/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები
დედამიწაზე უამრავი სასარგებლო პროდუქტია. მათგან ყველაზე სასარგებლოა:

  • ლიმონი

ლიმონის შემადგენლობაში შედის ლიმონენი და C ვიტამინი, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს თავიდან აცილებას. მისი ენერგეტიკული ღირებულება ძალიან დაბალია, არ შეიცავს ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

რჩევა: შეკაზმეთ ლიმონის წვენით სალათები.

  • ხახვი

ხახვი მდიდარია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფლავონოიდით - კვერციტინით. კვლევები ცხადყოფს, რომ მისი რეგულარული მოხმარება კიბოს განვითარების ალბათობას ამცირებს. ერთი ჭიქა გატარებული ხახვის ენერგეტიკული ღირებულებაა 61 კილოკალორია; შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

  • არტიშოკი

ეს ბოსტნეული მდიდარია სილიმაფინით - ანტიოქსიდანტით, რომელიც ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს. მის შემადგენლობაში შემავალი უჯრედისი არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ერთი საშუალო ზომის არტიშოკის ენერგეტიკული ღირებულებაა 60 კილოკალორია, შეიცავს 7 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: ხარშეთ არტიშოკი ორთქლზე 30-40 წუთის განმავლობაში. მოასხურეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი.

  • კოჭა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კოჭა ამცირებს გულისრევის შეგრძნებას. 1 ჩაის კოვზი ახალი კოჭას ენერგეტიკული ღირებულებაა 1 კილოკალორია, მასში არ არის ცხიმი და უჯრედისი.

კოჭა გაფცქვენით, დაჭერით და შეწვით ზეთში.

  • ბროკოლი

შეიცავს ინდოლ-3 მენთოლსა და სულფორაფანს, რომლებიც ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების ალბათობას. ბროკოლიში უხვად არის აგრეთვე C ვიტამინი და ბეტა-კაროტინი. ერთი ჭიქა ბროკოლის ენერგეტიკული ღირებულებაა 25 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ უჯრედისს, არ შეიცავს ცხიმს.

  • ისპანახი

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი მე 3 თვეა ვიღებ ესრამს დღეში 1 ტაბლეტს.. მაინტერესებს შემიძლია თუ არა 1 ჭიქა.ღვინოს ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ </p>

მასში ბევრია ლატეინი და ზიქსანთინი - კაროტინოიდები, რომლებიც ბადურას დისტროფიისგან - მოხუცებულობის სიბრმავის ძირითადი მიზეზისგან - გვიცავს. ამასთანავე, ანელებს დაბერებას. ერთი ულუფა ისპანახის ენერგეტიკული ღირებულებაა 7 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: ისპანახის ფოთლები ყოველგვარ კერძს შეგიძლიათ დაამატოთ, უმჯობესია - ცოტაოდენ ზეითუნის ზეთსა და ნიორთან ერთად.

  • ნიორი

გოგირდი, რომელიც ამ ბოსტნეულს სიცხარეს და სპეციფიკურ არომატს ანიჭებს, ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას, აქვეითებს სისხლის წნევას, ამცირებს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ერთი თავი ნივრის ენერგეტიკული ღირებულებაა 4 კილოკალორია. არ შეიცავს ცხიმსა და ნახშირწყლებს.

რჩევა: აიღეთ მთელი თავი ნიორი, დააქუცმაცეთ, პურზე კარაქივით წაუსვით და მიირთვით.

  • წყლის წიწმატი

წყლის წიწმატში უხად არის ფენეთილიზოციოცენატი, რომელიც C და E ვიტამინებთან ერთად თრგუნავს კიბოს უჯრედების განვითარებას. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 4 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: წყლის წიწმატი დაამატეთ ბუტერბროდს, შეკაზმეთ მისი ფოთლებით სალათები.

  • გოგრა

გოგრა ძალიან მდიდარია C ვიტამინითა და ბეტა-კაროტინით, რომელიც ორგანიზმს ენდომეტრიუმის კიბოსგან იცავს. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 80 კილოკალორია, შეიცავს 6 გრამ ნახშირწყალს, 1 გრამ ცხიმს.

  • ბოკ-ჩოუ (ჩინური კომბოსტო)

ბოკ-ჩოუ შეიცავს ბრასინინს, რომელიც, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. მის შემადგენლობაში შედის ინდოლები და იზოციატებიც, რომლებიც აქვეითებს ესტროგენის დონეს და ამითაც ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას. ერთი ულუფა შეიცავს 158 გრამ კალციუმს (დღიური ნორმის 16%), რომელიც აუცილებელია ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ენერგეტიკული ღირებულებაა 20 კილოკალორია, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: დაჭერით ბოკ-ჩოუს თეთრი წვნიანი ღეროები და მოაყარეთ შემწვარ კარტოფილს სუფრასთან მიტანის წინ ან შეკაზმეთ ზეითუნის ზეთითა და ნივრით და მიირთვით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სისხლდენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლდენა

ტრავმისშემდგომ მძიმე გართულებათა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს. მთავარი საფრთხე, რაც ადამიანს სისხლდენის შედეგად ემუქრება, სისხლის დაკარგვაა, რომლის სიმძიმეც დამოკიდებულია სისხლის დენის სიჩქარეზე, სისხლძარღვის სანათურის ზომასა და სისხლდენის ხანგრძლივობაზე, ამიტომ ნებისმიერი ხარისხის სისხლდენა სწრაფ შეჩერებას ითხოვს. განსაკუთრებით დიდი რისკის შემცველია არტერიული სისხლდენა, რომელიც სულ რამდენიმე წუთში გამოუსწორებელი შედეგით სრულდება.

სისხლდენისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები და მოხუცები, რადგან მათი ორგანიზმი ძნელად ეგუება მოცირკულირე სისხლის მოცულობის სწრაფ შემცირებას. ქალები ფიზიოლოგიურ თავისებურებათა გამო გაცილებით ადვილად ეგუებიან სისხლდენას, ვიდრე მამაკაცები. არსებობენ ადამიანები, რომელთაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებული აქვთ (ჰემოფილია, სხივური დაავადება). მათთვის ნებისმიერი, თუნდაც მსუბუქი სისხლდენა სარისკოა.

სისხლდენის გამომწვევი ფაქტორები

  • სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მექანიკური ტრავმა, როდესაც სხეულზე მექანიკური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ირღვევა სისხლძარღვის კედლის მთლიანობა და სისხლი გარეთ გადმოდის.
  • სიხშირის მიხედვით მეორე ადგილზეა არტერიული და ატმოსფერული წნევის მატებით გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა.
  • სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ზოგჯერ ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებიც აფერხებს - სხვადასხვა ლოკალიზაციის ჩირქოვანი ანთება და ავთვისებიანი სიმსივნე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა.
  • სისხლდენას ხშირად უწევს პროვოცირებას ორგანიზმში ვიტამინური ბალანსის ცვლილება, კერძოდ, იგი დამახასიათებელია ზოგიერთი ავიტამინოზისთვის.

ხდება ისეც, რომ მომწამვლელი ნივთიერებები, ტოქსინები ან სხვა ქიმიური აგენტები, ორგანიზმში მოხვედრისას შერჩევითად მოქმედებენ სისხლძარღვის კედელზე, ზრდიან მის განვლადობას და სისხლდენის განვითარებას უწყობენ ხელს.

  • ამ საშიში კლინიკური ნიშნის გამოწვევა შეუძლია ისეთ დაავადებებსაც, რომელთა მიმდინარეობისას იცვლება სისხლის ქიმიური შედგენილობა, მათ შორის - ჰემოფილიას, სიყვითლეს, ქუნთრუშას, სეფსისს და სხვა.

სისხლდენის ფორმები

დაზიანებული სისხლძარღვის სახეობის მიხედვით განასხვავებენ: არტერიულ, ვენურ, კაპილარულ, პარენქიმულ და შერეულ სისხლდენებს.

არტერიული სისხლდენისას მოპულსირე, მფეთქავ ნაკადად დიდი წნევით გადმოიტყორცნება ალისფერი სისხლი, რომლის პულსაცია შეესაბამება გულის შეკუმშვათა რიტმს. ეს საკმაოდ ძლიერი სისხლდენაა, ყველაზე სწრაფად იწვევს მწვავე ანემიას, მოითხოვს სწრაფ და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ვენური სისხლდენისას სისხლი მუქი, ალუბლისფერია, იგი მოედინება ნელა, უწყვეტად და თანაბარზომიერად, პულსაცია არ ახასიათებს.

კაპილარული სისხლდენისას ჭრილობიდან სისხლი მდორედ ჟონავს. იგი ადვილად ჩერდება და საშიშია მხოლოდ სისხლის შედედების უნარის დაქვეითების - ჰემოფილიის, ღვიძლის დაავადებების, სეფსისის - დროს.

პარენქიმული სისხლდენა ფილტვების, ელენთის, თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანებას ახლავს თან. საკმაოდ ძლიერი, ხანგრძლივი და საშიშია.

შერეულ სისხლდენას ახასიათებს როგორც არტერიული, ისე ვენური სისხლდენის ნიშნები.

დროის მიხედვით

პირველადია დამაზიანებელი ფაქტორის ან ტრავმის მოქმედებისთანავე დაწყებული სისხლდენა.

ადრეული მეორეულია დამაზიანებელი ფაქტორის ან ტრავმის მოქმედების პირველ საათებში დაწყებული სისხლდენა, როდესაც არტერიული წნევის მომატების ან სისხლძარღვის სპაზმის მოხსნის გამო სისხლის ნაკადი წყვეტს კოაგულაციის შედეგად შედედებულ თრომბს და ხელახალ დენას იწვევს.

გვიანი მეორეულია სისხლდენა, რომელიც იწყება ჭრილობის დაინფიცირების შემდეგ ნებისმიერ დროს და გამოწვეულია ჩირქოვანი ანთებითი პროცესის გამო სისხლძარღვის კედლის დაზიანებით ან დაზიანების ადგილას წარმოქმნილი თრომბის დაშლით.


ლოკალიზაციის მიხედვით

სისხლდენა, როცა სისხლი სხეულის გარეთ იღვრება და თვალითაც ადვილი შესამჩნევია, გარეგანია.

შინაგანია დენა - როდესაც სისხლი იღვრება სხეულის ამა თუ იმ ღრუში ან ღრუ ორგანოში. მაგალითად, პლევრაში, მუცლის ღრუში, გულმკერდის ღრუში, კუჭში, საშვილოსნოში და სხვა.

ქსოვილოვანია სისხლდენა - როდესაც სისხლი ორგანოს ქსოვილში დიფუზურად იღვრება და წარმოქმნის სისხლგროვას - ჰემატომას.

ფარულია სისხლდენა - რომელსაც გარეგნული ნიშნები არ გააჩნია, მას მხოლოდ კვლევის სპეციალური მეთოდები ავლენს.

სიმძიმის მიხედვით

მსუბუქი: დაკარგული სისხლი შეადგენს სისხლის საერთო მოცულობის 10-15%-ს - დაახლოებით 500 მლ-ს, ჰემატოკრიტი 30%-ზე მეტია.

საშუალო ხარისხისა: დაკარგული სისხლი შეადგენს სისხლის საერთო მოცულობის 16-20%-ს - დაახლოებით 1000 მლ-ს, ჰემატოკრიტი 25%-ზე მეტია.

მძიმე: დაკარგული სისხლი შეადგენს სისხლის საერთო მოცულობის 21-30%-ს - დაახლოებით 1000-1500 მლ-ს, ჰემატოკრიტი 25%-ზე ნაკლებია.

მასიური: დაკარგული სისხლი აღემატება სისხლის საერთო მოცულობის 30%-ს, 1500 მლ-ზე მეტია.

სასიკვდილო: დაკარგული სისხლი აღემატება სისხლის საერთო მოცულობის 50-60%-ს - 2500-3000 მლ-ს.

აბსოლუტურად სასიკვდილო: დაკარგული სისხლი აღმატება სისხლის საერთო მოცულობის 60%-ს - 3000-3500 მლ-ს.

სისხლდენა იწვევს...

სისხლდენა ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის ნეგატიურ შედეგებს იწვევს, რომელთა შორის აღსანიშნავია:

  • ორგანიზმში ჩვეულებრივ პირობებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება;
  • ორგანოთა მუშაობის შეფერხება და მათი ფუნქციების მოშლა, კერძოდ, გულის მუშაობის შეფერხება, რასაც მოსდევს ქსოვილების, განსაკუთრებით - თავის ტვინის, ღვიძლისა და თირკმელების ჟანგბადით მომარაგების გაუარესება, ჟანგბადოვანი შიმშილი;
  • ანემია - სისხლნაკლებობა;
  • დსშ სინდრომი - დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, რომელიც სისხლდენის ყველაზე საშიშ და ვერაგ გართულებას წარმოადგენს.

როგორ ჩერდება სისხლდენა

ადამიანი ყოველდღიური საქმიანობისას ხშირად იზიანებს კაპილართა კედელს და სისხლდენაც იწყება, თუმცა ამას ბევრი არც კი აქცევს ყურადღებას, რადგან სისხლის ჭავლი რამდენიმე წუთში თავისთავად წყდება. ეს ჰემოსტაზის დამსახურებაა - ორგანიზმის მიერ სისხლის მოცულობის თვითაღდგენითი პროცესისა, რომელიც სისხლმბადი ორგანოების მეშვეობით ხორციელდება. სისხლდენის შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებში სისხლმომარაგების სათანადო დონეზე განსახორციელებლად სწრაფად ირთვება ადაპტაციის რთული მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს და მიზნად ისახავს:

  • სისხლძარღვების სპაზმს და კოაგულაციური პროცესების გააქტიურებას - სისხლძარღვის სანათური სპაზმის გამო ვიწროვდება და მასში გაცილებით ადვილად წარმოიქმნება თრომბი სისხლის შემდგომი დანაკარგის მინიმუმამდე დასაყვანად;
  • სუნთქვისა და გულისცემის გახშირებას - ამის წყალობით ორგანოებში სწრაფად აღიკვეთება ჟანგბადოვანი შიმშილი;
  • დეპო ორგანოებიდან სისხლის რეზერვის გადმოსროლას - დეპო ორგანოებში ყოველთვის ინახება სარეზერვო სისხლი, რომელიც აუცილებლობისას გადმოიტყორცნება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რათა შეივსოს სისხლის დანაკარგი და მოცირკულირე სისხლის მოცულობა სწრაფად დაუბრუნდეს ნორმას.