როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს ანემიის დროს?

უპირველესად, დაიხსომეთ, რომ ხორცზე უარის თქმა ან მისი შეზღუდვა თქვენთვის დაუშვებელია. რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ არა მარტო ნაკლებცხიმიანი და მჭლე ხორცი, არამედ ღვიძლი და სხვა სუბპროდუქტებიც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია რკინადეფიციტური ანემიების დროს. საკმარისი რაოდენობის ფოლიუმის მჟავას მისაღებად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი მწვანეფოთლოვანი ბოსტნეულის, მარცვლოვანი კულტურის მიღება. მკურნალობის პერიოდში მაინც უნდა მოერიდოთ ისეთ სასმელებს, რომლებიც კოფეინს შეიცავს. ჩვეულებრივი ჩაი შეიძლება გვირილის ან რომელიმე სხვა მცენარის ნაყენით შეცვალოთ, ყავის მოყვარულთათვის კი ამ დროს ვარდკაჭაჭას ყავაა რეკომენდებული.