/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეკოლოგია

რით ვსხივდებით

რით ვსხივდებით
ადამიანზე განუწყვეტლივ მოქმედებს სხვადასხვა ხასიათისა და ძალის გამოსხივება. სამყაროში გამოსხივების ყველაზე მძლავრი ბუნებრივი წყარო მზეა.

დედამიწამდე მოღწეული მისი სხივების უდიდეს ნაწილს (95%) ულტრაიისფერი სხივები შეადგენს, დანარჩენი 5% კი ინფრაწითელი და სხვა სპექტრის სხივებია.

დღემდე ცნობილი ყველა ტიპის გამოსხივება შეიძლება ორ დიდ ჯგუფად გაერთიანდეს: მაიონიზებელ და არამაიონიზებელ გამოსხივებად.

ნებისმიერი გამოსხივება, რომელიც სუბსტრატზე, ადამიანსა და ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმზე მოქმედებისას მასში იონების (დამუხტული ნაწილაკების) წარმოქმნას იწვევს, მაიონიზებელია, ხოლო გამოსხივება, რომლის მოქმედებასაც იონების წარმოქმნა არ სდევს თან - არამაიონიზებელი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არამაიონიზებელ გამოსხივებათა ჯგუფში შედის სხივურ ენერგიად წოდებული:

  • ინფრაწითელი სხივები;
  • ულტრაიისფერი სხივები;
  • ხილული სხივები;
  • ლაზერი.

მაიონიზებელ გამოსხივებათა ჯგუფს მიაკუთვნებენ:

  • მცირე ტალღოვანი სიგრძის ელექტრომაგნიტურ რხევებს;
  • რენტგენის სხივებს;
  • ალფა და ბეტა ნაწილაკების ელექტრონულ ნაკადს.

მაიონიზებელ გამოსხივებას წარმოშობს რადიაქტიური ბუნებრივი ნივთიერებებიც: ურანი, რადიუმი, თორიუმი და მათი იზოტოპები. როგორც მაიონიზებელი, ისე არამაიონიზებელი გამოსხივების ცოცხალ ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:

1. სხივის კანში შეღწევის ხარისხზე;

2. მისი ტალღის სიგრძეზე;

3. გამოსხივების ძალასა და ინტენსივობაზე.

სხივური ენერგია

გარდა მზისა, სხივურ ენერგიას გამოიმუშავებს ნებისმიერი სხეული, რომლის ტემპერატურაც ნულ გრადუსზე მაღალია. ეს არის ელექტრომაგნიტური რხევები, რომლებიც სამი სახის სხივებისგან შედგება: ინფრაწითელისგან, ხილულისა და ულტრაიისფერისგან.

ინფრაწითელი სხივები

ინფრაწითელი სხივები გრძელტალღოვანი - 760 ნმ-დან 340 მკმ-მდე სიგრძის - სხივებია. მათ სითბურ სხივებსაც უწოდებენ, რადგან ყველაზე დიდი სითბური ეფექტი ახასიათებთ. ისინი ქსოვილებში 3-4 სმ სიღრმეზე იჭრებიან, კანისა და კანქვეშა ქსოვილების გაცხელებას, აქტიურ ჰიპერემიასა და ერითემას (კანის გაწითლებას) იწვევენ. შედარებით ღრმად მდებარე შინაგანი ორგანოები ნაკლებად ან საერთოდ არ ცხელდება. ამ სხივების სითბური ეფექტის დამსახურებაა მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით ადამიანის კანის დამწვრობა და სითბური დაკვრა.

სითბო აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასა და ბიოქიმიურ პროცესებს. ამასთანავე ტკივილგამაყუჩებელი და ანტისპაზმური მოქმედებაც აქვს. რეფლექსური ზონების ინფრაწითელი დასხივება აძლიერებს მათ ფუნქციას.

ხილული სხივები

ხილული სხივები (სინათლე) 760-400 ნმ სიგრძის ტალღებია, რომელთა სპექტრიც ადამიანის თვალისთვის ხილული შვიდი ფერით: წითლით, ნარინჯისფრით, ყვითლით, მწვანით, ცისფრით, ლურჯითა და იისფრით - არის წარმოდგენილი. ისინი ქსოვილებში 1-2 სმ სიღრმეზე იჭრებიან, თუმცა ორგანიზმზე ძირითადად მხედველობის ანალიზატორის - თვალის ბადურას მეშვეობით მოქმედებენ.

ფერადი სხივები უშუალო გავლენას ახდენენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ცვლიან მის ფსიქიკურ მდგომარეობას. ყვითელი, მწვანე და ნარინჯისფერი გუნება-განწყობილებას აუმჯობესებს, ცისფერი და იისფერი კი აუარესებს.

წითელი და ნარინჯისფერი თავის ტვინის ქერქს აღაგზნებს, მწვანე და ყვითელი მასში აღგზნება-შეკავების პროცესებს არეგულირებს, ცისფერი კი ნერვულ-რეფლექსური მოქმედების მუხრუჭია.

ხილულ სხივებს ე.წ. ფოტოელექტრონული ეფექტი ახასიათებთ - უნარი შესწევთ, ატომიდან ამოაგდონ ელექტრონი, რის შედეგადაც ელექტროაღგზნებულ მდგომარეობაში გადასული ატომი გაცილებით აქტიურდება და უფრო ინტენსიურად ერთვება ბიოქიმიურ რეაქციებში.

ულტრაიისფერი სხივები

ულტრაიისფერი სხივები ოპტიკური სპექტრის ყველაზე აქტიურად მოქმედი ნაწილია. ტალღის სიგრძის მიხედვით მათ სამ ჯგუფად ყოფენ: 400-315 ნმ, 315-280 ნმ და 280-100 ნმ. მათი ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმი დანარჩენებთან შედარებით რთული და მრავალმხრივია. მიუხედავად აქტიურობისა, ულტრაიისფერი სხივები ორგანიზმში მხოლოდ 0,1-1 მმ სიღრმემდე იჭრება, ამიტომ უშუალო ზემოქმედებას მხოლოდ კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირზე თუ ახდენს.

ულტრაიისფერი სხივების მიმართ გაცილებით მგრძნობიარეა ტორსის კანი, შედარებით ნაკლებად - კიდურებისა. სხივებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან ბავშვები, განსაკუთრებით - ადრეულ ასაკში.

ულტრაიისფერი სხივები სხეულზე ბიოფიზიკურ, ჰუმორულ და ნერვულ-რეფლექსურ ზემოქმედებას ახდენს. ისინი, ხილული სხივების მსგავსად, ატომებიდან და მოლეკულებიდან აგდებენ ელექტრონებს, რის შედეგადაც ზრდიან ქსოვილებში ამ უკანასკნელთა ქიმიურ აქტივობასა და ჟანგვა-აღდგენითი პროცესების სიჩქარეს.

საინტერესოა ულტრაიისფერი სხივების ფოტოიზომერული თვისება - ქიმიური შედგენილობის შეუცვლელად, ატომისა და მოლეკულების შინაგანი გადაჯგუფებით ისინი ცვლიან ამა თუ იმ ნივთიერების სტრუქტურას და მას სრულიად ახალ ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს სძენენ. ფოტოიზომერიზაციის კლასიკური მაგალითია 302-297 ნმ სიგრძის ულტრაიისფერი სხივებით შესაბამისი პროვიტამინებისაგან D2 D3 და D4 ვიტამინების წარმოშობა. რაც შეეხება 266 ნმ და უფრო ნაკლები სიგრძის ტალღის მქონე სხივებს, მათ D ვიტამინის დაშლაც კი ხელეწიფებათ. ამიტომ არის, რომ ულტრაიისფერი სხივების დეფიციტი არღვევს ორგანიზმში D და C ვიტამინების ბალანსს, მკვეთრად აქვეითებს იმუნობიოლოგიურ პროცესებს და ამცირებს ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარს.

მეტად მნიშვნელოვანია ამ სხივების ბაქტერიოციდული მოქმედებაც. ამ მხრივ მოკლეტალღოვანი, 254-265 ნმ სიგრძის სხივები გამოირჩევა, რომლებიც შლის მავნე მიკროორგანიზმების უჯრედის ბირთვს და ანადგურებს მას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მაიონიზებელი გამოსხივება – ზიანი და სარგებელი
მაიონიზებელი გამოსხივება – ზიანი და სარგებელი
თანამედროვე ადამიანი ყოველდღიურად განიცდის ბუნებრივი თუ ხელოვნური მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედებას.
სრულად
მაიონებელი და არამაიონებელი გამოსხივება
მაიონებელი და არამაიონებელი გამოსხივება
ადამიანი მუდმივად იმყოფება სხვადასხვა ტიპის გამოსხივების არეში, შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენ რადიაციული (მაიონებელი) და არარადიაციული (არამაიონებელი) გამოსხივების ქვეშ ვცხოვრობთ.
სრულად
საცხოვრებელ სახლებთან უნდა ვახაროთ მცენარეები, დავრგოთ ხეები - ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა
საცხოვრებელ სახლებთან უნდა ვახაროთ მცენარეები, დავრგოთ ხეები - ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა
უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ერთიანი სისტემაა, რომლის ნაწილები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს.
სრულად
ბირთვული იარაღი, რადიაციის საფრთხე და მწვავე რადიაციული დაავადება
ბირთვული იარაღი, რადიაციის საფრთხე და მწვავე რადიაციული დაავადება
ბირთვული იარაღი დიდი რაოდენობით ენერგიას და რადიაციას გამოყოფს.
სრულად
რა დაავადებებს იწვევს საავტომობილო საცობები
რა დაავადებებს იწვევს საავტომობილო საცობები
საცობი ჩვენი ქალაქისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. ის პროვოცირებს ნერვული, კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთა
სრულად
რამდენია ქალაქისთვის ხის ნარგავების მინიმუმი
რამდენია ქალაქისთვის ხის ნარგავების მინიმუმი
ქალაქის ზედაპირის არანაკლებ 40% უნდა იყოს დამალული ხეების ჩრდილის ქვეშ, რათა მცხოვრებლებმა
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რით ვსხივდებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რით ვსხივდებით

დედამიწამდე მოღწეული მისი სხივების უდიდეს ნაწილს (95%) ულტრაიისფერი სხივები შეადგენს, დანარჩენი 5% კი ინფრაწითელი და სხვა სპექტრის სხივებია.

დღემდე ცნობილი ყველა ტიპის გამოსხივება შეიძლება ორ დიდ ჯგუფად გაერთიანდეს: მაიონიზებელ და არამაიონიზებელ გამოსხივებად.

ნებისმიერი გამოსხივება, რომელიც სუბსტრატზე, ადამიანსა და ყველა სხვა ცოცხალ ორგანიზმზე მოქმედებისას მასში იონების (დამუხტული ნაწილაკების) წარმოქმნას იწვევს, მაიონიზებელია, ხოლო გამოსხივება, რომლის მოქმედებასაც იონების წარმოქმნა არ სდევს თან - არამაიონიზებელი.

არამაიონიზებელ გამოსხივებათა ჯგუფში შედის სხივურ ენერგიად წოდებული:

  • ინფრაწითელი სხივები;
  • ულტრაიისფერი სხივები;
  • ხილული სხივები;
  • ლაზერი.

მაიონიზებელ გამოსხივებათა ჯგუფს მიაკუთვნებენ:

  • მცირე ტალღოვანი სიგრძის ელექტრომაგნიტურ რხევებს;
  • რენტგენის სხივებს;
  • ალფა და ბეტა ნაწილაკების ელექტრონულ ნაკადს.

მაიონიზებელ გამოსხივებას წარმოშობს რადიაქტიური ბუნებრივი ნივთიერებებიც: ურანი, რადიუმი, თორიუმი და მათი იზოტოპები. როგორც მაიონიზებელი, ისე არამაიონიზებელი გამოსხივების ცოცხალ ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:

1. სხივის კანში შეღწევის ხარისხზე;

2. მისი ტალღის სიგრძეზე;

3. გამოსხივების ძალასა და ინტენსივობაზე.

სხივური ენერგია

გარდა მზისა, სხივურ ენერგიას გამოიმუშავებს ნებისმიერი სხეული, რომლის ტემპერატურაც ნულ გრადუსზე მაღალია. ეს არის ელექტრომაგნიტური რხევები, რომლებიც სამი სახის სხივებისგან შედგება: ინფრაწითელისგან, ხილულისა და ულტრაიისფერისგან.

ინფრაწითელი სხივები

ინფრაწითელი სხივები გრძელტალღოვანი - 760 ნმ-დან 340 მკმ-მდე სიგრძის - სხივებია. მათ სითბურ სხივებსაც უწოდებენ, რადგან ყველაზე დიდი სითბური ეფექტი ახასიათებთ. ისინი ქსოვილებში 3-4 სმ სიღრმეზე იჭრებიან, კანისა და კანქვეშა ქსოვილების გაცხელებას, აქტიურ ჰიპერემიასა და ერითემას (კანის გაწითლებას) იწვევენ. შედარებით ღრმად მდებარე შინაგანი ორგანოები ნაკლებად ან საერთოდ არ ცხელდება. ამ სხივების სითბური ეფექტის დამსახურებაა მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით ადამიანის კანის დამწვრობა და სითბური დაკვრა.

სითბო აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასა და ბიოქიმიურ პროცესებს. ამასთანავე ტკივილგამაყუჩებელი და ანტისპაზმური მოქმედებაც აქვს. რეფლექსური ზონების ინფრაწითელი დასხივება აძლიერებს მათ ფუნქციას.

ხილული სხივები

ხილული სხივები (სინათლე) 760-400 ნმ სიგრძის ტალღებია, რომელთა სპექტრიც ადამიანის თვალისთვის ხილული შვიდი ფერით: წითლით, ნარინჯისფრით, ყვითლით, მწვანით, ცისფრით, ლურჯითა და იისფრით - არის წარმოდგენილი. ისინი ქსოვილებში 1-2 სმ სიღრმეზე იჭრებიან, თუმცა ორგანიზმზე ძირითადად მხედველობის ანალიზატორის - თვალის ბადურას მეშვეობით მოქმედებენ.

ფერადი სხივები უშუალო გავლენას ახდენენ ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ცვლიან მის ფსიქიკურ მდგომარეობას. ყვითელი, მწვანე და ნარინჯისფერი გუნება-განწყობილებას აუმჯობესებს, ცისფერი და იისფერი კი აუარესებს.

წითელი და ნარინჯისფერი თავის ტვინის ქერქს აღაგზნებს, მწვანე და ყვითელი მასში აღგზნება-შეკავების პროცესებს არეგულირებს, ცისფერი კი ნერვულ-რეფლექსური მოქმედების მუხრუჭია.

ხილულ სხივებს ე.წ. ფოტოელექტრონული ეფექტი ახასიათებთ - უნარი შესწევთ, ატომიდან ამოაგდონ ელექტრონი, რის შედეგადაც ელექტროაღგზნებულ მდგომარეობაში გადასული ატომი გაცილებით აქტიურდება და უფრო ინტენსიურად ერთვება ბიოქიმიურ რეაქციებში.

ულტრაიისფერი სხივები

ულტრაიისფერი სხივები ოპტიკური სპექტრის ყველაზე აქტიურად მოქმედი ნაწილია. ტალღის სიგრძის მიხედვით მათ სამ ჯგუფად ყოფენ: 400-315 ნმ, 315-280 ნმ და 280-100 ნმ. მათი ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმი დანარჩენებთან შედარებით რთული და მრავალმხრივია. მიუხედავად აქტიურობისა, ულტრაიისფერი სხივები ორგანიზმში მხოლოდ 0,1-1 მმ სიღრმემდე იჭრება, ამიტომ უშუალო ზემოქმედებას მხოლოდ კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირზე თუ ახდენს.

ულტრაიისფერი სხივების მიმართ გაცილებით მგრძნობიარეა ტორსის კანი, შედარებით ნაკლებად - კიდურებისა. სხივებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან ბავშვები, განსაკუთრებით - ადრეულ ასაკში.

ულტრაიისფერი სხივები სხეულზე ბიოფიზიკურ, ჰუმორულ და ნერვულ-რეფლექსურ ზემოქმედებას ახდენს. ისინი, ხილული სხივების მსგავსად, ატომებიდან და მოლეკულებიდან აგდებენ ელექტრონებს, რის შედეგადაც ზრდიან ქსოვილებში ამ უკანასკნელთა ქიმიურ აქტივობასა და ჟანგვა-აღდგენითი პროცესების სიჩქარეს.

საინტერესოა ულტრაიისფერი სხივების ფოტოიზომერული თვისება - ქიმიური შედგენილობის შეუცვლელად, ატომისა და მოლეკულების შინაგანი გადაჯგუფებით ისინი ცვლიან ამა თუ იმ ნივთიერების სტრუქტურას და მას სრულიად ახალ ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს სძენენ. ფოტოიზომერიზაციის კლასიკური მაგალითია 302-297 ნმ სიგრძის ულტრაიისფერი სხივებით შესაბამისი პროვიტამინებისაგან D2 D3 და D4 ვიტამინების წარმოშობა. რაც შეეხება 266 ნმ და უფრო ნაკლები სიგრძის ტალღის მქონე სხივებს, მათ D ვიტამინის დაშლაც კი ხელეწიფებათ. ამიტომ არის, რომ ულტრაიისფერი სხივების დეფიციტი არღვევს ორგანიზმში D და C ვიტამინების ბალანსს, მკვეთრად აქვეითებს იმუნობიოლოგიურ პროცესებს და ამცირებს ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარს.

მეტად მნიშვნელოვანია ამ სხივების ბაქტერიოციდული მოქმედებაც. ამ მხრივ მოკლეტალღოვანი, 254-265 ნმ სიგრძის სხივები გამოირჩევა, რომლებიც შლის მავნე მიკროორგანიზმების უჯრედის ბირთვს და ანადგურებს მას.


ულტრაბგერა

ულტრაბგერა მკვრივ გარემოში შეღწევის უნარის მქონე 16 000 ჰერცზე მეტი სიხშირის მექანიკური რხევაა. მისი ტალღების სიხშირე ადამიანის სმენისას აღემატება, ამიტომ ჩვენი ყური მათ ვერ აღიქვამს.

ულტრაბგერით ტალღებს ბგერისა და სინათლის მსგავსი თვისებები ახასიათებს. არაერთგვაროვან გარემოში გავრცელებისას ბგერის ნაწილი აირეკლება, ნაწილი კი მეორე გარემოში გადადის. ულტრაბგერა ადამიანის ორგანიზმზე რთულად და მრავალფეროვნად მოქმედებს. ის უმთავრესად მექანიკური, ფიზიკურ-ქიმიური და სუსტი სითბური ეფექტით ვლინდება.

მექანიკური ფაქტორი გულისხმობს ულტრაბგერის აკუსტიკური წნევით ზემოქმედებას. ის ქსოვილებსა და უჯრედებზე მიკროვიბრაციით მოქმედებს და მათ ერთგვარ მასაჟირებას იწვევს. შედეგად იმატებს უჯრედის მემბრანის განვლადობა, რასაც უჯრედული ელემენტებისა და მთლიანად უჯრედის ფუნქციის სტიმულაციამდე მივყავართ.

ულტრაბგერის სითბური ფაქტორი მისი ტალღების შთანთქმასა და ენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნას უკავშირდება. თბური ეფექტის შედეგად ქსოვილებში ჩქარდება ბიოქიმიური პროცესები, ფართოვდება სისხლისა და ლიმფური ძარღვები, უმჯობესდება ქსოვილთა კვება.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქსოვილში სხვადასხვა რაოდენობის სითბო წარმოიქმნება. ყველაზე დიდი სითბური ეფექტით ნერვული და ძვლოვანი ქსოვილები გამოირჩევა. ფიზიკურ-ქიმიური ფაქტორი გულისხმობს უჯრედების ბიოქიმიურ და ბიოფიზიკურ პროცესებზე ზემოქმედებას, ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაძლიერებასა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოქმნას. 800-1000 კილოჰერცი სიხშირის ულტრაბგერა ორგანიზმში 5-6 სმ სიღრმეზე აღწევს, 2500-3000 კილოჰერცი სიხშირისა კი მხოლოდ 1,5-2 სმ-ზე, ამიტომ ულტრაბგერის აპარატი, რომელიც შინაგანი ორგანოების დასათვალიერებლად არის განკუთვნილი, 880 კილოჰერცი სიხშირისაა, ხოლო დერმატოლოგიაში 2000-3000 კილოჰერცის სიხშირის ბგერებს იყენებენ.

ლაზერის სხივი

ლაზერი სინათლის გამა გამოსხივების ელექტრომაგნიტური ტალღაა, რომელსაც ახასიათებს:

  • მონოქრომატულობა - სპექტრში მხოლოდ ერთი სიგრძის ტალღებია.
  • კოგერენტულობა - სინათლის ტალღები დროსა და სივრცეში ძალზე მოწესრიგებულად ვრცელდება;
  • მკაცრი მიმართულება.

ლაზერის სხივებს მაღალი ინტენსივობა ახასიათებს, რომელიც 9-10 ვატს აღწევს. ეს მხოლოდ მზის გამოსხივების ენერგიას თუ შეედრება. ამიტომ ლაზერის სხივები ორგანიზმზე მზის გამოსხივების ანალოგიურ ზემოქმედებას ახდენს. მათი შთანთქმის შემდეგ საგრძნობლად იცვლება უჯრედების ფუნქციური აქტიურობა, ძლიერდება ფერმენტთა სინთეზი, უჯრედების შიგნით ძლიერდება რეგენერაციული პროცესები, რაც საბოლოოდ ანთების საწინააღმდეგო, მიკროცირკულაციის გამაძლიერებელი, ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი, ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციების გამაძლიერებელი ეფექტით ვლინდება.

მაიონიზებელი გამოსხივება

ეს გამოსხივება ადამიანის ორგანიზმს აზიანებს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი დასხივების გზით. ადამიანი გარეგანად სხივდება მხოლოდ გამოსხივების მოქმედების არეში ყოფნისას. რადიაციის შეწყვეტის შემთხვევაში გარეგანი მოქმედება წყდება, მაგრამ ორგანიზმში იწყება გამოსხივების შედეგობრივი პროცესები - წარმოიშობა რადიაქტიური ნივთიერებები და ორგანიზმი დროებით თვითონვე იქცევა რადიაქტიური ნაერთების მატარებლად და გამოსხივების წყაროდ, რაც უკვე შინაგანი დასხივებაა.

რენტგენის სხივები

სხვადასხვა ტიპის მაიონიზებელი გამოსხივებიდან ორგანიზმში ყველაზე დიდი შეღწევადობის უნარი ალფა და რენტგენის სხივებს აქვს. რენტგენის X სხივები თავისუფლად აღწევს გაუმჭვირვალე სხეულებში, ქაღალდში, ლითონსა და ცოცხალ ქსოვილებში. მათ უაღრესად დიდი განვლადობის გარდა, ფლუორესცენციის (ნათების) და ფოტოფირზე მოქმედების უნარიც გააჩნიათ, რის გამოც დღემდე აქტიურად იყენებენ მედიცინაში დაავადებათა სადიაგნოზოდ.

ელექტრომაგნიტური სხივები

ეს ელექტროტექნიკური პროგრესის თანამდევი სხივებია. მათ ელექტრონული ხელსაწყოები: ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი, მაცივარი, თმის საშრობი, ელექტროსამართებელი, მიკროტალღური ღუმელი და სხვა ხელსაწყოები წარმოქმნიან თავიანთ გარშემო განსაზღვრული რადიუსის საკმაოდ მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის სახით. ადამიანები ელექტრომაგნიტურ ველში იბადებიან, იზრდებიან და ცხოვრობენ.