/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ნევრასთენია ანუ ასთენიური ნევროზი

ნევრასთენია ანუ ასთენიური ნევროზი
ნევრასთენია არის ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ხასიათის დარღვევა, ნევროზის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ასთენიური სინდრომით გამოიხატება (ასთენია სისუსტეს ნიშნავს).

ამ პათოლოგიის კლინიკურ სურათში ჭარბობს ასთენიური გამოვლინებები - ფსიქიკური და ფიზიკური დაღლილობა, მოჭარბებული სისუსტე, შრომის ნაყოფიერების, მეხსიერებისა და გუნება-განწყობის დაქვეითება, დაბნეულობა, მოსვენებისა და განმარტოებისკენ ლტოლვა, მოთხოვნილება ხანგრძლივი დასვენებისა, რომელიც, წესისამებრ, დაღლილობის შეგრძნებას ვერ შველის.

ნევრასთენიის დროს ადამიანი უჩივის სასიცოცხლო ძალთა განლევას, ენერგიისა და სიცოცხლის ხალისის გაქრობას, გუნება-განწყობის დაქვეითებას, სისუსტეს, მცირედ დატვირთვასაც კი ვერ უძლებს და ადვილად იღლება. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკვეთილი ფსიქიკური განლევა ხშირად ერწყმის მოჭარბებულ აღგზნებადობას (ამ თავისებურებას გაღიზიანებათა სისუსტეს უწოდებენ). პაციენტი ხდება თავშეუკავებელი, აფექტური, გამუდმებით გრძნობს შინაგან დაძაბულობას, უმნიშვნელო წვრილმანებიც კი აღიზიანებს, ადვილად ბრაზდება, ყველაფერზე მწვავედ რეაგირებს, ხშირად ტირის, თუმცა ძლიერი აფექტური აღგზნება სწრაფად უქრება და გუნება-განწყობის მკვეთრი დაქვეითებით ეცვლება.

ნევრასთენიულ სიმპტომებს მიეკუთვნება აგრეთვე თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ჰიპერესთეზია (გაძლიერებული მგრძნობელობა, მგრძნობელობის ისეთი შეცვლა, როდესაც პაციენტი ამა თუ იმ გაღიზიანებას უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე ნორმაში - ეს გაღიზიანების ზღურბლის დაქვეითების შედეგია), სხვადასხვა სახის სომატოვეგეტატიური დარღვევა (ჰიპერჰიდროზი - გაძლიერებული ოფლიანობა, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ესა თუ ის დარღვევა, სასქესო ფუნქციის მოშლა და სხვა).

  • რა იწვევს ნევრასთენიას?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევრასთენია სხვადასხვა ასაკის ადამიანთა პრობლემაა. ის ხშირად ემართებათ ბავშვებსა და მოზარდებს. მის განვითარებას ხელს უწყობს ქრონიკული (ხანგრძლივად მოქმედი) ფსიქომატრავმირებელი სიტუაციები, ხშირი კონფლიქტი (უთანხმოება მშობლებს შორის, ოჯახური პრობლემები, მშობლების გაყრა, ერთ-ერთი მშობლის ალკოჰოლიზმი და სხვა).

ზოგიერთი მკვლევრის მონაცემებით, ბავშვებსა და მოზარდებთან ნევრასთენიის მიზეზი მშობელთა არასწორი მიდგომა და აღზრდაა; მშობლები შვილებს ზოგჯერ მეტისმეტად ზღუდავენ, სთხოვენ იმას, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება.

ამ ფაქტორებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სომატურ (ანუ სხეულებრივ) სისუსტესაც, როდესაც ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ (ა. კრეინდლერის მონაცემები), თუმცა, ზოგიერთი მკვლევრის მონაცემებით, ფიზიკურად ჯანმრთელ ბავშვებს (რომლებიც ხშირად არ ავადმყოფობენ და, შესაბამისად, ფიზიკურად არ არიან დასუსტებულნი) ნევრასთენია იშვიათად ემართებათ.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი მე 3 თვეა ვიღებ ესრამს დღეში 1 ტაბლეტს.. მაინტერესებს შემიძლია თუ არა 1 ჭიქა.ღვინოს ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ </p>

ნევრასთენიის განვითარებას როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებსა და ზრდასრულებშიც ხელს უწყობს გადატვირთვა და გადაღლა (დაძაბული სამუშაო განრიგი, სხვადასხვა პროფილის სპეციალიზებული გაძლიერებული სასწავლო პროგრამები, რომლებსაც ბავშვი ვეღარ ერევა და ა.შ.), მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ წამყვან როლს მაინც ფსიქომატრავმირებელი სიტუაციები, კონფლიქტები და შინაგანი შფოთვა ასრულებს.

საქმე ის არის, რომ ინტელექტუალური და თუნდაც ფიზიკური გადატვირთვა, მართალია, იწვევს ფსიქიკურ ასთენიზაციას, მაგრამ დამოუკიდებლად, ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემოებების გარეშე, დასაბამს ვერ აძლევს კლასიკურად გამოხატულ ასთენიურ ნევროზს.

კ. ლიხორაევის მონაცემებით, არსებობს პროფესიები, რომლებსაც პირდაპირკორელაციური დამოკიდებულება აქვთ აღნიშნული ტიპის დარღვევებთან. ერთი ფრთიანი გამოთქმის თანახმად, სამსახური ნევროზის ნაირსახეობაა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანს ფსიქიკაც შედარებით მტკიცე აქვთ და უფრო იშვიათად ხდება პათოლოგიათა მსხვერპლი.

  • როგორ მკურნალობენ ნევრასთენიას

ასთენიური ნევროზის, ისევე როგორც ნევროზის სხვა სახეობების მკურნალობა კომპლექსურია. მოიცავს ფსიქოტროპული პრეპარატებით თერაპიას, ფსიქოთერაპიას, კონფლიქტურ და ფსიქომატრავმირებელ სიტუაციათა და სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორთა ლიკვიდაციას. კარგ ეფექტს იძლევა სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.

ნევრასთენიის პროფილაქტიკა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სათანადო სოციალურ და ფსიქოჰიგიენურ ღონისძიებებს, ნორმალური, სრულყოფილი საოჯახო-საყოფაცხოვრებო და შრომის პირობების შექმნას, რაციონალურ პროფესიულ ორიენტაციას, პროფესიულ დაავადებათა და მავნე ფაქტორთა თავიდან აცილებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, სხეულისა და სულის გაკაჟებას.

კომენტარები (6)
daviti daviti
otxi weiwadia vebrdzvi aeris ukmarisobas mudmiv gadaglilobas mteli sxeulis yvela kuntis dadzabulobasa da tkivis otx welze meticaa rac normalurat ar mdzinebia loginze normalurat ver davwolirvar vixrchobi yelshi mawveba ragaca da suntqvas mikaveb xveleba mivardeba da dzlivsga amovisuntqeb xolme.ori tvea rac kovidi gadavitane tanac orjer zedized da axla ufro gamimdzafrda yelshi suntqvis daketva nerwyvs ver vylapav michirs da sachmels ki.mitxari ra vqna rogor moviqce rogor da rit vimkurnalo?
თარიღი : 29-03-2022
ხათუნა
სამი თვეა ვმკურნალობ , ვსვავ ზოლოფტს, დოლორივა, ოქსივინი, დებიუტი, კლონეზეპამი მაგრამ შედეგი ვერაფერი დამეტყო , თავში მაქვს საშინელი სიმძიმის შეგრძნება და დაბუჟება,იქნებ მირჩიოთ რამე, წინასწარ დიდი მადლობა.
თარიღი : 27-11-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ნევრასთენია ანუ ასთენიური ნევროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები