშუპებულია, თვალები ნახევრად გახელილია, ზოგჯერ კონიუნქტივაზე ჩნდება მკვრივი, მორუხო-მოთეთრო აპკისებრი ნადები, სკლერებში ჩნდება სისხლჩაქცევები.

- რით განსხვავდება ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზების სხვა ინფექციებისგან?

- ადენოვირუსულ ინფექციას ახასიათებს:

  • კონიუნქტივიტი (მას ადენოვირუსული ინფექციის სავიზიტო ბარათსაც კი უწოდებენ);
  • სახის შეშუპება (პასტოზურობა);
  • ქუთუთოების შეშუპება;
  • სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი თვალიდან;
  • უხვი გამონადენი ცხვირიდან.

ეს კლინიკური სიმპტომები საყრდენი ნიშნებია დაავადების დიაგნოსტიკისთვის.

- როდესაც დაავადება თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაზიანებით მიმდინარეობს, დიაგნოზის დასმა რთული არ არის, მაგრამ არსებობს დაავადების სხვა ფორმებიც. ასეთ დროს ზოგად ჩივილებთან ერთად რას ექცევა ყურადღება?

- ფარინგოკონიუნქტივიტის დროს ყურადღებას იქცევს გამოხატული ფარინგიტი და კონიუნქტივიტი კონიუნქტივაზე აპკისებრი ნადებით. ამ ფორმის დროს ავადმყოფების 90%-ს 4-5 დღის განმავლობაში აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ხოლო უფრო მეტხანს - ავადმყოფთა 75%-ს. ფარინგიტის ნიშნები, ხახის უკანა კედლის სიწითლე და შეშუპება, მკვეთრად არის გამოხატული. დიდდება კისრის უკანა ლიმფური კვანძები, ლიმფური კვანძები მწვავე პერიოდის ჩამთავრების შემდეგაც რამდენიმე კვირა რჩება გადიდებული. თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, მოთენთილობის შეგრძნება, აპათია დაავადების გადატანის შემდეგ დიდხანს გრძელდება. ტონზილოფარინგიტის დროს მკვეთრად არის გამოხატული ცვლილებები პირ-ხახის მხრივ. ადენოვირუსული ინფექციის ყველა ფორმის დროს ისინი მეტ-ნაკლებად არის გამოხატული. ბავშვები უჩივიან ყელის ტკივილს, ნუშურა ჯირკვლებზე ჩნდება ნადები, რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებულია, რაც ვირუსული და მეორეული ფლორის გააქტიურებით აიხსნება. მეზენტერიული ლიმფადენიტისთვის დამახასიათებელია შეტევითი ტკივილები მუცელში, ჭიპის მიდამოში. ზოგჯერ შეინიშნება მუცლის ფარის გაღიზიანების სიმპტომები (დაჭიმული მუცელი), რაც ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას ბადებს. ქირურგიული ჩარევისას ნახულობენ გადიდებულ, ჰიპერემიულ და შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს. პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია. ეპიდემიური აფეთქების დროს შესაძლოა განვითარდეს ადენოვირუსული წარმოშობის დიარეა, ჰემორაგიული ცისტიტი - იგი ვლინდება უეცრად, შარდში სისხლით, შარდვის გახშირებით, მოშარდვის ცრუ სურვილით, რაც შეიძლება 1-2 კვირა გაგრძელდეს. ამდენად, მხოლოდ კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით ადენოვირუსულ ინფექციაზე საუბარი არ შეიძლება, ადენოვირუსების აღმოჩენის გარეშე დიაგნოზის დასმა ძნელია. ამისთვის მასალას იღებენ ხახიდან, თვალიდან, განავლიდან. ახალ ინფექციაზე მიუთითებს ხახიდან მიღებული მასალა, ხოლო განავლიდან მიღებული შესაძლოა გახანგრძლივებულ ფორმაზე მეტყველებდეს. ფართოდ გამოიყენება აგრეთვე ანტისხეულების დადგენის მეთოდები.

- არის თუ არა მკურნალობა განსხვავებული, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციების დროს?

- მკურნალობა ადენოვირუსული ინფექციის დროსაც სიმპტომურია. ინიშნება შესაბამისი რეჟიმი, საჭიროა სრულფასოვანი კვება, პოლივიტამინების მიღება, თვალის დამუშავება თბილი ჩაის ნაყენით, თვალის სპეციალური წვეთების ჩაწვეთება, ანტიბიოტიკები ნაჩვენებია მეორეული ფლორით გართულების შემთხვევაში (პნევმონია, სინუსიტი, სტრეპტოკოკური ანგინა და სხვა). მკურნალობა შესაძლებელია ბინაზე ექიმის მეთვალყურეობით, ჰოსპიტალიზაცია კი მძიმე ფორმების დროს არის აუცილებელი. ზედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებებს შორის ადენოვირუსული ინფექციის წილი ბავშვებში 12-21%-ს შეადგენს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ დაავადების აქტუალობას.