/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

კანის პილინგი - რა პროცედურაა და როგორ გავიკეთოთ

სქრაბი, პილინგი, გომაჟი... ქალები ხშირად გვერდს უვლიან ამ კოსმეტიკურ საშუალებებს.

არადა, ეს პროდუქცია მათი ტუალეტის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. თუ კანის სიჯანსაღე თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ამ საშუალებების გარეშე ვერაფერს გახდებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: კანის რეგულარული და სწორი წმენდა კოსმეტოლოგიის უპირველესი წესია. ამის გარეშე ყოველი ძალისხმევა და ძვირად ღირებული საცხები უსარგებლო იქნება.უჯრედების ცხოველქმედების ციკლი დაახლოებით 4-5 კვირას შეადგენს, შემდეგ ისინი კვდებიან, მაგრამ კანს კი არ სცილდებიან, მის ზედაპირზე გროვდებიან. თუ მათგან არ გათავისუფლდით, სახე აიქერცლება, გაჩნდება ფერიმჭამელები, კანი მოდუნდება და უსიცოცხლო გახდება. აბრეშუმივით ნაზი, ჯანსაღი და ახალგაზრდა კანის შესანარჩუნებლად მხოლოდ ყოველდღიური პირის ბანა არ კმარა. კანს „გენერალური წმენდა“ - პილინგი სჭირდება.

პილინგი (ინგლ. Peels - აქერცვლა, კანის მოცილება) კანის ღრმა წმენდის პროცედურაა. გულისხმობს ეპიდერმისის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას და მის ქვეშ არსებული ახალგაზრდა და ჯანსაღი კანის გასუფთავებას. პილინგი ასევე აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, რაც, თავის მხრივ, კანის უჯრედების ნორმალურ ზრდა-განვითარებასა და დროულ განახლებას განაპირობებს.

კანის წმენდის უძველესი მეთოდი - მსგავსის მსგავსით წმენდაა. მარტივად რომ ვთქვათ, კანიდან ჭუჭყის ჩამოსარეცხად ჯერ ის კარგად უნდა გავაჭუჭყიანოთ. ამ მიზნით ქალები უძველესი დროიდან იყენებდნენ თიხას: მას წყალში აზავებდნენ და იდებდნენ სახესა და ტანზე, შემდეგ ჩამოიბანდნენ. ასე რომ, თიხა შეიძლება კანის წმენდის თანამედროვე კოსმეტიკური პრეპარატების წინაპრადაც მივიჩნიოთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პილინგის თანამედროვე საშუალებები სხვადასხვა სახელწოდებებითაა ცნობილი: სქრაბი, ექსფოლიანტი, გომაჟი. ყველას თანაბარი ფუნქცია აქვს - კანის ზედაპირული შრის აქერცვლა-გაპრიალება, აი, გამოყენების მეთოდები კი განსხვავებულია.

კანზე მოქმედების სიღრმის მიხედვით პილინგი ზედაპირული, საშუალო და ღრმაა, მოქმედების მექანიზმის მიხედვით კი - ლაზერული, ქიმიური და მექანიკური.

შეკითხვა ექიმს
<p>-ღორის ხორცი წნევას წევსო მითხრეს და ცხიმი წევს თი მჭლე მარტო ხორციც?</p>

ზედაპირული პილინგი ფერიმჭამელების, ჰიპერპიგმენტაციისა და ცხიმოვანი სებორეის დროსაა გამართლებული. 25 წლის შემდეგ, როცა კანს ჯერ კიდევ აქვს თვითაღდგენის უნარი, ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია როგორც კანის დაბერების შემაფერხებელი საშუალება. გამოხატული ასაკობრივი ცვლილებები და კანის დეფექტები კი ცუდად ექვემდებარება ზედაპირულ პილინგს. სასურველ შედეგს, სულ ცოტა, 15-20 სეანსი სჭირდება. ამიტომ კანის რთული პრობლემების გადასაჭრელად ჯობს კანის საშუალო და ღრმა წმენდას მიმართოთ.

პრობლემური კანის მქონე პაციენტებს დერმატოკოსმეტოლოგი უფრო რადიკალურ მეთოდს - დერმაბრაზიას (ლაზერული პილინგი) ურჩევს. ეს აპარატული პროცედურაა და ადგილობრივი გაუტკივარებით ან ზოგადი ანესთეზიით ტარდება. დერმაბრაზიით მკურნალობენ კანზე ფერიმჭამელების დატოვებულ დაზიანებებს, აშორებენ ღრმა ნაოჭებს და ნაწიბურებს. ეს მეთოდი მეტად ეფექტურია, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია - 1,5-2 თვე. თანაც, პროცედურა ძვირად ღირებულია და ბევრისთვის მიუწვდომელიც.

ასევე დაგაინტერესებთ
კანის მოვლა გაზაფხულზე

ქიმიური პილინგი კანის მკვდარი უჯრედების დამშლელი სპეციალური საშუალებებით (სითხე, გელი, ფხვნილი) ხდება. ეს მეთოდი რეკომენდებულია პიგმენტური ლაქებისა და ფერიმჭამელების კვალის მოსაშორებლად. ქიმიური პილინგისთვის გამოიყენება ხილის მჟავები ან ფერმენტები (ენზიმები). პაციენტებსაც და სპეციალისტებსაც განსაკუთრებით მოსწონთ უნივერსალური, საშუალო ქიმიური პილინგის მაქსიმალურად დამზოგველი მეთოდი (ეასყ პეელს - მსუბუქი). ეს მეთოდი გამოიყენება კანზე ასაკობრივი ცვლილებების, წვრილი ნაოჭების, კანის არაჯანსაღი ფერისა და სხვათა შემთხვევაში. პროცედურის დროს აქტიურდება კოლაგენების, ელასტინებისა და ჰიალურონის მჟავების თვითწარმოქმნის უნარი. კანის რქოვანა უჯრედების აქერცვლის პროცესის ხანგრძლივობა კი 24-დან 14 დღემდე მცირდება. ამ პროცედურას არ სჭირდება წინასწარი მომზადება და არც რეაბილიტაციის პერიოდი აქვს, უმტკივნეულოა და არ აქვს გვერდითი მოვლენები. კურსი შეადგენს 4 სეანსს, 2-2-კვირიანი შესვენებებით. პროცედურა არ არის ძვირად ღირებული, ეფექტი კი - შესანიშნავია.

სილამაზის სალონებში ქიმიური პილინგისთვის, ჩვეულებრივ, მჟავას შემცველ საშუალებებს იყენებენ. კოსმეტოლოგი პაციენტს ინდივიდუალურად ურჩევს კონცენტრაციას და მოქმედების დროს. ასეთი პილინგი უკუნაჩვენებია მგრძნობიარე კანის ქალებისთვის.

ქიმიური პილინგისთვის ენზიმების შემცველი საშუალების შეძენა შესაძლებელია კოსმეტიკის მაღაზიებში. როგორც წესი, ამ საშუალებებს სახის კანზე ისვამენ წრიული მოძრაობებით, კანის შტრიხების (ხაზების) მიმართულებით და რამდენიმე წუთს იჩერებენ, შემდეგ კი ჩამოიბანენ. ენზიმებისა და მასაჟის (წრიული მოძრაობა) ზემოქმედებით მკვდარი უჯრედები კანის ზედაპირიდან „გორდებიან“. ხილის მჟავების კომპლექსით კანის ბიოლოგიური პილინგი ხდება, რაც კანის რქოვანა გარსიდან მკვდარი უჯრედების მსუბუქ აქერცვლას იწვევს. გვირილასა და სალბის ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კანს ზედმეტ ცხიმს აშორებს და ამით უზრუნველყოფს კანის ფორების ბუნებრივ თვითწმენდას. სახის კანის გამწმენდი საშუალებების შეძენისას ეს ინფორმაცია უთუოდ გაითვალისწინეთ.

მექანიკური პილინგი ყველაზე პოპულარული, მარტივი და უვნებელია. ასეთი პილინგისთვის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სქრაბი. ის შეიცავს მომრგვალო ფორმის პაწაწინა გასაპრიალებელ ნაწილაკებს (ექსფოლიანტები), რომელთა დახმარებითაც იწმინდება კანი. ექსფოლიანტებად იყენებენ პლასტირის მიკროსკოპულ ბურთულებს, ზღვის მარილს, მინერალების ნაწილაკებს, წვრილად დაფქულ პემზას, გარგარისა თუ ზეთისხილის დაქუცმაცებულ კურკას, კაკლის ან თხილის დაფქულ ნაჭუჭს, ცვილის ან წყალმცენარეების გრანულებს. არსებობს სახისა და ტანის სქრაბები. ორივე შეიცავს დასაბან სუბსტანციას და სხვადასხვა დამარბილებელ, დამატენიანებელ და მკვებავ დანამატებს. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ სახის გასაპრიალებელი ნაწილაკები უფრო წვრილია და დამზოგველი, ვიდრე ტანისა და ფეხებისთვის განკუთვნილი. მწარმოებლები სქრაბის საფუძვლად იყენებენ კრემს (ემულსია), გელს ან კოსმეტიკურ თიხას. ცხიმიანი და შერეული ტიპის კანისათვის თიხის საფუძველზე დამზადებული სქრაბი ჯობს - ის აშორებს კანს ცხიმს და ავიწროებს ფორებს. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის უმჯობესია კრემის საფუძველზე დამზადებული სქრაბის გამოყენება. გელის ბაზაზე დამზადებული სქრაბი კი უნივერსალურია. ფეხებისთვის განკუთვნილი სქრაბი შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო დანამატებს და კომპონენტებს, რომლებიც ოფლის გამოყოფასა და შეშუპებასაც ამცირებენ.

როგორ გავიკეთოთ პილინგი

  • სახის სქრაბის გამოყენება ძილის წინ უმჯობესია. ჩვეულებისამებრ გაიწმინდეთ სახე, სველ კანზე წაისვით სქრაბი და 1-2 წუთის განმავლობაში, მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ სახის მასაჟი. მოძრაობა უნდა მიიმართოს სახის შტრიხების გასწვრივ: შუბლის შუა ნაწილიდან საფეთქლებისკენ, პირის კუთხეებიდან საფეთქლებისკენ და ნიკაპის შუა ნაწილიდან ყურის ბიბილოებისკენ. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოიბანეთ სქრაბი თბილი წყლით. დამუშავებული კანი საჭიროებს დაცვას, ამიტომ პილინგის შემდეგ აუცილებლად წაისვით ცხიმიანი კრემი ან გაიკეთეთ ნიღაბი და მიეცით კანს დასვენების საშუალება.
  • პილინგის შემდეგ კანი უფრო ნორჩი და გლუვი უნდა იყოს. თუ გაჩნდება სიწითლეები და რამდენიმე წუთში არ გაივლის ან კანი გეწვით, ე. ი. ეს სქრაბი არ გიხდებათ და მომავალი პილინგისთვის უფრო რბილი და წვრილი ექსფოლიანტებიანი საშუალება სცადეთ.
  • ხელისა და ფეხისთვის განკუთვნილი სქრაბის გამოყენება უფრო მოსახერხებელია მანიკიურისა და პედიკიურის პროცედურების დროს - უშუალოდ აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ, რომ კანი დაორთქლილი იყოს. ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ უბნებს - ხელის ზედა ნაწილს, თეძოებს, დუნდულებს, ქუსლებსა და იდაყვებს. პილინგის შემდეგ წაისვით ტანის რძე ან კრემი.
  • სქრაბის გამოყენება შეიძლება კვირაში მხოლოდ 1-2 დღე (მეტი არა), წინააღმდეგ შემთხვევაში, კანმა შეიძლება დაკარგოს ბუნებრივი დამცველობითი უნარი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალი ტიპის კანისთვის.
  • იყავით აკურატულები მგრძნობიარე, განსაკუთრებით კი ფერიმჭამელებიანი კანის შემთხვევაში. ასეთ დროს სქრაბი დიდი სიფრთხილით და კვირაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ.
  • სქრაბის ეფექტური და იაფი შემცვლელია ქისა, ხელთათმანი ან საბანაო ღრუბელი (ქისა). ამ უკანასკნელის უპირატესობა მისი სიგრძეა, რაც სხეულის ძნელად მისადგომ ადგილებში (მაგალითად, ზურგზე) პილინგის საშუალებას იძლევა. გახსოვდეთ, თუ კანს ძალიან ძლიერად და უხეშად გაიხეხავთ, ის შეიძლება დააზიანოთ.
  • თვალების ირგვლივ პილინგი დაუშვებელია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა
დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა
საზაფხულო განტვირთვა ყველაზე მეტად, ალბათ, დიასახლის ქალებს სჭირდებათ, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფიზიკური თუ ფსიქიკური დატვირთვის აქვთ.
სრულად
კიდევ ერთხელ გარუჯვის საფრთხეების შესახებ

5 ყველაზე მავნე ინტიმური ჩვევა, რომელიც თითქმის ყველა ქალს აქვს

გთავაზობთ რამდნეიმე საგულისხმო რჩევას ქალის ყოველდღიურ საჭიროებებთან დაკავშირებით:
სრულად
ქალის 5 ქმედება, რომელსაც მამაკაცები ფლირტად მიიჩნევენ

ზოგჯერ ქალს შეუძლია გაიღიმოს და დაინტერესდეს ახლობელი მამაკაცის ცხოვრებით ისე, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
სრულად
როგორ მოქმედებს გრიპის ვირუსი ქალის ორგანიზმზე

კოროვირუსული ინფექციის, ასევე გრიპის ვირუსის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის დროს, ხშირად ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა -
სრულად
მოდადქცეული საკეისრო და ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები

უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში, საქართველოშიც, ისევე როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში, რადიკალურად იმატა საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობის წილმა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-მამას ფეხზენთითებს შიაბ აქვს გაყვლეფილებივით ექავება კოდეც ცოტანდანსტკივაბზელიონკასნოსმევს უივე შევამჩნიე 3კერ.მამასთან მოროდებით ვარ და ვერ ვეკითხები მთლად ასე ძირფესვიანად მაგრამ აშკარაა აწიხებს.ის გულთ ავადმყოფია ოოერაციის მიიხედავად აქვს სარქველი ღოად აკასნვერ შველიან და კიმშვადობა 36 სულნდაძაბული ვარ .ისედაც სულ ნერვოულიბს მოსნგამო ამხელა ვალები რომ დაჰვედო და ოლერაციიდან რაკდენომე წელი ექომებში ომხელანთანხა რომ მიდოდა კონსულტაციებზე და ხმას ვერანაირად ვერამოიღებ ახლანექომთან საწვლაზე.სულ დარდი მაქვს კონტროლზე რომ ვეღარ მოგვყავს არაა ამის საშუალება და მეშენია შეიძლება რომ ან ომ წამლებმა ამდენინწელია მიჭით რომ იყრის ერატნდალევაზე 7ეამალს ასმევს ექომი ყოველ დღე ან მისს მსგომარეობას გამოეწვია ეს?რაც თავი ლახსოვს შულ გაცვეთილი ფეხსაცმლით დადიანსულ კილეულით არვიცი ამან ქნა თუ რამ მაგრამ არვიცინროგორნდავეხმარო.ან არ გაურთულდეს რამე მეშენია.რატონაქ ფეხზე ეაენი?წყლილებივიყ თითქოსნსითხეაო თითებ შუა.მეცოდება.რანჰქბოა ამ დაავადებას ?

კატეგორია : რჩევები

-რამდენიმე დღეა მარკვენა ფეზე ქუსლი მოხირს მერე ხან თითებშიც ინაცვლებს და მთლიანი ფეხი მეჭიმება თითქოს უნდა დაბიჟდესო თიმცა არ ბიჟდება. პარალელირად იმავე ფეხზე ზემოდან არც წელია არც დინდული რავიცი სადღაც ამ ადგილებში კუკიზნაკის ადგილას თუ რავიცი რა კიდევ დუნდულის გვერდზე გარეთა მხარეს ბარძაყიდ დასაწყისში დუნდულის ქვეშ გამოდის მგონი ნთლიან ზოლზე ჩადის მერე მუხლამდე ულანა მხრიდან დაღლის თუნდაჭომვის შეგრძენაა და ქუსლინმიხირს მაწიხებს თერფი მერე და მეშენია რატო მაქბს ასე?სულ სახლში ვარ სიარული არმკწევს.ღამითაც ორკერ მქონდა არდამაძონა ვერ ვათავსებდი ფეხს ვერსად. ვწრ ვასვენებდი

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კანის პილინგი - რა პროცედურაა და როგორ გავიკეთოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები