აფუჭებს თუ არა დეკორატიული კოსმეტიკა სახის კანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აფუჭებს თუ არა დეკორატიული კოსმეტიკა სახის კანს

  • დეკორატიული (მასობრივი წარმოებისა);
  • პროფესიული;
  • სამკურნალო.

კოსმეტიკური საშუალების ხარისხის მთავარი გარანტი მისი გამოყენების ვადაა. მნიშვნელოვანია ისიც, სად შეიძინეთ პუდრი ან ტუჩსაცხი. ძნელი წარმოსადგენია, მიწისქვეშა გადასასვლელში ან სუპერმარკეტში “შანელის”, “კრისტიან დიორის” ან სხვა ბრენდის ტუშს მიაკვლიოთ.

მასობრივი მოხმარების კოსმეტიკა

აუხდენელი იმედებითა და ოცნებებით რომ არ იკვებოთ, რეკლამას ნუ დაუჯერებთ. მასობრივი მოხმარებისთვის განკუთვნილ ტონალურ კრემს, თუნდაც ხარისხიანს, არ ექნება კანის გადამჭიმავი და, მით უმეტეს,გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. ცნობილი მწარმოებლების ხარისხიანი კოსმეტიკა, თუ სწორად შევარჩიეთ, კარგად გაუმკლავდება თავის ფუნქციას. ის დაგეხმარებათ ხარისხიანი მაკიაჟის შექმნაში ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად.

პროფესიული კოსმეტიკა

მას ლუქს კლასის კოსმეტიკაც შეიძლება ვუწოდოთ. ასეთ კოსმეტიკას აქვს არა მარტო დეკორატიული, არამედ სახის კანის მდგომარეობის გამაუმჯობესებელი თვისებებიც. უბრალო კოსმეტიკისგან განსხვავებით, რომელთა შეძენა ნებისმიერ სავაჭრო ცენტრში შეიძლება, უმაღლესი ხარისხის დეკორატიული საშუალებები იყიდება მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში. მათ შემადგენლობაში შემავალი ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან დამცავი საშუალებები კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს.

სამკურნალო კოსმეტიკა

თუ მშრალი, მავნე ზემოქმედებისადმი მგრძნობიარე სახე გაქვთ, საჭიროა დამატებითი, მგრძნობიარე კანისთვის აუცილებელი მოვლა. ძნელი წარმოსადგენია, კანის პრობლემებს სამკურნალო კოსმეტიკის გარეშე გაუმკლავდეთ. ამგვარი კოსმეტიკა, წესისამებრ, აფთიაქებში იყიდება და არ გააჩნია მაღალეფექტური დეკორატიული თვისებები. დიდი ხანი არ არის, რაც სააფთიაქო კოსმეტიკის ხაზს დეკორატიული თვისებები დაემატა. ხარისხიანმა კოსმეტიკამ არ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქალის ნაზ კანს, მაგრამ ყოველდღიური მოვლა აუცილებელი პირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი კლასის კოსმეტიკაც კი ვერ დაგვიცავს მუწუკებისა და ნაოჭებისგან.

როგორ შევარჩიოთ ტონალური კრემი

წინათ მაკიაჟის აუცილებელი კომპონენტი იყო მათეთრებელი, რომელიც ათანაბრებდა სახის ფერს და უფრო მიმზიდველს ხდიდა ქალს. მათეთრებელის ნაცვლად დღეს იყენებენ პროგრესულ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელთა რიცხვში ტონალური კრემიც შედის. კოსმეტიკის ყველა მწარმოებელი გვთავაზობს, სულ მცირე, ოთხი სახის ტონალურ კრემს. მათ ერთმანეთისგან განასხვავებს კონსისტენცია.

  • სქელი კრემი (ტონალური ფუძე) ხშირად გამოიყენება საღამოს მაკიაჟისთვის, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია სახის კანის საფუძვლიანი ტონირება. ეს კრემი სახეს ლამაზსა და მიმზიდველს აჩენს ხელოვნურ შუქზე.
  • მეორე სახეობაა თხევადი ტონალური კრემი. სამწუხაროდ, მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ ქალებს, რომლებსაც კარგი სახის კანი აქვთ. მისი საიდუმლო ის არის, რომ შესანიშნავად ათანაბრებს სახის ფერს, თუმცა კანის დეფექტებს ვერ ფარავს.
  • კიდევ ერთი სახეობაა ტონალური კრემ-პუდრა. ის შესანიშნავად აქრობს ცხიმოვან ბზინვარებას, ამიტომ ცხიმიან კანს შეეფერება.
  • კლასიკურ ტონალურ კრემს კი ყველაზე ხშირად დღის მაკიაჟისთვის იყენებენ. ის განკუთვნილია მშრალი და ნორმალური კანისთვის.

ცალკე უნდა განვიხილოთ კრემ-სპრეი, რომელსაც მსუბუქი ტექსტურა აქვს. მისი მეშვეობით შესაძლებელია სახის კანის მცირე დეფექტების კორექტირება და თვალების ირგვლივ არსებული მუქი რგოლების შენიღბვა. არჩევანი, უპირველესად, კანის ტიპზეა დამოკიდებული. რაც უფრო კარგი კანი გაქვთ, მით უფრო მსუბუქი ტექსტურის კრემი უნდა გამოიყენოთ და პირიქით. სწორად შერჩეული ტონალური საშუალება შეუმჩნეველი უნდა დარჩეს. ტონალური კრემის ელფერის განსაზღვრისთვის სტილისტთან გაიარეთ კონსულტაცია. მაღაზიებში მყიდველებს უყვართ ტონალური კრემის სასინჯი ნიმუშების ხელზე წასმა, რაც არასწორია. უმჯობესია, კისერზე წაისვათ. თუ საჭირო ტონალობის კრემს ვერ მიაგენით, შეიძინეთ ორი ნიმუში. ერთი - თქვენს ბუნებრივ ფერზე ბაცი, ხოლო მეორე - მუქი. მათი შერევისას საჭირო ტონალობას მიიღებთ.

ცოტა რამ მწარმოებლებზეც

თანამედროვე ბაზარი კოსმეტიკური ნაწარმით არის სავსე. ხარისხიან კოსმეტიკურ პროდუქციას უშვებს ბრენდი Chanel-ი. მას არ ჩამოუვარდებიან Dior-ი, Yves Saint Laurent-ი (YSL), Estee Lauder-ი,Clinique. მაღალ ხარისხს ინარჩუნებენ Givenchy, Lumene, Manhattan-ი, Maybelline-ი, L’Oréal-ი.