/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რჩევები ქრონიკულად მოავადეთათვის

რჩევები ქრონიკულად მოავადეთათვის
წელიწადის გარდამავალმა პერიოდმა, რომელიც, ჩვეულებრივ, ქრონიკულ დაავადებებს ამწვავებს, შესაძლოა ვერაფერი დაგაკლოთ, თუ მას სათანადოდ მომზადებული შეხვდებით.

გაიძლიერეთ იმუნიტეტი!

შინაური და გარეული მტრის მოსაგერიებლად, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმის თავდაცვითი ძალების გაძლიერებაა საჭირო. ვირუსების, ბაქტერიების, მაიონიზებელი რადიაციის, ზოგიერთი მედიკამენტის, არასრულფასოვანი კვების, სტრესის ზემოქმედებით დასუსტებული ძალების აღდგენაზე თებერვლის მეორე ნახევრიდანვე უნდა იზრუნოთ.

იმუნური სისტემა ადაპტოგენებით - ჟენ-შენით, ჩინური ლიმონურათი, C და E ვიტამინებით მოიძლიერეთ. სასურველია დამზოგველი სპორტი, სიარული ან მსუბუქი სირბილი, 15-წუთიანი დილის ვარჯიში. მძიმე დღის შემდეგ კარგია წიწვების აბაზანაც (10-15 წუთი 370 C-იანი წყლით). გავარჯიშება არც სისხლძარღვებისთვის იქნება ზედმეტი. ამისთვის ცივი პირსახოცით დაზელა, მასაჟი და კონტრასტული შხაპიც კმარა.

შეივსეთ ვიტამინების დეფიციტი

ზამთარში ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. ეს კვების თავისებურებით აიხსნება - წელიწადის ამ დროს ადამიანი ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს, იმ რაოდენობის ხილსა და ბოსტნეულს, რამდენიც მას ნორმალური ცხოველქმედებისთვის სჭირდება, ასე რომ, ორგანიზმი გაზაფხულს ვიტამინების დეფიციტით ხვდება. არადა, ეს ნაერთები იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ნივთიერებათა ცვლის პროცესების გასააქტიურებლად ყველაზე მეტად სწორედ გაზაფხულზეა საჭირო. ამ პერიოდში ბაქტერიისა და ვირუსის მრავალი სახეობა მრავლდება და აქტიურდება, ვიტამინების ნაკლებობის გამო ორგანიზმი მავნე მიკროორგანიზმებს ვეღარ ებრძვის, ისინი იოლად ერევიან ორგანიზმს და უამრავ დაავადებას უდებენ სათავეს, თანაც საგრძნობლად ამწვავებენ ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებს. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, მიიღოთ ვიტამინები სააფთიაქო ფორმით და კვებითი დანამატები, ისეთები, რომელთა მიღებაც პროფილაქტიკური კვების დროს არის რეკომენდებული.

გადახედეთ კვების ნირს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგჯერ სპეციალისტთა რეკომენდაციების მიხედვით კვებაც საკმარისია, რომ ქრონიკულმა დაავადებამ თავი აღარ შეგვახსენოს. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია, ორგანიზმში ყოველდღიურად 50-მდე შეუცვლელი კომპონენტი მოხვდეს, მათ შორის - ამინმჟავები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ცილები, ნახშირწყლები. ორგანიზმი მხოლოდ ასეთი კვებისას ახერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალურ წარმართვას და, მთლიანობაში, სრულფასოვან მუშაობას.

პროფილაქტიკური მიზნით სამკურნალო კვება ქრონიკულად მოავადეებმა სასურველია თებერვლის ბოლოდანვე დაიწყონ და დაახლოებით მარტის ბოლომდე ასე იკვებონ. არც ხანგრძლივი დიეტაა სასურველი, რადგან ერთფეროვანი საკვები და გარკვეული შეზღუდვები არასასურველ გავლენას ახდენს თავად ქრონიკულად მიმდინარე პროცესზე და, შესაბამისად, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ისე ფსიქოემოციურ სფეროზეც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

იკვებეთ სრულფასოვნად, ნუ დაიცავთ ამ პერიოდში დიეტას, თუმცა არც უზომოდ ჭამას გირჩევთ; ნუ მიეძალებით ხორცს, ცხიმიან და შემწვარ საკვებს, დროებით უარი თქვით ცხარე სანელებლებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, უპირატესობა რძის პროდუქტებსა და მცენარეულ საკვებს მიანიჭეთ.

აუცილებლად ჩართეთ რაციონში ჭარხალი, ქიშმიში, გარგარისა და შავი ქლიავის ჩირი, ფორთოხალი, მწვანილი, თხილი, ხახვი, ნიორი, თაფლი. თუ ფუტკრის პროდუქტების მიმართ ალერგიული არ ბრძანდებით, მოსამაგრებლად შეგიძლიათ მიირთვათ თაფლი ან გაღეჭოთ ფიჭა.

მშვიდად შეხვდით მაგნიტურ ქარიშხლებს. მოიმაგრეთ ნერვული სისტემა, თუ ამინდის ცვლილებები გთრგუნავთ, სევდას ან უძილობას გგვრით, სჯობს, დამამშვიდებელი საშუალებები მიიღოთ. ნაკლები სვით ან საერთოდ უარი თქვით კოფეინიან სასმელებზე. ეცადეთ, ნებისმიერ ამინდში რაც შეიძლება მეტი ხანი დაჰყოთ ჰაერზე.

თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს, არახელსაყრელ გეომაგნიტურ დღეებში ეცადეთ შეზღუდოთ როგორ გონებრივი, ისე ფიზიკური დატვირთვა. თუ ჰიპერტონიკი ბრძანდებით, ცივ, ქარიან ამინდში შინიდან გასვლის წინ რამდენიმე წუთით სადარბაზოში შეჩერდით - მიეცით ორგანიზმს აკლიმატიზაციის საშუალება. თუ ჰიპოტონიკი ხართ, დღე ვარჯიშით დაიწყეთ, რათა გაიაქტიუროთ სისხლის მიმოქცევა.

მეტად მნიშვნელოვანია გამოძინება - უძილობა მეტეომგრძნობელობას 3-ჯერ ზრდის. თუ საშუალება გაქვთ, ეცადეთ, ნასადილევს 30-40 წუთით მაინც მოატყუოთ თვალი.

აუცილებლად გამონახეთ კვირაში თუნდაც ერთი საათი, რათა ქალაქის ხმაურს გაერიდოთ და ბუნების წიაღში ნერვები დაიწყნაროთ. მთავარი კი ის არის, რომ ამინდის ცვალებადობას შიშით არ უცქერდეთ. ნებისმიერ პრობლემასთან ბრძოლისას საუკეთესო მოკავშირე კარგი განწყობა და ოპტიმიზმია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

იდეალური დღის რეჟიმი - ჯანსაღი ცხოვრების საფუძველი

ჯანსაღი ცხოვრება არ არის მხოლოდ სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
სრულად
არის თუ არა წითელი ღვინო თეთრ  ღვინოზე ჯანსაღი?

წითელი ღვინო მიჩნეულია გულის ჯანმრთელობის სასარგებლოდ, უმეტესწილად ანტიოქსიდანტი რესვერატროლის წყალობით. მიუხედავად იმისა,
სრულად
რას შეიძლება ნიშნავდეს ზურგის ტკივილი
რას შეიძლება ნიშნავდეს ზურგის ტკივილი
ზურგის ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებზე,
სრულად
როგორ გადავეჩვიოთ ჭამის შემდეგ დაძინებას

კვებითი კომა ჩნდება ერთჯერადად გადაჭარბებული ჭამის გამო.
სრულად
რომელი სახის ალკოჰოლური სასმელის მიღება არაა რეკომენდებული მწვადთან ერთად

ალკოჰოლური სასმელების ზოგიერთი სახეობა შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის ცხიმიან ხორცთან ერთად მოხმარებისას.
სრულად
მარწყვის ორი ძირითადი სასარგებლო თვისება

NCMD: მარწყვი აუმჯობესებს ეპიზოდურ მეხსიერებას და იცავს უჯრედებს დაჟანგვისგან.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რჩევები ქრონიკულად მოავადეთათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები