სტრესის 7 სიმპტომი და 12 ხრიკი მასთან გასამკლავებლად
რომელიც შეიძლება დადებით ძალად გარდავქმნათ და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ. ის ჯანსაღი ცხოვრების ბუნებრივი კომპონენტია, მაგრამ როდესაც კონტროლს აღარ ექვემდებარება, გარდაიქმნება დისსტრესად და საბოლოოდ ორგანიზმის დაზიანებამდე მივყავართ.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ სტრესის მავნე ზემოქმედება? შეგვიძლია, რომ ჩვენ თვითონ ვმართოთ სიტუაცია და ვაკონტროლოთ სტრესი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მივმართეთ თსსუ ასოცირებულ პროფესორს, ექიმ-ნევროლოგს, ირინე ხატიაშვილს, რომელმაც შემოგვთავაზა სტრესთან ბრძოლის რამდენიმე ხრიკი. ისინი ყველა ჩვენთაგანისთვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.
ხრიკი #1
ეცადეთ, გამოავლინოთ სტრესის გამომწვევი ფაქტორები. შეადგინეთ იმ ფაქტორების სია, რაც გაღიზიანებთ და, შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ მათ.
ხრიკი #2
თუ არ შეგიძლიათ სტრესული სიტუაციის თავიდან არიდება, ყველაფერი გააკეთეთ მისი მავნე ზემოქმედების შესამცირებლად. ამისთვის შეიძლება შეიცვალოთ სამსახურეობრივი მოვალეობები და მთლიანად სამსახურიც კი. ოჯახური კონფლიქტის შემთხვევაში მიმართეთ ფსიქოლოგს, ეცადეთ ისწავლოთ კონფლიქტური სიტუაციების სწორად მართვა და შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება იმ პიროვნებასთან ურთიერთობის მიმართ, რომლის გამოც სტრესს განიცდით.
ხრიკი #3
შეადგინეთ თქვენი საქმეების სია, გამოყავით მათგან უფრო მნიშვნელოვანი და პირველ რიგში მის შესრულებას შეუდექით. თუ თქვენი შესასრულებელი ამოცანა აღემატება თქვენს შესაძლებლობებს, დასახმარებლად სხვებს მიმართეთ.აკეთეთ მხოლოდ ის, რასთან გამკლავებაც შეგიძლიათ. გადაძაბვა გადაღლას და გამოფიტვას იწვევს.
ხრიკი #4
რთული ამოცანის წინაშე დგომისას ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვები: საჭიროა კი ამის გაკეთება? საჭიროა, რომ ეს აუცილებლად მე გავაკეთო? საჭიროა კი ამის გაკეთება ამ წუთს?
ხრიკი #5
გაიჯანსაღეთ სხეული და რეგულარულად ივარჯიშეთ; გამოიყენეთ კუნთების რელაქსაციის მეთოდი, რაც დაგეხმარებათ მოიხსნათ სტრესისგან გამოწვეული კუნთოვანი დაძაბულობა: დაჭიმეთ ძირითადი ჯგუფის კუნთები, თითოეული 5 წამის განმავლობაში და შემდგომ მოადუნეთ.
ხრიკი #6
სვით საკმარისი რაოდენობის წყალი - არა ნაკლებ 8 ჭიქისა დღეში;
ხრიკი #7
ხშირად იყავით სუფთა ჰაერზე; ისეირნეთ ისეთ ადგილებში, სადაც შეხვდებით შინაურ ცხოველებს და მოეფერეთ მათ – ეს ხელს უწყობს სისხლში სიამოვნების ჰორმონების გამოყოფას და აფერხებს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის სინთეზს. შეინარჩუნეთ ზომიერება და დააბალანსეთ შრომისა და დასვენების პერიოდები. დაისვენეთ სწორად.
ხრიკი #8
მოერიდეთ ენერგიის უსაფუძვლო ხარჯვას. ნუ ცდილობთ სხვა ადამიანების ცხოვრების მართვას ან მათთვის ყველა ნაბიჯზე “ჭკუის სწავლებას”.
ხრიკი #9
ისწავლეთ მოდუნება და ეცადეთ, თქვენი თავის მიმართ არ იყოთ ზედმეტად მომთხოვნი. დამსახურებული თვითპატივისცემა ჯანსაღი მოვლენაა, მაგრამ ეგოცენტრიზმი დამანგრეველია. ისწავლეთ, საკადრისი პატივი მიაგოთ თვით მტრებსაც კი და ეცადეთ, არც ერთი დღე არ დამთავრდეს ისე, რომ ვინმეს სიკეთე არ გაუკეთოთ.
