სახსროვანი სიმპტომების მკურნალობის საუკეთესო მეთოდია პირველადი დაავადების - ნაწლავთა ანთებითი დაავადების - ეფექტური მკურნალობა

ართრიტი ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროსაც შეიძლება აღმოცენდეს. ის ოთხიდან ერთ შემთხვევაში ვითარდება და მოიცავს პერიფერიულ სახსრებსა და ხერხემალს.
პერიფერიული ართრიტი
პერიფერიული სახსრების ანთება ხშირია წყლულოვანი კოლიტისა და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით მიმდინარე კრონის დაავადების დროს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პერიფერიული ართრიტის სიმპტომებია სახსრების ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, ცვლილებათა მიგრაცია სახსრიდან სახსარზე. შესაძლოა, დაზიანდეს იდაყვის, მაჯის, მუხლის, კოჭ-წვივის სახსრები.
თუ მკურნალობა დაგვიანდა, სიმპტომებმა შესაძლოა რამდენიმე კვირამდე გასტანოს, თუმცა შეუქცევადი ცვლილებები არ ვითარდება. მდგომარეობის შეფასებისა და სიმპტომების სხვა მიზეზთა გამოსარიცხად რეკომენდებულია რენტგენოგრაფია, სისხლის, სასახსრე სითხის ანალიზი.
პერიფერიული ართრიტის მკურნალობა გულისხმობს სახსრის მოსვენებას, სითბოს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ანთებას ამცირებს, თუმცა შესაძლოა ნაწლავური სიმპტომების დამძიმების მიზეზად იქცეს.
სახსროვანი სიმპტომების მკურნალობის საუკეთესო მეთოდია პირველადი დაავადების - ნაწლავთა ანთებითი დაავადების - ეფექტური მკურნალობა. დადგენილია, რომ ნაწლავთა ანთებითი დაავადების სათანადო კონტროლისას ართრიტის სიმპტომებიც უკუვითარდება.