/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

სისხლდენა და მისი შედეგები

სისხლდენა და მისი შედეგები
სისხლდენა სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევის შედეგად სისხლის მიმოქცევის წრიდან სისხლის გადმოდინება და მისი მოცულობის შემცირებაა.

დროული დახმარების გარეშე ის სიცოცხლისთვის მეტად საშიში მდგომარეობაა, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დროულად გაწეულ დახმარებას.

შედეგიანად დასახმარებლად კი იმის დადგენაა საჭირო, რა ტიპის სისხლძარღვია დაზიანებული: არტერია, ვენა თუ კაპილარი, შესაბამისად, რა ტიპის სისხლდენაა: არტერიული, ვენური, კაპილარული, პარენქიმული თუ შერეული ფორმა.

არტერიული სისხლდენა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არტერიული სისხლდენისას მოპულსირე, მფეთქავ ნაკადად, დიდი წნევით გადმოიტყორცნება ალისფერი სისხლი, რომლის პულსაცია შეესაბამება გულის შეკუმშვათა რიტმს. ეს საკმაოდ ძლიერი სისხლდენაა, ყველაზე სწრაფად იწვევს მწვავე ანემიას, მოითხოვს სწრაფ და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

იმის გათვალისწინებით, რომ არტერიული სისხლი გულიდან პერიფერიისკენ მიემართება, არტერიული სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია ჭრილობის ზევით მონაკვეთში დაზიანებული სისხლძარღვის გადაჭერით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

ვენური სისხლდენა

თუ სისხლი მუქი წითელია და ჭრილობიდან ნელა მოედინება, უწყვეტად და თანაბარზომიერად, ამასთან, პულსაციაც არ ახასიათებს, დაზიანებული სისხლძარღვი ვენაა.

კაპილარული სისხლდენა

კაპილარული სისხლდენისას ჭრილობიდან სისხლი მდორედ ჟონავს. იგი ადვილად ჩერდება და საშიშია მხოლოდ სისხლის შედედების უნარის დაქვეითების – ჰემოფილიის, ღვიძლის დაავადებების, სეფსისის დროს.

პარენქიმული სისხლდენა

პარენქიმული სისხლდენა შინაგან ორგანოებში, მაგალითად, ფილტვების, ელენთის, თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანების თანმდევია.

შერეული სისხლდენა

შერეულ სისხლდენას ახასიათებს როგორც არტერიული, ისე ვენური სისხლდენის ნიშნები.

სისხლდენის გამომწვევი ფაქტორები

სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მექანიკური ტრავმაა, როდესაც სხეულზე მექანიკური ფაქტორების ზემოქმედებით ირღვევა სისხლძარღვის კედლის მთლიანობა და სისხლი გარეთ გადმოდის.

სიხშირის მიხედვით მეორე ადგილზეა არტერიული და ატმოსფერული წნევის მატებით გამოწვეული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა.

სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ზოგჯერ ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებიც აფერხებს – სხვადასხვა ლოკალიზაციის ჩირქოვანი ანთება და ავთვისებიანი სიმსივნე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა.

სისხლდენას ხშირად უწევს პროვოცირებას ორგანიზმში ვიტამინური ბალანსის ცვლილება, კერძოდ, ის დამახასიათებელია ზოგიერთი ავიტამინოზისთვის.

ხდება ისეც, რომ მომწამვლელი ნივთიერებები, ტოქსინები ან სხვა ქიმიური აგენტები ორგანიზმში მოხვედრისას შერჩევითად მოქმედებენ სისხლძარღვის კედელზე, ზრდიან მის განვლადობას და სისხლდენის განვითარებას უწყობენ ხელს.

ამ საშიში კლინიკური ნიშნის გამოწვევა შეუძლია ისეთ დაავადებებსაც, რომელთა მიმდინარეობისას იცვლება სისხლის ქიმიური შედგენილობა, მათ შორის – ჰემოფილიას, სიყვითლეს, ქუნთრუშას, სეფსისს და სხვა.

მწვავე სისხლდენა და ჰემორაგიული შოკი

მწვავე სისხლდენა სისხლძარღვიდან სისხლის უეცარი და სწრაფი გადმოსვლაა, რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევის წრიდან მოკლე დროში დიდი მოცულობის სისხლი იკარგება.

მისი გამომწვევი მიზეზებია: ტრავმა, სპონტანური სისხლდენა, ქირურგიული ოპერაცია.

მწვავე სისხლდენისას პროგნოზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ მაჩვენებელს: სისხლდენის სიჩქარესა და დაკარგული სისხლის მოცულობას.

მწვავე სისხლდენისას როდესაც სისხლი ნელა იკარგება, თუნდაც დიდი მოცულობით (1000-1500 მლ), ორგანიზმში სისხლდენის საკომპენსაციო მექანიზმები ასწრებენ ამუშავებას, ჰემოდინამიკური დარღვევები ნელა ვითარდება და არც ისე საშიშია.

ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ინტენსიური სისხლდენა მოკლე დროში, როცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მკვეთრად იცვლება და შედეგად ვითარდება ჰემორაგიული შოკი.

ჰემორაგიული შოკი ადამიანის სიცოცხლისთვის უკიდურესად საშიში მდგომარეობაა, მისი მიმდინარეობისას განირჩევა 3 სტადია:

სტადია 1. კომპენსირებული შოკი, როდესაც სისხლის დანაკარგი შეადგენს საერთო მოცულობის 15-25%-ს, პაციენტი გონზეა, კანის საფარველი ფერმკრთალია, ცივია, არტერიული წნევა უმნიშვნელოდაა დაქვეითებული, მაჯა მცირე ავსებისაა და ვლინდება ზომიერი ტაქიკარდია – 90-110 დარტყმა წუთში;

სტადია 2 – დეკომპენსირებული შოკი – ახასიათებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევათა ზრდა, საკომპენსაციო მექანიზმების მუშაობის მოშლა, სისხლის დანაკარგი შეადგენს სისხლის საერთო მოცულობის 40%-ს, პაციენტს გონება ებინდება, მკვეთრად გამოხატულია კანის გალურჯება, კიდურები ცივია, არტერიული წნევა – მკვეთრად დაქვეითებული, ტაქიკარდია – 120-140 დარტყმა წუთში, მაჯა – სუსტი, ძაფისებრი, სუნთქვა – გაძნელებული;

სტადია 3 – შეუქცევადი შოკი – პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იგი უგონოდაა, კანი ფერმკრთალია, მარმარილოსებრი, არტერიული წნევა – 60-ზე დაბალი, მაჯა ისინჯება მხოლოდ მაგისტრალურ სისხლძარღვებზე, გამოხატულია მკვეთრი ტაქიკარდია – 140-160 დარტყმა წუთში.

ჰემორაგიული შოკი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს სისხლის მოცირკულირე მოცულობის უკმარისობა, ჰიპოქსია, ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

ყოველივე უკავშირდება ჰიპოტენზიას – წნევის დაქვეითებას, აირთა ცვლის დაქვეითებას და ჟანგბადოვან შიმშილს.

სისხლის საერთო მოცულობის 60%-ის სწრაფი დაკარგვა ადამიანისთვის სასიკვდილოა, 50%-ის დაკარგვა იწვევს საკომპენსაციო მექანიზმების შემცირებას, 25%-ისა კი პრაქტიკულად სრულიად კომპენსირდება ორგანიზმის მიერ.

სისხლდენის ფორმები სიმძიმის მიხედვით

მსუბუქი: დაკარგული სისხლი შეადგენს სისხლის საერთო მოცულობის 10-15%-ს – დაახლოებით 500 მლ-ს, ჰემატოკრიტი 30%-ზე მეტია.

საშუალო ხარისხის: დაკარგული სისხლი შეადგენს სისხლის საერთო მოცულობის 16-20%-ს – დაახლოებით 1000 მლ-ს, ჰემატოკრიტი 25%-ზე მეტია.

მძიმე: დაკარგული სისხლი შეადგენს სისხლის საერთო მოცულობის 21-30%-ს – დაახლოებით 1000-1500 მლ-ს, ჰემატოკრიტი 25%-ზე ნაკლებია.

მასიური: დაკარგული სისხლი აღემატება სისხლის საერთო მოცულობის 30%-ს, 1500 მლ-ზე მეტია.

სასიკვდილო: დაკარგული სისხლი აღემატება სისხლის საერთო მოცულობის 50-60%-ს – 2500-3000 მლ-ს.

აბსოლუტურად სასიკვდილო: დაკარგული სისხლი აღმატება სისხლის საერთო მოცულობის 60%-ს – 3000-3500 მლ-ს.

სისხლდენისას ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის ნეგატიური პროცესები ვითარდება, რომელთა შორის აღსანიშნავია:

  • ორგანიზმში ჩვეულებრივ პირობებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება;
  • ორგანოთა მუშაობის შეფერხება და მათი ფუნქციების მოშლა, კერძოდ, გულის მუშაობის შეფერხება, რასაც მოსდევს ქსოვილების, განსაკუთრებით – თავის ტვინის, ღვიძლისა და თირკმელების ჟანგბადით მომარაგების გაუარესება, ჟანგბადოვანი შიმშილი;
  • ანემია – სისხლნაკლებობა;
  • დიკ-სინდრომი – დისემინებული ინტრავასკულარული კოაგულაცია, რომელიც სისხლდენისა და ჰემორაგიული შოკის ყველაზე საშიშ და ვერაგ გართულებას წარმოადგენს, ის მძიმე პათოლოგიაა, რომელიც ვითარდება სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების გადაჭარბებული აქტივობის შედეგად. ქსოვილის დაზიანებისას სისხლის შემადედებელი ცილები – თრომბოციტები და შედედების ფაქტორები – მყისვე მიემართებიან დაზიანებული უბნისკენ, რათა გაზარდონ სისხლის სიბლანტე, წარმოქმნან კოლტი და შეაჩერონ სისხლდენა. ამ ცილების გადაჭარბებული აქტივობა დისემინირებულ სისხლძარღვშიდა შედედებას იწვევს.

დიკ-სინდრომის ძირითადი მიზეზებია: ანთება, ინფექცია და სიმსივნეები.

დაავადება ვლინდება სპონტანური და გახანგრძლივებული სისხლდენით, თრომბის წარმოქმნით, სისხლჩაქცევით, წნევის დაქვეითებით.

მკურნალობის მთავარი მიზანია, განისაზღვროს და აღმოიფხვრას მისი ძირითადი მიზეზი.

მკურნალობა დიკ-სინდრომისა მოიცავს პლაზმის გადასხმას სისხლში შედედების ფაქტორების რაოდენობის შესავსებად, ხოლო მრავალი თრომბის არსებობისას აუცილებელია სისხლის გამათხელებელი პრეპარატების გამოყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად.

პირველი დახმარება

ქსოვილის მსუბუქი დაზიანება ძლიერ და ხანგრძლივ სისხლდენას არ იწვევს, ამიტომ სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ შესაძლოა, ინფექციით გართულდეს და ლეტალური შედეგით დასრულდეს, ამიტომ აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო დამუშავება.

მომდევნო საფეხური სისხლდენის შეჩერებაა: სუფთა ბინტით ან ქსოვილის ნაჭრის მსუბუქი დაჭერით ჭრილობაზე შევეცადოთ მის შეჩერებას.

თუ სისხლდენა ძლიერი არ არის და მექანიკური ზეწოლით ჩერდება, ჭრილობაზე ლახტის დადება საჭირო არ არის.

როცა ნაჭერი სისხლით გაიჟღინთება, ჭრილობაზე დაამატეთ ნახვევი და ზეწოლა განაგრძეთ.

თუ ჭრილობა მხარზე ან ფეხზეა, პაციენტს ააწევინეთ კიდური მაღლა, გულის დონემდე, რათა შენელდეს სისხლდენა.

ინფექციის რისკის შესამცირებლად სისხლდენის შეჩერების შემდგომ ჭრილობაზე ანტიბიოტიკის შემცველი კრემი ან მალამო დაადეთ და გადაახვიეთ.

ღრმა ჭრილობისას აუცილებელია ანტიტეტანური აცრა სპეციალურ კაბინეტში.

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • სისხლდენა ძლიერია;
  • სისხლდენა 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სისხლი ძლიერი ჭავლით ჩქეფს ჭრილობიდან;
  • ეჭვი გაქვთ შინაგან სისხლდენაზე;
  • ჭრილობა მუცლის ან გულმკერდის არეშია;
  • დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ მის შეჩერებას;
  • მძიმდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა;
  • უჭირს სუნთქვა და აღნიშნავს ჰაერის უკმარისობას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამდენიმე მითი კბილის იმპლანტაციის შესახებ

დენტალური იმპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და, შესაბამისად, კარგად შესწავლილი სტომატოლოგიური ოპერაციაა.
სრულად
დენტალურ იმპლანტები - რომელი მასალაა უკეთესი, იწვევს თუ არა უცხო სხეული ძვლის სიმსივნურ გადაგვარებას და რა იქნება მომავალში?

რა ინფორმაცია გვაქვს ამჟამად დენტალურ იმპლანტებთან დაკავშირებით: რომელი მასალაა უკეთესი,
სრულად
ბრეკეტები და იმპლანტები მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელია!

“ბავშვობიდან ბრეკეტებით გასწორებული კბილების სიბერეში პროტეზირებაც უფრო ადვილი ხდება... მსოფლიოში ბრეკეტების და იმპლანტის გამოყენების მხრივ კი ჩვენზე უკეთ გავნითარებულები არიან!”
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სისხლდენა და მისი შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები