შფოთვასთან გამკლავების 7 ბუნებრივი გზა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შფოთვასთან გამკლავების 7 ბუნებრივი გზა

იგი სულაც არ არის ცუდი, რადგან გაფრთხილებთ საშიშროების შესახებ, გაძლევთ მოტივაციას , რომ იყოთ ორგანიზებული. შფოთვა გეხმარებათ რისკების გამოთვლაში.

რა არის შფოთვა?

შფოთვა არის სხეულის ბუნებრივი რეაქცია სტრესზე. ეს არის შიშის განცდა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით.

შფოთვის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • იზრდება გულისცემა
  • ხშირდება სუნთქვა
  • აღინიშნება მოუსვენრობა
  • აღინიშნება კონცენტრირების პრობლემა

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შფოთვა სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვა გზით ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კუჭში პეპლის შეგრძნება, მეორეს შეიძლება ჰქონდეს პანიკის შეტევები, კოშმარები ან მტკივნეული აზრები და ფიქრები.

ამის გათვალისწინებით, არსებობს განსხვავება ყოველდღიურ შფოთვასა და შფოთვით აშლილობას შორის. როცა რაიმეზე შფოთავთ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით. რაღაც ახლის ან სტრესის გამო შფოთვის გრძნობა ერთია, მაგრამ როდესაც ის უკონტროლო ხდება და იწყებს გავლენას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ეს შეიძლება იყოს უკვე შფოთვითი აშლილობა.

შფოთვითი აშლილობა მოიცავს:

  1. პანიკურ აშლილობას
  2. პოსტტრავმული სტრესულ აშლილობას (PTSD)
  3. ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას (OCD)
  4. განშორების შფოთვას
  5. ავადმყოფობის შფოთვას
  6. ფობიას
  7. გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას (GAD)
  8. სოციალურ შფოთვით აშლილობას

როგორ ვუმკურნალოთ შფოთვით აშილობას

მკურნალობის ყველაზე გავრცელებული ვარიანტია ქცევითი თერაპია. ამ დროს ადამიანებს ეხმარებიან თავის კონტროლში და შფოთვასთან გამკლავებაში.

აგრეთვე მკურნალობა ხდება სხვადასხვა მედიკამენტების მიღებით. მაგალითად ანტიდეპრესანტები. ისინი გეხმარებათ შფოთვის თავიდან აცილებაში.

ამათ გარდა არსებობს ბუნებრივი გზები შფოთვასთან გასამკლავებლად.

იყავით აქტიურები

ვარჯიში ეხმარება არა მხოლოდ თქვენს სხეულს, არამედ დიდ გავლენას ახდენს აგრეთვე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად საკმაოდ აქტიურები არიან, უკეთ არიან დაცულნი შფოთვის სიმპტომების განვითარებისგან. ვარჯიშს შეუძლია გადაგატანინოთ ყურადღება.

მოერიდეთ ალკოჰოლს

ბევრი ადამიანი ალკოჰოლში ეძებს დეპრესიისა და შფოთვისგან თავის დაღწევის გზას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის კი არ ამცირებს შფოთვას, არამედ პირიქით, დროთა განმავლობაში ზრდის მას.

უარი თქვით სიგარეტის მოწევაზე

სიგარეტიც, ისევე როგორც ალკოჰოლი, ერთ-ერთი გამოსავალი ჰგონიათ. ადამიანები ხშირად ეწევიან სტრესულ და დეპრესიულ გარემოში. კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ მოწევას ცხოვრებაში, მით უფრო მაღალია მოგვიანებით შფოთვითი აშლილობის განვითარების რისკი.

შეამცირეთ კოფეინი

თუ ქრონიკული შფოთვა გაქვთ, კოფეინი ნამდვილად არ არის თქვენი მეგობარი. კოფეინმა შესაძლოა გამოიწვიოს ან გააუარესოს შფოთვა.

ღამით კარგად დაისვენეთ

დროდადრო ის აზრი, რომ ძილი და ფსიქიკური ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთან, საზოგადოებაში უფრო იკიდებს ფეხს.

მედიტაცია

არსებობს მედიტაციის 7 პოპულარული ტიპი:

გონების მედიტაცია

სულიერი მედიტაცია

ორიენტირებული მედიტაცია

მოძრაობის მედიტაცია

პროგრესული დასვენება

მოსიყვარულე მედიტაცია

ვიზუალიზაციის მედიტაცია

დააბალანსეთ კვება

სისხლში შაქრის დაბალმა დონემ, დამუშავებულ საკვებში შემავალმა ქიმიკატებმა, როგორიცაა ხელოვნური არომატიზატორები, ხელოვნურმა საღებავებმა და კონსერვანტებმა, შეიძლება გამოიწვიოს განწყობის ცვლილებები ზოგიერთ ადამიანში.

ავტორი; ია რომანაძე