/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ ვიცოცხლოთ 100 წლამდე

როგორ ვიცოცხლოთ 100 წლამდე
როგორ ვიცოცხლოთ 100 წლამდე? ამისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა დავიცვათ.

.

  • ებრძოლეთ სტრესს

ვიცით, რომ სტრესი ჯანმრთელობას ვნებს და მაინც ყოველგვარი სისულელის გამო ვიშლით ნერვებს. თუ დიდხანს სიცოცხლე გვსურს, სტრესთან ბრძოლა და თავის ხელში აყვანა უნდა ვისწავლოთ. მშვიდად გააანალიზეთ პრობლემა, გაარკვიეთ, შეგიძლიათ თუ არა მოვლენებზე გავლენის მოხდენა. თუ შეგიძლიათ, მაშინ იმოქმედეთ, ხოლო თუ თქვენზე არაფერია დამოკიდებული, მიჰყევით დინებას და დაელოდეთ.

სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ შემდეგი ღონისძიებები:

  1. ძილის წინ მიიღეთ შხაპი და წარმოიდგინეთ, როგორ ატანთ წყალს ყველა უსიამოვნებას.
  2. ძალიან სასარგებლოა ავტოტრენინგი:
    1. დაწექით, ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, ნელა დაითვალეთ ხუთამდე და ასევე ნელა ამოისუნთქეთ პირით. ეს ვარჯიში შეასრულეთ ყოველთვის, როცა კი დამშვიდება და თავის ხელში აყვანა დაგჭირდებათ.
  3. ძალიან სასარგებლოა მასაჟიც. საკმარისია, ყოველი დაბანისას დაიზილოთ თხემი, კეფა და ყურებს უკანა მიდამო.
  4. შეიძინეთ ახალი ნაცნობები. გულჩათხრობილი და ჩაკეტილი ადამიანები ნაკლებ ხანს ცოცხლობენ, სასიამოვნო ხალხთან მუდმივი ურთიერთობა კი ამცირებს მძიმე დაავადებების განვითარების რისკს, ამაღლებს განწყობას, ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ხშირად დაურეკეთ ნათესავებსა და მეგობრებს, მიულოცეთ დღესასწაულები, მიიპატიჟეთ შინ, მოაწყვეთ წვეულებები.

  • იკვებეთ სწორად

გოგონები, რომლებიც გამუდმებით დიეტას იცავენ, მუდამ უგუნებოდ არიან და ხშირად ემართებათ ნერვული აშლილობა. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმს არ ჰყოფნის რომელიმე ვიტამინი ან მიკროელემენტი. ეს პრობლემა თავიდან რომ ავიცილოთ, საკმარისია, გვქონდეს ბალანსირებული რაციონი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნახშირწყლოვან და ცხიმოვან საკვებზე უარის თქმა არამც და არამც არ შეიძლება. ტკბილეული გონებრივი შრომისა და კარგი განწყობისთვის აუცილებელია. ნამცხვრებს და კანფეტებს მაინცდამაინც ნუ მიეძალებით, მაგრამ დღეში ერთხელ, საუზმეზე, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ. ცხიმები ორგვარია: მავნე და სასარგებლო. ორგანიზმში მხოლოდ სასარგებლო ცხიმები რომ მოხვდეს, ერიდეთ შემწვარ-მოხრაკულს. მიირთვით ღუმელში გამომცხვარი ხორცი, თევზი, პარკოსნები. კერძები ზეითუნის ზეთით შეკაზმეთ.

კვირაში ერთხელ მიირთვით ვეგეტარიანული საკვები: ბურღული, ხილი, ბოსტნეული. მიირთვით რაც შეიძლება მეტი პომიდორი. კერძები პომიდვრის წვენით ან კეტჩუპით შეაზავეთ. პომიდორი გადამუშავებულიც კი არ კარგავს სასარგებლო ანტიოქსიდანტ ლიკოპენს, რომელიც ამცირებს კიბოს განვითარების რისკს, აძლიერებს გულის კუნთს, ანელებს დაბერების პროცესს. სმისას დაიცავით ზომიერება, რათა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს თავი დააღწიოთ, თუმცა ცოტაოდენი ნატურალური ღვინო ამ კუთხით სასარგებლოც კია, ორიოდე ყლუპ პორტვეინს კი ზოგჯერ არაჩვეულებრივი საძილე ეფექტი აქვს. ჯანსაღი კვებით გატაცებას ფანატიზმამდე ნუ მიიყვანთ. ზოგჯერ ტორტის ნაჭერი ან შემწვარი კარტოფილი არამცთუ არ გავნებთ, არამედ გარგებთ კიდეც.

  • ნუ უფრთხით ექიმებს

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაავადების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა, მაგრამ ბევრი მაინც თავს არიდებს ექიმთან სიარულს. თუნდაც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდეთ, წელიწადში ერთხელ ექიმთან მისვლა აუცილებელია. დამოუკიდებლად რეგულარულად გაიზომეთ არტერიული წნევა. სამ წელიწადში ერთხელ შეიმოწმეთ სისხლში ქოლესტერინის დონე.

სტომატოლოგებისა ეშინია მხოლოდ მას, ვინც მათთან არ დადის. ნახევარ წელიწადში ერთხელ დანტისტის მონახულება აუცილებელია. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ჭიანი კბილები ხელს უწყობს გულის დაავადებების განვითარებას, პაროდონტოზს კი უშუალო კავშირი აქვს ათეროსკლეროზთან.

  • სწავლა სიბერემდე

ასევე დაგაინტერესებთ
დღეგრძელობის ოთხი საიდუმლო
რა იცავს დღეგრძელებს ინფექციისგან

გონებრივი დატვირთვა ტვინზე დადებით გავლენას ახდენს. ასე რომ, შეისწავლეთ უცხო ენები, აითვისეთ რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი, ითამაშეთ ჭადრაკი, ამოხსენით კროსვორდები ან უბრალოდ იკითხეთ.

  • მიიღეთ ვიტამინები

ზედმიწევნით დაბალანსებული რაციონიც კი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელი ოდენობის ვიტამინებს. სწორი კვებისას ადამიანი მათი დღიური ნორმის მხოლოდ 70%-ს იღებს. ასე რომ, სინთეზირებული ვიტამინების მიღება აუცილებელია.

დაიცავით ვიტამინების მიღების წესები: დოზის გადაჭარბება ისევე საშიშია, როგორც უკმარისობა.

  • იცინეთ

თუ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს დასცინოს, მაშასადამე, მას იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს, მას კი, ვისაც შესწევს უნარი, ყველაფერს იუმორით შეხედოს, უსიამოვნებები იოლად ვერ დააჩოქებენ. ჯანმრთელობასა და სიცილს შორის კავშირი მეცნიერულად არის დამტკიცებული.

  • მეტი იმოძრავეთ

რაც შეიძლება მეტხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. შენობებში ჟანგბადის შემცველობა სულ რაღაც 20%-ია, მისი დეფიციტი კი ჰიპერტონიასა და უძილობას იწვევს.

  • ივარჯიშეთ

ვარჯიში აკაჟებს ორგანიზმს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

  • შეიცვალეთ ხედვის კუთხე

რთული სიტუაციიდან ახლებური გამოსავლის პოვნისა და პრობლემების არასტანდარტულად გადაწყვეტის უნარს კრეატიულობას უწოდებენ. კრეატიული აზროვნების მქონე ადამიანები, რომლებიც დაბრკოლებების წინაშე უკან არ იხევენ, უფრო მეტხანს ცოცხლობენ.

მოჰკიდეთ ხელი საყვარელ საქმეს - ადამიანი, რომელსაც სამუშაო სიამოვნებას ანიჭებს, უფრო მეტხანს ცოცხლობს. შეიძინეთ ლეკვი ან კნუტი, გაახარეთ ქოთნის მცენარეები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვიცოცხლოთ 100 წლამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები