რჩევები დიასახლისებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს

ცხიმიანი ლაქა უკვალოდ გაქრება, თუ ცარცს წაუსვამთ და 10 წუთით ასე დატოვებთ. ამის შემდეგ ნივთი ჩვეულებრივი წესით უნდა გარეცხოთ.

ისეთ დელიკატურ მასალაზე, როგორიც ნატია, უცნობი წარმომავლობის ცხიმის ლაქა შეგიძლიათ ცარცის დახმარებით ამოიყვანოთ. წაუსვით დალაქავებულ ადგილს ცარცი და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ლაქის კვალიც აღარ დაგხვდებათ.

სანამ პერანგს გარეცხავთ, საყელოზე ცარცი წაუსვით. ეს დეტალი ყველაზე მეტად ჭუჭყიანდება, ცარცი კი მას სიქათქათეს დაუბრუნებს.

თუ ჭუჭყიანი თეთრეულით სავსე კალათში ცარცის პატარა ნატეხს მოათავსებთ, ის ყველა ზედმეტ სუნსა და სინესტეს შეიწოვს. მნიშვნელოვანია, რომ კალათში ცარცი თვეში ერთხელ შეცვალოთ.

ჭიანჭველები დასანახად ვერ იტანენ ცარცით შემოხაზულ ადგილებს. წაუსვით ცარცი პრობლემურ ადგილებზე და დაივიწყეთ ჭიანჭველების არსებ­ობა.

მოათავსეთ ცარცის ნატეხი სუფრის მოწყობილობების შესანახ სამზარეულოს უჯრაში. ცარცი ვერცხლსა და მელქიორს სინესტისგან დაიცავს, ამით კი თქვენი დანა-ჩანგალი დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს ბზინვარებას.

ზოგჯერ გასაღები ბუდეში იჭედება და მისი გადატრიალება გიჭირთ. ასეთ დროს გასაღებს ცარცი წაუსვით და კიდევ სცადეთ. ცარცი ზედმეტ სინესტეს შეიწოვს და საკეტი კვლავ გამართულად იმუშავებს.

ცარცი რკინის ნივთებს დაჟანგვისგან იცავს. ამიტომ მოათავსეთ ცარცის ნატეხი ინსტრუმენტების ყუთში და დაივიწყეთ ჟანგის არსებობის შესახებ.

ნივრის შენახვა

ნიორი ძვირფასი სანელებელი მცენარეა, რომლის გარეშე გემრიელი კერძის მომზადება წარმოუდგენელია. ზამთრის პერიოდში 1 კილოგრამი ნივრის ფასი 8-დან 12 ლარამდე მერყეობს, ამიტომ დიასახლისებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის შენახვა დანაკარგის გარეშე მოახერხონ. არასწორად შენახული ნიორი ხშირად შრება ან, პირიქით, ღივდება. ორივე შემთხვევაში საკვებად გამოუსადეგარია.

1. ნივრის შენახვის უძველესი მეთოდია ღეროების დაწნა და წნულების მშრალ, გრილ სათავსში ჩამოკიდება.

2. კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც დიდ ადგილს არ მოითხოვს, ნივრის თავების ბადურაში მოთავსება და ბადურას მშრალ ადგილზე ჩამოკიდებაა. პერიოდულად ბადურა ჩამოხსენით და ნიორი გადაარჩიეთ. ამ მეთოდით, შესაძლოა, შესანახი ადგილის ეკონომია მოახერხოთ, თუმცა ნიორს გაღივებისა და გამოშრობისგან ვერ დაიცავთ.

3. ნივრის გამოშრობისა და გაღივებისგან დაცვის საუკეთესო მეთოდი მარილში შენახვაა. ნახვრეტებიანი ფიცრის ყუთის ან მინის ქილის ძირი მარილის სქელი ფენით დაფარეთ. მოაწყვეთ ნიორი და ფენებს შორის სიცარიელე მარილით შეავსეთ. გახსოვდეთ, რომ ჭურჭლის ძირში და თავზე მარილი დაახლოებით 2-3 სანტიმეტრის სისქეზე უნდა იყოს.

4. ნიორი საუკეთესოდ ინახება ფქვილშიც, ვინაიდან ფქვილი ნესტს კარგად იწოვს. ქვაბის, ქილის ან ნებისმიერი სხვა ჭურჭლის ძირი ფქვილის სქელი ფენით დაფარეთ. ნივრის თავები ფქვილში კარგად ამოავლეთ და ჭურჭელში ჩააწყვეთ. თავზე ფქვილი მოაყარეთ და თავსახური დაახურეთ. ასე შენახული ნიორი გაზაფხულამდე უდანაკარგოდ გაგყვებათ.

5. ანალოგიური მეთოდით შეიძლება ნივრის შენახვა, თუ მარილისა და ფქვილის ნაცვლად ნაცარს ან ხახვის ფურცლებს გამოიყენებთ. ჩაყარეთ ხახვის ფურცლები ნაჭრის ტომარაში ან მუყაოს ყუთში. მოალაგეთ ნიორი და ყოველ ფენაზე ხახვის ფურცლები ჩააყოლეთ.

6. ნივრის საიმედოდ შენახვის კიდევ ერთი მეთოდი თითოეული თავის პოლიეთილენის პარკში მჭიდროდ გადახვევაა. პოლიეთილენი კარგად იცავს ნიორს გამოშრობისგან, ამიტომ ორ ფენად შემოახვიეთ და ჭურჭელში ჩაალაგეთ.

7. ნივრის შენახვის კიდევ ერთი მეთოდი გამდნარ პარაფინში ამოვლებაა. პარაფინის სანთლები წყლის აბაზანაზე გაადნეთ. სათითაოდ ჩაუშვით ნივრის თავები და გააშრეთ. პარაფინი ნივრის ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის, რომელიც ნიორს გამოშრობისა და დაავადების მატარებელი მიკრობებისგან დაიცავს.

8. შეგიძლიათ, ნივრის თავები წინასწარ გასტერილებულ და გამშრალ ქილებში შეინახოთ. გამოცდილი დიასახლისები ამტკიცებენ, რომ ქილაში მოთავსებული და მჭიდროდ თავდახურული ნიორი ყოველგვარი დანამატის (მარილი, ფქვილი და ა.შ.) გარეშეც კარგად ინახება და არ ღივდება.

9. ნივრის შესანახად ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ტომარაც გამოდგება. კარგი იქნება, თუ ნივრის თითოეულ თავს წინასწარ ჩაუშვებთ მაღალი კონცენტრაციის მარილწყალში და გააშრობთ. ასეთი დამუშავება ობის სოკოს გაჩენის შანსს მინიმუმამდე ამცირებს. იმავე მარილწყალში დაასველეთ ტომარაც, რომელშიც ნიორი უნდა მოათავსოთ და კარგად გააშრეთ. შემდეგ ჩაყარეთ ნიორი და მშრალ, გრილ ადგილზე შეინახეთ.

10. ნივრის გაღივება რომ თავიდან აიცილოთ, შეძენისთანავე თითოეული ყუნწი ცეცხლის ალზე მოატარეთ.

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი პილპილი

როცა პილპილს არც სიმწარე აქვს და არც არომატი, ეს იმას ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერ მწარმოებელთან გვაქვს საქმე, რომელიც ამ ძვირად ღირებულ სუნელს მეტი მოგების მისაღებად ისეთ დანამატებს ურევს, როგორებიცაა წიწაკის დაფქული ჩენჩო, ფქვილი, სახამებელი და ა.შ. სანელებლის უხარისხობა კი მხოლოდ კერძის გემოზე კი არა, ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება...

შავი პილპილი მიიღება პილპილის მწიფე მარცვლების მზეზე ან ღუმელში გამოშრობის შედეგად. გაშრობისას ნაყოფი იფარება შავი ან მოშავო-მოყავისფრო ქერქით და მრგვალ ფორმას იღებს. პილპილის მწარე გემოსა და ძლიერ არომატს მასში 1-დან 2%-მდე ეთერზეთებისა და 5-დან 9%-მდე პიპერინის ალკალოიდის არსებობა განაპირობებს.

მზა პროდუქტის რუხი, მოშავო, „მიწისფერი“ შეფერილობა მის დაბალ ხარისხზე მეტყველებს. ამასთანავე, პროდუქტის ვარგისიანობის ერთ-ერთი მაჩვენებელი მისი დაფქვის ხარისხია. უმაღლესი ხარისხის დაფქული პილპილი ერთგვაროვანი კონსისტენციის ფხვნილია მსხვილი მინარევების გარეშე.

ჩვენ გასწავლით ხერხებს, რომელთა დახმარებით ერთმანეთისგან ადვილად გაარჩევთ ნამდვილ და ფალსიფიცირებულ პილპილს.

რა თქმა უნდა, ამ მეთოდების გამოყენებას ბაზარში ან სუპერმარკეტში ვერ შეძლებთ, თუმცა სახლში ადვილად დაადგენთ საიმედო მწარმოებელსა და სანდო სავაჭრო მარკას.

დავიწყებთ იმით, რომ შეუფუთავი პროდუქცია არომატსა და სიმწარეს კარგავს. შედარებით უკეთ არის საქმე, როცა პილპილი შეფუთულია, თუმცა გახსოვდეთ, რომ პროდუქტის ხარისხზე შეფუთვის ხარისხი და რეალიზაციის პირობებიც მოქმედებს. კერძოდ:

ა) პოლიეთილენისა და ქაღალდისგან დამზადებული შეფუთვა დაბალ კლასს მიეკუთვნება;

ბ) საშუალო კლასს განეკუთვნება ფოლგა;

გ) ელიტურად მინის ტარა მიიჩნევა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, მინის ტარაში მოთავსებული სუნელი გემოს კარგავს.

ფოტოზე წარმოდგენილია სამი ნიმუში. მათ შორის პირველი უმაღლესი ხარისხის პილპილია, მეორე - პირველი ხარისხის, ხოლო მესამე (ყველაზე მუქი) - მეორე ხარისხისაა. პილპილის მაღალ ხარისხზე მეტყველებს მისი ფერი, რომელიც ღია ყავისფრიდან ნაცრისფრამდე მერყეობს.

რაც უფრო მეტია რუხი ფერის მარცვლები, მით უფრო დაბალი ხარისხისაა სანელებელი!

ახლა კი ჩაატარეთ ტესტი იმის დასადგენად, შეიცავს თუ არა პილპილი დანამატებს:

ცოტაოდენი პილპილი მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით მდუღარე ან ცივი წყალი და დააკვირდით:

თუ პილპილი სახამებელს შეიცავს, ის მდუღარე წყლის დასხმისას აუცილებლად გასქელდება.

თუ პილპილი ფქვილს შეიცავს, ცივ წყალთან გაზავებისას მომჟავო სუნს გამოყოფს.

თუ პილპილში ბრინჯის ფქვილია გარეული, წყალთან შეხებისას გაფუვდება და სპეციფიკურ სუნს გამოყოფს.

ნახეთ ტესტის შედეგები ფოტოზე:

  • პირველ ჭიქაში მოთავსებულია უმაღლესი ხარისხის პილპილი;
  • მეორე ჭიქაში - მეორე ხარისხის პროდუქცია;
  • ხოლო მომდევნო ორში უხარისხო პილპილი დანამატებით.

გახსოვდეთ, რომ იაფი პროდუქციის შეძენისას ფულს ორმაგად ხარჯავთ, რადგან კერძისთვის სიმწარის მისაცემად ორჯერ და სამჯერ მეტი პილპილის ჩაყრა გიწევთ.

თუმცა, სამწუხაროდ, ხარისხის გარანტიას არც ძვირად ღირებული პროდუქცია იძლევა, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინფორმაცია გამოგადგებათ.

გახსოვდეთ, ხარისხიანი პროდუქციის შეძენისას თქვენი კერძები გაცილებით გემრიელი და სასარგებლო გამოვა.

ის, რაც კიტრზე არ იცით

ეს გემრიელი ბოსტნეული შეიძლება გამოიყენოთ საოჯახო საქმიანობაში ქიმიური ფხვნილების ნაცვლად, სტრესულ სიტუაციებში დასამშვიდებლად, ცელულიტისთვის თავის დასაღწევად, და თუ როგორ, ამაზე სტატიაში მოგახსენებთ.

1. თუ შხაპის მიღებამდე აბაზანის სარკეს კიტრით გაწმენდთ, ის აღარ დაიორთქლება.

2. კიტრი კარგად წმე­ნდს პლასტიკატისგან დამზადებულ ნივთებს. თუ ქიმიური საშუალებებით კანი გიღიზიანდებათ, გირჩევთ, პლასტიკატის ჭურჭელი, გაზქურის სახელურები და ჯამები კიტრის ნაჭრით გაწმინდოთ, შემდეგ კი ნაჭრით გაამშრალოთ.

3. კიტრის ნაჭერს აბეზარი მწერების დაფრთხობა შეუძლია. წვრილად დაჭრილი კიტრი მოათავსეთ ალუმინის ჭურჭელში და მწერების თავშეყრის ადგილას დადგით. ალუმინთან რეაქციაში შესვლის შემდეგ კიტრი გამოსცემს სუნს, რომელიც მწერებს ძალიან აღიზიანებს და ამ ადგილს აღარასოდეს მიეკარებიან.

4. კიტრი კარგად აპრიალებს ფეხსაცმელს. თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიიჩქარით და კარადაში ფეხსაცმლის საცხი ვერ აღმოაჩინეთ, ფეხსაცმელი შუაზე გაჭრილი კიტრით გააპრიალეთ.

5. არ დაიჯერებთ, მაგრამ კიტრის დახმარებით შესაძლებელია კარის დაზეთვა. წაუსვით კიტრის წვენი კარის ლითონის დეტალებს და კარის ჭრაჭუნი აღარ შეგაწუხებთ.

6. კიტრის რბილობს საშლელზე უკეთ ამოჰყავს ქაღალდიდან ბურთულიანი კალმით ნაწერის კვალი. კიტრის ნაჭერი კარგად წაუსვით ნაწერზე და შედეგს თავად ნახავთ.

7. კიტრი ეხმარება კანს ცელულიტისგან გათავისუფლებაში. დააბლენდერეთ კიტრი და ორი კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს, პრობლემურ ადგილებზე დაიდეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

8. კიტრი ამშვიდებს და ათავისუფლებს სტრესისგან. დაჭერით კიტრი ნაჭრებად, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ორთქლი შეისუნთქეთ. მნიშვნელოვანი გამოცდის წინ ეს ნერვიულობის დაძლევაში დაგეხმარებათ.

მდოგვის გამოყენების 12 მეთოდი

1. მდოგვის ფხვნილი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა ცხიმიანი ჭურჭლის გასარეცხად. დააყარეთ ქვაბს ან ტაფას 2-3 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი და 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ და ნახავთ, რომ ჭურჭელზე ცხიმის ნასახიც აღარ დარჩა. იმავე წესით შეგიძლიათ გარეცხოთ ცხიმიანი თეფშები და დანა-ჩანგალი: მდოგვის ფხვნილი წყლით ისე გააზავეთ, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. მიღებული მასა ჭურჭელს წაუსვით და რამდენიმე წუთის შემდეგ გარეცხეთ. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

2. მდოგვის ფხვნილი აბაზანისა და ნიჟარების გასარეცხი ბუნებრივი საშუალებაა. გარდა იმისა, რომ კარგად ათეთრებს და ასუფთავებს, ანტისეპტიკური თვისებების წყალობით სპობს ყველა მავნე მიკრობსა და ბაქტერიას.

3. მდოგვი უკვალოდ სპობს რძის ბოთლებში, თერმოსებსა და ქილებში გაჩენილ უსიამოვნო სუნს. ჩაყარეთ ცოტაოდენი მდოგვის ფხვნილი ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და კარგად შეაჯანჯღარეთ. შემდეგ ცივი წყალი გამოავლეთ და მორჩა. უსიამოვნო სუნის ნასახი აღარ დარჩება.

4. მდოგვის ფხვნილს მებაღეები და მეყვავილეები ხშირად მღრღნელებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებენ. თუ გსურთ, რომ თქვენს მცენარეებს ჭიაყელები, ხოჭოები და სხვა მავნებლები ვერასოდეს მიეკაროს, 100 გრ. მდოგვის ფხვნილი გახსენით 10 ლიტრ წყალში და მცენარის ფოთლებსა და ძირებზე მიასხურეთ.

5. მდოგვს დიდი ხანია იყენებენ გაციების სამკურნალოდ. ლარინგიტის, ბრონქიტისა და პნევმონიის დროს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო საშუალება სწორედ მდოგვის საფენებია.

6. მდოგვის ფხვნილს გაციების პრევენციაც შეუძლია. თუ გრძნობთ, რომ ცივდებით, გირჩევთ, დაძინების წინ მდოგვის აბაზანა გაიკეთოთ: ჯამში ჩაასხით მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 3-4 კოვზი მდოგვის ფხვნილი და 5 წუთით ფეხები ჩააწყვეთ. ამის შემდეგ ფეხზე თბილი წინდები ჩაიცვით და ლოგინში ჩაწექით. გაციების ყველა სიმპტომი უკვალოდ გაქრება.

7. მდოგვის სავლები ეფექტური დამხმარე საშუალებაა ყელის ტკივილის დროს. 1 სუფრის კოვზი მდოგვის თესლი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ მეოთხედ ჭიქა მდუღარე წყალში, 15 წუთი გააჩერეთ და ყელში გამოივლეთ.

8. მდოგვის ფხვნილის თბილი აბაზანა ეფექტურია სახსრების ტკივილისას. სანამ წყალში ჩაწვებოდეთ, ჩაუშვით 2 სუფრის კოვზი მდოგვი, 1 სუფრის კოვზი მარილი და თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.

9. მდოგვი შესანიშნავად კურნავს კანის დამწვრობას. დაზიანებული ადგილი რამდენიმე წუთით ცივ, გამდინარე წყალს მიუშვირეთ და შემდეგ მდოგვი წაისვით. ასე ტკივილსაც მოიხსნით და წყლულოვანი ბუშტების გაჩენის შანსიც შემცირდება.

10. ხალხური კოსმეტოლოგია მდოგვის ნიღბებს სისხლის მიმოქცევისა და სახის ფერის გასაუმჯობესებლად იყენებს. 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთითა და ცოტაოდენი წყლით გააზავეთ. მიღებული ფაფა სახეზე წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ. სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი მალამო გადაისვით.

11. მდოგვისგან შეგიძლიათ დაამზადოთ უნივერსალური ნიღაბი ნებისმიერი ტიპისა და ასაკის კანისთვის. კანგაცლილი კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ და 2 ჩაის კოვზი ნებისმიერი სამკურნალო მცენარის ნაყენი დაუმატეთ (შეიძლება გვირილას, სალბის ან შვიტას გამოყენება). მიღებულ მასაში ჩაუშვით ღრუბელივით ათქვეფილი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი მდოგვი და კარგად აურიეთ. თუ თხელი მასა გამოგივიდათ, ცოტაოდენი შვრიის ფანტელი დაუმატეთ. მზა ნიღაბი წინასწარ გასუფთავებულ, სველ კანზე წაისვით და 5-7 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

12. მდოგვი კარგად ბანს თმას, ეხმარება ზრდაში და ძლიერსა და ბზინვარეს ხდის. თუ თქვენი თმა კარგად რეაგირებს მდოგვის შემადგენლობაზე, მისგან მიღებული სარგებელი უზარმაზარი იქნება. თუ გსურთ, რომ თმას ქიმიური საშუალებები არ მიაკაროთ, 2-3 სუფრის კოვზი მდოგვი 1 ლიტრ წყალში გახსენით და ამ ხსნარით თმა კარგად დაიბანეთ. პროცესის ბოლოს, ეფექტის გასაძლიერებლად, ჭინჭრის, მრავალძარღვას ან გვირილის ნაყენი გადაივლეთ.