/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიასახლისის კუთხე

როგორ შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

როგორ შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
იწურება დიდი მარხვა და მთელი მართლმადიდებელი სამყარო ეგებება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

მართლმადიდებელ სამყაროში უძველესი დროიდან არსებობს სააღდგომოდ კვერცხების შეღებვისა და აღდგომის დღესასწაულზე ერთმანეთისთვის გაცვლის ტრადიცია. ეს ტრადიცია სათავეს მოციქულთა სწორის, წმინდა მარიამ მაგდალინელისგან იღებს.

გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამი სახარების საქადაგებლად რომში გაემგზავრა და იმპერატორ ტიბერიუსის სასახლეს მიაშურა. იმხანად ყველას, ვინც იმპერატორს ეახლებოდა, მისთვის ძღვენი უნდა მიერთმია. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასეულობა მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რის საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა!" იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "მკვდრეთით აღდგომა როგორ შეიძლება?! ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც იმისა, რომ ეს კვერცხი შეიძლება გაწითლდესო". ტიბერიუსს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხმა ფერი იცვალა...

შეღებილი კვერცხების შესახებ პირველი წერილობითი წყაროა საბერძნეთში, თესალონიკში, წმინდა ანასტასიას მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული X საუკუნის ხელნაწერი. მასში მოყვანილი საეკლესიო წესდების ბოლოს ნათქვამია, რომ სააღდგომო ლოცვის შემდეგ აუცილებელია კვერცხისა და ყველის კურთხევის ლოცვის წაკითხვა. ტრადიციისამებრ, მლოცველებს ეკლესიაში მიაქვთ პასქა და შეღებილი კვერცხები, რომელთაც მღვდელი წირვის შემდეგ აკურთხებს. სადღესასწაულო ტრაპეზიც ამ დღეს პასქითა და კვერცხით იწყება და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევენ სხვა სახსნილო კერძებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კვერცხების შეღებვის წესები

არსებობს კვერცხების შეღებვის მრავალი წესი. ყველაზე მარტივია, შეიძინოთ სპეციალური საღებავი და შეფუთვაზე მითითებული წესისამებრ გამოიყენოთ. ჩვენ მხოლოდ იმის დამატება შეგვიძლია, რომ შეღებილ კვერცხს ბზინვარების მისაცემად მცენარეულ ზეთში დასველებული ნაჭერი უნდა გადაუსვათ.

ალბათ ყველამ იცის კვერცხის შეღებვა ხახვის ფურცლით: აგროვებენ რაც შეიძლება მეტ ფურცელს (ბევრი მის შეგროვებას აღდგომამდე ერთი თვით ადრე იწყებს) და მასში ხარშავენ კვერცხს. კვერცხმა 20-40 წუთს, სასურველი ფერის მიღებამდე უნდა იდუღოს. ასაბზინებლად მასაც მცენარეული ზეთი გადაუსვით.

არსებობს მეორე წესიც: ხახვის ფურცლები ადუღეთ ნახევარ საათს, შემდეგ ნახარში გადაწურეთ, შიგ ჩააწყვეთ უკვე მოხარშული კვერცხები და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე არ მიიღებთ სასურველ ფერს. ამგვარად შეღებვისას მიიღება უფრო თანაბარი შეფერილობა. კვერცხი შეიძლება ხახვის მშრალი ფურცლებითაც შეიღებოს. კვერცხი მოხარშეთ, ცხელ-ცხელს სათითაოდ შემოახვიეთ ხახვის მშრალი ფურცლები, გაახვიეთ ნაჭერში და ადუღეთ კიდევ 10 წუთს. წყალს დაუმატეთ ძმარი. კვერცხს მოოქროსფერო-მარმარილოსებრი ელფერი მიეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ
დღეში რამდენი პასკის ჭამა შეიძლება აღდგომაზე

თუ მოხატული კვერცხი გსურთ, ოხრახუშის ფოთოლი მიაკარით, დოლბანდში გაახვიეთ და საღებავში ისე ჩაუშვით. შეგიძლიათ, სველი კვერცხი ამოავლოთ მშრალ ბრინჯში, მაგრად გაახვიოთ დოლბანდში და ისე შეღებოთ. ბავშვებს ძალიან უყვართ კვერცხების მოხატვა ჩვეულებრივი აკვარელის საღებავითა და ფუნჯით. ამ შემთხვევაში უნდა შეიღებოს მოხარშული კვერცხი, ვიდრე ჯერ კიდევ თბილია, რათა საღებავი მალე გაშრეს.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

შეღებვამდე კვერცხი გარეცხეთ სოდით ან ძმრით - უფრო თანაბრად შეიღებება. ხარშვისას კვერცხი

რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი. კვერცხი რომც გასკდეს, შიგთავსი არ გადმოიღვრება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამდენად ხშირად უნდა მოწმინდოთ  იატაკი ტუალეტსა და აბაზანაში?
რამდენად ხშირად უნდა მოწმინდოთ იატაკი ტუალეტსა და აბაზანაში?
ტუალეტი და აბაზანა ის ადგილებია, სადაც ჰიგიენა განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
სრულად
საწებლის მომზადება ზაფხულიდან იწყება
საწებლის მომზადება ზაფხულიდან იწყება
გთავაზობთ რამდენიმე საწებლის რეცეპტს:
სრულად
დავივიწყოთ მავნე საყოფაცხოვრებო ჩვევები
დავივიწყოთ მავნე საყოფაცხოვრებო ჩვევები
ადამიანები მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას გამუდმებით ცდილობენ.
სრულად
სააღდგომო რჩევები
სააღდგომო რჩევები
აღდგომა ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
სრულად
დანები კოლექცია თუ ერთი უნივერსალური საჭრელი?
დანები კოლექცია თუ ერთი უნივერსალური საჭრელი?
გამძლე დანა რომ აირჩიოთ, შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ოთხ ძირითად კრიტერიუმს: დანიშნულებას, პირისა და სახელურის მასალას, აწყობის ხარისხსა და გალესვას.
სრულად
როგორ შევღებოთ კვერცხი
როგორ შევღებოთ კვერცხი
ენდროს გარდა არსებობს კვერცხების შეღებვის მრავალი წესი. ყველაზე იოლია, შეიძინოთ კვერცხის სპეციალური
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები