კანის მოვლა გაზაფხულზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის მოვლა გაზაფხულზე

ამისათვის დოქტორმა დავით ორენტრეკმა, კლინიკის წამყვანმა დერმატოლოგმა, შეადგინა სილამაზის რვა მნიშვნელოვანი წესი, სვეტის რედაქტორმა ნატალია უდონოვამ კი გვითხრა, როგორ დავიცვათ ისინი.

ზამთარი კანს აშრობს, აღიზიანებს და მგრძნობიარეს ხდის. ადამიანს უჩნდება მუქი წრეები თვალების ქვეშ და კანი უფერმკრთალდება, შესაძლოა გამოიკვეთოს აკნეც. მაგრამ არ შეშინდეთ, ყველაფერს ადვილად მოევლება.

როგორ შევინარჩუნოთ კანის სინორჩე

1. დაიცავით კანის მოვლის ყოველდღიური რეჟიმი – წმენდის, აქერცვლისა და დატენიანების მიზნით გამოიყენეთ კანის დამატებითი საკვები (რეტინოიდები, მათეთრებელი კრემები, ანტიოქსიდანტები და სხვა).

დატენიანება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კანისთვის. არ მოიკლოთ წყლის პროცედურები, დამატენიანებლები და თერმული წყლის სპრეი. ეს უკანასკნელი გამდიდრებულია მინერალებით და კანისთვის სასარგებლო მიკროელემენტებით, რომელთაგან ბევრი არ შეიცავს კრემს (მაგალითად, თუთია და სელენი). თუ დილით გაგიჩნდებათ შეშუპება, შეცვალეთ საღამოს კანის გასაწმენდი პროგრამა. მაგალითად, კოსმეტიკური რძის ნაცვლად, მოიცილეთ მაკიაჟი თქვენი კანისთვის განკუთვნილი ქაფით ან გელით.

თუ დაბანის შემდეგ კანი დაგეჭიმათ, ე. ი. წყალი ხისტია. დაიწყეთ მისი რეგულარული წმენდა სასმელ წყალში ჩადებული ბამბის ტამპონით. 0,33-ლიტრიანი ბოთლი დიდხანს ძლებს. ასეთი ელემენტარული ტექნიკა სწრაფად გაგათავისუფლებთ უსიამოვნო შეგრძნებებისგან და, რაც მთავარია, მოიცილებთ ჭუჭყის ნარჩენებს.

2. საკმარისად იძინეთ. თქვენი ჯანმრთელობა, კანის მდგომარეობა და გონებრივი აქტივობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, თუ სათანადოდ გამოიძინებთ. სხეულს, საშუალოდ, 6-9 საათი ძილი სჭირდება.

კანის ცუდი მდგომარეობა ძილის ნაკლებობის ცხადი ნიშანია. როდესაც სხეულს არ აქვს საკმარისი დრო გამოჯანმრთელებისთვის, ბუნებრივი ანტიოქსიდანტური სისტემა, რომელიც კანს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს, იწყებს დასუსტებას. მცირდება გარე დამცავი ბარიერები, დაზიანებულია ლიპიდური საფარი, რომელიც კანს იცავს ტენის დაკარგვისგან, უარესდება საკვები ნივთიერებების მიკროცირკულაცია, რის გამოც ჩნდება სიფერმკრთალე, შეშუპება და მუქი წრეები თვალებქვეშ.

გასაოცარია, რა კარგად ახერხებს კანი ძილის დროს თავის აღდგენას. უფრო ხშირად, მაგრამ უმჯობესია ყოველთვის მისცეთ მას ეს შესაძლებლობა. დაამატეთ სპეციალური ღამის მოვლა და დაიხსნით თავს ნაოჭების გაჩენისგან დიდი ხნის განმავლობაში. უფრო მეტიც, უკვე წარმოქმნილი ნაოჭები შეწყვეტს ზრდას და დიდხანს შეუმჩნეველი დარჩება.

3. დაიცავით კანი მზისგან. წაისვით მზისგან დამცავი და გაიკეთეთ სათვალე.

ყინვების შემცირების მიუხედავად, ქარი და ტენიანობა არანაკლებ აზიანებს კანს. მზის სხივები კანში ცუდ ამინდშიც აღწევენ. ქალაქში დამცავი კრემის გარეშე სეირნობა იმას გამოიწვევს, რომ: კანი დაკარგავს რეგენერაციის უნარს, მისი დამცავი ფუნქციები შემცირდება და ყველა მავნე ნივთიერებას მასში თავისუფლად შეღწევის საშუალება მიეცემა.

გამოსავალი: 15-20-ჯერ წაისვით კანზე საცხი შPF-ით. საბედნიეროდ, კოსმეტიკური საშუალებების ყველა მწარმოებელი ამზადებს ამგვარ საცხებს.

4. კვებეთ კანი სწორად. გამოიყენეთ მკვებავი საცხი თქვენი კანის ტიპისთვის. მაგრამ გახსოვდეთ: ხშირმა მკურნალობამ ან სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების გამოყენებამ შეიძლება კანი გააღიზიანოს.

ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობა მეყსეულად აისახება კანის მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ გაქვთ B ვიტამინის დეფიციტი, ჩნდება ტუჩის ნახეთქები.

ხილისა და ლაზერული პილინგი აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას, ფორები უხილავი ხდება და წვრილი ნაოჭები სწორდება. ამგვარი პროცედურების დასაწყებად გაზაფხული შესაფერისი დროა: მზე ჯერ არ არის აქტიური, ჰაერი უფრო ტენიანი და ნაკლებად დაბინძურებულია. მაგრამ ეცადეთ არ გაგიტაცოთ ამ პროცედურებმა, რადგან პილინგი კანის ზედაპირს ათხელებს და შესაძლოა არა მხოლოდ გაღიზიანება, პიგმენტაციაც გამოიწვიოს. ერთი პროცედურა საკმარისია, შემდგომ კი უნდა გაგრძელდეს კოსმეტიკური საშუალებებით მოვლა.

5. მოიხმარეთ ანტიოქსიდანტები და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები. ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს.

მთავარი ცხიმოვანი მჟავები გვხვდება თევზსა და სელის თესლში, ისინი ეხმარებიან უჯრედების შენების პროცესს, აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული თვისებები, ხელს უწყობენ ეპიდერმისის ტენიანობის დონის შენარჩუნებასაც.

გაზაფხულზე მოხმარებული საკვები ნივთიერებების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. ძირითადად იმის გამო, რომ ჩვენს დიეტაში პრაქტიკულად არ არსებობს ჯანსაღი საკვები. ხილი და ბოსტნეული არ იძლევა რაიმე სარგებელს, ამიტომ არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი – ვიტამინების მიღება.

ვარჯიში სახალისო უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში თქვენ გარანტირებული გაქვთ კარგი განწყობა და სახის და სხეულის სილამაზე.

6. მოერიდეთ სტრესს. სტრესი უარყოფითად მოქმედებს მრავალ სისტემაზე. სტრესთან გამკლავებაში ვარჯიში, მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ. დაგეგმეთ დასვენების დრო და მიჰყევით ამ რუტინას. მაგალითად, ოფისიდან ყოველ საღამოს გაისეირნეთ. სასიამოვნო წვრილმანებს შეუძლია შეამციროს სტრესის დონე, გააუმჯობესოს ჯანმრთელობა და თქვენი კანის მდგომარეობაც.

7. კარგად იკვებეთ. დიეტა – ჩვენ გირჩევთ: საკვებს დაბალი გლიკემიური ინდექსით, ხილით მდიდარ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს, ბოსტნეულით, თხილით, პარკოსნებით, თევზით, მთლიანი მარცვლეულითა და მონოუჯერი ცხიმებით (როგორიცაა ზეითუნის ზეთი) გაჯერებულ საკვებს, რაც დადებითად აისახება საზოგადოდ ჯანმრთელობაზე და უშუალოდ კანზე. მოერიდეთ ნახშირწყლებსა და შაქარს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ინსულინის დონეს, ასევე ტრანსცხიმებს. სითხის ადეკვატური მიღება უმნიშვნელოვანესია სხეულისა და კანის სიჯანსაღისთვის.

8. შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა. წონის სწრაფი დაკლება ან მატება უარყოფითად მოქმედებს ინსულინის დონეზე, იწვევს კანის მოდუნებას. ფორმის შესანარჩუნებლად მიმართეთ ცეკვას, იოგას ან ფიტნესს. საზაფხულოდ თქვენი სხეული მშვენიერ ფორმაში იქნება!

თუ ყველა წესის სრულად დაცვას ვერ შეძლებთ, სამი ძირითადი მაინც შეასრულეთ: კანის სწორი მოვლა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვიტამინები!