/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სანდო რჩევები

იმუნიტეტის დამაქვეითებელი ფაქტორები

იმუნიტეტის დამაქვეითებელი ფაქტორები
იმუნიტეტი არის ორგანიზმის სენშეუვალობა, უნარი ებრძოლოს სხვადასხვა დაავადების გამომწვევებს,

დაიცვას ორგანიზმი ამა თუ იმ პათოლოგიის, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადების განვითარებისაგან.

განვიხილოთ ყველაზე მეტად გავრცელებული ფაქტორები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის ამ განსაკუთრებულ უნარს.

1) ცხოვრების უმოძრაო სტილი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჩვენს დროში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. ტელევიზორისა თუ კომპიუტერის გამო ხანგრძლივად ჯდომა, „მჯდომარე“ სამუშაო და საზოგადოდ, ცხოვრების უმოძრაო სტილი ამ საუკუნის სერიოზულ პრობლემათა ნუსხაშია. მათი წყალობით ორგანიზმი დაავადებათა მთელ თაიგულს იძენს. ზოგიერთი პათოლოგია შემპარავად, თანდათანობით, ზოგი კი შედარებით სწრაფად და აშკარად შესამჩნევად ეუფლება ადამიანს. უმოძრაოდ ხანგრძლივად ყოფნის გამო ორგანიზმში ნელდება სისხლის მიმოქცევა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები. ასეთი შეგუბების გამო კი ორგანიზმიდან ნაკლებად იდევნება წიდები და სხვა ტოქსინები (მომწამვლელი ნივთიერებები), იზრდება გაცხიმოვნების რისკი. შესაბამისად, დაავადებებთან ბრძოლის უნარი „უმოძრაო“ ორგანიზმს აღარ შესწევს

2) მავნე ჩვევები

ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა თამბაქოს მოწევა. ეს იმუნიტეტის დამაქვეითებელი ის ფაქტორია, რომელიც, სხვა ფაქტორებისაგან განსხვავებით, ჯანმრთელობას შემპარავად, ნელ-ნელა ანგრევს, სამაგიეროდ, ძირეულად, ხშირად ისეთ პათოლოგიურ პროცესებს აძლევს დასაბამს, რომელთა შექცევადობა და აღმოფხვრა ძალზე რთული, ზოგჯერ კი სრულიად შეუძლებელი ხდება. მწეველი ადამიანი წლობით შეიძლება არაფერს უჩიოდეს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ონკოლოგთან აღმოჩნდეს საკონსულტაციოდ. სიგარეტის ყოველი მოწეული ღერი ორგანიზმის იმუნიტეტისათვის მიყენებული მორიგი მძიმე დარტყმაა. ონკოლოგიური პათოლოგია კი სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზმის იმუნური მექანიზმების მოშლისა და მათი ნორმალური ფუნქციობის აღრევის შედეგი.

3) ძილის უკმარისობა

ძილს, საზოგადოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ის წყალივით და ჰაერივით საჭირო და აუცილებელია. მისი უკმარისობა ცუდად აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. მაინც, როგორ უნდა გაარკვიოს ადამიანმა, საკმარისად სძინავს მას თუ არასაკმარისია მისთვის ძილის ის ხანგრძლივობა, რომელიც დასასვენებლად აქვს გამოყოფილი. ძილის უკმარისობაზე შემდეგი ნიშნები მეტყველებს: თუ ადამიანი კვირის დასაწყისში ადვილად იღვიძებს და სამსახურში წასასვლელად ადგომა არ უჭირს, ხოლო კვირის დასასრულისაკენ ეს სულ უფრო უძნელდება და ტანჯვით დგება, თუ დასვენების დღეებში შუადღემდე გამოძინების პროცესშია (ეს უკანასკნელი არცთუ სასარგებლოა), რათა აღიდგინოს წინა დღეებში ერთგვარად დაკლებული ძილი, იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს ყოველ ღამე ძილი არ ჰყოფნის, სულ მცირე, ერთი საათის გამოძინება მაინც აკლია. ასეთი მდგომარეობა და საზოგადოდ, ცხოვრების ამგვარი სტილი კი ცუდად აისახება იმუნიტეტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ვირუსული ინფექცია, გრიპის აფეთქებები და სხვა უამრავი დაავადება ძილნაკლულ ადამიანს უფრო ხშირად ემართება. ზოგს ასეთი ქრონიკული გამოუძინებლობა, ანუ ძილის ქრონიკული უკმარისობა, წლების განმავლობაში უგრძელდება, რის გამოც ხშირად ქრონიკული დაღლილობის სინდრომისა და სხვა გართულებათა მსხვერპლი ხდება.

4) არასწორი კვება

ადამიანთა უმრავლესობა არასწორად იკვებება. დიეტები, დაუბალანსებელი საკვები რაციონი და, საზოგადოდ, არარაციონალური, არასწორი კვება აქვეითებს იმუნიტეტს. ეს ორი ძირითადი მიზეზით ხდება: 1. ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო საკვებ ნივთიერებებს საკმარისი რაოდენობით და პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობს. 2. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სხვადასხვა სახის დარღვევა მიმდინარეობს, ვითარდება გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), წყლულოვანი პათოლოგია და სხვა მრავალი დაავადება. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში სერიოზული დარტყმა ადგება იმუნიტეტს, შესაბამისად, ორგანიზმის სენშეუვალობა სუსტდება და ადამიანს სხვადასხვა დაავადება ემუქრება.

5) არასასურველი ეკოლოგიური გარემო

დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ ეკოლოგიური სისუფთავე და სიჯანსაღე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დღეგრძელობისათვის. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს და შესაბამისად, იმუნიტეტს აქვეითებს არა მხოლოდ დაბინძურებული ჰაერი ან მავნე გამოსხივება, არამედ ხმაურიც, რომელიც დღეს დიდი ქალაქების სერიოზული პრობლემაა. ეკოლოგიური გარემოს ფაქტორი მეტად საყურადღებოა, თუმცა მისი აღმოფხვრა და კორექცია მეტად რთული საკითხია. ყველას როდი შეუძლია ხმაურიანი და დაბინძურებული ქალაქიდან წყნარ, მწვანით გამორჩეულ სოფელში გადახვეწა და იქ ცხოვრება. გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ ადამიანმა სხვა მავნე ფაქტორთა აღმოფხვრით მაინც უნდა შეძლოს იმუნიტეტზე ეკოლოგიური ფაქტორის უარყოფითი გავლენის დაბალანსება და მისი განეიტრალება.

6) სტრესი

სტრესი შეიძლება შემთხვევითი (ერთეული) იყოს ან კიდევ მუდმივი, ხანგრძლივი (ქრონიკული). ერთეული სტრესის მაგალითია ახლობელთან უსიამოვნება, სამსახურში ერთჯერადად შექმნილი რაღაც პრობლემა თუ გაუგებრობა. მუდმივად მიმდინარე სტრესს კი არასასურველ გარემოში ხანგრძლივად ყოფნა, თუნდაც არასასურველ სამსახურში იძულებით საქმიანობა იწვევს. სტრესი შეიძლება იყოს განპირობებული როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური დაძაბულობით. იმუნიტეტისათვის უფრო მავნებელი სწორედ ქრონიკულად არსებული სტრესებია. ერთეული, ე.წ. შემთხვევითი სტრესები კი ზოგჯერ დადებით გავლენასაც კი ახდენს ორგანიზმზე, ხელს უწყობს რა მას ძალთა და დამცველობით მექანიზმთა მობილიზებაში. თუმცა ყველაფერს და მათ შორის – ერთეულ სტრესსაც აქვს თავისი ზღვარი, გავლენის ძალა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გარდერობის 7 ნივთი, რაც შვებულებაში უნდა წაიღოთ, რომ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ელეგანტურად გამოიყურებოდეთ

სავსებით შესაძლებელია, გამოიყურებოდე ელეგანტურად დიდი ძალისხმევის გარეშე - იმ ნივთებისა და აქსესუარების წყალობით, რომლებიც შეიძლება შვებულების ჩაცმულობის საფუძველი გახდეს.
სრულად
სხეულის პოზები ძილის დროს - რა უნდა ვიცოდეთ

ძილი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის არა მხოლოდ ხელს უწყობს ძალების აღდგენას სამუშაო დღის შემდეგ, არამედ გავლენას ახდენს განწყობასა და საერთო კეთილდღეობაზე.
სრულად
ყლაპვის ინფანტილური ტიპი
ყლაპვის ინფანტილური ტიპი
ყლაპვა - სუნთქვისა და ნერწყვდენის მსგავსად, რეფლექსური აქტია, რომლის არსებობაზე თითქმის არც კი ვფიქრობთ, რადგან თავისთავად ხორციელდება და ჩვენთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

როგორ არის დაკავშირებული სისხლძარღვების პრობლემები ალცჰაიმერის დაავადებასთან?

დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც ბლოკავენ გულის არტერიებს, ასევე ბლოკავენ სხეულის დანარჩენი ნაწილის არტერიებს, მათ შორის თავის ტვინს.
სრულად
როგორ მოქმედებს ზამთარი ქრონიკულ დაავადებებზე

სიცივემ შესაძლოა გაამწვავოს გარკვეული დაავადებები.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

იმუნიტეტის დამაქვეითებელი ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები