/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

პირველი დახმარება გარეგანი სისხლდენების დროს

ექიმის მოსვლამდე ან დაშავებულის საავადმყოფოში წაყვანამდე სისხლდენის შეჩერება ყველას უნდა შეეძლოს, რადგან ხშირად ამაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე.

განასხვავებენ გარეგანი სისხლდენის რამდენიმე ნაირსახეობას: არტერიულს, ვენურს, კაპილარულსა და შერეულს. კაპილარული სისხლდენის დროს სისხლი ჭრილობის ყველა ნაწილიდან თანაბრად დის, ვენური სისხლდენისას დუნედ მოედინება (ღრმა ვენების დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა სუნთქვის რიტმში გამოიტყორცნებოდეს მისი მოპულსირე ნაკადი), არტერიული სისხლდენისას კი შადრევანივით ასხამს (მისი გამოსროლა გულის შეკუმშვას თანხვდება). არსებობს შერეული სისხლდენაც, რომელსაც აქვს როგორც არტერიული, ისე ვენური სისხლდენის ნიშნები. ვენური სისხლი მუქი შინდისფერია, არტერიული - მკვეთრი წითელი. გარეგანი სისხლდენის დროს პირველი დახმარება თვით სისხლდენის ხასიათზეა დამოკიდებული. კიდურებზე არსებული ჭრილობიდან მცირე კაპილარული ან ვენური სისხლდენის შემთხვევაში საკმარისია მჭიდროდ გადახვევა სტერილური სახვევით (დამწოლი ნახვევი) ან ჭრილობაზე ბამბის ან დოლბანდის ტამპონის მაგრად მიჭერა და ლეიკოპლასტირით დამაგრება.

არ შეიძლება კიდურის გადახვევა მეტისმეტად მაგრად - კანის გალურჯებამდე. დამწოლი ნახვევი არტე-რიებიდან სუსტი სისხლდენის შეჩერების საშუალებასაც იძლევა. ასეპტიკური ნახვევის დადებამდე ჭრილობის გარშემო კანი უნდა დამუშავდეს 2%-იანი ბრილიანტის მწვანით, 5%-იანი იოდის სპირტხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით. ახალი ჭრილობის დასამუშავებლად გამოიყენება ანტისეპტიკური სითხე ან პოლიეთილენგლიკოლის საფუძველზე მომზადებული მალამო (ლევოსინი). როდესაც ჭრილობა ზედაპირული და პატარაა, დაშავებული ზედ მალამოს ისვამს და თვითონვე იხვევს. ეს დაუშვებელია, ვინაიდან კანის ნებისმიერი ხარისხის დაზიანებას შეიძლება მოჰყვეს დაჩირქება და ტეტანუსი. მიკროტრავმა უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით და ინახოს ექიმის მიერ. ძლიერი არტერიული და შერეული სისხლდენის დროს შეხვევა საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა მეთოდები:

  • სისხლძარღვის ძვალზე მიჭყლეტა;
  • ლახტის დადება;
  • სახსარში კიდურის მაქსიმალურად მოხრა.

სისხლძარღვის ძვალზე მიჭყლეტა

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ყველაზე ხელმისაწვდომია თითით ზეწოლა არტერიაზე, სისხლმდინარი ჭრილობის ზემოთ. ამისთვის აუცილებელია იმ წერტილების ცოდნა, რომლებზე ზეწოლაც არტერიას ძვალზე მიაჭყლეტს. როგორც წესი, ამ წერტილებზე შეიგრძნობა პულსაცია. არტერიის თითით ან მუშტით მიჭყლეტისას სისხლდენა მყისვე წყდება, მაგრამ ძალიან ღონიერ ადამიანსაც კი არ შეუძლია დიდხანს ზეწოლა - 10-15 წუთის შემდეგ ხელი იღლება. ამის გამო არტერიის ხელით მიჭყლეტის შემდეგ სისხლდენის შეჩერების სხვა მეთოდი უნდა მოვიშველიოთ. საამისოდ უმეტესად ლახტს იყენებენ.

ლახტის დადება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ლახტის დადების წინ საჭიროა კიდურის მაღლა აწევა და ოდნავ შერხევა სისხლისგან დასაცლელად. კანის ან ნერვის მიჭყლეტის თავიდან ასაცილებლად ლახტის შიშველ კანზე დადება არ შეიძლება - მის ქვეშ პირსახოცი ან რაიმე ნაჭერი უნდა ამოიდოს. ლახტის დადების შემდეგ სისხლდენა, წესით, უნდა შეწყდეს. თუ ის გაგრძელდა, ლახტი უნდა მოიხსნას და ხელახლა დაედოს ოდნავ უფრო მაღლა. თუ დაშავებულს საავადმყოფოში ვერ გაჰყვებით, ლახტზე უნდა მიმაგრდეს წერილი, რომელზეც მინიშნებული იქნება ლახტის დადების დრო და პირველი დახმარების აღმომჩენის გვარი და ტელეფონი.

სამედიცინო ლახტის უქონლობისას შეიძლება მის ნაცვლად რეზინის მილის, ჰალსტუხის, ქამრის, შარფის, ბინტის გამოყენება, მაგრამ არამც და არამც - ბაწრის ან მავთულისა. იმპროვიზებული ლახტის კიდურზე მოჭერისა და გაკვანძვის შემდეგ მასში ჩხირი უნდა გავუყაროთ და მისი საშუალებით გადავგრიხოთ სისხლდენის შეჩერებამდე, შემდეგ კი ჩხირი სხვა ბინდით დავაფიქსიროთ. ლახტის დადება შეიძლება მხარზე, წინამხარზე, მტევანზე, ბარძაყზე, წვივსა და ტერფზე. ზეწოლა საკმარისი უნდა იყოს სისხლდენის შესაჩერებლად, მაგრამ კიდურს სისხლის მიწოდებას არ უნდა უწყვეტდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ზერელედ დადებული ლახტი გაცილებით საშიშია, ვინაიდან აბრკოლებს მხოლოდ ვენებიდან გულისკენ სისხლის უკუდენას, არტერიული სისხლი კი უფრო ძლიერად იღვრება ჭრილობიდან. ლახტის სწორად დადების შემდეგ პერიფერიაზე პულსი ქრება და სისხლის დენა წყდება. ლახტის დადება კიდურზე შესაძლებელია მხოლოდ 1,5-2 საათით, ზამთარში კი მისი 1 საათზე მეტხანს დატოვებაც საშიშია. პერიოდულად, 30 წუთში ერთხელ, ლახტი რამდენიმე წუთით უნდა მოვუშვათ. ამ დროს, სისხლდენა რომ არ განახლდეს, ჭრილობას ხელით უნდა დავაწვეთ, ლახტის გადაჭერის ადგილი კი მსუბუქად დავზილოთ და შემდეგ კვლავ ლახტი დავადოთ.

ლახტის ნაკლი ის არის, რომ იწვევს ძლიერ ტკივილს, ყველა რბილ ქსოვილზე, მათ შორის ნერვულ ღეროზე ზეწოლას, ზოგჯერ - პარეზსა და დამბლას, არღვევს სისხლის მიმოქცევას, იწვევს ქსოვილის ანოქსიას (უჯანგბადობას), რითაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ანაერობული ინფექციის განვითარებისა და რეგენერაციის შეფერხებისთვის. ამიტომ ლახტის დადება უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ძლიერი არტერიული სისხლდენისას. ლახტის დადება უკუნაჩვენებია კიდურის მწვავე ქირურგიული ინფექციისა და მწვავე თრომბოფლებიტის შემთხვევაში.

კიდურის სახსარში მოხრა

ასევე დაგაინტერესებთ
რა სახის დახმარება შეგვიძლია აღმოვუჩინოთ პაციენტს, რომელსაც სისხლდენა აღენიშნება?
სისხლდენა ბავშვებში ტრავმების დროს
ეკოლოგიური კატასტროფები

კიდურის სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია მისი ფორსირებული მოხრით. ამ მეთოდს ყველაზე ხშირად ხელის სისხლძარღვებიდან სისხლდენისას იყენებენ. კიდური მაქსიმალურად უნდა მოიხაროს ჭრილობის ზემოთ მდებარე სახსარში და ამ მდგომარეობაში დაფიქსირდეს ბანდით. წინამხარსა და მტევანზე არსებული ჭრილობებიდან სისხლდენის შესაჩერებლად იდაყვის სახსრის მომხრელ ზედაპირზე აფენენ ბამბისა და დოლბანდისგან მომზადებულ ლილვაკს, შემდეგ ხელს მაქსიმალურად ახრევინებენ იდაყვის სახსარში, შემდეგ კი ბინტის ან ლახტის საშუალებით წინამხარს მჭიდროდ (მაჯაზე პულსის გაქრობამდე და სისხლდენის შეჩერებამდე) ამაგრებენ მხარზე.

მხრის ან წინამხრის ზედა ნაწილიდან სისხლდენის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს, დაშავებულს ორივე ხელს უწევენ ზურგს უკან, ახრევინებენ იდაყვის სახსარში და ბანდით (ან ლახტით) ამაგრებენ ერთმანეთზე. ამ შემთხვევაში არტერიაზე ზეწოლა ორივე მხარიდან ხორციელდება. ქვედა კიდურიდან სისხლდენის შესაჩერებლად დაშავებულს აწვენენ ზურგზე, მუხლის ქვეშ უდებენ ბამბა-დოლბანდის ლილვაკს, ბარძაყს მუცლისკენ აწევინებენ, წვივს ახრევინებენ და ბარძაყზე ბანდით ან ლახტით ამაგრებენ. თეძოს არტერიიდან სისხლდენის შეჩერება ქვედა კიდურის მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრით არის შესაძლებელი, მაგრამ წინასწარ საზარდულის არეში უნდა მოთავსდეს ლილვაკი. სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ ბარძაყს ლახტით ტანზე აფიქსირებენ.

სისხლდენის შეჩერება სახსარში ფორსირებული მოხრით ყოველთვის ვერ ხერხდება, ხოლო მოტეხილობისას ამ მეთოდის გამოყენება საერთოდ არ შეიძლება. ნებისმიერი სახის სისხლდენისას სხეულის დაზიანებულ ნაწილს შემაღლებულ ადგილას ათავსებენ და უზრუნველყოფენ მის უმოძრაობას (იმობილიზაციას).

პირველი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს

  • დაჯექით სწორად და გადაიხარეთ წინ. ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნებით აქვეითებთ სისხლის წნევას ცხვირის ღრუში, რაც ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას, ხოლო წინ გადახრა თავიდან აგაცილებთ სისხლის ყლაპვას, რამაც შესაძლოა კუჭის გაღიზიანება გამოიწვიოს.
  • ნესტოებზე მიიჭირეთ ხელი. ცერა და საჩვენებელი თითებით ცხვირის ნესტოები 5-10 წუთის განმავლობაში მიაჭყლიტეთ ძგიდეს. ისუნთქეთ პირით.
  • განმეორებითი სისხლდენის თავიდან ასაცილებლად ერიდეთ დაცემინებას და ცხვირის ღრუს ხელით გაღიზიანებას, ასევე - სისხლდენის შეწყვეტიდან რამდენიმე საათის განმავლობაში წინ დახრას. თავი გულის დონეზე მაღლა უნდა გქონდეთ.
  • განმეორებითი სისხლდენის შემთხვევაში: ენერგიულად მოიხოცეთ ცხვირი, რათა ცხვირის ღრუ სისხლის კოლტებისგან გაათავისუფლოთ, შეისხით ორივე ნესტოში შეშუპების საწინააღმდეგო ნაზალური სპრეი და ცხვირზე ზემოთ აღწერილი მეთოდით მიიჭირეთ თითებო.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ცხვირიდან სისხლდენა 20 წუთზე მეტია გრძელდება;
  • ცხვირიდან სისხლდენა დაიწყო მაღალი წნევის ან თავის ტრავმის ფონზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა როლი აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას მოწევის შეწყვეტის შემდეგ

რაც უფრო ადრე შეწყვეტთ სიგარეტის მოხმარებას, მით უფრო მეტად შეამცირებთ
სრულად
რა საფრთხეს გვიქადის მავნე ჩვევები
რა საფრთხეს გვიქადის მავნე ჩვევები
რას უქადის კაცობრიობის ფიზიკურ და სოციალურ ჯანმრთელობას ნარკოტიკები, ამის თაობაზე ჩვენს ჟურნალში არაერთი საინტერესო პუბლიკაცია დაბეჭდილა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პირველი დახმარება გარეგანი სისხლდენების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები