/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

სააღდგომო რჩევები

სააღდგომო რჩევები
აღდგომა ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

ამ დღეს, სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვება აღინიშნება. აღდგომა ასოცირებულია განახლებასთან, ახალ საწყისთან.

სწორედ ამიტომ, სააღდგომო პერიოდში ადამიანები ახალ მიზნებს ისახავენ, პრიორიტეტებს აახლებენ და სიახლეებისკენ ისწრაფვიან.

ახალი წლის შემდეგ, აღდგომის დღესასწაული ყველაზე ფერადი დღესასწაულია. სააღდგომო მორთულობა, დეკორი და დესერტები თქვენს სახლს გაალამაზებს და გაამხიარულებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ ბლოგში თქვენ იხილავთ სააღდგომო დეკორისა და მორთულობის სხვადასხვა ვარიანტებს და, რა თქმა უნდა, რჩევებს თუ როგორ შევძლოთ იგივე ეფექტის მიღება მარტივად და ბიუჯეტურად.

დავიწყოთ კვერცხების შეღებვით

კვერცხების წითლად შეღებვა პირველი და უმთავრესი ნაწილია სააღდგომო სამზადისში. დღეისათვის უამრავი ხერხი არსებობს კვერცხების შესაღებად. რა თქმა უნდა, ენდროს გამოყენება ყველასთვის ცნობილი მეთოდია. თუმცა, ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია კვერცხების ფერადად შეღებვა.

არ არის აუცილებელი საღებავების შეძენა იმისთვის, რომ კვერცხები შეღებოთ. ამასთან, ნატურალური ინგრედიენტებით შეღებვა ბევრად უსაფრთხოა. ბუნებრივ საღებავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ენდრო, ხახვის ფოთლები, ჭარხალი, იისფერი კომბოსტო, ისპანახი, კურკუმა, ყავა, მწვანე ჩაი და ა.შ.

კვერცხი რომ თანაბრად შეიღებოს და არ გაიბზაროს, სასურველია, რომ კვერცხები ოთახის ტემპერატურის იყოს და მაცივრიდან ახალი გამოღებული არ მოხარშოთ. კვერცხი, თანაბრად შესაღებად, თავდაპირველად კარგად უნდა გაირეცხოს. შეგიძლიათ სპირტში დასველებული ჩვრითაც გაწმინდოთ.

უფრო მკვეთრი ფერის მისაღებად, შეღებვის შემდეგ კვერცხი უნდა დატოვოთ იმავე ბუნებრივ საღებავში და მთელი ღამით გააჩეროთ მაცივარში. შეღებვისა და გაშრობის შემდეგ, თუ კვერცხებს მზესუმზირას ზეთით გაწმენდთ, მეტად ბზინვარე ზედაპირს მიიღებთ.

გაითვალისწინეთ, რომ ლურჯად, ვარდისფრად ან მწვანედ მხოლოდ თეთრ-ნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაა შესაძლებელი, ხოლო წითლად, ყავისფრად ან ყვითლად შეგიძლიათ თეთრთან ერთად მუქ-ნაჭუჭიანი კვერცხის შეღებვაც.

სხვადასხვა ფერის მისაღებად ზოგადი პროცედურა თითქმის ერთნაირია – ჯერ მზადდება საღებავის ბაზა, შემდეგ კი ემატება საჭირო ფერადი პროდუქტი, სასურველი ფერის მისაღებად:

ქვაბში ვასხამთ 1 ლ. წყალს, ვამატებთ 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარს, მიგვყავს ადუღებამდე. მდუღარე ნაზავში ვათავსებთ იმ პროდუქტს, რომელსაც ფერის მისაღებად ვირჩევთ და ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე 30 წთ. მიღებულ საღებავს ვაგრილებთ, ვწურავთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვათავსებთ მასში კვერცხებს.

  • ყვითელი ფერისთვის: ძირითად ბაზას დაამატეთ 2-3 ს.კ. კურკუმა. ამ ფერის მისაღებად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა და გახეხილი სტაფილო.
  • ვარდისფრისთვის: დაამატეთ ნაზავს 4 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი. კვერცხებს თავიდან მოყავისფრო შეფერილობა ექნება, მაგრამ გაშრობის შემდეგ ნაზ ვარდისფერს მიიღებს.
  • ცისფრისთვის: ძირითად ნაზავს დაამატეთ 3 ჭიქა დაჭრილი ან გახეხილი იისფერი კომბოსტო. რაც უფრო დიდხანს დატოვებთ საღებავში, მით უფრო მუქ შეფერილობას მიიღებს კვერცხი.
  • ნარინჯისფრისთვის: ნაზავს დაამატეთ ხახვის ფურცლები.
  • მწვანე ფერისთვის: მოამზადეთ ისპანახის ან ჭინჭრის ნახარში, ხარშეთ არანაკლებ ერთი საათისა დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ ძმარი, ჩადეთ კვერცხები და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
  • წითელი ფერისთვის: შეღებეთ კვერცხები კარგად ცნობილ ენდროს ნახარშში, შეგიძლიათ ალუბლის გამოყენებაც.

კვერცხების შეღებვასთან ერთად, მათი მოხატვაც საკმაოდ სახალისო და აქტუალურია. თუ ხატვა არ გეხერხებათ, მაშინ ეს მარტივი ხერხი ძალიან გამოგადგებათ. სააღდგომო კვერცხები რომ ლამაზად და ორიგინალურად გამოიყურებოდეს, დაგჭირდებათ: ბუნებრივი საღებავი, ნეილონის წინდა და სხვადასხვა ფორმის ფოთლები ან ყვავილები.

აიღეთ სასურველი ფორმისა და ზომის ფოთლები: გამორჩეული ვიზუალი აქვს ოხრახუშის, გვიმრის, კამის, ალუბლისა და მარწყვის ფოთლებს.

ფოთლები მჭიდროდ დააფიქსირეთ კვერცხზე წინდის საშუალებით და შეღებეთ.

შეღებილ კვერცხებს ფრთხილად მოვაცალოთ ფოთლები და კარგად გააშრეთ. ბრწყინვალების მისაცემად, ზეთში დასველებული ბამბის საშუალებით გააპრიალეთ.

მართლმადიდებლური სააღდგომო ერთ-ერთი ტრადიცია ჯეჯილის გაზრდაა.

ჯეჯილი რომ სწორად და სწრაფად გაზარდოთ, საჭიროა ხორბალი გარეცხოთ და მოათავსოთ თბილ წყალში 10-12 საათის განმავლობაში.

ამის შემდეგ თავიდან გარეცხეთ ხორბალი და ისევ წყალში მოათავსეთ, მაგრამ ამჯერად თავდახურულ ჭურჭელში დატოვეთ 24 საათით. მეორე დღეს კი შეამჩნევთ, რომ ხორბალს ფესვები აქვს წამოზრდილი. ამ ეტაპზე ის მზად არის გასაზრდელად. ლანგარზე მოათავსეთ სველი ბამბა და გადაანაწილეთ ხორბალი. ლანგარი თბილ და მზიან ადგილას მოათავსეთ, ეს ხელს შეუწყობს ჯეჯილის სწრაფზრდას. ყოველდღიურად დაასველეთ ის სანამავით და შეინარჩუნეთ სინესტე. 7-10 დღეში ჯეჯილი საკმარისად იქნება გაზრდილი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : გინეკოლოგია

გამარჯობა ფოტოებს ვერ ვტვირთავ კითხვას არ დაერთო თან უკვე რამდენჯერმე ვცადე ამიტომ აქ დაგიწერთ ანალიზის შედეგებს კოაგულოგრამის და დე დიმერის იქნებ დამაკვალიანოთ ვის მივმართო რომელ ექიმს რომ შესაბამისად მიმკურნალოს, მაწუხებს მცირე სისხლიანი გამონადენი ციკლის გარდა ექოსკოპიაში ყველაფერი იდეალურად არის, ამ ანალიზების მიხედვით ვის მივმართო? საერთო შედედების დრო (ლი-უაიტი) - 8 წუთი და 15 წმ ___ ნორმა (4--10 წთ პროთრომბინის დრო pt - 16,6 ___ ნორმა 14-18 პროთრომბინის ინდექსი PI - 86% ___ნორმა 70-107% INR (სნშ) საერთაშორისო ნორმალიზებულ ფარდობა - 1,28 _____ ნორმა 0,9-1,3 Aptt აქტიური პარციალური თრომბოპლასიტური დრო - 32,1 ____ ნ. 25-45 TT თრომბის დრო 22,9 ____ ნ. 22 მდე ფიბრინის კოლტის წარმოქმნის დრო - 17,9 ____ ნ. 7-15 ფიბრინოგენის კონცენტრაცია - fib - 210 ___ n. 200-400 მგ/დლ D დიმერი - 0,05 ____ ნორმა 0-0,5 ug/ml

კატეგორია : უროლოგია

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სააღდგომო რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები