ბრეკეტები და იმპლანტები მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრეკეტები და იმპლანტები მხოლოდ სასურველი კი არა, აუცილებელია!

- ამბობს ექიმი-ორთოპედი, კლინიკა “სითიდენტის” დამფუძნებელი – დავით თამასიძე. იგი მრავალი საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელია, ხშირად ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ კონგრესებს და სემინარებს და გვიამბობს რამდენად მისდევს დღეს საქართველო მსოფლიოს თანამედროვე მეთოდებს სტომატოლოგიაში...

 

- ბატონო დავით საქართველოში ძალიან მოხშირდა ბრეკეტების, იმპლანტების გამოყენება ... რამდენად სასურველია ეს და როგორი ვითარებაა ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?

- ორივე სასურველია და აუცილებელი, უკვე სხვა საუკუნეა... ბრეკეტიც და იმპლანტიც აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში იმდენად განვითარდა მსოფლიოში სტომატოლოგია, რომ დღეს სულ სხვა საფეხურზე ვართ. ძალიან სერიოზული გამოსავალია ბრეკეტი... პროთეზირების დროს ზოგჯერ კბილები არ დგას რკალში სწორად, გვიწევს კბილის ამოღება, თუ ბრეკეტს არ იკეთებს პაციენტი, ან ვერ იკეთებს.  ბავშვობიდან ბრეკეტებით გასწორებული კბილების სიბერეში პროტეზირებაც უფრო ადვილი ხდება... მსოფლიოში ბრეკეტების და იმპლანტის გამოყენების მხრივ ჩვენზე უკეთ გავნითარებულები არიან!

 

mkurnali.ge

- როგორ შეიძლება პატარა ასაკიდან სწორი მოვლით ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება?

- როდესაც პატარას სარძევე კბილები ამოეჭრება, მშობელმა ამ დროიდან უკვე უნდა მიხედოს ბავშვის კბილებს. პირველ რიგში ექიმთან უნდა მიიყვანოს. ამის პრაქტიკა ნაკლებად არის საქართველოში, მაგრამ ნელ-ნელა ინერგება... უკვე გინეკოლოგებიც უშვებენ ორსულებს სტომატოლოგთან, დედას რომ მოწესრიგებული კბილები ჰქონდეს. ბავშვი რომ დაიბადება, პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშაა, სანამ ყველა კბილი ამოიჭრება. სარძევე კბილი რომ ამოიჭრება, აუცილებელია ბავშვთა სტომატოლოგთან მიყვანა... ორ წლამდე ასაკშიც შეიძლება პრობლემა იყოს და ამ დროს იპლომბება კბილი. პრაქტიკაში გვქონია, როდესაც ორი წლის ბავშვისთვის კბილი დაგვიბჟენია. სხვა ქვეყყნებში ბავშვები ინტენისურად მიჰყავთ ექიმთან.

ხშირად არის, ბავშვებს რომ შავი კბილები აქვთ. ეს ან კარიესია, ან ქვა, ან ნადები... ამის დიფერენცირება უნდა მოხდეს. ზოგიერთი მშობელი ნემსით ან მსგავსი ნივთით ცდილობს ნადების მოშორებას, რითაც კიდევ უფრო უღრმავებენ პრობლემას... აუცილებელია სწორი მოვლა! ბავშვს უკვე ორი წლიდან კბილების ხეხვას ვაწყებინებთ და თუ რაღაც ეჭვია პრობლემაზე, საბავშვო ექიმთან მიგვყვს... მუდმივი კბილები როცა ამოვა, შემდეგ შეიძლება ფირფიტოვანი, ან ბრეკეტ-კონსტრუქციები... ეს ორი მეთოდია ჯერჯერობით და მესამეც ინერგება. ბრეკეტს ვაკეთებთ 12 წლიდან, აუცილებელია კბილის ფესვი იყოს ჩამოყალიბებული! მანამდე მხოლოდ ფირფიტოვანი კონსტრუქცია შეიძლება. ამ მეთოდსაც საკმაოდ კარგი შედეგი აქვს, როდესაც ყბა არის გასაშლელი. კბილები აუცილებლად უნდა გასწორდეს, თუ გასასწორებელია! ეს არ არის მხოლოდ ვიზუალი!

mkurnali.ge

- სტომატოლოგთან ვიზიტისას ლეტალური შედეგებიც ყოფილა და რა არის ყველაზე საშიში, რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა და ექიმმა ეს რომ არ მოხდეს?

- ეს უფრო ალერგიულ პაციენტებში ხდება და ამისთვის აუცილებელია წინასწარ მოხდეს დადგენა. თუ პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში არ არის ნამყოფი ექიმთან, მაშინ ის ჯერ ალერგოლოგთან მიდის და სინჯს იკეთებს... ღმერთის წყალობით, ჩვენთან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ გამიგია ასეთ შემთხვევებზე. ბოლოს მგონი 2014 წელს იყო.

- რა სიახლეებია კიდევ მსოფლიოში დანერგილი, რაც ჩვენთან სამომავლოდ შემოვა?

- პირველ რიგში ხალხის კულტურა ექიმთან მისვლის! ეს არ გვაქვს ქართველებს და ალბათ მეც -  მათ შორის. კარგი იქნება წელიწადში ერთხელ ადამიანმა პირის ღრუ გაისუფთავოს ქვისგან და ნადებისგან, სასურველია - ბავშვობიდან, როდესაც სარძევე კბილები ამოიჭრება. ნებისმიერ ასაკში ყურადღებაა საჭირო. ხანდაზმულებმაც უმჯობესია აღიდგინონ დაკარგული კბილები, ჩაისვან კონსტრუქცია - მოუხსნელი  იქნება თუ მოსახსნელი. კბილები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, საჭმლის მონელება პირველ რიგში პირის ღრუდან იწყება და არა კუჭიდან. დაღეჭილი და დაქუცმაცებული ლუკმა ჩადის კუჭში...

როგორც მოგახსენეთ, გინეკოლოგები უშვებენ ორსულებს სტომატოლოგებთან, ასევე კუჭ-ნაწლავის პრობლემით რომ მიდის პაციენტი გასტროენტეროლოგთან, ნებისმიერი გასტროენტეროლოგი, რომელიც მსოფლიოში თანამედროვე კონფერენციაზე ერთხელ მაინც  ყოფილა, პაციენტს სტომატოლოგთან მისვლას ურჩევს. ხშირად იყო კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის პრობლემით იწყებდნენ მკურნალობას და ამ დროს პაციენტს კბილი არ ჰქონდა. ვთვლი, რომ არ შეიძლება მკურნალობის დაწყება, სანამ პაციენტი პირის ღრუს არ მოიწესრიგებს.

ჩვენ ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტი გვყავს, რადგან კბილების მოწესრიგება ყველა ქვეყანაში ძალიან ძვირია. ჩვენს უცხოელ კოლეგებს ძალიან უკვირთ ჩვენი სტანდარტული ფასები... საკმაოდ განვითარებადია დღეს საქართველოში სტომატოლოგია, ძალიან სწორად ვითარდება. ცოტა ხანში სტომატოლოგია მთლიანად ციფრულზე გადავა. ადრე ხელით - მანუალურად აკეთებდა ტექნიკი კბილს და ახლა ციფრულზე გადავდივართ. ცდომილება დაახლოებით ორ მიკრონამდეა დაყვანილი. ეს ძალიან მინიმალურია და საკმაოდ დიდ სიზუსტეზეა უკვე საუბარი. მანანა გაბრიჩიძე