/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

კომპოტები, მურაბები

კომპოტები, მურაბები
გაზაფხულისა და ზაფხულის სურნელი და გემო ზამთარშიც რომ იგრძნონ, დიასახლისები ხარშავენ კომპოტებს, მურაბებს და საზამთროდ ინახავენ. შენახვის წესების მკაცრი დაცვა კი მართლაც მნიშვნელოვანია.

აუცილებელია სტერილიზაციის წესების ცოდნაც, რათა საფრთხე არ შევუქმნათ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ალუბალი, ატამი, გარგარი, ვაშლი, მსხალი, კომში, შინდი, კენკრა.

ალუბალი

ალუბალი შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჟავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. მდიდარია ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლნაკლულობისა და გაციების დროს. ჩვილი ბავშვებისთვის კარგია მისი ახალგამოწურული წვენი.

კომპოტი: კარგად გარჩეული, გარეცხილი ალუბალი იხარშება შაქრის სიროფში. სიროფის მოსადუღებლად ერთ ლიტრ წყალს ემატება 200 გ შაქარი. სიროფი ცივი უნდა იყოს. შემდეგ ხილით სავსე ქილას წყლიან ქვაბში დგამენ და 40 წუთის განმავლობაში ადუღებენ გასასტერილებლად. ამის შემდეგ ახურავენ თუნუქის თავსახურს და სპეციალური მოსახუფი ხელსაწყოთი მჭიდროდ ხუფავენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მურაბა: ალუბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ. სამურაბე ტაშტში ჩავასხათ წყალი, წამოდუღებისთანავე ჩავყაროთ შაქარი, ადუღებისთანავე ჩავყაროთ შიგ ალუბალი, ვხარშოთ და თან ქაფი მოვხადოთ. როცა მზად იქნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. შევაგრილოთ, ჩავასხათ წინასწარ გარეცხილ და გასტერილებულ ქილებში და მჭიდროდ დავახუროთ თავსახურები.

საჭიროა: ალუბალი - 1 კილოგრამი, შაქარი - 1 კილოგრამი, წყალი - 1 ჩაის ჭიქა.

ალუბლის მურაბა მეორენაირად: ალუბალი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ბლომად წყალში, სამურაბე თასში ფენებად ჩავაწყოთ და ფენა-ფენა მოვაყაროთ შაქარი. გავაჩეროთ რამდენიმე საათი, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. ასეთი მურაბა უწყლოდ იხარშება. როცა მზად იქნება (სიროფი გასქელდება), გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავასხათ ქილებში, დავახუროთ თავსახურები და შევინახოთ გრილ ადგილას.

ატამი

ატმის ნაყოფი შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

კომპოტი: ატამი მოთუთქეთ (ორი-სამი წუთით ჩაყარეთ ცხელ წყალში და ამოიღეთ), გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა. ქვაბში ჩაყარეთ შაქრის ფხვნილი, დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და გაადნეთ, ჩაამატეთ ატამი და ადუღეთ.

საჭიროა: ატამი - 1 კილოგრამი, შაქარი - 1,5 კილოგრამი.

მურაბა: ატამი გავფცქვნათ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. დავასხათ ცივი წყალი და რამდენიმე საათით გავაჩეროთ. შემდეგ მოვადუღოთ სიროფი, გავაცივოთ და ჩავყაროთ მასში ცივი წყლიდან ამოღებული ატმის ნაჭრები. დავდგათ ცეცხლზე და ნახევარი საათი ვადუღოთ. გადმოვდგათ და გავაჩეროთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ისევ შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.

საჭიროა: ატამი (დაჭრილი) - 1 კილოგრამი, შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი, წყალი - 1 ჩაის ჭიქა.

მთელ-მთელი ატმის მურაბა: ოდნავ შემწიფებული სახრავი ატამი გავფცქვნათ და ხის ჩხირით რამდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ. მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, სამი-ოთხი საათით სიგრილეში გავაჩეროთ, შემდეგ შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება. ეს მურაბა უწყლოდ იხარშება, ატამი თვითონ გამოყოფს საკმაო რაოდენობის წვენს.

მსხალი

მსხალი ბევრად უფრო მარგებელია, ვიდრე გვგონია. ის გაჯერებულია ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C,B1, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის იოდით), ნახშირწყლებით. ამასთანავე, მართალია, ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, მაგრამ შაქარი მასში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაშლში. ანტიბიოტიკი არბუტინი მსხლის წვენს ანტიბაქტერიულ თვისებას სძენს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემები აქვს.

კომპოტი: ოთხასი გრამი შაქრის ფხვნილი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ოთხი ჭიქა წყალი, ავადუღოთ. ჩავყაროთ მასში გაფცქვნილი და დაჭრილი მსხალი, როცა მოიხარშება, გემოვნებისამებრ დავუმატოთ ვანილი და ღვინო, წამოვადუღოთ და გავაცივოთ (ასევე მზადდება ვაშლისა და ქლიავის კომპოტიც).

მურაბა: მაგარი მსხალი გავთალოთ, დავჭრათ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ფარავდეს და დარბილებამდე ვხარშოთ. სამურაბე ტაშტში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ მსხლის ნახარში წვენი და ავადუღოთ. ცხელ სიროფში ჩავყაროთ მომზადებული მსხალი და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება.

საჭიროა: მსხალი - 1 კილოგრამი, შაქარი - 1 კილოგრამი, მსხლის ნახარში წვენი - 1,5 ჩაის ჭიქა.

კომში

ძალიან სასარგებლოა კომში. ის სავსეა ვიტამინებით, ნახშირწყლებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. კომშის ნახარში, კომპოტი და მურაბის წვენი კარგია ხველების დროს.

მურაბა: კომში გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ, ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მასში დაჭრილი კომში და ვხარშოთ, ვიდრე არ შერბილდება. შემდეგ ქაფქირით ამოვალაგოთ და ლანგარზე მოვათავსოთ.

კომშის ნახარში წვენი გადავწუროთ, ჩავასხათ შესაფერ ჭურჭელში, დავუმატოთ შაქარი (1,5 ჩაის ჭიქა 1 კილოგრამზე) და მოვხარშოთ სიროფი, შემდეგ ჩავაწყოთ შიგ კომშის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება.

საჭიროა: კომში - 1 კილოგრამი, შაქარი - 1 კილოგრამი, კომშის ნახარში - 1,5 ჩაის ჭიქა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამდენად ხშირად უნდა მოწმინდოთ  იატაკი ტუალეტსა და აბაზანაში?
რამდენად ხშირად უნდა მოწმინდოთ იატაკი ტუალეტსა და აბაზანაში?
ტუალეტი და აბაზანა ის ადგილებია, სადაც ჰიგიენა განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
სრულად
საწებლის მომზადება ზაფხულიდან იწყება
საწებლის მომზადება ზაფხულიდან იწყება
გთავაზობთ რამდენიმე საწებლის რეცეპტს:
სრულად
დავივიწყოთ მავნე საყოფაცხოვრებო ჩვევები
დავივიწყოთ მავნე საყოფაცხოვრებო ჩვევები
ადამიანები მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას გამუდმებით ცდილობენ.
სრულად
სააღდგომო რჩევები
სააღდგომო რჩევები
აღდგომა ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
სრულად
დანები კოლექცია თუ ერთი უნივერსალური საჭრელი?
დანები კოლექცია თუ ერთი უნივერსალური საჭრელი?
გამძლე დანა რომ აირჩიოთ, შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ოთხ ძირითად კრიტერიუმს: დანიშნულებას, პირისა და სახელურის მასალას, აწყობის ხარისხსა და გალესვას.
სრულად
როგორ შევღებოთ კვერცხი
როგორ შევღებოთ კვერცხი
ენდროს გარდა არსებობს კვერცხების შეღებვის მრავალი წესი. ყველაზე იოლია, შეიძინოთ კვერცხის სპეციალური
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კომპოტები, მურაბები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები