სასურველი და არასასურველი პროდუქტები ზაფხულში

მის დასაკმაყოფილებლად არ დალიოთ შავი ჩაი და ყავა. შეზღუდეთ მათი მიღება, ასევე წვენებისა და გაზიანი სასმელებისა, რადგანაც ისინი წყურვილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად არ გამოდგება. უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ჩაისა და მინერალურ წყალს. წყურვილის გრძნობას კარგად ერევა პიტნის ჩაი. მიირთვით მეტი ხილი, რომელიც ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით შეავსებს. გაითვალისწინეთ, რომ ხილის მიღება დილით სჯობს, ასე ის უკეთესად აითვისება. საღამოს ხილის მიღება კუჭში დუღილის პროცესის პროვოცირებას გამოიწვევს.
რძის პროდუქტების მიღებას სიფრთხილით მოეკიდეთ, რადგანაც მათში სწრაფად მრავლდებიან მიკროორგანიზმები. ცხელ პერიოდში უპირატესობა მიანიჭეთ კეფირსა და მაწონს.
ორგანიზმს სიცხეში ნაკლები ენერგია სჭირდება და საკვებიც ნაკლებად კალორიული უნდა იყოს, ამიტომ რაციონიდან სასურველია ცხიმიანი, კალორიული საკვების ამოღება და ხორცის შეზღუდვა. ის უნდა ჩანაცვლდეს თევზითა და ზღვის პროდუქტებით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარ საკვებს.
თავი შეიკავეთ ჭამისგან დღის ყველაზე ცხელ საათებში. სრულფასოვანი კერძები დილას და საღამოს მიიღეთ. პიკის საათებში კი მეტი წყალი დალიეთ და ხილი და ბოსტნეული მიირთვით.