ხრიკი #10
შეიძინეთ შემოქმედებითი და სასარგებლო ჰობი.
ხრიკი #11
მიმართეთ მეგობარს, რომელსაც ენდობით, რომ მასთან ერთად განიხილოთ თქვენი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
თითოეული ეს ხრიკი ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა, თუმცა თუ გაინტერესებთ რამდენად ხართ სტრესის „მხსვერპლი“, ამისთვის 7 ძირითად სიმპტომს გაგაცნობთ, რომელთა არსებობა მის ნეგატიურ გავლენაზე მიუთითებს:
- თავის ტკივილი – სტრესის მომატებული დონე ხშირ თავის ტკივილს იწვევს;
- ხშირი გაციება – ძლიერი სტრესი იმუნიტეტს აზიანებს;
- აკნე – მისი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სტრესია;
- უძილობა და დაღლილობის შეგრძნება – რაც მეტია სტრესის დონე, მით უფრო მეტად ერღვევა ადამიანს ძილი;
- ლიბიდოს დაქვეითება – სტრესი ნეგატიურად აისახება ადამიანის სქესობრივ ცხოვრებაზე;
- დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ – სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობა ან დიარეა, კუჭის ტკივილი, მადის მომატება;
- დეპრესია – ქრონიკული სტრესი დეპრესიის საწინდარია.
ამ სიმპტომთაგან თუ უმრავლესობა აღმოუჩინეთ თავს, მაშინ თქვენს ორგანიზმს დახმარება სჭირდება სტრესთან გამკლავებაში. ამ დროს ხშირად მიზანშეწონილია უსაფრთხო დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, უნგრული პრეპარატი გრანდაქსინი. ეს უკანასკნელი შეიძლება სტრესთან ბრძოლის #12 ხრიკადაც კი ჩავთვალოთ. ის პირველი ტაბლეტის მიღებისთანავე ხსნის შიშსა და დაძაბულობას, არეგულირებს ადამიანის ემოციას და ეხმარება მას სიტუაციის სწორად აღქმაში. გრანდაქსინი შესანიშნავად უმკლავდება სტრესთან დაკავშირებულ შემაწუხებელ სიმპტომებს. მკურნალობის ფონზე მატულობს შრომისუნარიანობა, უმჯობესდება გუნება-განწყობილება, წესრიგდება ძილი. მისი მიღება არტერიული ჰიპერტენზიის, გულის ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მნიშვნელოვნად ზრდის ამ დაავადებათა მკურნალობის ეფექტურობას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გრანდაქსინი არ იწვევს ძილიანობას, არ არღვევს ყურადღების კონცენტრაციას, ამიტომ ის თავისუფლად შეიძლება მიიღონ აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებმა. იგი ინიშნება 1 აბი 2-3-ჯერ დღეში დილით და შუადღეს 14 წლის ასაკიდან. გრანდაქსინი სრულიად უსაფრთხო პრეპარატია. მისი მიღების ფონზე არ ვითარდება მიჩვევა და წამლისმიერი დამოკიდებულება, ხოლო ალკოჰოლი არ ცვლის მის მოქმედებას. გარდა ზემოჩამოთვლილი ღირსებებისა, გრანდაქსინი საიმედო დახმარებას გაგიწევთ მოსალოდნელი სტრესისგან თავის დასაცავად, მაგალითად, გამოცდების, მოხსენებით გამოსვლის, თვითმფრინავით მგზავრობის წინ. ამ პრეპარატის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კი მისი ხელმსაწვდომი ფასია.
და ბოლო, ბონუს რჩევა: აღმოაჩინეთ, რომ ცხოვრებას აქვს აზრი და მიზანი. გახსოვდეთ, რომ სიცოცხლით ტკბობის ერთადერთი შესაძლებლობა დროის რაციონალური გადანაწილებაა ისე, რომ მისი ძირითადი ნაწილი მხოლოდ არსებობისთვის კი არ იხარჯებოდეს, არამედ ემსახურებოდეს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. დროის საშუალებით უნდა გადავლახოთ საკუთარი თავის დაუცველობის შეგრძნება, მივაღწიოთ ემოციურ სტაბილურობას, დავრწმუნდეთ საკუთარ შესაძლებლობებში. ჩვენ გვჭირდება დრო დასვენებისთვის, მეგობრების გარემოთი და ბუნების სილამაზით ტკბობისთვის, გვჭირდება დრო, რომ დავტკბეთ შვილებთან ურთიერთობით, ხელოვნებით. დიახ, იმისთვის, რომ ნამდვილად ვიცხოვროთ, დროის ხარჯვაა საჭირო. სწორედ ამისთვის არ უნდა დავინანოთ ის.