/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვება
გთავაზობთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძების რეცეპტებს და ექიმის კომენტარს, ამ კერძის სასარგებლო თვისებების შესახებ.

.

  • ხორცის მედალიონები

  1. 4 ულუფა- თითოეული - 410 კკალ;
  2. ცილები - 35 გ;
  3. ცხიმები - 18 გ;
  4. ნახშირწყლები - 24 გ.

საჭიროა:

  1. 8 (75-გრამიანი) ნაჭერი საქონლის ხორცი;
  2. 8 ცალი როზმარინის ღერი;
  3. 2 კბილი ნიორი;
  4. 2 სუფრის კოვზი ზეთი;
  5. 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი;
  6. მარილი, შავი პილპილი;

გარნირისთვის :

  1. 500 გ წვრილი კარტოფილი;
  2. 400 გ პომიდორი;
  3. 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
  4. 1 კონა დაკეპილი მწვანილი;
  5. მარილი, შავი პილპილი.

ხორცი გარეცხეთ და გაამშრალეთ. როზმარინის ღერები გარეცხეთ, გააშრეთ და სათითაოდ გაჭერით შუაზე. სულ ქვემოთა ფოთლები მოატეხეთ და ცალკე გადადეთ. მჭრელი დანით ხორცს ყოველი მხრიდან გაუკეთეთ თითო ჩანაჭდევი და ჩაარჭეთ როზმარინის ღერები. კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ, ჩაყა-რეთ მდუღარე მარილწყალში და ხარშეთ. როცა კარგად მოიხარშება, წყალი გადაუწურეთ. ნიორი გაფცქვენით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და ხორცი ცოტა ხანს ბრაწეთ (გააჩნია, სისხლიანი გიყვართ თუ კარგად შემწვარი). ვიდრე ქურიდან გადმოდგამდეთ, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და როზმარინის ფოთ-ლები. გადმოიღეთ ტაფიდან, მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, შეახვიეთ ფოლგაში და 5 წუთით დადგით სითბოში.

მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაკეპეთ. პომიდორი გარეცხეთ და შეწვით ტაფაზე დარჩე-ნილ ცხიმში (დაახლოებით 3 წუთს), მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი, დაამატეთ კარტოფილი და დაკეპილი მწვანილი, შეაზავეთ ზეითუნის ზეთით და გადმოიღეთ ხორციან თეფშზე. ხორცი თუჯის ტაფაზე, ნელ ცეცხლზე შეწვით. წვისას ნაჭრები მხოლოდ ერთხელ უნდა გადააბრუნოთ.

ექიმის კომენტარი

საქონლის ხორცის მედალიონები სწრაფად და იოლად მზადდება, ასე რომ, თუ მოულოდნელი სტუმარი გეწვიათ და არ გსურთ, თავი შეირცხვინოთ, ეს კერძი მიართვით. ძალიან უხდება წითელი ღვინო და ხილის წვენი.

  • ბულგარული წიწაკა გულსართითა და ყველით

  1. 4 ულუფა- თითოეული - 420 კკალ;
  2. ცილები - 15 გ;
  3. ცხიმები - 32 გ;
  4. ნახშირწყლები - 15 გ.

საჭიროა:

  1. 60 გ თხლად დაჭრილი პური;
  2. 30 გ ნაღების კარაქი;
  3. 80 გ მოხარშული ლორი;
  4. 30 გ მწვანე ხახვი (ბოლქვებიანად);
  5. 1 ცალი პომიდორი;
  6. 150 გ წითელი ან ყვითელი ბულგარული წიწაკა;
  7. 200 გ ნადუღი,;
  8. 60 გ ნაღები,;
  9. 1 კვერცხის გული;
  10. 1 სუფრის კოვზი დაკეპილი ოხრახუში;
  11. 1 კბილი ნიორი;
  12. 8 ცალი საშუალო ზომის მწვანე ბულგარული წიწაკა;
  13. 25 გ გახეხილი ყველი;
  14. 80 მლ ბულიონი;
  15. მარილი.

პური და ლორი დაჭერით მომცრო, კუბისებრ ნაჭრებად. 20 გ ნაღების კარაქი გაადნეთ და პური ოდნავ შებრაწეთ. ხახვი თხელ რგოლებად დაჭერით, პომიდორი - კუბებად, წითელი (ან ყვითელი) ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, გული ამოუღეთ და მსხვილად დაკეპეთ. ნადუღი, ნაღები და კვერცხის გული ერთმანეთში აურიეთ. ჩაყარეთ მასში ლორი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ოხრახუში და გასრესილი ნიორი. კარგად აურიეთ, დაამატეთ შემწვარი პური, გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.

ღუმელი 190 გრადუსამდე გაახურეთ. მწვანე ბულგარული წიწაკები ამოავსეთ მზა ნაზავით და დააწყვეთ სპეციალურ საცხობ ფორმაზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი, მოაშხეფეთ მცენარეული ზეთი, მოასხით ბულიონი და 20 წუთით შედგით ღუმელში.

ექიმის კომენტარი

დაჩურთული ბულგარული წიწაკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია და მისი თუნდაც ერთი საფირმო რეცეპტი ყველა დიასახლისს აქვს. გთავაზობთ კიდევ ერთ, ორიგინალურ და მარტივ რეცეპტს. ამგვარად მომზადებული ბულგარული წიწაკა მდიდარია ვიტამინებით და ძალზე მარგებელია.

  • ქლიავის ნამცხვარი ჰაეროვანი ბეზეთი

  1. 12 ულუფა- თითოეული - 290 კკალ;
  2. ცილები - 6 გ;
  3. ცხიმები - 4 გ;
  4. ნახშირწყლები - 56 გ.

საჭიროა:

ცომისთვის :

  1. 120 გ ხაჭო;
  2. 60 გ შაქრის ფხვნილი;
  3. 1 პაკეტი ვანილი;
  4. მწიკვი მარილი;
  5. 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი;
  6. 3 სუფრის კოვზი რძე;
  7. 1 კვერცხის გული;
  8. 225 გ პურის ფქვილი;
  9. 1/2 შეკვრა გამაფხვიერებელი;
  10. ხმელი ლობიოს მარცვლები;
ასევე დაგაინტერესებთ
5 სახის საკვები, რომელიც იწვევს ანთებას
უარი ვთქვათ თუა არა გაზაფხულზე დიეტაზე

გულსართისთვის:

  1. 1 კგ სხვადასხვა ჯიშის ქლიავი;
  2. 1 მწიკვი დარიჩინი;
  3. 200 გ ქლიავის ჯემი;
  4. 4 ცალი ორცხობილა;
  5. 5 კვერცხის ცილა;
  6. 120 გ შაქრის ფხვნილი.

ხაჭო შეაზავეთ შაქრის ფხვნილით, ვანილითა და მარილით. წვრილი ჭავლით ჩაასხით ზეთი და რძე, თან განუწყვეტლივ ურიეთ. დაამატეთ კვერცხის გული.

ფქვილი გაცერით გამაფხვიერებელთან ერთად. დააყარეთ ხაჭოს და მოზილეთ სათუთი ცომი, შეახვიეთ ცელოფანში და 20 წუთით შედეთ მაცივარში. ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ. 26 სმ დიამეტრის დასაშლელ ფორმას წაუსვით ცხიმი. ცომი გააბრტყელეთ, ჩადეთ დასაშლელ ფორმაში და ფორმას კედლები გაუკეთეთ. ცომი რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ, რათა ცხობისას არ ამოიზნიქოს. გადააფარეთ საცხობი ქაღალდი, დააყარეთ ხმელი ლობიოს მარცვლები და 15 წუთით შედგით ღუმელში, შუა თაროზე.

ქლიავი გარეცხეთ, გააშრეთ, სათითაოდ გაყავით შუაზე, ამოაცალეთ კურკა და შეურიეთ დარიჩინი.

ბისკვიტი ღუმლიდან გამოიღეთ, ქაღალდი მოაშორეთ, წაუსვით ქლიავის ჯემი, მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა და მოაწყვეთ ქლიავი. კვერცხის ცილა ათქვიფეთ, ნელ-ნელა ჩააყარეთ შაქარი, ჩადეთ საკონდიტრო ტომარაში და დიდი ვარსკვლავისებური ფორმით მოასხით ბისკვიტს. ამის შემდეგ ნამცხვარი 10 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში.

ექიმის კომენტარი

ქლიავის ნამცხვარი მდიდარია ვიტამინებით. თუ მას საუზმეზე, ფინჯან ჩაისთან ერთად მიირთმევთ, ენერგიით აივსებით და სადილობამდე ვერავითარი ფიზიკური თუ გონებრივი სამუშაო ვერ დაგღლით.

  • ცხვარი ხილით

  1. 4 ულუფა- თითოეული - 490 კკალ;
  2. ცილები - 45 გ;
  3. ცხიმები - 21 გ;
  4. ნახშირწყლები - 23 გ.

საჭიროა:

  1. 500 გ ცხვრის გულმკერდი;
  2. 2 თავი ხახვი;
  3. 500 გ კარტოფილი;
  4. 1 სუფრის კოვზი ფქვილი;
  5. 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი;
  6. 200 გ კომში;
  7. 200 გ ვაშლი;
  8. 1 კონა მწვანილი;
  9. მარილი, შავი პილპილი.

ცხვრის ხორცი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, გარეცხეთ, ჩააწყვეთ ქვაბში და დაასხით 3 ლიტრი ცივი წყალი. წამოადუღებთ, მოხადეთ ქაფი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში. ბულიო-ნიდან ამოიღეთ ხორცი, წვენი გაფილტრეთ, ხორცს მოაშორეთ ძვლები და დაჭერით კუბებად. ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაკეპეთ.

ტაფაზე გააცხელეთ ნაღების კარაქი და ცხვრის ხორცი ოდნავ შებრაწეთ, დაამატეთ ხახვი, მოაყარეთ ფქვილი და კარგად შეაწითლეთ. კომში გარეცხეთ, ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ, გათალეთ, გული ამოუღეთ და კუბისებურად დაჭერით. კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. კარტოფილი, კომში და ხახვში მოხრაკული ხორცი ჩაყარეთ ბულიონში, მოაყარეთ მარილი და 10 წუთს ხარშეთ.

ვაშლი გარეცხეთ, კუბისებურად დაჭერით, ჩაამატეთ წვნიანს, მოაყარეთ შავი პილპილი და წამოდუღებისთანავე გადმოდგით ქურიდან. მწვანილი გაარჩიეთ, გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაკეპეთ. სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ ცხელ წვნიანს.

ექიმის კომენტარი

შეამჩნევდით, რომ ეს კერძი არ ჰგავს მაკარონის ან ბრინჯის ტრადიციულ წვნიანებს. კომში და ვაშლი მას არაჩვეულებრივ არომატსა და სასარგებლო თვისებებს აძლევს. საზოგადოდ, ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის კომბინაცია ამ კერძს ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერებით ამდიდრებს. თუ მას სადილად მიირთმევთ, კარგად დანაყრდებით და შიმშილი დიდხანს არ შეგაწუხებთ. შეგიძლიათ, ეს წვნიანი უპუროდ მიირთვათ და თამამად დააყოლოთ მეორე კერძი (მაგალითად, ვინეგრეტი). თუ ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ, ამ კერძს ერიდეთ ან ცხვრის ნაცვლად საქონლის ხორცისგან მოამზადეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჯანსაღი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები