/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ტკბილეული

ტკბილეული
არის შემთხვევები, როდესაც ჩვენს ორგანიზმს ერთბაშად ბევრი ენერგიის დახარჯვა უწევს და სწრაფად სჭირდება დანახარჯის ანაზღაურება. ენერგიის ყველაზე სწრაფი აღდგენის წყარო მონოსაქარიდი გლუკოზაა. ამ ნივთიერებას არ სჭირდება კუჭ-ნაწლავში მონელება - ლორწოვან გარსზე მოხვედრისთანავე შეიწოვება სისხლში, იქიდან კი მთელ ორგანიზმში ნაწილდება და "დამშეულ" კუნთებსა და ტვინის უჯრედებს კვებავს, ამიტომ გლუკოზის მიწოდება გლუკოზის ხსნარის არა მხოლოდ დალევით, არამედ სისხლძარღვში ინექციითა და ოყნის საშუალებითაც არის შესაძლებელი.

ბუნებრივი საკვებიდან სუფთა სახით გლუკოზას მხოლოდ ხილის წვენები და თაფლი შეიცავს. სწრაფი ენერგიის წყაროდ ჩვენ უმეტესად შაქარს (საქაროზას) ვიყენებთ, რომელიც გლუკოზისა და ფრუქტოზის ნაერთია. ორგანიზმი ამ ნივთიერებას უშუალოდ არ იყენებს უჯრედების გამოსაკვებად, მაგრამ კუჭში იგი ძალზე სწრაფად იშლება, ხოლო გამოთავისუფლებული გლუკოზა მაშინვე სისხლში ხვდება და დამშეული უჯრედებისკენ მიექანება. ამიტომ შაქარიც სწრაფი ენერგიის წყაროს წარმოადგენს. ნახშირწყლები, როგორც სწრაფი ენერგიის წყარო, იმდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რომ საკვებში მათ ამოსაცნობად ადამიანს ენაზე სპეციალური სენსორები აქვს - სწორედ მათი საშუალებით ვგრძნობთ საკვების სიტკბოს და განსაკუთრებით ვეტანებით ტკბილეულს სტრესის დროს. ალბათ გასაგებია, რატომ - სტრესის ზემოქმედების შემდეგ ნერვულ უჯრედებს ხომ სწრაფად სჭირდება გამოკვება! ამიტომ სტრესის დროს ადამიანს შივდება და "სწრაფ ენერგიას" ეძებს. თუმცა ტკბილ საკვებს ნაკლოვანებებიც აქვს - ჯერ ერთი, ეს არის "სუფთა" კალორიები, ხშირად - სხვა საჭირო და სასარგებლო ნივთიერებების გარეშე. გარდა ამისა, კმაყოფილება, რომელსაც ასეთი საკვები გვგვრის, დამამშვიდებელ გავლენას ახდენს და ნერვიულობის დროს ჩვენ მეტისმეტად ვეტანებით ტკბილეულს, რის შედეგადაც ორგანიზმი ზედმეტი შაქრის მონელების პრობლემას ეჯახება - ჯანმრთელი ორგანიზმი მას ცხიმად გარდაქმნის და ადამიანი სუქდება, დასუსტებულ ორგანიზმში კი ზედმეტი შაქარი შეიძლება დიაბეტის განვითარების წინაპირობად იქცეს. გარდა ამისა, შაქრით იკვებებიან ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს პირის ღრუში ბინადრობენ და კბილების მინანქარს აზიანებენ, ამიტომ ზედმეტ ტკბილეულს უნდა მოვერიდოთ. ადამიანმა შაქრის კიდევ ერთი საინტერესო თვისება აღმოაჩინა - მისი სიჭარბე პროდუქტის კონსერვაციას, შენახვას უწყობს ხელს - შაქრის მაღალი კონცენტრაცია თრგუნავს მიკროორგანიზმების განვითარებას და პროდუქტი აღარ ფუჭდება. სწორედ ამიტომ ინახება დიდხანს თაფლი, მურაბა, კანფეტი. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც შაქრის კონცენტრაცია 60%-ზე ნაკლებია, - მაგალითად, წვენში ან ნამცხვარში, - ის, პირიქით, იდეალურ საკვებად იქცევა მიკროორგანიზმებისთვის და ასეთი პროდუქტები ძალიან მალე ფუჭდება (მჟავდება).

კანფეტი

კანფეტები წარმოადგენს სხვადასხვა გემოს, კონსისტენციის, სტრუქტურისა და ფორმის მქონე მრავალფეროვან შაქროვან ნაწარმს. მათი ასორტიმენტი ძალიან ფართოა - კარამელი, შაქარყინული, შოკოლადი გულსართით ან მის გარეშე, მოჭიქული ან მოჭიქვის გარეშე, შაქრის პუდრით, ჟელეთი, ხილისა, რძიანი... კანფეტები სამართლიანად მიიჩნევა ჩვენი დროის ყველაზე მრავალრიცხოვანი ასორტიმენტის მქონე პროდუქციად. მათ საერთო ის აქვთ, რომ ყოველი მათგანი წუწვნა-ღეჭვისთვის არის განკუთვნილი, რის შედეგადაც ნერწყვში იხსნება და თანდათან "ქრება", პირში კი სასიამოვნო ტკბილ გემოსა და არომატს ტოვებს - კანფეტების დანიშნულება სწორედ ამ სიამოვნების მონიჭებაა. კანფეტი ძირითადად შაქარია, ანუ "სწრაფი ენერგია", ამიტომ, გირჩევთ, მის მირთმევამდე კარგად დაფიქრდეთ - თუ მიღებული ენერგია არ დახარჯეთ, იგი ცხიმად იქცევა და გაგასუქებთ. გარდა ამისა, კანფეტების ჭამით "ნადიმს" უმართავთ პირში მობინადრე ბაქტერიებს, რომლებიც კბილის მინანქარს აზიანებენ. თუ კანფეტებისკენ მაინც მიგიწევთ გული, შეძენისას სახეობასთან ერთად ვადასაც მიაქციეთ ყურადღება - კარგი კანფეტის შენახვის ვადა 6-7 თვეს არ აღემატება. თუ იგი უფრო დიდია, თქვენ კონსერვანტებით გაჯერებულ პროდუქტს გთავაზობენ. ახალი კანფეტის ამოსაცნობად ყურადღება მიაქციეთ მის ზედაპირს - იგი ერთგვაროვანი და ბზინვარე უნდა იყოს, გულსართი გარეთ არ უნდა იყოს გამოსული. კანფეტების შესანახად ოპტიმალური ტემპერატურა 15-21°ჩ-ია. უფრო მაღალი ტემპერატურა მათი შენახვის ვადას მკვეთრად ამცირებს. ასევე არასასურველია კანფეტების შენახვა მაცივარში, ვინაიდან იქ მათ ზედაპირზე ტენის წვეთები გროვდება, რომელიც კარამელის ზედაპირს აწებოვნებს, ხოლო შოკოლადისას "აჭაღარავებს". ასე რომ, კანფეტის ყიდვისას მისი შენახვის პირობებსაც მიაქციეთ ყურადღება. გაითვალისწინეთ, რომ კანფეტები ადვილად იღებენ უცხო სუნს, ამიტომ ნუ შეიძენთ მათ იქ, სადაც მათ გვერდით მკვეთრსუნიანი პროდუქცია (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ქიმია) აწყვია. კიდევ ერთი რჩევა: კანფეტს ფერს საღებავებით აძლევენ. რაც უფრო მკვეთრი და ხასხასა ფერისაა კანფეტი, მით მეტია შანსი, მასში არა ბუნებრივი, არამედ სინთეზური საღებავი იყოს დამატებული, რომელიც საკმაოდ მავნეა. ამიტომ გირჩევთ, მკვეთრი (არაბუნებრივი) ფერის კანფეტებს მოერიდოთ.

შოკოლადი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შოკოლადი სრესილი კაკაოს მარცვლებისა და შაქრისგან მომზადებული ტკბილი მასაა. იგი არა მარტო შაქარს, არამედ ცხიმსაც (კაკაოს ზეთს) შეიცავს, ამიტომ შოკოლადი არა მხოლოდ "სწრაფი", არამედ "ხანგრძლივი" ენერგიის წყაროც არის. გარდა ამისა, კაკაოს მარცვლები ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ცილებს, ნახშირწყლებს, მიკრო- და მაკროელემენტებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოფეინი და თეობრომინი. შოკოლადში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აფხიზლებს ადამიანს, ზრდის მის შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას და სტრესს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველებისთვის თეობრომინი საწამლავია. აღრიცხულია ამ ნივთიერებით მოხუცების მოწამვლის შემთხვევებიც. ასე რომ, შოკოლადის მოხმარებისას უმჯობესია ზომიერება დაიცვათ - უსაფრთხო დოზაა დღეში 25-50 გრამი. შოკოლადის შენახვის ვადა 16-21°ჩ ტემპერატურაზე 1-დან 10 თვემდეა. ამაზე უფრო მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას შოკოლადი "ჭაღარავდება": მაღალ ტემპერატურაზე დნება შოკოლადში შემავალი კაკაოს ზეთი, გამოდის ზედაპირზე და თეთრ ცხიმოვან ნადებს (ნაფიფქს) წარმოქმნის, მაცივარში შოკოლადის შენახვისას კი შოკოლადში შემავალი შაქარი კრისტალდება და შოკოლადის მთელ მასას თეთრ წინწკლებად ედება. "გაჭაღარავებული" შოკოლადი მავნე არ არის, უბრალოდ არასასიამოვნოა. გაითვალისწინეთ: სასარგებლოა მხოლოდ ნამდვილი შოკოლადი, ამიტომ შოკოლადის შეძენისას კარგად გაეცანით მის შემადგენლობას.

  • ნამდვილია შოკოლადი, რომელიც დამზადებულია არა კაკაოს ფხვნილისგან (ცოცოა, ცოცოა პოწდერ, ცაცაო, ცოცოა სოლიდს), არამედ უშუალოდ სრესილი კაკაოსგან (ცოცოა მასს), რომელსაც თხევადი კონსისტენციის გამო ხშირად შოკოლადის ლიქიორსაც (ცჰოცოლატე ლიქუორ, ცოცოა ლიქუორ) უწოდებენ. ეცადეთ, ასეთი შოკოლადი შეიძინოთ.
  • ლეციტინის შემცველობა შოკოლადში საშიში არ არის - იგი უვნებელი ბუნებრივი ემულგატორია და შოკოლადის მასას მეტი ერთგვაროვნებისა და ტემპერატურისადმი მეტი მდგრადობისთვის ემატება.
  • შოკოლადი, რომელიც შეიცავს სოიის ან რაიმე სხვა მცენარის ცხიმს, გარდა კაკაოს ზეთისა, დაბალი ხარისხის პროდუქტია. მის შეძენას არ გირჩევთ.

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მასალების მიხედვით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ზაფხული და კოსმეტიკური საშუალებები
ზაფხული და კოსმეტიკური საშუალებები
კოსმეტოლოგებსა და ვიზაჟისტებს ხშირად ეკითხებიან: რისი ხმარება ჯობს ზაფხულში - პუდრისა თუ ტონალური კრემის?
სრულად
აფუჭებს თუ არა დეკორატიული კოსმეტიკა სახის კანს

20 წლისთვის პრაქტიკულად ყველა გოგონამ პროფესიონალ სტილისტზე არანაკლებ კარგად იცის მაკიაჟის გაკეთება.
სრულად
ჯადოსნური გარდასახვა მაკიაჟის ტექნიკა
ჯადოსნური გარდასახვა მაკიაჟის ტექნიკა
ვიდრე მაკიაჟის კეთებას დაიწყებდეთ, ყურადღებით დააკვირდით სარკეში საკუთარ თავს და წარმოიდგინეთ, რისი მიღება გსურთ მაკიაჟით.
სრულად
კოსმეტიკური აქსესუარების მოვლა და შენახვა

კოსმეტიკის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისი ინსტრუმენტების გარეშე მაკიაჟს ვერ გავიკეთებთ.
სრულად
როგორ შევინახოთ კოსმეტიკური საშუალებები
როგორ შევინახოთ კოსმეტიკური საშუალებები
მრავალ თქვენგანს ეცნობა სიტუაცია, როდესაც კრემს უცნაური სუნი ასდის ან უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა ვადის გასვლამდე საკმაო ხანია დარჩენილი.
სრულად
მაკიაჟის საიდუმლო
მაკიაჟის საიდუმლო
მაკიაჟის გაკეთება ნამდვილ ხელოვნებას მოითხოვს, რომელიც ყველა ქალმა უნდა აითვისოს.
სრულად
რა შეცდომები მოგვდის მაკიაჟის გაკეთების დროს

მაკიაჟის გაკეთების დროს სახის განუმეორებლობის შენარჩუნება ადვილი არ არის, საამისოდ საჭიროა დრო და გარკვეული ძალისხმევა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ტკბილეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები