რამდენია ქალაქისთვის ხის ნარგავების მინიმუმი

ცხელ დღეებში სიგრილე იგრძნონ.
ქალაქის ზონაში ხეების რაოდენობა მოქმედებს არა მარტო დღის საშუალო ტემპერატურაზე, არამედ უზრუნველყოფს ღამით სიგრილესაც. მკვლევრების თქმით, 40%-ის შემთხვევაში ქალაქის ჩრდილიან და არაჩრდილიან უბნებს შორის განსხვავება წლის ცხელ პერიოდში 5 გრადუსზე მეტია. ეს კომფორტულ პირობებს უქმნის ფეხით მოსიარულებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მწვანე უბანში მცხოვრები ქალაქელები უკეთეს განწყობაზე არიან და ელექტროენერგიის ნაკლებ გადასახადს იხდიან, რადგან იშვიათად იყენებენ კონდიციონერებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მეცნიერები გვახსენებენ, რომ მწვანე ნარგავები სიცხეში არა მარტო სიგრილეს უზრუნველყოფს, არამედ შთანთქავს ნახშიროჟანგს, აქვეითებს ხმაურს, მტვრითა და აირებით დაბინძურების დონეს, იცავს ქარისგან და გამოყოფს ფიტონციდებს - პათოგენური მიკრობების გამანადგურებელ ნივთიერებებს.
ლალი ჩხიკვაძე