დღეგრძელობის პირველი წესი ფიზიკური დატვირთვაა. ხანდაზმულ ასაკში სპორტმა სიამოვნება უნდა მოგვიტანოს, ამიტომ უნდა აკეთო ის, რაც ნამდვილად მოგწონს. კარგი ვარიანტებია სკანდინავიური სიარული, ტრადიციული ტანვარჯიში და აღმოსავლური პრაქტიკა.
ხანგრძლივი ცხოვრების მეორე საიდუმლო ინტელექტუალური შრომაა. იაპონიაში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობას აქტიურად სწავლობენ, კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად კითხულობდნენ ან აკეთებდნენ კროსვორდებს, საშუალოდ ოთხი წლით მეტხანს ცოცხლობდნენ.
ამავდროულად, მარტოობა, სოციალური კონტაქტების და თბილი კომუნიკაციის ნაკლებობა სიცოცხლეს 5-6 წლით ამცირებს. ამიტომ ხანგრძლივი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური და მეგობრული კომუნიკაციები გულთბილ ადამიანებთან.
და ბოლოს, დღეგრძელობის მეოთხე წესი დაავადების პრევენციაა, ასევე ექიმთან დროული ვიზიტები შესაძლო დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად.