საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მომსახურებას

რის გამოც ხშირად ოქტომბერს „ვარდისფერ თვედ“ მოიხსენიებენ. თითქმის მთელ მსოფლიოში სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვადასხვა ტიპის აქციითა და კამპანიით ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას და მხარდაჭერის გამოხატვას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში.
საქართველოშიც, სამწუხაროდ, ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. თანაც ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და რისკ ჯგუფს მხოლოდ 40+ ასაკის ქალები უკვე აღარ წარმოადგენენ.
2021 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვისა“ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.
კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისები ხელმწისაწვდომი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
ეს რეგიონებია: მესტია, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულეთი, ჭიათურა, ზესტაფონი და თელავი. მომსახურების განრიგი რეგიონების მიხედვით და კლინიკების ჩამონათვალი კი ასეთია:
მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე - 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.
ამ კამპანიის მიზანი ის არის, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი გახადოს ხელმისაწვდომი უფრო ბევრი ქალისთვის ქვეყნის მასშტაბით, რადგან დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა მართვადია და შესაძლებელია პოზიტიური შედეგის მიღწევა. ხოლო პრევენციის მიზნით ხშირი კონტროლი და სკრინინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.